მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ გავალთ აცრის 60%-იან ნიშნულზე, ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება" - რამდენი ადამიანია სრულად აცრილი ბოლო მონაცემებით
"წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ გავალთ აცრის 60%-იან ნიშნულზე, ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება" - რამდენი ადამიანია სრულად აცრილი ბოლო მონაცემებით

„მე­სა­მე ძალა-სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, სერ­გო ჩიხ­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პი შემ­ცირ­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის არარ­სე­ბო­ბი­სა და აც­რის ტემ­პის და­ვარ­დნის გამო, შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს კო­რო­ნა­ვირუ­სის „მე­ხუ­თე ტალ­ღაა“ მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

„სამ­წუ­ხა­როდ, ე.წ. მე­ხუ­თე ტალ­ღა მსოფ­ლი­ო­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, თუ რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი დახ­ვდე­ბა ქვე­ყა­ნა ამ „მე­ხუ­თე ტალ­ღას“. ასე­თი მო­უმ­ზა­დებ­ლო­ბით, რა თქმა უნდა, შე­დე­გე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბა, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან, რომ­ლებ­მაც „მე­ო­თხე ტალ­ღის“ პი­რო­ბე­ბიც კარ­გად მარ­თეს სი­ტუ­ა­ცია და ასე­თი მა­ღა­ლი არც სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ჰქონ­დათ, არც ავა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ხე­დავთ, რომ ბევ­რი ქვე­ყა­ნა ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ რე­ჟიმს უბ­რუნ­დე­ბა. ჩვენ­თან მდგო­მა­რე­ო­ბა სულ უფრო და უფრო მძიმ­დე­ბა, ყვე­ლა ტალ­ღის პი­რო­ბებ­ში. მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც და­ვარ­და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ჩვენ წლის ბო­ლომ­დე ნამ­დვი­ლად ვერ გა­ვალთ მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის აც­რის 60%-იან ნიშ­ნულ­ზე, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან მძი­მე ზამ­თა­რი გვე­ლო­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა და და­ინ­ფი­ცი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით კვლავ მა­ღა­ლი ციფ­რე­ბი გვექ­ნე­ბა. ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სრუ­ლად ადევს კი­სერ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს.

ის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი არ იც­რე­ბი­ან, ისევ და ისევ გა­მომ­დი­ნა­რე­ობს იქე­დან, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია გვი­ან და­ი­წყო და რაც მთა­ვა­რია, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კამ­პა­ნია დღემ­დე არ მიმ­დი­ნა­რე­ობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. 8 თვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია უკვე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, სექ­ტო­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია და ასე­ვე ად­გი­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბა რე­გი­ო­ნებ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად არ მი­მი­ნა­რე­ობს. ეს არის უპა­სუ­ხის­მგე­ბო­ბა, არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რო­გორც ახ­ლან­დე­ლის, ასე­ვე წინა პრე­მი­ე­რის და ზო­გა­დად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და ჩიხ­ლა­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 26 სექ­ტემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სულ 1 742 547 აც­რაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

ამა­ვე მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სულ მცი­რე 1 დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 970 307 ადა­მი­ა­ნი - მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის.

სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 772 240 ადა­მი­ა­ნი - მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 27.0%. 25 სექ­ტემ­ბერს აიც­რა 12 402 ადა­მი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
0

ტუ აცრის წინააღმდეგი ვარ მთავრობამ როგორ უნდა დამარწმუნოს ეგ ხომ ზღაპარია. თქვენ ამდენმა აღმაშენებლებმა 2%-ზე მეტი ვერ დაარწმუნეთ თქვენთვის რომ ხმა მოეცათ და ტიკარაძე და ღარიბაშვილი დაარწმუნებს 60%-ზე მეტს.

niko
0

ე რამოდენა ჩიტი ყავთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ გავალთ აცრის 60%-იან ნიშნულზე, ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება" - რამდენი ადამიანია სრულად აცრილი ბოლო მონაცემებით

"წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ გავალთ აცრის 60%-იან ნიშნულზე, ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება" - რამდენი ადამიანია სრულად აცრილი ბოლო მონაცემებით

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის არარსებობისა და აცრის ტემპის დავარდნის გამო, შემოდგომის ბოლოს კორონავირუსის „მეხუთე ტალღაა“ მოსალოდნელი.

„სამწუხაროდ, ე.წ. მეხუთე ტალღა მსოფლიოშიც და საქართველოშიც, სავარაუდოდ, შემოდგომის ბოლოს იქნება, თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მომზადებული დახვდება ქვეყანა ამ „მეხუთე ტალღას“. ასეთი მოუმზადებლობით, რა თქმა უნდა, შედეგები ძალიან მძიმე იქნება, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებმაც „მეოთხე ტალღის“ პირობებიც კარგად მართეს სიტუაცია და ასეთი მაღალი არც სიკვდილიანობა ჰქონდათ, არც ავადობის შემთხვევები. ხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება. ჩვენთან მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება, ყველა ტალღის პირობებში. მითუმეტეს, როდესაც დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი და ჩვენ წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ გავალთ მოზრდილი მოსახლეობის აცრის 60%-იან ნიშნულზე, აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება. სამწუხაროდ, გარდაცვალებისა და დაინფიცირების თვალსაზრისით კვლავ მაღალი ციფრები გვექნება. ეს პასუხისმგებლობა სრულად ადევს კისერზე ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სამინისტროს.

ის, რომ ადამიანები არ იცრებიან, ისევ და ისევ გამომდინარეობს იქედან, რომ ვაქცინაცია გვიან დაიწყო და რაც მთავარია, მიზანმიმართული საინფორმაციო, საგანმანათლებლო კამპანია დღემდე არ მიმდინარეობს ხელისუფლების მხრიდან. 8 თვე დაგვიანებულია უკვე მიზანმიმართული, სექტორული მუშაობა. საგანმანათლებლო, საინფორმაციო კამპანია და ასევე ადგილებზე მუშაობა რეგიონებში ფაქტობრივად არ მიმინარეობს. ეს არის უპასუხისმგებობა, არაკომპეტენტურობა და დანაშაულებრივი გულგრილობა ჯანდაცვის მინისტრის, პრემიერ-მინისტრის როგორც ახლანდელის, ასევე წინა პრემიერის და ზოგადად, ხელისუფლების“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 26 სექტემბრის მონაცემებით, სულ 1 742 547 აცრაა ჩატარებული.

ამავე მონაცემების თანახმად, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 970 307 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის.

სრულად ვაქცინირებულია 772 240 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.0%. 25 სექტემბერს აიცრა 12 402 ადამიანი.