სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეგეტა „გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრი გახდა
თეგეტა „გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრი გახდა

„გა­ე­როს გლო­ბა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის“ სა­ქარ­თვე­ლოს ქსე­ლის წევ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბას თე­გე­ტა მო­ტორ­სმა ხელი ახ­ლა­ხან მო­ა­წე­რა.

გა­ე­როს გლო­ბა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბა (UN Global Compact) წარ­მო­ა­დენს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდ კორ­პო­რა­ცი­ულ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც წევრ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მო­უ­წო­დებს მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აწარ­მო­ონ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, და­იც­ვან ათი გლო­ბა­ლუ­რი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, შრო­მის უფ­ლე­ბე­ბის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის სფე­რო­ში.

თე­გე­ტა მო­ტორ­სის­თვის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ არის და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, ეს კომ­პა­ნი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნია გან­სხვა­ვე­ბულ CSR პრო­ექ­ტებ­შია ჩარ­თუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვებს ლო­ბი­რებს - გა­რე­მოს დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბის, ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და გენ­დერუ­ლი სა­კი­თხე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რო­გორც, თე­გე­ტა მო­ტორ­სის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნა­თი­კა ბერ­ძუ­ლი ამ­ბობს, – „გლო­ბა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ქსე­ლის წევ­რო­ბა თე­გე­ტა მო­ტორ­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია, რად­გან ეს პლატ­ფორ­მა წევ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის მეტი მხარ­და­ჭე­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა“.

თე­გე­ტა მო­ტორ­სი წელს „სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ჯილ­დოს“ მო­ნა­წი­ლე­თა სი­ა­შია. და­ჯილ­დო­ე­ბის რი­გით მე­ო­თხე ცე­რე­მო­ნია - „გლო­ბა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ქსე­ლი,” შვე­დე­თის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ შე­სა­ხებ: ჰოლ­დინ­გუ­რი კომ­პა­ნია 26-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით უკვე 25 კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს. „თე­გე­ტას“ აქვს მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრე­ბი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნებ­ში, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას მსოფ­ლი­ოს 4 კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. 2012 წლი­დან „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ Groupauto International-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წევ­რია და მსოფ­ლი­ოს 300-მდე წამ­ყვა­ნი ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ გერ­მა­ნულ ბრენ­დს „პორ­შე“, შვე­დურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გი­განტს „ვოლ­ვო“ და ია­პო­ნურ „ტო­ი­ო­ტა­სა“ და „მაზ­დას“. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გარ­და, სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ ექ­სკლუ­ზი­უ­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვე­ბი. „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ მსხვილ დამ­საქ­მებ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

თეგეტა „გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრი გახდა

თეგეტა „გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრი გახდა

„გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრობის შეთანხმებას თეგეტა მოტორსმა ხელი ახლახან მოაწერა.

გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) წარმოადენს მსოფლიოში ყველაზე დიდ კორპორაციულ ინიციატივას, რომელიც წევრ ორგანიზაციებს მოუწოდებს მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, დაიცვან ათი გლობალური ძირითადი პრინციპი ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.

თეგეტა მოტორსისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის დამატებითი საქმიანობა, ეს კომპანიის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში კომპანია განსხვავებულ CSR პროექტებშია ჩართული და საინტერესო ინიციატივებს ლობირებს - გარემოს დაცვის, განათლების, ინოვაციებისა და გენდერული საკითხების მიმართულებით.

როგორც, თეგეტა მოტორსის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნათიკა ბერძული ამბობს, – „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრობა თეგეტა მოტორსისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ეს პლატფორმა წევრი კომპანიებისთვის მეტი მხარდაჭერის, საერთაშორისო და საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა“.

თეგეტა მოტორსი წელს „სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს“ მონაწილეთა სიაშია. დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია - „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი,” შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ჰოლდინგური კომპანია 26-წლიანი გამოცდილებით უკვე 25 კომპანიას აერთიანებს. „თეგეტას“ აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს. 2012 წლიდან „თეგეტა მოტორსი“ Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდს „პორშე“, შვედურ საავტომობილო გიგანტს „ვოლვო“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად მიიჩნევა.

NS