საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უშიშროების სკოლა", რომელშიც ნიკა მელია სწავლობდა,  გლდანში მდებარე პოლიციის აკადემიაა" - ბაჩო დოლიძე
"უშიშროების სკოლა", რომელშიც ნიკა მელია სწავლობდა,  გლდანში მდებარე პოლიციის აკადემიაა" - ბაჩო დოლიძე

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, ბაჩო დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, „უშიშ­რო­ე­ბის სკო­ლა“, რო­მელ­შიც ნიკა მე­ლია სწავ­ლობ­და, გლ­დან­ში მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­აა და ამ სა­კი­თხის საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან და­კავ­ში­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ამ სა­კი­თხზე ბაჩო დო­ლი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ ისა­უბ­რა, რი­თაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რის, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ნიკა მე­ლია „უშიშ­რო­ე­ბის სკო­ლა­ში“ სწავ­ლობ­და.

„თუ მცდე­ლო­ბა იყო, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო სი­ტყვა უშიშ­რო­ე­ბა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, მინ­და გი­თხრათ, რომ ნიკა საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდაა იმ პე­რი­ო­დის­თვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლა კი არის გლ­დან­ში მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მია. გარ­და ამი­სა, თუ ვინ­მეს რამე აინ­ტე­რე­სებს, ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­როა და ამა­ში პრობ­ლე­მა არა­ფე­რი არ არის. მარ­თლა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ხომ არ იქ­ნე­ბო­და კი მაგ­რამ, 41 წლი­საა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს არის ცუღ­ლუ­ტო­ბე­ბი მთავ­რო­ბის მხრი­დან. ადა­მი­ა­ნის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ჰქონ­და ად­გი­ლი. ძა­ლი­ან ამა­ყობს იმით, რა სკო­ლაც აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მანდ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და და და­ამ­თავ­რა. ამ ქვეყ­ნის­თვის მარ­თლა სა­ა­მა­ყო ინ­სტი­ტუ­ტია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე ვერ ვხე­დავ ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას. ეს პა­ტარ-პა­ტა­რა ტყუ­ი­ლე­ბია, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად აშ­კა­რავ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბაჩო დო­ლი­ძემ.

ბაჩო დო­ლი­ძემ ნიკა მე­ლი­ა­სა და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე და შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ შსს-მ ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი ვერ მის­ცა და მომ­ხდა­რით შო­კი­რე­ბუ­ლი იყო.

„ელჩმა პირ­და­პირ სთხო­ვა და მი­უ­თი­თა ნი­კას და შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ არ გა­სუ­ლიყ­ვნენ გა­რეთ, სა­ნამ არ იქ­ნე­ბო­და გა­რან­ტია იმი­სა, რომ უსაფრ­თხო­ე­ბა იქ­ნე­ბო­და და­ცუ­ლი, თუ არა­და ჩვენ ჩავ­თვლი­თო, შეგ­ნე­ბუ­ლად მი­დი­ხარ­თო პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ამ შეხ­ვედ­რა­ზე მო­უ­წია დარ­ჩე­ნა. ელჩი ელო­დე­ბო­და წე­რი­ლო­ბით დას­ტურს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან, რომ მათ ოფისს რომ და­ტო­ვებ­და დე­ლე­გა­ცია, მათ საფრ­თხე არ შექ­მნე­ბო­დათ. ვე­რა­ფე­რი პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღეს. ბო­ლოს სი­ტყვი­ე­რად უთხრეს, რომ უზ­რუნ­ველ­ვყოფ­თო, მაგ­რამ არ და­უ­ჯე­რა სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და უთხრეს, თუ შე­იძ­ლე­ბა, მოგ­ვე­ცით წე­რი­ლო­ბი­თი დას­ტუ­რიო. ვერ წარ­მო­ად­გი­ნეს და დი­ლამ­დე ხომ არ იჯ­დე­ბოდ­ნენ და გა­მო­ვიდ­ნენ.

ელჩი იმ მო­მენ­ტის­თვის შოკ­ში იყო. რომ გა­და­ი­ხე­და და და­ი­ნა­ხა, ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა ხდე­ბო­და და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი, იქ შე­იძ­ლე­ბო­და რა­ღაც მომ­ხდა­რი­ყო ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­სის და­ტო­ვე­ბის­თა­ნა­ვე. სრულ შოკ­ში იყო და მა­გის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა ჩარ­თუ­ლი­ყო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში შსს-სთან. იცი­ან, რომ დღეს გვყავს ის მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩვენს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს“, - გა­ნა­ცხა­და ბაჩო დო­ლი­ძემ.

ამას­თან, ბაჩო დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ნიკა მე­ლი­ა­სა და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა „არ არის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, მაგ­რამ ნიკა მე­ლია ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია და თქვა ის, რაც თქვა, გა­ა­კე­თა ის, რაც გა­ა­კე­თა“.

„კი­დევ კარ­გი, რომ ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ იყო“, - აღ­ნიშ­ნა დო­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნენო
4

ეს აკადემია საბჭოთა პერიოდის შემდეგ შეიქმნა. არავითარი კავშირი არა აქვს არც საბჭოთა ხელისუფლებასთან და არც პოლიციის აკადემიასთან. იმ შენობაში დღეს ლტოლვილები არიან.

ზურაბ
1

უფრო მეტ გოთვერნობას ისწავლიდა,მიშა ტყუილად არ ჩააბარებდა აღსრულების ბიუროს ან პრობაციონერებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უშიშროების სკოლა", რომელშიც ნიკა მელია სწავლობდა,  გლდანში მდებარე პოლიციის აკადემიაა" - ბაჩო დოლიძე

"უშიშროების სკოლა", რომელშიც ნიკა მელია სწავლობდა,  გლდანში მდებარე პოლიციის აკადემიაა" - ბაჩო დოლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, „უშიშროების სკოლა“, რომელშიც ნიკა მელია სწავლობდა, გლდანში მდებარე პოლიციის აკადემიაა და ამ საკითხის საბჭოთა კავშირთან დაკავშირება შეუძლებელია.

ამ საკითხზე ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა, რითაც „ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ნიკა მელია „უშიშროების სკოლაში“ სწავლობდა.

„თუ მცდელობა იყო, რომ რაღაცნაირად დაკავშირებული ყოფილიყო სიტყვა უშიშროება და საბჭოთა კავშირი, მინდა გითხრათ, რომ ნიკა საკმაოდ ახალგაზრდაა იმ პერიოდისთვის, აღნიშნული სკოლა კი არის გლდანში მდებარე პოლიციის აკადემია. გარდა ამისა, თუ ვინმეს რამე აინტერესებს, ეს ინფორმაცია საჯაროა და ამაში პრობლემა არაფერი არ არის. მართლა საბჭოთა კავშირში ხომ არ იქნებოდა კი მაგრამ, 41 წლისაა. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუღლუტობები მთავრობის მხრიდან. ადამიანის დისკრედიტაციას ჰქონდა ადგილი. ძალიან ამაყობს იმით, რა სკოლაც აქვს დამთავრებული. მანდ უამრავი ადამიანი სწავლობდა და დაამთავრა. ამ ქვეყნისთვის მართლა საამაყო ინსტიტუტია, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. ეს პატარ-პატარა ტყუილებია, რომელიც მარტივად აშკარავდება“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ბაჩო დოლიძემ ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის დაპირისპირებაზე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შსს-მ ევროკავშირის ელჩს უსაფრთხოების გარანტიები ვერ მისცა და მომხდარით შოკირებული იყო.

„ელჩმა პირდაპირ სთხოვა და მიუთითა ნიკას და შეხვედრის მონაწილეებს, რომ არ გასულიყვნენ გარეთ, სანამ არ იქნებოდა გარანტია იმისა, რომ უსაფრთხოება იქნებოდა დაცული, თუ არადა ჩვენ ჩავთვლითო, შეგნებულად მიდიხართო პროვოკაციაზე. შესაბამისად, ამ შეხვედრაზე მოუწია დარჩენა. ელჩი ელოდებოდა წერილობით დასტურს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ მათ ოფისს რომ დატოვებდა დელეგაცია, მათ საფრთხე არ შექმნებოდათ. ვერაფერი პასუხი ვერ მიიღეს. ბოლოს სიტყვიერად უთხრეს, რომ უზრუნველვყოფთო, მაგრამ არ დაუჯერა საელჩოს წარმომადგენელმა და უთხრეს, თუ შეიძლება, მოგვეცით წერილობითი დასტურიო. ვერ წარმოადგინეს და დილამდე ხომ არ იჯდებოდნენ და გამოვიდნენ.

ელჩი იმ მომენტისთვის შოკში იყო. რომ გადაიხედა და დაინახა, ხალხის მობილიზება ხდებოდა და უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, იქ შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო ევროკავშირის ოფისის დატოვებისთანავე. სრულ შოკში იყო და მაგის შემდეგ გადაწყვიტა ჩართულიყო მოლაპარაკებებში შსს-სთან. იციან, რომ დღეს გვყავს ის მთავრობა, რომელიც არ ითვალისწინებს ჩვენს ევროპარლამენტარებს“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ამასთან, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება „არ არის მაღალი სტანდარტი პოლიტიკოსების, მაგრამ ნიკა მელია ემოციური ადამიანია და თქვა ის, რაც თქვა, გააკეთა ის, რაც გააკეთა“.

„კიდევ კარგი, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ იყო“, - აღნიშნა დოლიძემ.