პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაგვაცადეთ, ყველას და ყველაფერს მიეხედება" - მეუფე იაკობი ფარულ ჩანაწერებზე
"დაგვაცადეთ, ყველას და ყველაფერს მიეხედება" - მეუფე იაკობი ფარულ ჩანაწერებზე

დაგ­ვა­ცა­დეთ, ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს მი­ე­ხე­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა ია­კობ­მა გავ­რცე­ლე­ბულ ე.წ. ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, ის აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მით არ ინ­ტე­რეს­დე­ბა.

„მე სა­ერ­თოდ არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი, არც მა­ინ­ტე­რე­სებს რა არის. დაგ­ვა­ცა­დეთ, ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს მი­ე­ხე­დე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

ამას­თან, მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპის­კო­პო­სი გი­ორ­გი (ჯამ­დე­ლი­ა­ნი) მი­იჩ­ნევს, რომ თუ ქვე­ყა­ნა­ში მარ­თლაც ხდე­ბა უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბი და მი­ყუ­რა­დე­ბა, ეს დიდი ბო­რო­ტე­ბაა.

"თუ ასე­თი ტო­ტა­ლუ­რი, უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბი, მი­ყუ­რა­დე­ბა ხდე­ბა ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო­ში, ეს არის დიდი ბო­რო­ტე­ბა. მოკ­ლედ მინ­და გი­თხრათ ეს", - გა­ნა­ცხა­და მან.

კი­თხვა­ზე, რა იქ­ნე­ბა ამ თე­მა­ზე ეკ­ლე­სი­ის პა­სუ­ხი, მე­უ­ფემ უპა­სუ­ხა: „და­ვე­ლო­დოთ, მოვ­ლე­ნებს“.

შე­გახ­სე­ნებთ, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, სუს-ის მიერ ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის გზით პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მოს­მე­ნას და თვალ­თვალს უკავ­შირ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცია სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტში და­ბა­რე­ბას ითხოვს. მათი ნა­წი­ლი ასე­ვე მი­იჩ­ნევს, რომ სუს-ის უფ­როს­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა უნდა და­ტო­ვოს. მმარ­თველ გუნდში აცხა­დე­ბენ, რომ ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნა არა­ლე­გი­ტი­მუ­რია და გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა კი­თხვას პა­სუხს გას­ცემს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შოთა
8

აქეთ ეს და იქით პეტრე ცაავა-პარტიული მოძღვრები.

sos
4

შეადარეთ წესიერი მეუფის გიორგის და არაწესიერი მეუფის იაკობის პასუხები და დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დაგვაცადეთ, ყველას და ყველაფერს მიეხედება" - მეუფე იაკობი ფარულ ჩანაწერებზე

"დაგვაცადეთ, ყველას და ყველაფერს მიეხედება" - მეუფე იაკობი ფარულ ჩანაწერებზე

დაგვაცადეთ, ყველას და ყველაფერს მიეხედება, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა გავრცელებულ ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის აღნიშნული თემით არ ინტერესდება.

„მე საერთოდ არ ვინტერესდები, არც მაინტერესებს რა არის. დაგვაცადეთ, ყველას და ყველაფერს მიეხედება", - განუცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანაში მართლაც ხდება უკანონო მოსმენები და მიყურადება, ეს დიდი ბოროტებაა.

"თუ ასეთი ტოტალური, უკანონო მოსმენები, მიყურადება ხდება ჩვენ სახელმწიფოში, ეს არის დიდი ბოროტება. მოკლედ მინდა გითხრათ ეს", - განაცხადა მან.

კითხვაზე, რა იქნება ამ თემაზე ეკლესიის პასუხი, მეუფემ უპასუხა: „დაველოდოთ, მოვლენებს“.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტში დაბარებას ითხოვს. მათი ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ სუს-ის უფროსმა თანამდებობა უნდა დატოვოს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არალეგიტიმურია და გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს.