პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის მხარდასაჭერად 70,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის მხარდასაჭერად 70,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა

თბი­ლი­სის „ილუ­ზი­ე­ბის მუ­ზე­უ­მის“ გან­ვი­თა­რე­ბის­თვის „ვი­თი­ბი“ ბან­კმა 70,000-ლა­რი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი გას­ცა, შე­დე­გად, დღეს ის აქ­ტი­უ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ასო­ბით ვი­ზი­ტორს იღებს.

ილუ­ზი­ე­ბის მუ­ზე­უ­მი არის ცნო­ბი­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ილუ­ზი­ე­ბის ერთ ად­გი­ლას თავ­მოყ­რი­ლი სივ­რცე რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლია ყვე­ლა ასა­კის ვი­ზი­ტორ­ზე. კო­ლექ­ცია 70-ზე მეტი ექ­სპო­ნა­ტის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლე­ბიც მეც­ნი­ე­რე­ბის - ფი­ზი­კი­სა და გე­ო­მეტ­რი­ის ცოდ­ნა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

ამას­თან, პან­დე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, მუ­ზე­უ­მის ზო­გი­ერ­თი სივ­რცე სრუ­ლად მო­ერ­გო რე­გუ­ლა­ცი­ებს და თავ­სა­ტე­ხე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ისე­თი საგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხეს ქმნის.

მუ­ზე­უ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დი­რექ­ტო­რის ლადო ჩა­ლა­თაშ­ვი­ლის თქმით, პრო­ექ­ტის იდეა 2019 წელს, პან­დე­მი­ის და­წყე­ბამ­დე გაჩ­ნდა. მას და მის გუნდს ტუ­რის­ტულ ბიზ­ნეს­ში სურ­დათ ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა, რის­თვი­საც თავ­და­პირ­ვე­ლად, სას­ტუმ­რო­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მუ­ზე­უ­მის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სა­ბო­ლო­ოდ, კი ხო­ვა­ტი­ა­ში შე­ი­ძი­ნეს ფრან­ში­ზა.

„ახლა მუ­ზე­უ­მი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, თუმ­ცა მკაც­რად არის და­ცუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და ყვე­ლა ვი­ზი­ტორს კო­ვიდ უსაფრ­თხო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­უძ­ლია ჩვენს სივ­რცე­ში სტუმ­რო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მებს, შე­იძ­ლე­ბა, ფი­ლი­ა­ლი გავ­ხსნათ აზერ­ბა­ი­ჯან­ში ანუ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რე­თაც გა­ვი­დეთ. არის ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ამ­გვა­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე, სა­მო­მავ­ლოდ გვინ­და, რომ მუ­ზე­უ­მე­ბის რამ­დე­ნი­მე სექ­ცია გა­ვა­კე­თოთ, რო­მე­ლიც ასე­ვე შე­მეც­ნე­ბი­თი იქ­ნე­ბა“, - გან­გვი­მარ­ტა მან.

„ვი­თი­ბი“ ბან­კის მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის არ­ჩილ ჩა­ჩხი­ა­ნის თქმით, „ვი­თი­ბი“, რო­გორც ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის ნო­მერ პირ­ვე­ლი ქო­მა­გი აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას.

„ჩვენ მი­ვიჩ­ნი­ეთ, რომ მუ­ზე­უ­მი ძა­ლი­ან ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი იყო, ქვე­ყა­ნას ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და გა­დავ­წყვი­ტეთ, მის­თვის მხა­რი დაგ­ვე­ჭი­რა“, - გან­გვი­მარ­ტა მან.

არ­ჩილ ჩა­ჩხი­ა­ნის თქმით, „ვი­თი­ბი“ ბან­კი მო­ხიბ­ლუ­ლია მუ­ზე­უ­მის ახ­ლან­დე­ლი სა­ხით, სა­დაც მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტის გა­გე­ბა, ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­სნა და უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სუ­ფალ დროს გარ­თო­ბა.

რო­გორც არ­ჩილ ჩა­ჩხი­ა­ნი გან­მარ­ტავს, „ვი­თი­ბი“ ბან­კი ბიზ­ნესს მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბით არ უწევს დახ­მა­რე­ბას. ბან­კი ამ­ჟა­მად ავი­თა­რებს ან­გა­რი­შის დის­ტან­ცი­უ­რად გახ­სნის სერ­ვისს, რაც რო­გორც იუ­რი­დი­ულ, ისე ფი­ზი­კურ პი­რებს და­მა­ტე­ბით კომ­ფორ­ტს შე­უქ­მნის. ასე­ვე, შე­არ­ჩია 10 კომ­პა­ნია, რო­მელ­საც ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინგს შვე­ი­ცა­რუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­უ­ტა­რებს. „ვი­თი­ბი“ ბან­კში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ამ­გვარ პრო­ექ­ტებს არ ექ­ნე­ბა ერთჯე­რა­დი სახე და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას სხვა კომ­პა­ნი­ე­ბიც შეძ­ლე­ბენ.

„გვი­ხა­რია, რომ ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვაქვს“, - აღ­ნიშ­ნა მან.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის მხარდასაჭერად 70,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა

„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის მხარდასაჭერად 70,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა

თბილისის „ილუზიების მუზეუმის“ განვითარებისთვის „ვითიბი“ ბანკმა 70,000-ლარიანი ფინანსური რესურსი გასცა, შედეგად, დღეს ის აქტიურად ფუნქციონირებს და ასობით ვიზიტორს იღებს.

ილუზიების მუზეუმი არის ცნობილი ვიზუალური ილუზიების ერთ ადგილას თავმოყრილი სივრცე რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ვიზიტორზე. კოლექცია 70-ზე მეტი ექსპონატისგან შედგება, რომლებიც მეცნიერების - ფიზიკისა და გეომეტრიის ცოდნაზეა დაფუძნებული.

ამასთან, პანდემიური მდგომარეობის გამო, მუზეუმის ზოგიერთი სივრცე სრულად მოერგო რეგულაციებს და თავსატეხებიდან ამოღებულია ისეთი საგნები, რომელიც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის.

მუზეუმის ადმინისტრაციის დირექტორის ლადო ჩალათაშვილის თქმით, პროექტის იდეა 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე გაჩნდა. მას და მის გუნდს ტურისტულ ბიზნესში სურდათ ინვესტიციის ჩადება, რისთვისაც თავდაპირველად, სასტუმროზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა მოგვიანებით, მუზეუმის საინტერესო პროექტი აღმოაჩინეს. საბოლოოდ, კი ხოვატიაში შეიძინეს ფრანშიზა.

„ახლა მუზეუმი ფუნქციონირებს, თუმცა მკაცრად არის დაცული რეგულაციები და ყველა ვიზიტორს კოვიდ უსაფრთხოების გათვალისწინებით შეუძლია ჩვენს სივრცეში სტუმრობა. რაც შეეხება განვითარების გეგმებს, შეიძლება, ფილიალი გავხსნათ აზერბაიჯანში ანუ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიდეთ. არის ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც ამგვარი პროექტის განხორციელება არის შესაძლებელი. ასევე, სამომავლოდ გვინდა, რომ მუზეუმების რამდენიმე სექცია გავაკეთოთ, რომელიც ასევე შემეცნებითი იქნება“, - განგვიმარტა მან.

„ვითიბი“ ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის არჩილ ჩაჩხიანის თქმით, „ვითიბი“, როგორც ქართული ბიზნესის ნომერ პირველი ქომაგი აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

„ჩვენ მივიჩნიეთ, რომ მუზეუმი ძალიან ინოვაციური პროექტი იყო, ქვეყანას ტურისტების მოზიდვაში დაეხმარებოდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და გადავწყვიტეთ, მისთვის მხარი დაგვეჭირა“, - განგვიმარტა მან.

არჩილ ჩაჩხიანის თქმით, „ვითიბი“ ბანკი მოხიბლულია მუზეუმის ახლანდელი სახით, სადაც მაღალტექნოლოგიური მიღწევებით შესაძლებელია უამრავი საინტერესო ისტორიული ფაქტის გაგება, ამოცანების ამოხსნა და უბრალოდ, თავისუფალ დროს გართობა.

როგორც არჩილ ჩაჩხიანი განმარტავს, „ვითიბი“ ბანკი ბიზნესს მხოლოდ ფინანსური რესურსებით არ უწევს დახმარებას. ბანკი ამჟამად ავითარებს ანგარიშის დისტანციურად გახსნის სერვისს, რაც როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს დამატებით კომფორტს შეუქმნის. ასევე, შეარჩია 10 კომპანია, რომელსაც ბიზნესის განვითარების ტრენინგს შვეიცარული საკონსულტაციო ორგანიზაცია ჩაუტარებს. „ვითიბი“ ბანკში განმარტავენ, რომ ამგვარ პროექტებს არ ექნება ერთჯერადი სახე და მასში მონაწილეობის მიღებას სხვა კომპანიებიც შეძლებენ.

„გვიხარია, რომ ქართული ბიზნესის განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს“, - აღნიშნა მან.

R