სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა - "ვწუხვარ, რომ დედათქვენი ახლა აქ არ არის და ვერ იზიარებს ამ საიხარულს"
სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა - "ვწუხვარ, რომ დედათქვენი ახლა აქ არ არის და ვერ იზიარებს ამ საიხარულს"

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი მო­დის დი­ზა­ი­ნე­რი, დემ­ნა გვა­სა­ლია ღირ­სე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

"სო­ხუ­მის და­ცე­მის დღე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გლო­ვის დღეა, ჩვე­ნი დრო­შე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ დღეს მე, რომ აქ, თქვენ­თან ერ­თად ვარ, რათა ეს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო გად­მოგ­ცეთ, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­დღაც ჩვენ მა­ინც უკვე გა­ვი­მარ­ჯვეთ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე".

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა პა­რიზ­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, სა­ზღვარ­გა­რეთ ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მო­დის დი­ზა­ი­ნე­რი, მო­დის სახ­ლის Balenciaga-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი დემ­ნა გვა­სა­ლია ღირ­სე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია მო­დის სახ­ლში Balenciaga გა­ი­მარ­თა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ვებ-გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრე­ზი­დენ­ტმა დემ­ნა გვა­სა­ლი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო მო­დის სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი პი­რა­დი წვლი­ლი­სათ­ვის გა­დას­ცა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით ჯილ­დოს მი­ღე­ბა მი­უ­ლო­ცა.

"მე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ დღეს მეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა გად­მოგ­ცეთ ეს ჯილ­დო, რო­მე­ლიც იმ ყვე­ლაფ­რის და­ფა­სე­ბაა, რაც შე­ძე­ლით და რა­საც მი­აღ­წი­ეთ.

ისე მოხ­და, რომ ეს და­ჯილ­დო­ე­ბა 27 სექ­ტემ­ბერს იმარ­თე­ბა. ეს ის დღეა, რო­მე­ლიც თქვენ­თვის კი­დევ უფრო მძი­მეა, ვიდ­რე სხვე­ბის­თვის, ვი­საც ეს პე­რი­ო­დი არ გა­უვ­ლია, მაგ­რამ სო­ხუ­მის და­ცე­მის დღე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გლო­ვის დღეა, ჩვე­ნი დრო­შე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ დღეს მე რომ აქ, თქვენ­თან ვარ, რათა ეს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო გად­მოგ­ცეთ, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­დღაც ჩვენ მა­ინც უკვე გა­ვი­მარ­ჯვეთ, რომ დღეს, შე­იძ­ლე­ბა ასე­თი წარ­მა­ტე­ბი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყოს აფხა­ზე­თი­დან წა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც თა­ვის დარ­გში, თა­ვი­სი ნი­ჭი­თა და შრო­მით მსოფ­ლიო და­ი­პყრო. ეს არის დღე, რო­მე­ლიც არ ანე­ლებს ტკი­ვილს, რად­გან მას ვე­რა­ფე­რი შე­ა­ნე­ლებს, მაგ­რამ იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი წინ მივ­დი­ვართ და იმის გა­და­წყვე­ტაც ჯერ წინ არის, ამის იმე­დი გვაქვს ყვე­ლას და ამი­სი გვჯე­რა!

მინ­და მო­გი­ლო­ცოთ ეს დღე. ვწუხ­ვარ, რომ დე­დათ­ქვე­ნი ახლა აქ არ არის და ვერ იზი­ა­რებს ამ სა­ი­ხა­რულს.

ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით მად­ლო­ბას გიხ­დით. მეც ემიგ­რან­ტის შვი­ლი ვარ და მინ­და გი­თხრათ, რომ თქვენ გახ­დით მა­გა­ლი­თი ქვეყ­ნი­დან გა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის და ყვე­ლა­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც თქვენ გი­ყუ­რე­ბენ და ხე­და­ვენ, რომ თუ გინ­და და შე­გიძ­ლია, თუ მზად ხარ რომ და­ი­ხარ­ჯო, ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ჩვე­ნი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის ეს ძა­ლი­ან დიდი მა­გა­ლი­თია და ამის­თვის, მე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით“, - გა­ნა­ცხდა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე.

დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­სა და მისი ხე­ლოვ­ნე­ბის აღი­ა­რე­ბი­სათ­ვის.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
29

აღსდეგ საქართველოვ....გასასაცილოებულო ლაფში ამოსვრილო ტურების და მელების საჯიჯგნად გამხდარო....

ანი
9

ეს გაირკვეველი მოდის უსტაბაშ დააჯილდოვა, და იკ აპხაზეთშ რამდენი ვაჯკაცი ჩაწვა სამშობლოსთვის თავდადებული , მატ და მათი ოჯახებს ვინმე დააპასებს როდესმე კალბატონო "პრეზიდენტო"??

ოჰ , როდის მოვიშ`რებტ ამ თვალმაქცა პრეზიდენტებს და მტავრობა/ნაც/ოპოზიიციას???

როდის მოვა ღირსეული ადამინების გუნდი საქარტველოს მთავრობის სათავეშ?? როდის ხალხნო?? დემნა?? ნანახი მაინც გექნებათ მისი"შედევრები"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა - "ვწუხვარ, რომ დედათქვენი ახლა აქ არ არის და ვერ იზიარებს ამ საიხარულს"

სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა - "ვწუხვარ, რომ დედათქვენი ახლა აქ არ არის და ვერ იზიარებს ამ საიხარულს"

სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთიდან დევნილი მოდის დიზაინერი, დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა. ინფორმაციას და ფოტოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა, ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ დღეს მე, რომ აქ, თქვენთან ერთად ვარ, რათა ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ მაინც უკვე გავიმარჯვეთ", - აღნიშნულია პრეზიდენტის "ფეისბუქ-გვერდზე".

"საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი, მოდის დიზაინერი, მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია მოდის სახლში Balenciaga გაიმართა", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტმა დემნა გვასალიას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა და ქართველი ხალხის სახელით ჯილდოს მიღება მიულოცა.

,,მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა საშუალება გადმოგცეთ ეს ჯილდო, რომელიც იმ ყველაფრის დაფასებაა, რაც შეძელით და რასაც მიაღწიეთ.

ისე მოხდა, რომ ეს დაჯილდოება 27 სექტემბერს იმართება. ეს ის დღეა, რომელიც თქვენთვის კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე სხვებისთვის, ვისაც ეს პერიოდი არ გაუვლია, მაგრამ სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა, ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ დღეს მე რომ აქ, თქვენთან ვარ, რათა ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ მაინც უკვე გავიმარჯვეთ, რომ დღეს, შეიძლება ასეთი წარმატებიული ადამიანი იყოს აფხაზეთიდან წამოსული ადამიანი, რომელმაც თავის დარგში, თავისი ნიჭითა და შრომით მსოფლიო დაიპყრო. ეს არის დღე, რომელიც არ ანელებს ტკივილს, რადგან მას ვერაფერი შეანელებს, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი წინ მივდივართ და იმის გადაწყვეტაც ჯერ წინ არის, ამის იმედი გვაქვს ყველას და ამისი გვჯერა!

მინდა მოგილოცოთ ეს დღე. ვწუხვარ, რომ დედათქვენი ახლა აქ არ არის და ვერ იზიარებს ამ საიხარულს.

ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით. მეც ემიგრანტის შვილი ვარ და მინდა გითხრათ, რომ თქვენ გახდით მაგალითი ქვეყნიდან გასული ახალგაზრდებისათვის და ყველასათვის, რომლებიც თქვენ გიყურებენ და ხედავენ, რომ თუ გინდა და შეგიძლია, თუ მზად ხარ რომ დაიხარჯო, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი მაგალითია და ამისთვის, მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან დიდ მადლობას გიხდით“, - განაცხდა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

დემნა გვასალიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსა და მისი ხელოვნების აღიარებისათვის.