სპორტი
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაძაბულობის კერას კონკრეტული ადამიანი ქმნის, ოპოზიციის წარმომადგენელი, ოლიგარქი, რომელიც დმანისს აკონტროლებს" - ბექა დავითულიანი
"დაძაბულობის კერას კონკრეტული ადამიანი ქმნის, ოპოზიციის წარმომადგენელი, ოლიგარქი, რომელიც დმანისს აკონტროლებს" - ბექა დავითულიანი

თუ ვინ­მე ჩა­ი­დენს და­ნა­შულს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვისი მხრი­და­ნაა, ვისი მხარ­დამ­ჭე­რია, კა­ნო­ნის წი­ნა­შე აგებს პა­სუხს, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა დმა­ნისს, მაქვს პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა ცოტა სხვაგ­ვა­რი იყო, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რმა ბექა და­ვი­თუ­ლი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა დმა­ნის­ში “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მხარ­დამ­ჭე­რე­ბის დაჭ­რის ფაქტსა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის შვი­ლის და­კა­ვე­ბას.

მი­სი­ვე თქმით, დმა­ნის­ში ბოლო ორი არ­ჩევ­ნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის დამ­ძი­მე­ბა ხდე­ბა.

“სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა ადა­მი­ანს არ და­უდ­გენს ობი­ექ­ტუ­რად, რომ ის არის დამ­ნა­შა­ვე და ამას სა­სა­მარ­თლო არ და­ა­დას­ტუ­რებს, მა­ნამ­დე არა­ვის­ზე ვამ­ბობ, რომ დამ­ნა­შა­ვეა. დმა­ნის­ში ბოლო ორი არ­ჩევ­ნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის ასე დამ­ძი­მე­ბა. რა­ტომ ხდე­ბა, ეს არის კარ­გად გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი. გარ­და ამ კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი­სა, შარ­შა­ნაც ხდე­ბო­და მუდ­მი­ვად და­ძა­ბუ­ლო­ბა და და­ძა­ბუ­ლო­ბის კე­რას ვინ ქმნის, კარ­გად ვიცი და გა­მო­ძი­ე­ბაც უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს - კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი ქმნის, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ოლი­გარ­ქი, რო­მე­ლიც დმა­ნისს აკონ­ტრო­ლებს”,- გა­ნა­ცხა­და და­ვი­თუ­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის დაჭ­რის ფაქ­ტზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის მი­ხე­ილ და­უ­თაშ­ვი­ლის შვი­ლი და­ვით და­უ­თაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა. რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბრალ­დე­ბულ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე მომ­ხდა­რი სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ხის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა პარ­ტია “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

ქვემო ქართლში ყოველთვის ასეთი მდგომარეობაა, სანამ არ მოხდება იქ მცხოვრები ადამიანების უმეტესობის სახელმწიფო ენაზე აზროვნება, ყოველთვის ასეთი მდგომარეობა იქნება .ყოველთვის იქნება დაძაბულობა,პატარ პატარა ჯგუფები ყოველთვის შეეცდებიან დაძაბულობის გაღვივებას,საერთოდ ხალხს დაანებეთ თავი,მიეცით შრომის ნორმალური უფლება.მარტყო არჩევნების წინ რომ გახსენდებით

@@@
17

ტრალალაააააააააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"დაძაბულობის კერას კონკრეტული ადამიანი ქმნის, ოპოზიციის წარმომადგენელი, ოლიგარქი, რომელიც დმანისს აკონტროლებს" - ბექა დავითულიანი

"დაძაბულობის კერას კონკრეტული ადამიანი ქმნის, ოპოზიციის წარმომადგენელი, ოლიგარქი, რომელიც დმანისს აკონტროლებს" - ბექა დავითულიანი

თუ ვინმე ჩაიდენს დანაშულს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მხრიდანაა, ვისი მხარდამჭერია, კანონის წინაშე აგებს პასუხს, მაგრამ რაც შეეხება დმანისს, მაქვს პირადი ინფორმაცია, რომ მდგომარეობა ცოტა სხვაგვარი იყო, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დმანისში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების დაჭრის ფაქტსა და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილის დაკავებას.

მისივე თქმით, დმანისში ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში სიტუაციის დამძიმება ხდება.

“სანამ გამოძიება ადამიანს არ დაუდგენს ობიექტურად, რომ ის არის დამნაშავე და ამას სასამართლო არ დაადასტურებს, მანამდე არავისზე ვამბობ, რომ დამნაშავეა. დმანისში ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში ხდება სიტუაციის ასე დამძიმება. რატომ ხდება, ეს არის კარგად გამოსაძიებელი. გარდა ამ კონკრეტული ინციდენტისა, შარშანაც ხდებოდა მუდმივად დაძაბულობა და დაძაბულობის კერას ვინ ქმნის, კარგად ვიცი და გამოძიებაც უნდა დაინტერესდეს - კონკრეტული ადამიანი ქმნის, ოპოზიციის წარმომადგენელი, ოლიგარქი, რომელიც დმანისს აკონტროლებს”,- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს.