სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია" - კახა კალაძე გიორგი გახარიას
"არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია" - კახა კალაძე გიორგი გახარიას

შენი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის და ჩემი ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის ბრალ­დე­ბე­ბი: ნარ­კო­მა­ნო­ბა, მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა და სა­ა­კაშ­ვილ­თან კავ­ში­რე­ბი - აი, კონ­კრე­ტუ­ლად შენ, კახა კა­ლა­ძე იზი­ა­რებ ამას, თუ არა?!- ამ შე­კი­თხვით მი­მარ­თა პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატს კახა კა­ლა­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის ეთერ­ში მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტებ­ზე.

მა­ნამ­დე კი, გა­ხა­რი­ამ კა­ლა­ძეს კი­თხვით მი­მარ­თა დაჯ­დე­ბა თუ არა მას­თან დე­ბა­ტებ­ში.

„არ ვა­პი­რებ­დი კი­თხვის დას­მას, სხვა­ნა­ი­რად მინ­დო­და ეს გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ კა­ხას­თან მაქვს ერთი კი­თხვა, მე თუ და­მიჯ­დე­ბა დე­ბა­ტებ­ში პი­რის­პირ, თუ მეც უნდა გა­ვი­ზარ­დო პო­ლი­ტი­კუ­რად?!“, - მი­მარ­თა გა­ხა­რი­ამ კა­ლა­ძეს.

აღ­ნიშ­ნულ­ზე კახა კა­ლა­ძემ უპა­სუ­ხა:

„პო­ლი­ტი­კუ­რად, რა თქმა უნდა. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია უნდა გახ­დეთ და ამის შემ­დეგ, რა თქმა უნდა, გექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამ არ­ჩევ­ნებ­ში გექ­ნე­ბათ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, ნა­ხოთ, თუ რამ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რა გაქვთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, რამ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რა გაქვთ პი­რა­დად თბი­ლი­სე­ლე­ბის მხრი­დან. რა თქმა უნდა, ერთი დღით ხომ არ ვართ პო­ლი­ტი­კა­ში, ხვალ, ზეგ გვექ­ნე­ბა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

„კარ­გი, რად­გან არ იქ­ნე­ბა, ვა­ზუს­ტებ. დიდი ხა­ნია ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ და შენი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის და ჩემი ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის ბრალ­დე­ბე­ბი, ნარ­კო­მა­ნო­ბა მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა და სა­ა­კაშ­ვილ­თან კავ­ში­რე­ბი - აი, კონ­კრე­ტუ­ლად შენ, კახა კა­ლა­ძე იზი­ა­რებ ამას, თუ არა?!“, - მი­მარ­თა გა­ხა­რი­ამ კა­ლა­ძეს.

კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, არა­ვის უთ­ქვამს, რომ გა­ხა­რია ნარ­კო­მა­ნია.

„ნარ­კო­მა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე მგო­ნი, არა­ვის და­უბ­რა­ლე­ბია და არა­ვის უთ­ქვამს ის, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რია ნარ­კო­მა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი, შენს საქ­ცი­ელს, პირ­და­პირ ეთერ­შიც ვთქვი, შენც გი­თხა­რი და არ დავ­მა­ლავ, მე არ მო­მე­წო­ნა შენი ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვალ­ში მი­ი­ღე. ახლა, არ შე­ვალ ამ ში­ნა­არსში და არ მინ­და ამა­ზე ვი­სა­უბ­რო. ყო­ველ­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ ვიყო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, რო­დე­საც კი­თხვა ის­მე­ბა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე პირ­ველ რიგ­ში, ვარ კაცი და მერე ვარ პო­ლი­ტი­კო­სი. შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გარ­კვე­ულ როლს და უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ. ამი­ტომ, არ მინ­და ამ დის­კუ­სი­ა­ში შე­მოს­ვლა. თბი­ლის­მა და თბი­ლი­სე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტონ ყვე­ლა­ფე­რი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოე
6

ეტყობა კალაძე თავისი პარტიის თავმჯდომარე კობახიძეს არ უსმენს, ან მისი ბრალდებები სისულელედ მიაჩნია

თომა
9

არავის დაუბრალებიაო ნარკომანობაო და დღე და ღამე მაგას გაიძახიან! რა ფარისევლების პარტიაც არიან ოცნება ეგეთი გარემო შექმნეს ქვეყანაში, საპატრიარქოში ყველა სფეროში! კაცი და დონე გახარიაა! მართლა დედალი კურდღლები ხართ ყველა მის გვერდით!

ავტორი:

"არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია" - კახა კალაძე გიორგი გახარიას

"არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია" - კახა კალაძე გიორგი გახარიას

შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები: ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები - აი, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე იზიარებ ამას, თუ არა?!- ამ შეკითხვით მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს საქართველოს პირველი არხის ეთერში მიმდინარე დებატებზე.

მანამდე კი, გახარიამ კალაძეს კითხვით მიმართა დაჯდება თუ არა მასთან დებატებში.

„არ ვაპირებდი კითხვის დასმას, სხვანაირად მინდოდა ეს გამომეყენებინა, მაგრამ კახასთან მაქვს ერთი კითხვა, მე თუ დამიჯდება დებატებში პირისპირ, თუ მეც უნდა გავიზარდო პოლიტიკურად?!“, - მიმართა გახარიამ კალაძეს.

აღნიშნულზე კახა კალაძემ უპასუხა:

„პოლიტიკურად, რა თქმა უნდა. კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა გახდეთ და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გექნებათ შესაძლებლობა. ამ არჩევნებში გექნებათ იმის საშუალება, ნახოთ, თუ რამხელა მხარდაჭერა გაქვთ საზოგადოების მხრიდან, რამხელა მხარდაჭერა გაქვთ პირადად თბილისელების მხრიდან. რა თქმა უნდა, ერთი დღით ხომ არ ვართ პოლიტიკაში, ხვალ, ზეგ გვექნება იმის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„კარგი, რადგან არ იქნება, ვაზუსტებ. დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები, ნარკომანობა მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები - აი, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე იზიარებ ამას, თუ არა?!“, - მიმართა გახარიამ კალაძეს.

კალაძის განცხადებით, არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია.

„ნარკომანობასთან დაკავშირებით მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება გიორგი, შენს საქციელს, პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ, მე არ მომეწონა შენი ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. ახლა, არ შევალ ამ შინაარსში და არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. ამიტომ, არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.