საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალი, რომელმაც გიორგი გახარიას "კოკაინი" გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია" - ირაკლი კობახიძე
"ქალი, რომელმაც გიორგი გახარიას "კოკაინი" გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია" - ირაკლი კობახიძე

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქალი, რო­მელ­მაც, მისი თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას „კო­კა­ი­ნი“ გა­ა­სინ­ჯა, გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ი­დან საკ­რე­ბუ­ლოს სი­ა­შია.

კი­თხვა­ზე, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, რო­დის და­ი­წყო გა­ხა­რი­ამ „კო­კა­ი­ნის“ მოხ­მა­რე­ბა, კო­ბა­ხი­ძე პა­სუ­ხობს: „მას შემ­დეგ, რაც წა­ვი­და პარ­ტი­ი­დან და ხე­ლი­დან“.

„საკ­რე­ბუ­ლოს სი­ა­შია, თუმ­ცა გვა­რის და­კონ­კრე­ტე­ბას მო­ვე­რი­დე­ბი. ეს ქალ­ბა­ტო­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი, თუმ­ცა ის არის საკ­რე­ბუ­ლოს სი­ა­ში გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ი­დან“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ კახა კა­ლა­ძე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე სა­უ­ბარს ერი­დე­ბა, კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ კა­ლა­ძეს პრინ­ცი­პუ­ლად აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ზე ისა­უბ­როს.

„კახა კა­ლა­ძეს აცა­დეთ თა­ვი­სი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა. მას აქვს თა­ვი­სი სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა და პრინ­ცი­პუ­ლად აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ თბი­ლი­სე­ლებს ესა­უბ­როს მის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწორს აკე­თებს ის, რომ ერი­დე­ბა ყვე­ლა სხვა თე­მა­ზე სა­უ­ბარს. მან უნდა ისა­უბ­როს თბი­ლი­სე­ლებ­თან, თბი­ლი­სის­თვის წარ­დგე­ნილ სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, კო­ბა­ხი­ძემ უპა­სუ­ხა კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, რომ „გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, მმარ­თველ გუნდს „კო­კა­ინ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რის გამ­ბე­და­ო­ბა არ ეყო­ფო­და, ეს რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაკ­ვე­თა არ იყოს“.

„ჩვენ ამის გამ­ბე­და­ო­ბა არ გვე­ყო­ფო­და, ეს კაცი „კო­კა­ინს“ რომ არ მო­იხ­მარ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zlatan straianovich
2

😂 Kai tipi yofila gaxaria. Ager rogor daufasa sikete

irma
7

და რა მერე??? ისევ თქვენი რეიტინგი ვარდება,,,,ამით ,ამდენს ვერ ფიქრობთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ქალი, რომელმაც გიორგი გახარიას "კოკაინი" გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია" - ირაკლი კობახიძე

"ქალი, რომელმაც გიორგი გახარიას "კოკაინი" გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია" - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალი, რომელმაც, მისი თქმით, გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია.

კითხვაზე, მისი ინფორმაციის მიხედვით, როდის დაიწყო გახარიამ „კოკაინის“ მოხმარება, კობახიძე პასუხობს: „მას შემდეგ, რაც წავიდა პარტიიდან და ხელიდან“.

„საკრებულოს სიაშია, თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ კახა კალაძე გიორგი გახარიაზე საუბარს ერიდება, კობახიძე ამბობს, რომ კალაძეს პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი, რომ მხოლოდ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბროს.

„კახა კალაძეს აცადეთ თავისი საარჩევნო კამპანიის წარმოება. მას აქვს თავისი საარჩევნო პროგრამა და პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი, რომ თბილისელებს ესაუბროს მის საარჩევნო პროგრამაზე. აქედან გამომდინარე, სწორს აკეთებს ის, რომ ერიდება ყველა სხვა თემაზე საუბარს. მან უნდა ისაუბროს თბილისელებთან, თბილისისთვის წარდგენილ საარჩევნო პროგრამაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „გიორგი გახარიას თქმით, მმართველ გუნდს „კოკაინთან“ დაკავშირებით საუბრის გამბედაობა არ ეყოფოდა, ეს რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა არ იყოს“.

„ჩვენ ამის გამბედაობა არ გვეყოფოდა, ეს კაცი „კოკაინს“ რომ არ მოიხმარდეს“, - განაცხადა კობახიძემ.