პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თაღლითური სქემით "აწერდნენ" თანხებს ტურისტებს თბილისის კვების ობიექტებში - რას აცხადებენ შსს-ში?
რა თაღლითური სქემით "აწერდნენ" თანხებს ტურისტებს თბილისის კვების ობიექტებში - რას აცხადებენ შსს-ში?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის შე­სა­ხებ, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­მა, მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ტუ­რის­ტე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ. მ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულს - თბი­ლის­ში მდე­ბა­რე კაფე-ბარ "სკარ­პას“ მფლო­ბელ ლ.მ.-ს და ამა­ვე კვე­ბის ობი­ექ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს, მეტი ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და ტუ­რის­ტებ­თან მათ მიერ შეკ­ვე­თი­ლი პრო­დუქ­ცი­ის ნაც­ვლად ია­ფ­ფა­სი­ა­ნი პრო­დუქ­ცია მოჰ­ქონ­დათ, ასე­ვე, მე­ნი­უ­ში ცვლიდ­ნენ პრო­დუქ­ცი­ის ფა­სებს და კლი­ენ­ტებს შეკ­ვე­თის შე­უ­სა­ბა­მო, არა­რე­ა­ლურ, დიდ თან­ხებს ახ­დე­ვი­ნებ­დნენ.

მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბერ­ში, კაფე-ბარ "სკარ­პა­ში“, ბრალ­დე­ბულ­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყოფ გო­გო­ნას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ ცუ­დად გახ­და და გო­ნე­ბა და­კარ­გა. გონ­ზე მოს­ვლის შემ­დეგ კი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მისი ან­გა­რი­ში­დან სამ ეტა­პად - 5000-5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით კაფე-ბარ "სკარ­პას“ ან­გა­რიშ­ზე გა­და­რი­ცხუ­ლი იყო 15000 ლარი.

კომ­პლექ­სურ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ ასე­ვე და­ად­გი­ნა, რომ მსგავ­სი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა მოქ­მე­დებ­და თბი­ლის­ში მდე­ბა­რე კლუბ "რო­ი­ალ­შიც“. კერ­ძოდ, დად­გინ­და, რომ ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე მე­გო­ბარ­თან ერ­თად ბარ "რო­ი­ალ­ში“ მი­ი­პა­ტი­ჟა ამა­ვე ბა­რი­დან გა­მო­სულ­მა ორმა გო­გო­ნამ. მა­მა­კა­ცებ­მა ბარ­ში ე.წ. მე­ნი­უს სა­შუ­ა­ლე­ბით შე­უკ­ვე­თეს საკ­ვე­ბი და სას­მე­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბა­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მათ რე­ა­ლუ­რი შეკ­ვე­თის შე­უ­სა­ბა­მო, დიდი თან­ხის - 1450 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვეს და იძუ­ლე­ბით გა­და­ახ­დე­ვი­ნეს.

ტუ­რის­ტე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მოკ­ვე­თი­სა და აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნა-და­კა­ვე­ბის მიზ­ნით გრძელ­დე­ბა ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 180-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 177-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,,შენ დაუკარ,,...
0

დარწმუნებული ვარ ასეც იქნებოდა, ისე არიან დახამებულები ტურისტების ფულებზე.

Nini
0

Gawewet gawewet da mere agaravin ro Ar shemova saqartveloshi mere tavebi gaiwewet xamebo yvelas saqmes ro afuchebt

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

რა თაღლითური სქემით "აწერდნენ" თანხებს ტურისტებს თბილისის კვების ობიექტებში - რას აცხადებენ შსს-ში?

რა თაღლითური სქემით "აწერდნენ" თანხებს ტურისტებს თბილისის კვების ობიექტებში - რას აცხადებენ შსს-ში?

შინაგან საქმეთა სამინისტროში, თაღლითური სქემის შესახებ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტომა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს - თბილისში მდებარე კაფე-ბარ "სკარპას“ მფლობელ ლ.მ.-ს და ამავე კვების ობიექტის თანამშრომლებს, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და ტურისტებთან მათ მიერ შეკვეთილი პროდუქციის ნაცვლად იაფფასიანი პროდუქცია მოჰქონდათ, ასევე, მენიუში ცვლიდნენ პროდუქციის ფასებს და კლიენტებს შეკვეთის შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს ახდევინებდნენ.

მიმდინარე წლის სექტემბერში, კაფე-ბარ "სკარპაში“, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთის მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ცუდად გახდა და გონება დაკარგა. გონზე მოსვლის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშიდან სამ ეტაპად - 5000-5000 ლარის ოდენობით კაფე-ბარ "სკარპას“ ანგარიშზე გადარიცხული იყო 15000 ლარი.

კომპლექსურმა გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მსგავსი თაღლითური სქემა მოქმედებდა თბილისში მდებარე კლუბ "როიალშიც“. კერძოდ, დადგინდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქე მეგობართან ერთად ბარ "როიალში“ მიიპატიჟა ამავე ბარიდან გამოსულმა ორმა გოგონამ. მამაკაცებმა ბარში ე.წ. მენიუს საშუალებით შეუკვეთეს საკვები და სასმელი. მოგვიანებით, ბარის თანამშრომლებმა მათ რეალური შეკვეთის შეუსაბამო, დიდი თანხის - 1450 ლარის გადახდა მოსთხოვეს და იძულებით გადაახდევინეს.

ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმესთან დაკავშირებით, სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.