მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინი ქურდია!" - მოსკოვში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს
"პუტინი ქურდია!" - მოსკოვში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს

რუ­სეთ­ში, დუ­მის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­აპ­რო­ტეს­ტეს. მოს­კოვ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1000 ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია "კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის" ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და, თუმ­ცა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, ად­გილ­ზე იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პარ­ტი­ას არ უჭე­რენ მხარს, თუმ­ცა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს არ აღი­ა­რე­ბენ.

რად­გან მი­ტინ­გი არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი იყო, შე­დე­გად პო­ლი­ცი­ამ აქ­ტი­ვის­ტე­ბი და­ა­კა­ვა.

​აქ­ცი­ა­ზე ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი "პუ­ტი­ნი ქურ­დია!".

დე­მონ­სტრან­ტე­ბის ნა­წი­ლი ხმე­ბის ხე­ლა­ხალ დათ­ვლას ითხოვ­და, ნა­წილ­მა ასე­ვე გა­მო­ხა­ტა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ალექ­სეი ნა­ვალ­ნის მხარ­და­ჭე­რა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი შე­ა­ფა­სა და გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ღიად წა­რი­მარ­თა. ეს გან­ცხა­დე­ბა კრემ­ლის ლი­დერ­მა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ა­კე­თა, რომ­ლე­ბიც მე-8 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში შე­ვიდ­ნენ.

პუ­ტი­ნის თქმით, სა­თათ­ბი­როს შე­მად­გენ­ლო­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გან­სა­ზღვრეს, რომ­ლებ­მაც თა­ვი­სი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, სუ­ვე­რე­ნუ­ლი უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს.

მან­ვე მმარ­თველ პარ­ტი­ას - „ერ­თი­ან რუ­სეთს“ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ პარ­ტი­ამ თა­ვი­სი ლი­დე­რო­ბა და­ამ­ტკი­ცა.

რუ­სეთ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 17-19 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტარ­და.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მფტიი
24

აქაც ასე იქნება რამდენიმე წელში. არის ქვეყნები სადაც დემოკრატია არ მყარდება. 

goga
1

1000-ზე მეტი ადამიანი თუ ვერ ბედავს არჩევნების შედეგების გაპროტესტებას, დაანებონ საერთოდ თავი დემოკრატიობანას თამაშს და დანიშნონ იმპერატორი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პუტინი ქურდია!" - მოსკოვში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს

"პუტინი ქურდია!" - მოსკოვში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს

რუსეთში, დუმის არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. მოსკოვში დაახლოებით 1000 ადამიანი შეიკრიბა.

საპროტესტო აქცია "კომუნისტური პარტიის" ორგანიზებით ჩატარდა, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც პარტიას არ უჭერენ მხარს, თუმცა არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

რადგან მიტინგი არასანქცირებული იყო, შედეგად პოლიციამ აქტივისტები დააკავა.

​აქციაზე ისმოდა შეძახილები "პუტინი ქურდია!".

დემონსტრანტების ნაწილი ხმების ხელახალ დათვლას ითხოვდა, ნაწილმა ასევე გამოხატა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდაჭერა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნები ღიად წარიმართა. ეს განცხადება კრემლის ლიდერმა იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას გააკეთა, რომლებიც მე-8 მოწვევის პარლამენტში შევიდნენ.

პუტინის თქმით, სათათბიროს შემადგენლობა რუსეთის მოქალაქეებმა განსაზღვრეს, რომლებმაც თავისი კონსტიტუციური, სუვერენული უფლება გამოიყენეს.

მანვე მმართველ პარტიას - „ერთიან რუსეთს“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ პარტიამ თავისი ლიდერობა დაამტკიცა.

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 17-19 სექტემბერს ჩატარდა.