სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილჰამ ალიევი: "თუ დავინახავთ ახალ საფრთხეს, ჩვენ კვლავ გავანადგურებთ სომხურ ფაშიზმს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე"
ილჰამ ალიევი: "თუ დავინახავთ ახალ საფრთხეს, ჩვენ კვლავ გავანადგურებთ სომხურ ფაშიზმს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე"

სომ­ხუ­რი ფა­შიზ­მი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ მისი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი თვალ­სა­ჩი­ნოა, - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც "ხსოვ­ნის დღეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ხალ­ხს მი­მარ­თა.

"ეს არის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ტენ­დენ­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის. მე ამას ვამ­ბობ დღეს, "ხსოვ­ნის დღეს“: თუ და­ვი­ნა­ხავთ, რომ სომ­ხუ­რი ფა­შიზ­მი ზრდას გა­ნაგ­რძობს, თუ და­ვი­ნა­ხავთ ჩვე­ნი ხალ­ხი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე გა­ჩე­ნილ ახალ საფრ­თხეს, ჩვენ კვლავ გა­ვა­ნად­გუ­რებთ სომ­ხურ ფა­შიზმს ყო­ველ­გვა­რი ყოყ­მა­ნის გა­რე­შე. ეს ყვე­ლამ უნდა იცო­დეს! რკი­ნის მუშ­ტი, ომი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლო, ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს და ეს ნუ­რა­ვის და­ა­ვი­წყდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა ალი­ევ­მა.

აზერ­ბა­ი­ჯან­ში დღეს "ხსოვ­ნის დღეს“ აღ­ნიშ­ნა­ვენ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­სა­ხა­ტად, რომ­ლე­ბიც მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის 2020 წლის ომს ემსხვერ­პლნენ. მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი გა­სუ­ლი წლის 27 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო, რო­მელ­საც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, ასე­ვე სომ­ხე­თის მხრი­დან. 44-დღი­ა­ნი ომი 2020 წლის 9 ნო­ემ­ბერს სომ­ხე­თის, რუ­სე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ლი­დე­რებს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით დას­რულ­და, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში 10 ნო­ემ­ბრი­დან შე­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბი
14

ეჰ ილხამ, მანდ ყველაერი ისე იქნება, როგორც რუსეთს უნდა, მართლა მოგებული ხომ არ გგონია ომი? აწი იქნება წინ ბევრი რამ

Zlatan straianovich
11

Es ari populisturi gancxadeba. Tavis qveyanas mixedos da ekologias mteli bako kaspius zgvidan navtobis sun's ro suntqavs

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ილჰამ ალიევი: "თუ დავინახავთ ახალ საფრთხეს, ჩვენ კვლავ გავანადგურებთ სომხურ ფაშიზმს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე"

ილჰამ ალიევი: "თუ დავინახავთ ახალ საფრთხეს, ჩვენ კვლავ გავანადგურებთ სომხურ ფაშიზმს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე"

სომხური ფაშიზმი განადგურებულია, მაგრამ მისი გამოვლინებები თვალსაჩინოა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელმაც "ხსოვნის დღესთან“ დაკავშირებით აზერბაიჯანელ ხალხს მიმართა.

"ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია, განსაკუთრებით სომხეთის სახელმწიფოსთვის. მე ამას ვამბობ დღეს, "ხსოვნის დღეს“: თუ დავინახავთ, რომ სომხური ფაშიზმი ზრდას განაგრძობს, თუ დავინახავთ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაჩენილ ახალ საფრთხეს, ჩვენ კვლავ გავანადგურებთ სომხურ ფაშიზმს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. ეს ყველამ უნდა იცოდეს! რკინის მუშტი, ომისა და გამარჯვების სიმბოლო, ჯერ კიდევ არსებობს და ეს ნურავის დაავიწყდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ალიევმა.

აზერბაიჯანში დღეს "ხსოვნის დღეს“ აღნიშნავენ იმ ადამიანების მიმართ პატივისცემის გამოსახატად, რომლებიც მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომს ემსხვერპლნენ. მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი გასული წლის 27 სექტემბერს დაიწყო, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხრიდან. 44-დღიანი ომი 2020 წლის 9 ნოემბერს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით დასრულდა, რომელიც ძალაში 10 ნოემბრიდან შევიდა.