სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვა რა გზა მქონდა? ჩემს თავს შემოვუძახე, რომ ოდესმე ეს ამბავი დასრულდება" - რა შეცვალა პანდემიამ ცნობილი მსახიობის ცხოვრებაში?
"სხვა რა გზა მქონდა? ჩემს თავს შემოვუძახე, რომ ოდესმე ეს ამბავი დასრულდება" - რა შეცვალა პანდემიამ ცნობილი მსახიობის ცხოვრებაში?

ვე­რაგ­მა ვირუს­მა, რო­მელ­მაც მთე­ლი მსოფ­ლიო შეძ­რა, ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა: მათ სცე­ნის მტვე­რი, მა­ყუ­რებ­ლის ოვა­ცი­ე­ბი და ის სი­ხა­რუ­ლი მო­ე­ნატ­რათ, რო­მე­ლიც თე­ატრს მო­აქვს.

მსა­ხი­ო­ბი ნანა შო­ნია აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს:

- ეს ორი წელი ჩემ­თვის და ჩემი კო­ლე­გე­ბის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ისე­დაც სხვებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: როცა დამ­შვი­დე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, მა­ში­ნაც ზი­ხარ და როლს ელო­დე­ბი... პან­დე­მი­ის გამო ეს ლო­დი­ნი უფრო ძნე­ლად გა­და­სა­ტა­ნი გახ­და. სხვა რა გზა მქონ­და? - ჩემს თავს შე­მო­ვუ­ძა­ხე და ირ­გვლივ ყვე­ლას ვამ­ხნე­ვებ­დი, რომ ოდეს­მე ეს ამ­ბა­ვი დას­რულ­დე­ბა, რომ გვეშ­ვე­ლე­ბა. სხვა­თა შო­რის, არც ისე უდარ­დე­ლი და ოპ­ტი­მის­ტი ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­გო­რიც ვჩან­ვარ, მაგ­რამ არ მინ­და, ადა­მი­ა­ნებს ცუდი მა­გა­ლი­თი მივ­ცე.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, რას უპი­რის­პი­რებთ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაგ­რო­ვილ ნე­გა­ტივს?

- სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ცუდი რამ ხდე­ბა, მე თვი­თო­ნაც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა მაქვს, მაგ­რამ ამ პრობ­ლე­მებს, იცით, რო­გორ ვუ­ყუ­რებ? - რომ ცხოვ­რე­ბა პრობ­ლე­მის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს, ამ წუ­თი­სო­ფელ­ში არ­ხე­ი­ნად ვე­რა­ვინ იცხოვ­რებს და ყვე­ლა­ფერს მხნედ უნდა შეხ­ვდე... ხომ აბ­სურ­დუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა ჩვენ ირ­გვლივ, მაგ­რამ მა­ინც არ უნდა შევ­შინ­დეთ. შე­იძ­ლე­ბა არ და­ი­ჯე­როთ, მაგ­რამ ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ და პირ­ბა­დი­ან ხალ­ხს ვხე­დავ, დღემ­დე თავი სიზ­მარ­ში მგო­ნია, რო­გორც ჩანს, ადა­მი­ა­ნი ბო­ლომ­დე ვერ აღიქ­ვამს იმას, რაც მის თავს ხდე­ბა, მაგ­რამ თუ ცო­ცხა­ლი და ჯან­მრთე­ლი ხარ, უი­მე­დო­ბა და ხე­ლის ჩაქ­ნე­ვა უკვე აღარ შე­იძ­ლე­ბა.

- რა შე­იც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ამ ორ წე­ლი­წად­ში?

- მეც ისე ვცხოვ­რობ, რო­გორც ყვე­ლა. მხო­ლოდ ორ სპექ­ტაკლში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა: ერთი შარ­შან, ზა­ფხულ­ში გა­ი­მარ­თა და მე­ო­რე - ამ გა­ზა­ფხულ­ზე, სა­ნამ ეპიდსი­ტუ­ა­ცია ისევ გარ­თულ­დე­ბო­და. რო­დე­საც ამ­დე­ნი ცუდი რამ ხდე­ბა, უკვე ვე­ღარ ფიქ­რობ, რომ შენს პრო­ფე­სი­ა­ში ვე­რა­ფერს აკე­თებ. ჩემს თავს ვა­ტყობ, რომ ძა­ლი­ან ამოვ­ვარ­დი კა­ლა­პო­ტი­დან, ზოგ­ჯერ იმა­საც ვფიქ­რობ, სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვი­თა­მა­შებ-მეთ­ქი... რა თქმა უნდა, სცე­ნა­ზე რომ დავ­დგე­ბი და მა­ყუ­რებ­ლის ან­თე­ბულ თვა­ლებს და­ვი­ნა­ხავ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვი­თა­მა­შებ, მაგ­რამ მარ­თლა გან­ვიც­დი, რომ სცე­ნის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას შე­ვეჩ­ვიე - ალ­ბათ, ამ­გვა­რი ფიქ­რე­ბი სხვა მსა­ხი­ო­ბებ­საც აწუ­ხებთ და ისი­ნიც ჩემ­სა­ვით გა­ნიც­დი­ან. ზო­გი­ერ­თი ჩემი კო­ლე­გა სა­ცხოვ­რებ­ლად ქა­ლაქ­გა­რეთ გა­და­ვი­და, ზოგ­მა მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი, ზოგ­მა - ხელ­საქ­მეს, გა­მო­უ­ვალ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ გვა­ი­ძუ­ლა, რომ ჩვე­ნი თავი სხვა რა­მე­ში გვე­პოვ­ნა და ამ სირ­თუ­ლე­ებს რო­გორ­ღაც მოვ­რე­ო­დით.

- ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ბოლო ხა­ნებ­ში კუ­ლი­ნა­რი­ამ გა­ი­ტა­ცა, თქვენც მათ შო­რის ხართ?

- ვერ ვი­ტყვი, რომ კუ­ლი­ნა­რი­ამ ახლა გა­მი­ტა­ცა, მაგ­რამ სამ­ზა­რე­უ­ლოს­თვის უფრო მეტი დრო დამ­რჩა, ამი­ტომ, ბევ­რი ახა­ლი რამ ვის­წავ­ლე. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა გან­ტვირ­თვის­თვის, მაგ­რამ ეს ჩემი სა­უ­კე­თე­სო როლი არ არის. ჩემს წო­ნას სულ ვა­კონ­ტრო­ლებ­დი, მაგ­რამ ამ პან­დე­მი­ის დროს ცოტა მოვ­დუნ­დი, რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მი მო­ვი­მა­ტე, მაგ­რამ არ ვჯავ­რობ: იმ ასაკ­ში აღარ ვარ, რომ ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი და სიფ­რი­ფა­ნა ვიყო. ვფიქ­რობ, რომ რამ­დე­ნი­მე ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მი არა­ფერს და­მი­შა­ვებს. სა­მა­გი­ე­როდ, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა არ შე­მი­წყვე­ტია: ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცურ­ვა, ფე­ხით სი­ა­რუ­ლი და სულ ვვარ­ჯი­შობ.

- და­ვუბ­რუნ­დეთ თქვენს პრო­ფე­სი­ას: ბევრ მა­ყუ­რე­ბელს აინ­ტე­რე­სებს, ითა­მა­შებთ თუ არა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში"?

- გა­მო­გი­ტყდე­ბით, რომ ჩემი რო­ლიც და ეს გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფიც ძა­ლი­ან შე­ვიყ­ვა­რე. ჩემ­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქა­ლის როლს ვას­რუ­ლებ და ეს მომ­წონს. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ჩემი როლი გაგ­რძელ­დეს, ან არ გაგ­რძელ­დეს, წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მაგ­რამ თუ და­მი­ძა­ხე­ბენ, სე­რი­ალ­ში თა­მაშს სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებ. თე­ატ­რი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მიყ­ვარს კინო, ამ სე­რი­ალ­შიც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვთა­მა­შობ­დი. სიმ­ღე­რაც მიყ­ვარს და ცეკ­ვაც, მაგ­რამ ამ ორი­ო­დე წლის წინ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" რომ მი­მიწ­ვი­ეს, უარი ვთქვი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

NN
6

რა სამწუხაროა რომ ადამიანები ფინანსების გამო პრიციპებზე უარს ამბობენ - ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამის მიშავიზიების ეკრანზე ხილვას ვერა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"სხვა რა გზა მქონდა? ჩემს თავს შემოვუძახე, რომ ოდესმე ეს ამბავი დასრულდება" - რა შეცვალა პანდემიამ ცნობილი მსახიობის ცხოვრებაში?

"სხვა რა გზა მქონდა? ჩემს თავს შემოვუძახე, რომ ოდესმე ეს ამბავი დასრულდება" - რა შეცვალა პანდემიამ ცნობილი მსახიობის ცხოვრებაში?

ვერაგმა ვირუსმა, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, ქართველი მსახიობების ცხოვრება მთლიანად შეცვალა: მათ სცენის მტვერი, მაყურებლის ოვაციები და ის სიხარული მოენატრათ, რომელიც თეატრს მოაქვს.

მსახიობი ნანა შონია აქტუალურ თემებსა და პრობლემებზე საუბრობს:

- ეს ორი წელი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. მსახიობის პროფესია ისედაც სხვებზეა დამოკიდებული: როცა დამშვიდებული სიტუაციაა, მაშინაც ზიხარ და როლს ელოდები... პანდემიის გამო ეს ლოდინი უფრო ძნელად გადასატანი გახდა. სხვა რა გზა მქონდა? - ჩემს თავს შემოვუძახე და ირგვლივ ყველას ვამხნევებდი, რომ ოდესმე ეს ამბავი დასრულდება, რომ გვეშველება. სხვათა შორის, არც ისე უდარდელი და ოპტიმისტი ადამიანი ვარ, როგორიც ვჩანვარ, მაგრამ არ მინდა, ადამიანებს ცუდი მაგალითი მივცე.

- ქალბატონო ნანა, რას უპირისპირებთ ჩვენს საზოგადოებაში დაგროვილ ნეგატივს?

- სამწუხაროდ, ბევრი ცუდი რამ ხდება, მე თვითონაც უამრავი პრობლემა მაქვს, მაგრამ ამ პრობლემებს, იცით, როგორ ვუყურებ? - რომ ცხოვრება პრობლემის გარეშე არ არსებობს, ამ წუთისოფელში არხეინად ვერავინ იცხოვრებს და ყველაფერს მხნედ უნდა შეხვდე... ხომ აბსურდული მდგომარეობაა ჩვენ ირგვლივ, მაგრამ მაინც არ უნდა შევშინდეთ. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ქუჩაში რომ გავდივარ და პირბადიან ხალხს ვხედავ, დღემდე თავი სიზმარში მგონია, როგორც ჩანს, ადამიანი ბოლომდე ვერ აღიქვამს იმას, რაც მის თავს ხდება, მაგრამ თუ ცოცხალი და ჯანმრთელი ხარ, უიმედობა და ხელის ჩაქნევა უკვე აღარ შეიძლება.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ ორ წელიწადში?

- მეც ისე ვცხოვრობ, როგორც ყველა. მხოლოდ ორ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა: ერთი შარშან, ზაფხულში გაიმართა და მეორე - ამ გაზაფხულზე, სანამ ეპიდსიტუაცია ისევ გართულდებოდა. როდესაც ამდენი ცუდი რამ ხდება, უკვე ვეღარ ფიქრობ, რომ შენს პროფესიაში ვერაფერს აკეთებ. ჩემს თავს ვატყობ, რომ ძალიან ამოვვარდი კალაპოტიდან, ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, საერთოდ ვეღარ ვითამაშებ-მეთქი... რა თქმა უნდა, სცენაზე რომ დავდგები და მაყურებლის ანთებულ თვალებს დავინახავ, დარწმუნებული ვარ, ვითამაშებ, მაგრამ მართლა განვიცდი, რომ სცენის გარეშე ცხოვრებას შევეჩვიე - ალბათ, ამგვარი ფიქრები სხვა მსახიობებსაც აწუხებთ და ისინიც ჩემსავით განიცდიან. ზოგიერთი ჩემი კოლეგა საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადავიდა, ზოგმა მეურნეობას მიჰყო ხელი, ზოგმა - ხელსაქმეს, გამოუვალმა სიტუაციამ გვაიძულა, რომ ჩვენი თავი სხვა რამეში გვეპოვნა და ამ სირთულეებს როგორღაც მოვრეოდით.

- ბევრი ცნობილი ადამიანი ამბობს, რომ ბოლო ხანებში კულინარიამ გაიტაცა, თქვენც მათ შორის ხართ?

- ვერ ვიტყვი, რომ კულინარიამ ახლა გამიტაცა, მაგრამ სამზარეულოსთვის უფრო მეტი დრო დამრჩა, ამიტომ, ბევრი ახალი რამ ვისწავლე. სამზარეულოში ტრიალი ძალიან კარგი საშუალებაა განტვირთვისთვის, მაგრამ ეს ჩემი საუკეთესო როლი არ არის. ჩემს წონას სულ ვაკონტროლებდი, მაგრამ ამ პანდემიის დროს ცოტა მოვდუნდი, რამდენიმე კილოგრამი მოვიმატე, მაგრამ არ ვჯავრობ: იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ძალიან გამხდარი და სიფრიფანა ვიყო. ვფიქრობ, რომ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი არაფერს დამიშავებს. სამაგიეროდ, ფიზიკური აქტივობა არ შემიწყვეტია: ძალიან მიყვარს ცურვა, ფეხით სიარული და სულ ვვარჯიშობ.

- დავუბრუნდეთ თქვენს პროფესიას: ბევრ მაყურებელს აინტერესებს, ითამაშებთ თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებში"?

- გამოგიტყდებით, რომ ჩემი როლიც და ეს გადამღები ჯგუფიც ძალიან შევიყვარე. ჩემგან სრულიად განსხვავებული ქალის როლს ვასრულებ და ეს მომწონს. არ ვიცი, შეიძლება ჩემი როლი გაგრძელდეს, ან არ გაგრძელდეს, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თუ დამიძახებენ, სერიალში თამაშს სიამოვნებით გავაგრძელებ. თეატრი ჩემთვის ყველაფერია, მაგრამ არანაკლებ მიყვარს კინო, ამ სერიალშიც სიამოვნებით ვთამაშობდი. სიმღერაც მიყვარს და ცეკვაც, მაგრამ ამ ორიოდე წლის წინ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ მიმიწვიეს, უარი ვთქვი...წაიკითხეთ სრულად