მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - „აბულმუგის“ სპარსული აბანოს ახალ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანა წარმატებით დასრულდა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - „აბულმუგის“ სპარსული აბანოს ახალ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანა წარმატებით დასრულდა

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის - „აბულ­მუ­გის“ სპარ­სუ­ლი აბა­ნოს ახალ, უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ტა­ნა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და და უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვას წარ­მო­ად­გენს, რო­დე­საც და­უშ­ლე­ლად მოხ­და ძეგლის ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბა. პრო­ექ­ტი „საყ­დრი­სის კო­მი­ტე­ტის“ წევ­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­მუ­შა­ო­ე­ბი კერ­ძო კომ­პა­ნია „ბა­გი­ნე­თი პლუს­მა“ შე­ას­რუ­ლა. აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტი კი კომ­პა­ნია „არემ­ჯი გოლდმა“ და­ა­ფი­ნან­სა.

„აბულ­მუ­გის“ აბა­ნო დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს და ის XVII სა­უ­კუ­ნის სპარ­სულ ნა­გე­ბო­ბას წარ­მო­ად­გენს. პირ­ვე­ლი გა­მაგ­რე­ბით სა­მუ­შა­ო­ე­ბი 1970-იან წლებ­ში ჩა­ტარ­და, თუმ­ცა 2018 წლის­თვის მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ სა­გან­გა­შო იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2018 წლი­დან ძეგლ­ზე გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მთე­ლი რიგი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ტარ­და, მათ შო­რის, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი-გაწ­მენ­დით, ძეგლის მდგო­მა­რე­ო­ბა მა­ინც სა­ვა­ლა­ლო რჩე­ბო­და და უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბის გამო ძეგლი კვლავ ზი­ან­დე­ბო­და.

რო­გორც „საყ­დრი­სის კო­მი­ტე­ტის“ წევ­რი, ნინო ბურ­ჭუ­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ძეგლის გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო მისი უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­და­ტა­ნა, რის­თვი­საც არა­ერ­თი კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვა ჩა­ტარ­და. მი­სი­ვე თქმით, შერ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი და მისი ლან­დშაფ­ტი სრუ­ლად მორ­გე­ბუ­ლია ძეგლ­ზე, ახალ გა­რე­მო­ში ძეგლის ში­ნა­არ­სი და ხა­სი­ა­თი არ დარ­ღვე­უ­ლა.

„ იდე­ა­ფიქ­სად გა­ვი­ხა­დეთ, რომ „აბულ­მუ­გის“ სპარ­სუ­ლი აბა­ნო უნდა გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა. ვი­ნა­ი­დან ძეგლი სა­წარ­მოო ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა აფეთ­ქე­ბის მუხ­ტე­ბი და­წე­უ­ლი იყო ზი­ა­ნი რომ არ მიდ­გო­მო­და, თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი ვერ შე­ვა­ჩე­რეთ. იმ­დე­ნად რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ძეგლი, რომ ვთქვით, იქ­ნებ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­ვი­წყოთ მსჯე­ლო­ბა, მათ შო­რის, რა­დი­კა­ლურ­ზე. მარ­ტო ჩვენ ვერ მი­ვი­ღებ­დით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, აქ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, სხვა­დას­ხვა დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი უნდა ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ. 2021 წლის მარ­ტში კი სა­ა­გენ­ტომ და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნია ძეგლის გა­და­ტა­ნა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, „აბულ­მუ­გის“ სპარ­სუ­ლი აბა­ნოს უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­და­ტა­ნა, რაც უფრო მიმ­ზიდ­ველს გახ­დი­და მას, ტუ­რის­ტე­ბი ნა­ხავ­დნენ და ახალ სი­ცო­ცხლეს შე­ი­ძენ­და. აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი გაჩ­ნდე­ბა. იქ­ნე­ბა ტე­რა­სა, გა­ნა­თე­ბა, ბე­ტო­ნის კედ­ლე­ბიც თე­მა­ტუ­რად მო­ი­ხა­ტე­ბა, ძეგლი კი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა“, - გან­მარ­ტავს ბურ­ჭუ­ლა­ძე.

რო­გორც „არემ­ჯის“ კორ­პო­რა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, კახა მჭედ­ლიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძეგლის გა­და­ტა­ნის პრო­ცე­სი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და, გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენ­და ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძეგლის გა­და­ტა­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და.

„ რომ არა „საყ­დრი­სის კო­მი­ტე­ტის“ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა, ძეგლის გა­და­ტა­ნის პრო­ცე­სი ასე­თი წარ­მა­ტე­ბით ვერ დას­რულ­დე­ბო­და. გვი­ხა­რია, რომ უფრო ლა­მაზ ძეგლს ვხე­დავთ, რო­მე­ლიც ყვე­ლა ვი­ზი­ტო­რის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც „ბა­გი­ნე­თი პლუს­მა“ და „საყ­დრი­სის კო­მი­ტე­ტის“ მი­ი­ღო, სხვა მრა­ვალ პრო­ექტს გა­მო­ად­გე­ბა“,- აცხა­დებს კახა მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ის, “ბა­გი­ნე­თი პლუ­სის“ დი­რექ­ტო­რი, არ­ჩილ ყი­ფი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ „აბულ­მუ­გის“ სპარ­სუ­ლი აბა­ნოს გა­და­ტა­ნა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი უსა­ხე­ლო გმი­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მათ შო­რის, მუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლის ფა­სად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ძეგლის გა­და­ტა­ნის პრო­ცეს­ში.

„ ჩვენ და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ ქარ­თვე­ლებს, კერ­ძოდ, ინ­ჟინ­რებს, აქ­ტი­ვის­ტებს, ბიზ­ნესს და რი­გით მშრო­მელ ხალ­ხს შეგ­ვიძ­ლია ქარ­თუ­ლი საქ­მე კარ­გად ვა­კე­თოთ. მუ­შე­ბი სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად შე­დი­ოდ­ნენ სა­ძირ­კვლის ქვეშ. ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან ბევ­რი უსა­ხე­ლო გმი­რია! “,- აღ­ნიშ­ნავს არ­ჩილ ყი­ფი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, „აბულ­მუ­გის“ სპარ­სუ­ლი აბა­ნოს გა­და­ტა­ნის სა­მუ­შა­ო­ებ­ში ქარ­თველ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღეს. მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში მსგავ­სი პრაქ­ტი­კა, კერ­ძოდ, ძეგ­ლე­ბის ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლია, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს პირ­ვე­ლად „საყ­დრი­სის კო­მი­ტე­ტის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და და წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და.

სერგო
0

რაო რა სპარსულიო, და რას ვეუბნებით ხალხს ვბანაობდითო, ამ დროს ქართული ძეგლები რომ ინგრევა არაფერი? როდის დავანებებთ თავს მატრაკვეცობას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - „აბულმუგის“ სპარსული აბანოს ახალ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანა წარმატებით დასრულდა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - „აბულმუგის“ სპარსული აბანოს ახალ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანა წარმატებით დასრულდა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - „აბულმუგის“ სპარსული აბანოს ახალ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანა წარმატებით დასრულდა, რაც საქართველოში პირველად განხორციელდა და უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც დაუშლელად მოხდა ძეგლის ადგილმონაცვლეობა. პროექტი „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ინიციატივით განხორციელდა, სამუშაოები კერძო კომპანია „ბაგინეთი პლუსმა“ შეასრულა. აღნიშნულ პროექტი კი კომპანია „არემჯი გოლდმა“ დააფინანსა.

„აბულმუგის“ აბანო დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ის XVII საუკუნის სპარსულ ნაგებობას წარმოადგენს. პირველი გამაგრებით სამუშაოები 1970-იან წლებში ჩატარდა, თუმცა 2018 წლისთვის მისი მდგომარეობა კვლავ საგანგაშო იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლიდან ძეგლზე გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა და მთელი რიგი ღონისძიებები ჩატარდა, მათ შორის, არქეოლოგიური-გაწმენდით, ძეგლის მდგომარეობა მაინც სავალალო რჩებოდა და უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ბუნებრივი პირობების გამო ძეგლი კვლავ ზიანდებოდა.

როგორც „საყდრისის კომიტეტის“ წევრი, ნინო ბურჭულაძე აღნიშნავს, ძეგლის გადარჩენის მიზნით აუცილებელი იყო მისი უსაფრთხო ადგილზე გადატანა, რისთვისაც არაერთი კომპლექსური კვლევა ჩატარდა. მისივე თქმით, შერჩეული ადგილი და მისი ლანდშაფტი სრულად მორგებულია ძეგლზე, ახალ გარემოში ძეგლის შინაარსი და ხასიათი არ დარღვეულა.

„ იდეაფიქსად გავიხადეთ, რომ „აბულმუგის“ სპარსული აბანო უნდა გადაგვერჩინა. ვინაიდან ძეგლი საწარმოო ტერიტორიაზეა აფეთქების მუხტები დაწეული იყო ზიანი რომ არ მიდგომოდა, თუმცა, ბუნებრივი პროცესები ვერ შევაჩერეთ. იმდენად რთულ მდგომარეობაში იყო ძეგლი, რომ ვთქვით, იქნებ სხვა ღონისძიებებზე დავიწყოთ მსჯელობა, მათ შორის, რადიკალურზე. მარტო ჩვენ ვერ მივიღებდით გადაწყვეტილებას, აქ სპეციალისტები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები უნდა ჩართულიყვნენ. 2021 წლის მარტში კი სააგენტომ დასაშვებად მიიჩნია ძეგლის გადატანა. ჩვენი მიზანი იყო, „აბულმუგის“ სპარსული აბანოს უსაფრთხო ადგილზე გადატანა, რაც უფრო მიმზიდველს გახდიდა მას, ტურისტები ნახავდნენ და ახალ სიცოცხლეს შეიძენდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დასასვენებელი ადგილი გაჩნდება. იქნება ტერასა, განათება, ბეტონის კედლებიც თემატურად მოიხატება, ძეგლი კი დაცული იქნება“, - განმარტავს ბურჭულაძე.

როგორც „არემჯის“ კორპორატიული დირექტორი, კახა მჭედლიშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ძეგლის გადატანის პროცესი წარმატებით დასრულდა, გამოწვევას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ საქართველოში ძეგლის გადატანის გამოცდილება არ არსებობდა.

„ რომ არა „საყდრისის კომიტეტის“ ეს ინიციატივა და დაუღალავი შრომა, ძეგლის გადატანის პროცესი ასეთი წარმატებით ვერ დასრულდებოდა. გვიხარია, რომ უფრო ლამაზ ძეგლს ვხედავთ, რომელიც ყველა ვიზიტორისთვის ხელმისაწვდომია. ის გამოცდილება, რაც „ბაგინეთი პლუსმა“ და „საყდრისის კომიტეტის“ მიიღო, სხვა მრავალ პროექტს გამოადგება“,- აცხადებს კახა მჭედლიშვილი.

სამუშაოების შემსრულებელ კომპანიის, “ბაგინეთი პლუსის“ დირექტორი, არჩილ ყიფიანი აღნიშნავს, რომ „აბულმუგის“ სპარსული აბანოს გადატანაში ძალიან ბევრი უსახელო გმირი მონაწილეობდა, მათ შორის, მუშები, რომლებიც სიცოცხლის ფასად მონაწილეობდნენ ძეგლის გადატანის პროცესში.

„ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართველებს, კერძოდ, ინჟინრებს, აქტივისტებს, ბიზნესს და რიგით მშრომელ ხალხს შეგვიძლია ქართული საქმე კარგად ვაკეთოთ. მუშები საკუთარი სიცოცხლის ფასად შედიოდნენ საძირკვლის ქვეშ. ამ პროცესში ძალიან ბევრი უსახელო გმირია! “,- აღნიშნავს არჩილ ყიფიანი.

ცნობისთვის, „აბულმუგის“ სპარსული აბანოს გადატანის სამუშაოებში ქართველმა სპეციალისტებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა, კერძოდ, ძეგლების ადგილმონაცვლეობა მიღებულია, თუმცა, საქართველოში ეს პირველად „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით განხორციელდა და წარმატებით დასრულდა.