სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვწუხვარ, რომ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა" - კარლ ჰარცელი მელია-კობახიძის დაპირისპირებაზე
"ვწუხვარ, რომ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა" - კარლ ჰარცელი მელია-კობახიძის დაპირისპირებაზე

ვწუხ­ვარ, რომ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფი­სის წინ, ორი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ აგ­რე­სია გა­მო­ხა­ტა. თუმ­ცა, მი­ვე­სალ­მე­ბი იმას, რომ ერთ–ერ­თმა მათ­გან­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას შემ­დგომ ბო­დი­ში მო­უ­ხა­და და სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, კარლ ჰარ­ცე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­სის წინ გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხე­ბა.

ამას­თან, რო­გორც კარლ ჰარ­ცელ­მა აღ­ნიშ­ნა, ის შე­აშ­ფო­თა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­თან და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ შექ­მნილ­მა, უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ, რომ­ლის შე­სა­ხებ ჰქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რებ­თან.

„გუ­შინ, მიმ­დი­ნა­რე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ზე სა­სა­უბ­როდ, ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, ვუ­მას­პინ­ძლე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შეხ­ვედ­რებს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­თან, რო­გორც ეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ხდე­ბა ხოლ­მე.

ვწუხ­ვარ, რომ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფი­სის წინ, ორი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ აგ­რე­სია გა­მო­ხა­ტა. თუმ­ცა, მი­ვე­სალ­მე­ბი იმას, რომ ერთ–ერ­თმა მათ­გან­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას შემ­დგომ ბო­დი­ში მო­უ­ხა­და და სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და.

ასე­ვე, შე­მაშ­ფო­თა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­თან და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ შექ­მნილ­მა, უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ, რომ­ლის შე­სა­ხებ მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რებ­თან.

ნება მო­მე­ცით გავ­მე­ო­რო ის გზავ­ნი­ლი, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას გა­მოვ­თქვი – ვგმობ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კონ­ტექ­სტში მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს და მო­ვუ­წო­დებ მათი სწრა­ფად და სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მო­ძი­ე­ბის­კენ; ასე­ვე ვთხოვ მხა­რე­ებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ თავ­შე­კა­ვე­ბა.

არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შემ­დეგ კვი­რა­ში გა­ი­მარ­თე­ბა, ყვე­ლა ამომ­რჩე­ველს უნდა მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ისარ­გებ­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უფ­ლე­ბით და თა­ვი­სუფ­ლად, მშვი­დო­ბი­ან და ძა­ლა­დო­ბი­სა თუ ზე­წო­ლის­გან თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში, მის­ცეს ხმა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს ეკის­რე­ბათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხის­გებ­ლო­ბა, უზ­რუნ­ველ­ყონ ამ უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა“, - ნათ­ქვა­მია ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რი ნიკა მე­ლია გუ­შინ ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ოფის­თან მოხ­და. კო­ბა­ხი­ძემ და მე­ლი­ამ ერ­თმა­ნეთს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კე­ბი­თაც მი­მარ­თეს, მათ შო­რის ერ­თმა­ნეთს „მონა" და „ნა­ძი­რა­ლა" ეძა­ხეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უიიიი
44

მარტო შეწუხდი--კარლ??? სადაა აღშფოთება-შეშფოთება, რასაც ასე ძალუმად მიგვაჩვიეთ ქართველები??!!! მელია კუდაგრძელიას ხეპრულ გამოხტომებზე რეაქცია კი 000000 გაქვთ, რატომ???

Giusha3232
4

ეგ ფოკუსი იყო.არჩევნების მერე ერთობლივად გაგრძელდება ქართველი ხალხის შიმშილი და ამბავი , ისე როგორც შენ გესიამოვნება კარლ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ვწუხვარ, რომ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა" - კარლ ჰარცელი მელია-კობახიძის დაპირისპირებაზე

"ვწუხვარ, რომ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა" - კარლ ჰარცელი მელია-კობახიძის დაპირისპირებაზე

ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ–ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის ოფისის წინ გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხება.

ამასთან, როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ის შეაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ ჰქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან.

„გუშინ, მიმდინარე საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ვუმასპინძლე ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე.

ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ–ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან.

ნება მომეცით გავმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი – ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება.

არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა.

საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გუშინ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს, მათ შორის ერთმანეთს „მონა" და „ნაძირალა" ეძახეს.