პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმუნიზაცია უნდა ჩატარდეს ახლა, რაც შეიძლება ადრე, გრიპის სეზონის დაწყებამდე" - ხათუნა ზახაშვილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და აცრაზე
"იმუნიზაცია უნდა ჩატარდეს ახლა, რაც შეიძლება ადრე, გრიპის სეზონის დაწყებამდე" - ხათუნა ზახაშვილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და აცრაზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფომ წელს 200 000 დოზა გრი­პის ვაქ­ცი­ნა შე­ი­ძი­ნა, სა­ი­და­ნაც 43 000 დოზა უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბუ­ლი 43 000 დო­ზით დი­ა­ლიზ­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი, ორ­სუ­ლე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი აიც­რე­ბა, სხვა მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი კი ვაქ­ცი­ნის დარ­ჩე­ნი­ლი დო­ზე­ბის მო­წო­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აიც­რე­ბი­ან.

ამას­თან, ზა­ხაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმუ­ნი­ზა­ცია ახლა, რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე, გრი­პის სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე უნდა ჩა­ტარ­დეს, რო­გორც კი ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა.

„გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცია, ისე­ვე, რო­გორც შარ­შან და ყო­ველ წელს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ სე­ზონ­ზე მზად­ყოფ­ნის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით, მათ­თვის, ვინც გრი­პით მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის რის­კის ქვეშ არის. შარ­შან­დელ­მა სე­ზონ­მა გრი­პის მხრივ საკ­მა­ოდ მშვი­დად ჩა­ი­ა­რა, ვი­ნა­ი­დან, დო­მი­ნან­ტუ­რი იყო კო­რო­ნა­ვირუ­სი, წელს რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ექ­ნე­ბა კო­რო­ნა­ვირუსს გრი­პთან უც­ნო­ბია და ჩვენ ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად და­ვაკ­ვირ­დე­ბით ორი­ვე ვირუსს. ერთი ცხა­დია და ყვე­ლა ექ­სპერ­ტი იძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმუ­ნი­ზა­ცია უნდა ჩა­ტარ­დეს ახლა, რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე, გრი­პის სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე, რო­გორც კი ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა. წელს, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბის­თვის გრი­პის ვაქ­ცი­ნის 200 000 დოზა არის შე­ძე­ნი­ლი, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ამ­ჟა­მად ჩა­მო­ტა­ნი­ლია გრი­პის ვაქ­ცი­ნის 43 000 დოზა და და­ნარ­ჩენ რა­ო­დე­ნო­ბას უახ­ლო­ე­სი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დე­ბით. უმაღ­ლე­სი რის­კის კა­ტე­გო­რი­ად გა­ნი­სა­ზღვრა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი, ესე­ნი არი­ან დი­ა­ლიზ­ზე მყო­ფი, ორ­სუ­ლე­ბი და ჯან­დაც­ვის პერ­სო­ნა­ლი. ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩე­ნი რის­კის ჯგუ­ფის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ვაქ­ცი­ნის შემ­დგო­მი მო­წო­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოხ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ხაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
07
0

ვინც ვერ ხვდება რისკ ჯგუფებში, მაგრამ სურვილი აქვს გაიკეთოს გრიპის ვაქცინა თუნდაც გადაიხადოს სათანადო დაწესებული თანხა, როგორ უნდა მოიქცეს, სად შეიძლება იმუნიზაციის მიღება? იქნებ ამ კატეგორიის ხალხზეც დაიდოს შესაბამისი ინფორმაცია.

07
0

იქნებ შეიქმნას ისეთივე პლათფორმა როგორც COVID-19 არის როგორც რისკ ჯგუფებისათვის (უფასო) ასევე სხვა დანარჩენისთვის (ფასიანი), რომ მაქსიმალურად მოხდეს იმუნიზაცია და სეზონურ გრიპს შევხვდეთ მომზადებული და დაცული. მადლობა თუ გაითვალისწინებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"იმუნიზაცია უნდა ჩატარდეს ახლა, რაც შეიძლება ადრე, გრიპის სეზონის დაწყებამდე" - ხათუნა ზახაშვილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და აცრაზე

"იმუნიზაცია უნდა ჩატარდეს ახლა, რაც შეიძლება ადრე, გრიპის სეზონის დაწყებამდე" - ხათუნა ზახაშვილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და აცრაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ წელს 200 000 დოზა გრიპის ვაქცინა შეიძინა, საიდანაც 43 000 დოზა უკვე საქართველოშია.

მისივე თქმით, არსებული 43 000 დოზით დიალიზზე მყოფი ადამიანები, ორსულები და სამედიცინო პერსონალი აიცრება, სხვა მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები კი ვაქცინის დარჩენილი დოზების მოწოდების შესაბამისად აიცრებიან.

ამასთან, ზახაშვილმა აღნიშნა, რომ გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ახლა, რაც შეიძლება ადრე, გრიპის სეზონის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება.

„გრიპის ვაქცინაცია, ისევე, როგორც შარშან და ყოველ წელს ძალიან მნიშვნელოვანია ამ სეზონზე მზადყოფნისთვის. განსაკუთრებით, მათთვის, ვინც გრიპით მძიმე დაავადების რისკის ქვეშ არის. შარშანდელმა სეზონმა გრიპის მხრივ საკმაოდ მშვიდად ჩაიარა, ვინაიდან, დომინანტური იყო კორონავირუსი, წელს როგორი ურთიერთობა ექნება კორონავირუსს გრიპთან უცნობია და ჩვენ ყოველკვირეულად დავაკვირდებით ორივე ვირუსს. ერთი ცხადია და ყველა ექსპერტი იძლევა რეკომენდაციას, რომ გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია უნდა ჩატარდეს ახლა, რაც შეიძლება ადრე, გრიპის სეზონის დაწყებამდე, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. წელს, სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინის 200 000 დოზა არის შეძენილი, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქნება ხელმისაწვდომი. ამჟამად ჩამოტანილია გრიპის ვაქცინის 43 000 დოზა და დანარჩენ რაოდენობას უახლოესი კვირების განმავლობაში ველოდებით. უმაღლესი რისკის კატეგორიად განისაზღვრა ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები, ესენი არიან დიალიზზე მყოფი, ორსულები და ჯანდაცვის პერსონალი. ყველა სხვა დანარჩენი რისკის ჯგუფის დაკმაყოფილება ვაქცინის შემდგომი მოწოდების შესაბამისად მოხდება“, - განაცხადა ზახაშვილმა