საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა პირველად კოკაინი... ტესტი ჩაიტარა ნევროლოგთან, რომელიც საერთოდ არ ატარებს ასეთ ტესტირებებს" - რას ყვება კობახიძე გახარიაზე
"ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა პირველად კოკაინი... ტესტი ჩაიტარა ნევროლოგთან, რომელიც საერთოდ არ ატარებს ასეთ ტესტირებებს" - რას ყვება კობახიძე გახარიაზე

"ერთ-ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა გა­ა­სინ­ჯა პირ­ვე­ლად კო­კა­ი­ნი, ვი­ცით კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბიც და გვა­რე­ბიც", - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, გა­და­ცე­მა­ში "იმე­დი-LIVE", გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. კო­ბა­ხი­ძის თქმით, პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დე­რი ნარ­კი­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც მან მმარ­თვე­ლი გუნ­დი და­ტო­ვა. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ტე­ლე­გა­და­ცე­მა­ში სა­უბ­რი­სას, გა­ხა­რი­ას მიერ ვე­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის "რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალ­ზეც" ისა­უბ­რა.

"ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, გა­მო­ვი­და კახი კა­ლა­ძე ამ უწყი­ნა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ მომ­ხდა­რი­ყო მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის ტეს­ტი­რე­ბა... და უცებ ვხე­დავთ გა­ხა­რი­ას არა­ჯან­საღ რე­აქ­ცი­ებს, ამის შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დით, რაში იყო საქ­მე და გა­ვარ­კვი­ეთ, რომ მას აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა კო­კა­ი­ნის მოხ­მა­რე­ბის კუ­თხით... მის­მა გა­რე­მოც­ვამ ეს იცის. ერთ-ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა გა­ა­სინ­ჯა პირ­ვე­ლად კო­კა­ი­ნი (კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და გავ­რე­ბიც ვი­ცით) და ამის შემ­დეგ მას აქვს ეს პრობ­ლე­მა...

ერთ-ერ­თმა ფე­ის­ბუქ-მომ­ხა­რე­ბელ­მა იხუმ­რა - პარ­ტი­ი­დან და ხე­ლი­დან ერ­თდრო­უ­ლად წა­სუ­ლაო და გა­მო­დის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი 18 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ ხდე­ბა, მარ­ტი აპ­რი­ლის თვი­დან...

ეს არის ინ­ფორ­მა­ცია, რაც ჩვენ მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ ჩვენ ხომ არ უნდა დაგ­ვი­ჯე­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ?! ამის­თვის არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა, რო­მე­ლიც არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ტეს­ტი­რე­ბა­ზე და ეს ტეს­ტი­რე­ბა დღემ­დე უამ­რავ ადა­მი­ანს აქვს გავ­ლი­ლი, მათ შო­რის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტებს, დე­პუ­ტა­ტებს და ა.შ.

ამ ტეს­ტი­რე­ბის გავ­ლის შიში მან თა­ვი­დან­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა... "რუს­თა­ვი 2"-ში ერთ-ერთი ეთე­რის დროს მას წა­მოს­ცდა, რომ კო­კა­ინ­ზე არ გა­ვი­ტეტსტე­ბიო, კო­კა­ი­ნი არ­სად იყო მა­ნამ­დე ხსე­ნე­ბუ­ლი. ჩვენ გვქონ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია და ამის შემ­დეგ ჩვენ­თვის ცა­ხა­დი გახ­და ყვე­ლა­ფე­რი.

ამის შემ­დეგ ის ჩა­დის ვე­ნა­ში, თით­ქოს იქ აბა­რებს თა­ვის მო­ნა­ცე­მებს და ირ­კვე­ვა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი. ერთი დე­ტა­ლი გახ­ლავთ ის, რომ ეს ერ­თა­დერ­თი კლი­ნი­კაა მთე­ლი ევ­რო­პის მას­შტა­ბით, რო­მელ­საც უკავ­შირ­დე­ბა კვლე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი და ეს არის იუ­შენ­კოს ცნო­ბი­ლი სკან­და­ლი, რის გა­მოც იყო სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ვე­ნის კლი­ნი­კის მთა­ვარ ექიმ­სა და მე­ნე­ჯმენტს შო­რის და ამის გამო მთა­ვა­რი ექი­მი წა­ვი­და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. იმის გამო, რომ მას აი­ძუ­ლებ­დნენ არას­წო­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის და­წე­რას.

მე­ო­რე, რაც გა­ირ­კვა, ნევ­რო­ლოგ­თან აქვს მას ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ეს ტეს­ტი, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ ატა­რებს ასეთ ტეს­ტი­რე­ბებს, რაც დას­ტურ­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ტი­ის - "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ნარ­კო­ტეს­ტი ვე­ნა­ში ჩა­ი­ტა­რა. მის­მა პარ­ტი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა კვლე­ვის შე­დე­გი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც „გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას არა­ნა­ი­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა არ და­უ­დას­ტურ­და“.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
8

კაი რა მართლა და მართლა ,ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი,სირცხვილია,,,კაცი 2 წელი გვერდით გყავდათ,წმინდანად აღიარებდით და ეხლა ნარკომანად ბარიგად და კენედის მკვლელად გამოაცხადეთ--მანამდე სად იყავით,?,თუ ბრაძანება გქონდათ გაუთქმელობის,-მართლაც სირცხვილი და გულისამრევია ამათი საქციელი.

kika
11

აღარ გრცხვენია კობახიძე?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა პირველად კოკაინი... ტესტი ჩაიტარა ნევროლოგთან, რომელიც საერთოდ არ ატარებს ასეთ ტესტირებებს" - რას ყვება კობახიძე გახარიაზე

"ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა პირველად კოკაინი... ტესტი ჩაიტარა ნევროლოგთან, რომელიც საერთოდ არ ატარებს ასეთ ტესტირებებს" - რას ყვება კობახიძე გახარიაზე

"ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა პირველად კოკაინი, ვიცით კონკრეტული სახელებიც და გვარებიც", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გადაცემაში "იმედი-LIVE", გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ნარკიტიკის მომხმარებელი მას შემდეგ გახდა, რაც მან მმართველი გუნდი დატოვა. ირაკლი კობახიძემ ტელეგადაცემაში საუბრისას, გახარიას მიერ ვენაში ჩატარებული ტესტირების "რამდენიმე საინტერესო დეტალზეც" ისაუბრა.

"ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, გამოვიდა კახი კალაძე ამ უწყინარი ინიციატივით, რომ მომხდარიყო მერობის კანდიდატების ტესტირება... და უცებ ვხედავთ გახარიას არაჯანსაღ რეაქციებს, ამის შემდეგ დავინტერესდით, რაში იყო საქმე და გავარკვიეთ, რომ მას აქვს სერიოზული პრობლემა კოკაინის მოხმარების კუთხით... მისმა გარემოცვამ ეს იცის. ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა პირველად კოკაინი (კონკრეტული სახელები და გავრებიც ვიცით) და ამის შემდეგ მას აქვს ეს პრობლემა...

ერთ-ერთმა ფეისბუქ-მომხარებელმა იხუმრა - პარტიიდან და ხელიდან ერთდროულად წასულაო და გამოდის, რომ ეს ყველაფერი 18 თებერვლის შემდეგ ხდება, მარტი აპრილის თვიდან...

ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ მივიღეთ, მაგრამ ჩვენ ხომ არ უნდა დაგვიჯეროს საზოგადოებამ?! ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც არის პასუხისმგებელი ტესტირებაზე და ეს ტესტირება დღემდე უამრავ ადამიანს აქვს გავლილი, მათ შორის ოპოზიციონერებს, პარლამენტის წევრობის კანდიდატებს, დეპუტატებს და ა.შ.

ამ ტესტირების გავლის შიში მან თავიდანვე გამოავლინა... "რუსთავი 2"-ში ერთ-ერთი ეთერის დროს მას წამოსცდა, რომ კოკაინზე არ გავიტეტსტებიო, კოკაინი არსად იყო მანამდე ხსენებული. ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია და ამის შემდეგ ჩვენთვის ცახადი გახდა ყველაფერი.

ამის შემდეგ ის ჩადის ვენაში, თითქოს იქ აბარებს თავის მონაცემებს და ირკვევა ბევრი საინტერესო დეტალი. ერთი დეტალი გახლავთ ის, რომ ეს ერთადერთი კლინიკაა მთელი ევროპის მასშტაბით, რომელსაც უკავშირდება კვლევასთან დაკავშირებული სკანდალი და ეს არის იუშენკოს ცნობილი სკანდალი, რის გამოც იყო სერიოზული დაპირისპირება ვენის კლინიკის მთავარ ექიმსა და მენეჯმენტს შორის და ამის გამო მთავარი ექიმი წავიდა თანამდებობიდან. იმის გამო, რომ მას აიძულებდნენ არასწორი კვლევის შედეგების დაწერას.

მეორე, რაც გაირკვა, ნევროლოგთან აქვს მას ჩაბარებული ეს ტესტი, რომელიც საერთოდ არ ატარებს ასეთ ტესტირებებს, რაც დასტურდება ჟურნალისტური გამოძიებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარტიის - "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ვენაში ჩაიტარა. მისმა პარტიამ გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც „გიორგი გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა“.