სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთარს ამ ამბავს ვერც ვეუბნები... შეიძლება ვერ გაუძლოს, სიმართელს რომ გაიგებს" - ამერიკელების რჩეული ქართველი გენერლის მუზეუმი განადგურების პირასაა
"ოთარს ამ ამბავს ვერც ვეუბნები... შეიძლება ვერ გაუძლოს, სიმართელს რომ გაიგებს" - ამერიკელების რჩეული ქართველი გენერლის მუზეუმი განადგურების პირასაა

1993 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს, პრე­ზი­დენტ ბილ კლინ­ტო­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გე­ნე­რა­ლი ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შტა­ბე­ბის მე­თა­ურ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რედ და­ი­ნიშ­ნა. ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი იყო სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, სა­დაც მოღ­ვა­წე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ცენ­ტრში. 2004 წელს მრჩევ­ლი იყო ჯონ კე­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში...25-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რი­სა და დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არც ერთ ძმას ამე­რი­კე­ლე­ბი­სათ­ვის ძნე­ლად გა­მო­სათ­ქმე­ლი გვა­რი არც შე­უც­ვლია და არც შე­უ­მოკ­ლე­ბია, თუმ­ცა კი, კლინ­ტო­ნი ჯონ მალ­ხაზს "შა­ლის" უწო­დებ­და. შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის და­ჟი­ნე­ბამ ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო და მალე, ამ რთულ გვარს ამე­რი­კე­ლე­ბიც სწო­რად გა­მოთ­ქვამ­დნენ.

"ძმე­ბი ოთარ და - ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში - 1992 წელს ჩა­მო­ვიდ­ნენ. ოთარს თან ჰქონ­და მა­მის ხე­ლით და­ხა­ზუ­ლი კა­ხე­თის რუკა. ისიც იცო­და, რომ მისი წი­ნაპ­რე­ბი გურ­ჯა­ან­ში იყ­ვნენ და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი. მომ­დევ­ნო ვი­ზი­ტის დროს, ჯონ მალ­ხაზ­მა წი­ნა­პარ­თა საფ­ლა­ვე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა და მათი საფ­ლა­ვის ქვის ნა­ტე­ხე­ბი სა­მახ­სოვ­როდ წა­ი­ღო... შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი ჩა­მოს­ვლი­სას მამა-პა­პის საფ­ლა­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად მი­დი­ოდ­ნენ. ამი­ტო­მაც, 10 წლის წინ, გურ­ჯა­ან­ში სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა სახლ-მუ­ზე­უმს, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­კო­სი - შოთა უტი­აშ­ვი­ლი ჩა­უდ­გა. 2005 წლის დე­კემ­ბერ­ში, მათ მა­მა­პა­პი­სე­ულ სახ­ლში გა­იხ­სნა შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო მუ­ზე­უ­მი, რო­მელ­საც პენ­სი­ა­ში გას­ვლის შემ­დეგ, მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილ­მა გა­დას­ცა მუნ­დი­რი და ჯილ­დო­ე­ბი" - იხ­სე­ნებს ის­ტო­რი­კო­სი - რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი...

შოთა უტი­აშ­ვი­ლი:

- შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო მუ­ზე­უ­მი დღეს გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია! 15 წელი არ­სე­ბობ­და ეს მუ­ზე­უ­მი და ამ­ჟა­მად რო­გორც მუ­ზე­უ­მი აღარ არ­სე­ბობს! პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო მუ­ზე­უ­მი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, თან რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლი, ორა­სი წლის შე­ნო­ბაა, რო­მე­ლიც გურ­ჯა­ან­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი შე­ნო­ბა იყო. შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ხუთი თა­ო­ბაა მანდ გაზ­რდი­ლი - გე­ნერ­ლე­ბი, ოფიც­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბი... ძმებ­მა ოთარ და ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლებ­მა მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სახ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­დას­ცეს... შე­ნო­ბა­ში სამ­ხედ­რო მუ­ზე­უ­მი 2001 წლის 15 სექ­ტემ­ბერს გავ­ხსე­ნით. გახ­სნა­ზე ძმე­ბი ამე­რი­კი­დან სა­გან­გე­ბოდ ჩა­მობ­რძან­დნენ, ლენ­ტი გაჭ­რეს.

2015 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი ჩა­მო­ვი­და, გა­მოგ­ვი­ცხა­და ჩვენ უნდა მივ­ხე­დო­თო, ჩა­მო­იყ­ვა­ნა ბრი­გა­დე­ბი და შე­ნო­ბა და­ან­გრი­ეს.. თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც გა­ან­თა­ვი­სუფ­ლეს - ექ­ვსი­ო­დე თა­ნამ­შრო­მე­ლი მყავ­და. ეს შე­ნო­ბა დარ­ჩა ასე დან­გრე­უ­ლი 2015 წლი­დან დღემ­დე. თან­ხე­ბი გა­მო­ყო­ფი­ლი იყო მუ­ზე­უ­მის აღ­სად­გე­ნად, მაგ­რამ ალ­ბათ ის თან­ხე­ბი შე­ჭა­მეს...

დღე­ვან­დე­ლი პარ­კი შე­ნო­ბის ირ­გვლივ შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის მა­მუ­ლია, 15 ჰექ­ტა­რი. პარკში ჩად­გეს რა­ღაც ფა­ცხე­ბი, სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი და მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბა კი არის მი­უ­ხე­და­ვი. შე­ნო­ბის უკა­ნა კე­დე­ლი ჩა­მო­იქ­ცა, ასე­ვე ჩა­მო­იქ­ცა შიდა კედ­ლე­ბი, მუ­ზე­უ­მის ექ­სპო­ნა­ტე­ბი სა­დღაც წა­ი­ღეს, ჩაყ­რი­ლია უპატ­რო­ნოდ... მე - შოთა უტი­აშ­ვილს, რო­მელ­საც კო­ლო­სა­ლუ­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა მაქვს მუ­ზე­უ­მის სა­მუ­შა­ო­ებ­ში, დღეს შე­ხე­ბა არა­ფერ­თან მაქვს..

არა­ფე­რი არ გა­კე­თე­ბუ­ლა! რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ გარ­შე­მო შე­მო­ა­შე­ნეს ფა­ცხე­ბი, სტა­დი­ო­ნე­ბი და მუდ­მი­ვად ის­მის, რომ შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იწყე­ბა, მაგ­რამ მიბ­რძან­დით და ნა­ხავთ, რაც არის და­წყე­ბუ­ლი! ორა­სი წლის შე­ნო­ბა წელს ვე­ღარ გა­უძ­ლებს და თოვ­ლი თუ მო­ვი­და, მთლი­ა­ნად ჩა­მო­იქ­ცე­ვა! გურ­ჯა­ა­ნის ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუ­ფე­ბას რომ ვთხო­ვე, ჩამ­რთეთ მეც რა­ღაც გა­ვა­კე­თო-მეთ­ქი, ყუ­რა­დღე­ბა არა­ვინ მო­მაქ­ცია. დღეს სა­ერ­თო­დაც უმუ­შე­ვა­რი ვარ. ვი­ღა­ცას აქვს მი­ბა­რე­ბუ­ლი მუ­ზე­უ­მი, ხელ­ფასს იღებს და სამი წელი იქ­ნე­ბა, იქ არც მი­სუ­ლა...მე ოთარ შა­ლი­კაშ­ვილ­თან მქონ­და კონ­ტაქ­ტი, ამე­რი­კა­ში ვუ­რე­კავ­დი, მაგ­რამ კარ­გა ხა­ნია არ შევ­ხმი­ა­ნე­ბი­ვარ. არაფ­რით შე­მიძ­ლია ვუ­თხრა, რა დღე­შია მათი საგ­ვა­რე­უ­ლო სახ­ლი, ვიცი რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მის­თვის და შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­უძ­ლოს, სი­მარ­თელს რომ გა­ი­გებს...

გურ­ჯა­ა­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი კოტე ბე­რი­ძიშ­ვი­ლი.

- დიახ, სამ­ხედ­რო მუ­ზე­უ­მი უაღ­რე­სად სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია... მე არ ვიცი 2016 წლი­დან რო­გო­რი და­პი­რე­ბე­ბი იყო, მაგ­რამ ამ ხნის გამნმავ­ლო­ბა­ში მუ­ზე­უ­მი ვერ აღ­ვად­გი­ნეთ ერთი მი­ზე­ზის გამო: იგეგ­მე­ბო­და იმ პარ­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­მე­ლი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც მუ­ზე­უ­მი დგას. პარ­კის რა­ე­ბი­ლი­ტა­ცია შარ­შან და­ვი­წყეთ, მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ორ­მი­ლი­ო­ნა­ხევ­რი­ა­ნი პრო­ექ­ტია, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში ყვე­ლა სა­მუ­შაო დას­რულ­დე­ბა... შემ­დეგ გვინ­დო­და მუ­ზე­უ­მის შებ­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც დაგ­ვე­წყო, რაც ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, რად­გან პრო­ექ­ტი არ გვქონ­და... ჩვე­ნი თხოვ­ნით პრო­ექ­ტი შე­ი­ძი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა. და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი ათა­სი ლარი ჯდე­ბა შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა დაც­ვის სა­ა­გენ­ტო­და­ნაც აი­ღეთ თან­ხმო­ბა და ახლა და­ემ­თხვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პი­ლო­ტე, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საგ­რან­ტო პროგ­რა­მა...

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა წარ­ვად­გი­ნეთ ექ­ვსი პრო­ექ­ტი, რომ­ლი­და­ნაც ოთხი და­იბ­ლო­კა, ორი მე­ო­რე ეტაპ­ზე გა­და­ვი­და და ერ­თერ­თი მათ­გა­ნი არის მუ­ზე­უ­მი... ამ ყვე­ლაფ­რის მი­ეხდვით 95 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ალ­ბა­თო­ბით შე­ნო­ბის აღ­დგე­ნა ამ წელ­ში­ვე და­ი­წყე­ბა და იმ წე­ლი­წადს დას­რულ­დე­ბა.

- არ შე­იძ­ლე­ბო­და პარ­კის აღ­დგე­ნამ­დე შე­ნო­ბის­თვის მი­ე­ხე­და ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, შე­ნო­ბა რომ არ დან­გრე­უ­ლი­ყო?

- გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ შე­ნო­ბა 2016 წლი­დან არის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შიო... სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­სუ­ლი წლი­და­ნაა, რო­დე­საც თოვ­ლი მო­ვი­და და უკა­ნა კე­დე­ლი ჩა­მო­იქ­ცა... მთე­ლი რიგი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა სჭირ­დე­ბო­და ნე­ბარ­თვის მო­პო­ვე­ბას, თო­რემ სურ­ვი­ლი დიდი იყო! პარ­კი კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ი­დან მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო, ხმე­ლი ხეც კი არ მოჭ­რი­ლა, ხელი არ შევ­ლე­ბია! ამ დროს მუ­ზე­უ­მის გა­რე­მონ­ტე­ბას აზრი არც ექ­ნე­ბო­და, თუ პარ­კი არ მო­წეს­რიგ­დე­ბო­და! რა აზრი ჰქონ­და თუ შე­ნო­ბამ­დე ტუ­რის­ტი ვერ მი­ვი­დო­და და მუ­ზე­უმს ვერ ნა­ხავ­და?! რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ სრულ­დე­ბა პარ­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ზედ მიყ­ვე­ბა მუ­ზე­უ­მიც!

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თა­მარ ფურ­ცე­ლა­ძე:

- რო­გორც იცით, ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი მხედ­რუ­ლი მუ­ზე­უ­მი ქა­ლაქ გურ­ჯა­ან­ში მდე­ბა­რე­ობს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­გეგ­მი­ლია მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე უწყე­ბაა ჩარ­თუ­ლი. მუ­ზე­უ­მი მდი­და­რია ექ­სპო­ნან­ტე­ბით, რო­გო­რიც არის გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის ხელ­ნა­წე­რი დო­კუ­მენ­ტი - პრო­ქ­ტი ქარ­თუ­ლი არ­მი­ის შექ­მნის შე­სა­ხებ, ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის მუნ­დი­რი, პი­რა­დი ნივ­თე­ბი და სხვა მრა­ვა­ლი მნიშ­ვნელ­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო წარ­სუ­ლი­დან, რომ­ლე­ბიც დრო­ე­ბით და­ცუ­ლია სა­ცავ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მუ­ზე­უ­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იქ­ნე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა ად­გილ­ზე უმას­პინ­ძლოს სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გა­ცი­ებს, გან­ვი­თარ­დეს და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს მრა­ვალ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბე­ბი, რაც თა­ვის მხრივ გა­ნა­პი­რო­ბებს რე­გი­ო­ნის კი­დევ უფრო მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბას. გურ­ჯა­ა­ნი გახ­დე­ბა რო­გორც შიდა ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტე­ბის­თვის ერ­თი­ო­რად სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლი, რა­შიც ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის მუ­ზე­უმს უდი­დე­სი დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბა.

რე­ჟი­სო­რი რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი:

- შალი! ასე ეძახ­და ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ბილ კლინ­ტო­ნი. კლინ­ტო­ნი მას მო­იხ­სე­ნი­ებ­და, რო­გორც მე­გო­ბარს და გან­სა­კუთ­რე­ბულ მრჩე­ველს, რომ­ლის ბრძნულ რჩე­ვებს ყო­ველ­თვის ეყ­რდნო­ბო­და!

2019 წელს, ნა­სას და ამე­რი­კის კოს­მო­სუ­რი ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ მიწ­ვე­უ­ლი იყო ან­სამ­ბლი „ჩაკ­რუ­ლო“, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც გახ­ლავთ ჩემი ძმა - თა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი. ან­სამ­ბლი ვა­შინგტონ­ში კოს­მო­სის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, მიწ­ვე­ვა მოხ­და ჩემი მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით ნა­სას­თან... ვა­შინგტონ­ში ათი დღით ვიმ­ყო­ფე­ბო­დით და გა­დავ­წყვი­ტე ბავ­შვე­ბის­თვის ამე­რი­კის ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი კი არ გა­მეც­ნო მხო­ლოდ, არა­მედ მაქ­სი­მა­ლუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი კვა­ლი ამე­რი­კა­ში. ამის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა იყო, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი წა­ვიყ­ვა­ნე არ­ლინგტო­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე, სა­დაც დაკ­რძა­ლუ­ლია ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი ოთხვარ­სკვლა­ვი­ა­ნი გე­ნე­რა­ლი გახ­ლდათ, რომ­ლის სა­ხე­ლით თვი­თე­უ­ლი ქარ­თვე­ლი უნდა ვა­მა­ყობ­დეთ . სა­ქარ­თვე­ლო­ში კი სამ­წუ­ხა­როდ მხო­ლოდ გა­გო­ნი­ლი თუ აქვთ მის შე­სა­ხებ და ვი­ტყო­დი რომ ძა­ლი­ან ცოტა რამ კეთ­დე­ბა ამ ლე­გენ­და­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად. ბევ­რად მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა ექ­ცე­ო­დეს, ელე­მენ­ტა­რუ­ლად ძეგლი მა­ინც უნდა იდ­გეს სად­მე, წიგ­ნე­ბი უნდა იწე­რე­ბო­დეს, სკო­ლებ­ში ის­წავ­ლე­ბო­დეს! მე ჩემი წვლი­ლი მისი სა­ხე­ლის უკ­ვდავ­ყო­ფა­ში იმით შე­ვი­ტა­ნე, რომ ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი მი­ვიყ­ვა­ნე ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის საფ­ლავ­ზე და ბავ­შვებ­მა იქ ბევ­რი რამ შე­ი­ტყვეს, სა­პა­ტივ­სა­ცე­მოდ „ჩაკ­რუ­ლოც“ კი იმ­ღე­რეს... ეს დღე ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყოა ჩემ­თვის ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან!

წი­ლად მხვდა ბედ­ნი­ე­რე­ბა ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილს პი­რა­დად შევ­ხვედ­რო­დი სი­ეტ­ლში 2000 წელს. ან­სამ­ბლი „ერი­სი­ო­ნი“ გახ­ლდათ მიწ­ვე­უ­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და ამ­ხე­ლა პი­როვ­ნე­ბა კონ­ცერ­ტზე თა­ვის შვილ­თან ერ­თად მო­ვი­და და­სას­წრე­ბად. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა იყო, რო­მე­ლიც არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა. გა­ხა­რე­ბუ­ლი ამ­ბობ­და დღეს მე ჩემს შვილს სა­ქარ­თვე­ლო გა­ვა­ცა­ნიო...

რაც შე­ე­ხე­ბა მუ­ზე­უმ, რო­გორც სამ­ხედ­რო სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­კოს­მა - მა­მუ­კა გო­გი­ტი­ძემ გვი­თხრა, შე­ნო­ბის აღ­დგე­ნის თხოვ­ნით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მარ­თეს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს , პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რეს კახა კუ­ჭა­ვას, მი­ნის­ტრებს ჟუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძეს, თეა წუ­ლუ­კი­ანს და სხვებს... მა­მუ­კა გო­გი­ტი­ძემ პრე­ზი­დენ­ტის სა­ხელ­ზე გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი ჩვენც გაგ­ვი­ზი­ა­რა, რო­მელ­საც მისი თქმით პრე­ზი­დენ­ტის­გან არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია...

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
17

პრეზიდენტი ვინაა?

ვოოტ
2

ბრმას რომ ცოლი მოუკვდა და არ უთხრათო, - ეს რატომ გამახსენდა?!....

ავტორი:

"ოთარს ამ ამბავს ვერც ვეუბნები... შეიძლება ვერ გაუძლოს, სიმართელს რომ გაიგებს" - ამერიკელების რჩეული ქართველი გენერლის მუზეუმი განადგურების პირასაა

"ოთარს ამ ამბავს ვერც ვეუბნები... შეიძლება ვერ გაუძლოს, სიმართელს რომ გაიგებს" - ამერიკელების რჩეული ქართველი გენერლის მუზეუმი განადგურების პირასაა

1993 წლის 25 ოქტომბერს, პრეზიდენტ ბილ კლინტონის გადაწყვეტილებით, გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი იყო სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც მოღვაწეობდა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრში. 2004 წელს მრჩევლი იყო ჯონ კერის საპრეზიდენტო კამპანიაში...25-წლიანი კარიერისა და დიდი თანამდებობების მიუხედავად, არც ერთ ძმას ამერიკელებისათვის ძნელად გამოსათქმელი გვარი არც შეუცვლია და არც შეუმოკლებია, თუმცა კი, კლინტონი ჯონ მალხაზს "შალის" უწოდებდა. შალიკაშვილების დაჟინებამ ნაყოფი გამოიღო და მალე, ამ რთულ გვარს ამერიკელებიც სწორად გამოთქვამდნენ.

"ძმები ოთარ და - ჯონ-მალხაზ შალიკაშვილები საქართველოში პირველად უმძიმეს პერიოდში - 1992 წელს ჩამოვიდნენ. ოთარს თან ჰქონდა მამის ხელით დახაზული კახეთის რუკა. ისიც იცოდა, რომ მისი წინაპრები გურჯაანში იყვნენ დასაფლავებული. მომდევნო ვიზიტის დროს, ჯონ მალხაზმა წინაპართა საფლავები მოინახულა და მათი საფლავის ქვის ნატეხები სამახსოვროდ წაიღო... შალიკაშვილები საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას მამა-პაპის საფლავების მოსანახულებლად მიდიოდნენ. ამიტომაც, 10 წლის წინ, გურჯაანში საფუძველი ჩაეყარა სახლ-მუზეუმს, რომელსაც სათავეში სამხედრო ისტორიკოსი - შოთა უტიაშვილი ჩაუდგა. 2005 წლის დეკემბერში, მათ მამაპაპისეულ სახლში გაიხსნა შალიკაშვილების სახელობის პირველი ქართული სამხედრო მუზეუმი, რომელსაც პენსიაში გასვლის შემდეგ, მალხაზ შალიკაშვილმა გადასცა მუნდირი და ჯილდოები" - იხსენებს ისტორიკოსი - რუსუდან დაუშვილი...

შოთა უტიაშვილი:

- შალიკაშვილების სახელობის ქართული სამხედრო მუზეუმი დღეს განადგურებულია! 15 წელი არსებობდა ეს მუზეუმი და ამჟამად როგორც მუზეუმი აღარ არსებობს! პირველი სამხედრო მუზეუმი იყო საქართველოში, თან როგორც ისტორიული ძეგლი, ორასი წლის შენობაა, რომელიც გურჯაანში ერთ-ერთი პირველი შენობა იყო. შალიკაშვილების ხუთი თაობაა მანდ გაზრდილი - გენერლები, ოფიცრები, საქართველოს პატრიოტები... ძმებმა ოთარ და ჯონ-მალხაზ შალიკაშვილებმა მამაპაპისეული სახლი სახელმწიფოს, თავდაცვის სამინისტროს გადასცეს... შენობაში სამხედრო მუზეუმი 2001 წლის 15 სექტემბერს გავხსენით. გახსნაზე ძმები ამერიკიდან საგანგებოდ ჩამობრძანდნენ, ლენტი გაჭრეს.

2015 წლის შემოდგომაზე თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჩამოვიდა, გამოგვიცხადა ჩვენ უნდა მივხედოთო, ჩამოიყვანა ბრიგადები და შენობა დაანგრიეს.. თანამშრომლებიც გაანთავისუფლეს - ექვსიოდე თანამშრომელი მყავდა. ეს შენობა დარჩა ასე დანგრეული 2015 წლიდან დღემდე. თანხები გამოყოფილი იყო მუზეუმის აღსადგენად, მაგრამ ალბათ ის თანხები შეჭამეს...

დღევანდელი პარკი შენობის ირგვლივ შალიკაშვილების მამულია, 15 ჰექტარი. პარკში ჩადგეს რაღაც ფაცხები, საპირფარეშოები და მუზეუმის შენობა კი არის მიუხედავი. შენობის უკანა კედელი ჩამოიქცა, ასევე ჩამოიქცა შიდა კედლები, მუზეუმის ექსპონატები სადღაც წაიღეს, ჩაყრილია უპატრონოდ... მე - შოთა უტიაშვილს, რომელსაც კოლოსალური დამსახურება მაქვს მუზეუმის სამუშაოებში, დღეს შეხება არაფერთან მაქვს..

არაფერი არ გაკეთებულა! როგორც მოგახსენეთ გარშემო შემოაშენეს ფაცხები, სტადიონები და მუდმივად ისმის, რომ შენობის რეაბილიტაცია იწყება, მაგრამ მიბრძანდით და ნახავთ, რაც არის დაწყებული! ორასი წლის შენობა წელს ვეღარ გაუძლებს და თოვლი თუ მოვიდა, მთლიანად ჩამოიქცევა! გურჯაანის ადგილობრივ ხელისუფებას რომ ვთხოვე, ჩამრთეთ მეც რაღაც გავაკეთო-მეთქი, ყურადღება არავინ მომაქცია. დღეს საერთოდაც უმუშევარი ვარ. ვიღაცას აქვს მიბარებული მუზეუმი, ხელფასს იღებს და სამი წელი იქნება, იქ არც მისულა...მე ოთარ შალიკაშვილთან მქონდა კონტაქტი, ამერიკაში ვურეკავდი, მაგრამ კარგა ხანია არ შევხმიანებივარ. არაფრით შემიძლია ვუთხრა, რა დღეშია მათი საგვარეულო სახლი, ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის და შეიძლება ვერ გაუძლოს, სიმართელს რომ გაიგებს...

გურჯაანის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კოტე ბერიძიშვილი.

- დიახ, სამხედრო მუზეუმი უაღრესად სავალალო მდგომარეობაშია... მე არ ვიცი 2016 წლიდან როგორი დაპირებები იყო, მაგრამ ამ ხნის გამნმავლობაში მუზეუმი ვერ აღვადგინეთ ერთი მიზეზის გამო: იგეგმებოდა იმ პარკის რეაბილიტაცია, რომელი პარკის ტერიტორიაზეც მუზეუმი დგას. პარკის რაებილიტაცია შარშან დავიწყეთ, მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, ორმილიონახევრიანი პროექტია, დაახლოებით ერთ თვეში ყველა სამუშაო დასრულდება... შემდეგ გვინდოდა მუზეუმის შებნობის რეაბილიტაციაც დაგვეწყო, რაც ვერ მოვახერხეთ, რადგან პროექტი არ გვქონდა... ჩვენი თხოვნით პროექტი შეიძინა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა. დაახლოებით ექვსი ათასი ლარი ჯდება შენობის რეაბილიტაცია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოდანაც აიღეთ თანხმობა და ახლა დაემთხვა საქართველოს საპილოტე, ინტეგრირებული განვითარების საგრანტო პროგრამა...

გურჯაანის მუნიციპალიტეტმა წარვადგინეთ ექვსი პროექტი, რომლიდანაც ოთხი დაიბლოკა, ორი მეორე ეტაპზე გადავიდა და ერთერთი მათგანი არის მუზეუმი... ამ ყველაფრის მიეხდვით 95 პროცენტიანი ალბათობით შენობის აღდგენა ამ წელშივე დაიწყება და იმ წელიწადს დასრულდება.

- არ შეიძლებოდა პარკის აღდგენამდე შენობისთვის მიეხედა ადგილობრივ ხელისუფლებას, შენობა რომ არ დანგრეულიყო?

- გადაჭარბებულია, როდესაც ამბობენ შენობა 2016 წლიდან არის სავალალო მდგომარეობაშიო... სინამდვილეში გასული წლიდანაა, როდესაც თოვლი მოვიდა და უკანა კედელი ჩამოიქცა... მთელი რიგი პროცედურების გავლა სჭირდებოდა ნებართვის მოპოვებას, თორემ სურვილი დიდი იყო! პარკი კიდევ კომუნისტების დროიდან მიტოვებული იყო, ხმელი ხეც კი არ მოჭრილა, ხელი არ შევლებია! ამ დროს მუზეუმის გარემონტებას აზრი არც ექნებოდა, თუ პარკი არ მოწესრიგდებოდა! რა აზრი ჰქონდა თუ შენობამდე ტურისტი ვერ მივიდოდა და მუზეუმს ვერ ნახავდა?! როგორც მოგახსენეთ სრულდება პარკის რეაბილიტაცია და ზედ მიყვება მუზეუმიც!

გურჯაანის მუნიციპალიტეტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფურცელაძე:

- როგორც იცით, ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული მუზეუმი ქალაქ გურჯაანში მდებარეობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მისი რეაბილიტაცია. ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც რამდენიმე უწყებაა ჩართული. მუზეუმი მდიდარია ექსპონანტებით, როგორიც არის გენერალ გიორგი კვინიტაძის ხელნაწერი დოკუმენტი - პროქტი ქართული არმიის შექმნის შესახებ, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მუნდირი, პირადი ნივთები და სხვა მრავალი მნიშვნელვანი დოკუმენტები საქართველოს სამხედრო წარსულიდან, რომლებიც დროებით დაცულია საცავში. რაც შეეხება მუზეუმის ფუნქციონირებას, მისი რეაბილიტაცია იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა ადგილზე უმასპინძლოს სხვადასხვა საერთაშორისო დელეგაციებს, განვითარდეს და ჩამოყალიბდეს მრავალმხრივი თანამშრომლობები, რაც თავის მხრივ განაპირობებს რეგიონის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. გურჯაანი გახდება როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის ერთიორად საინტერესო და მიმზიდველი ადგილი, რაშიც ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის მუზეუმს უდიდესი დატვირთვა ექნება.

რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი:

- შალი! ასე ეძახდა ჯონ მალხაზ შალიკაშვილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბილ კლინტონი. კლინტონი მას მოიხსენიებდა, როგორც მეგობარს და განსაკუთრებულ მრჩეველს, რომლის ბრძნულ რჩევებს ყოველთვის ეყრდნობოდა!

2019 წელს, ნასას და ამერიკის კოსმოსური ასოციაციის მიერ მიწვეული იყო ანსამბლი „ჩაკრულო“, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ჩემი ძმა - თამაზ ბლუაშვილი. ანსამბლი ვაშინგტონში კოსმოსის განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა, მიწვევა მოხდა ჩემი მჭიდრო ურთიერთობებით ნასასთან... ვაშინგტონში ათი დღით ვიმყოფებოდით და გადავწყვიტე ბავშვებისთვის ამერიკის ღირშესანიშნაობები კი არ გამეცნო მხოლოდ, არამედ მაქსიმალურად მეჩვენებინა ქართული კვალი ამერიკაში. ამის წარმატებული მცდელობა იყო, როდესაც ბავშვები წავიყვანე არლინგტონის სასაფლაოზე, სადაც დაკრძალულია ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი. მოგეხსენებათ ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი ოთხვარსკვლავიანი გენერალი გახლდათ, რომლის სახელით თვითეული ქართველი უნდა ვამაყობდეთ . საქართველოში კი სამწუხაროდ მხოლოდ გაგონილი თუ აქვთ მის შესახებ და ვიტყოდი რომ ძალიან ცოტა რამ კეთდება ამ ლეგენდარული ადამიანის სახელის უკვდავსაყოფად. ბევრად მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს, ელემენტარულად ძეგლი მაინც უნდა იდგეს სადმე, წიგნები უნდა იწერებოდეს, სკოლებში ისწავლებოდეს! მე ჩემი წვლილი მისი სახელის უკვდავყოფაში იმით შევიტანე, რომ ქართველი ბავშვები მივიყვანე ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის საფლავზე და ბავშვებმა იქ ბევრი რამ შეიტყვეს, საპატივსაცემოდ „ჩაკრულოც“ კი იმღერეს... ეს დღე ყველაზე საამაყოა ჩემთვის ჩემი ცხოვრებიდან!

წილად მხვდა ბედნიერება ჯონ-მალხაზ შალიკაშვილს პირადად შევხვედროდი სიეტლში 2000 წელს. ანსამბლი „ერისიონი“ გახლდათ მიწვეული ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამხელა პიროვნება კონცერტზე თავის შვილთან ერთად მოვიდა დასასწრებად. კონცერტის შემდეგ ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. გახარებული ამბობდა დღეს მე ჩემს შვილს საქართველო გავაცანიო...

რაც შეეხება მუზეუმ, როგორც სამხედრო სამხედრო ისტორიკოსმა - მამუკა გოგიტიძემ გვითხრა, შენობის აღდგენის თხოვნით წლების განმავლობაში მიმართეს პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს , პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავჯდომარეს კახა კუჭავას, მინისტრებს ჟუანშერ ბურჭულაძეს, თეა წულუკიანს და სხვებს... მამუკა გოგიტიძემ პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილი წერილი ჩვენც გაგვიზიარა, რომელსაც მისი თქმით პრეზიდენტისგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია...