პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალით თუ მოვლენ და შემომახევენ სამოსს, არ ვიცი, თუმცა ნებით არ დავთმობ" - მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერი
"ძალით თუ მოვლენ და შემომახევენ სამოსს, არ ვიცი, თუმცა ნებით არ დავთმობ" - მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერი

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნე კა­ლა­ი­ჯიშ­ვილ­მა ეკ­ლე­სი­ი­დან განკვე­თა, ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და კე­ლი­ე­ბის და­ტო­ვე­ბას არ აპი­რე­ბენ.

განკვე­თილ ბე­რებს დღეს ეპარ­ქი­ის ეკო­ნო­მის­ტი, დე­კა­ნოზ ტა­რი­ელ რუ­ხა­ძე შეხ­ვდა.

რო­გორც დე­კა­ნო­ზი აღ­ნიშ­ნავს, ბე­რებს კე­ლი­ე­ბის და­ტო­ვე­ბას დღეს არა­ვინ მოს­თხოვს, თუმ­ცა, მო­მა­ვალ­ში რა მოხ­დე­ბა, ეს მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს გა­და­სა­წყვე­ტია.

„ეს ბრძა­ნე­ბა მე გუ­შინ გად­მომ­ცეს და დღეს აქ გა­მო­მიშ­ვეს. მაქვს კურ­თხე­ვა და ეს კურ­თხე­ვა უნდა აღ­ვას­რუ­ლო კარ­გად თუ ცუ­დად. თუ მო­ხერ­ხდა, მე­გობ­რუ­ლად და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. თუ არა­და, ჩემი საქ­მე მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ღვთის წი­ნა­შეც მარ­თა­ლი უნდა ვიყო, ჩემი ეპის­კო­პო­სის წი­ნა­შეც და ჩემი სინ­დი­სის წი­ნა­შეც. დღეს არა­ვინ მოს­თხოვს მათ კე­ლი­ე­ბის და­ტო­ვე­ბას. მო­მა­ვალ­ში ეპის­კო­პო­სი გა­და­წყვეტს, რას იზამს“, - აღ­ნიშ­ნა ტა­რი­ელ რუ­ხა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

სალ­ხი­ნოს მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვრის, მამა და­ნი­ე­ლის თქმით, მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს ბრძა­ნე­ბა არა­ნა­ირ კა­ნო­ნი­კა­ში არ ჯდე­ბა.

„ბე­რო­ბა არის აღ­თქმის და­დე­ბა. მე რომ ღმერ­თს სი­ტყვა შევ­ფი­ცე, ეგ რო­გორ უნდა ამიკ­რძა­ლოს და ჩემი ცხოვ­რე­ბის წეს­ში რო­გორ უნდა შე­მო­ვი­დეს სტე­ფა­ნე? ეს არა­ვის შე­უძ­ლია. ბე­რო­ბი­დან გან­ყე­ნე­ბა დე­და­მი­წა­ზე არ მომ­ხდა­რა, არა­კა­ნო­ნი­კუ­რია. მკვდა­რიც რომ ვიყო, ბერი ვიქ­ნე­ბი. ძა­ლით თუ მოვ­ლენ და შე­მო­მა­ხე­ვენ [სა­მოსს] ეგ არ ვიცი, თუმ­ცა, ამა­საც არ დავ­თმობ“, - აღ­ნიშ­ნა მამა და­ნი­ელ­მა.

ბალ­დის მა­მა­თა მო­ნას­ტრის ყო­ფი­ლი წი­ნამ­ძღვა­რი მამა ათი­ნო­გე­ნე ითხოვს მო­ნას­ტერ­ში მე­უ­ფე სტე­ფა­ნე თვი­თონ მი­ვი­დეს და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს და­ე­ლა­პა­რა­კოს.

„ეს კაცი თუ ამ ცრუ არ­სე­ბის, მისი ნე­ბის და გან­კარ­გუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას და­ი­წყებს, მო­ვი­დეს, ჩაგ­ვხე­დოს თვა­ლებ­ში! თუ ის ქრის­ტი­ა­ნია და თა­ვის თავ­ში ღირ­სე­ბას ატა­რებს, მო­ვი­დეს და დაგ­ვე­ლა­პა­რა­კოს“, - აღ­ნიშ­ნა მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­უ­ფის მიერ წარ­გზავ­ნილ დე­კა­ნოზ­სა და განკვე­თილ პი­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბაც იყო. და­პი­რის­პი­რე­ბა დე­კა­ნო­ზის მიერ ბე­რე­ბის­თვის მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს ბრძა­ნე­ბის გაც­ნო­ბამ გა­მო­იწ­ვია, რის მი­ხედ­ვი­თაც, ობი­ექ­ტე­ბი უნდა და­ი­ლუ­ქოს, შემ­დეგ კი აღ­წე­რა და­ი­წყოს. სი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ გა­ნი­მუხ­ტა, რაც მე­უ­ფის წარ­გზავ­ნილ­მა პი­რებ­მა კე­ლია და­ტო­ვეს. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი იყ­ვნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
---
3

უღმერთოები ებრძვიან ღმერთს.. აი, ბერები....ამდენ ხანს რა გინდოდათ მონასტერში, რაიმე გაიგეთ????

ედიკა
1

მე არ ვიცი, მაგრამ რაღაც მოხდა ხომ, რის გამოც განკვეთეს, არაა? და თუ მართლაც მოხდა, მაშინ ის რომელ კანონიკში წერია, რომ ბერი ეგრე იქცეოდეს? ბერი ბერია კი ბატონო, მაგრამ რაღამც ბერია ხომ არ ნიშნავს რაც მოეპრანება ის აკეთოს? ბერობა ხომ უფლის მონებას და მის გასახარ საქმის კეთებას ნიშნავს???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ძალით თუ მოვლენ და შემომახევენ სამოსს, არ ვიცი, თუმცა ნებით არ დავთმობ" - მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერი

"ძალით თუ მოვლენ და შემომახევენ სამოსს, არ ვიცი, თუმცა ნებით არ დავთმობ" - მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერი

სასულიერო პირები, რომლებიც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეკლესიიდან განკვეთა, ბრძანების შესრულებას და კელიების დატოვებას არ აპირებენ.

განკვეთილ ბერებს დღეს ეპარქიის ეკონომისტი, დეკანოზ ტარიელ რუხაძე შეხვდა.

როგორც დეკანოზი აღნიშნავს, ბერებს კელიების დატოვებას დღეს არავინ მოსთხოვს, თუმცა, მომავალში რა მოხდება, ეს მეუფე სტეფანეს გადასაწყვეტია.

„ეს ბრძანება მე გუშინ გადმომცეს და დღეს აქ გამომიშვეს. მაქვს კურთხევა და ეს კურთხევა უნდა აღვასრულო კარგად თუ ცუდად. თუ მოხერხდა, მეგობრულად დაველაპარაკები. თუ არადა, ჩემი საქმე მაქვს გასაკეთებელი. ღვთის წინაშეც მართალი უნდა ვიყო, ჩემი ეპისკოპოსის წინაშეც და ჩემი სინდისის წინაშეც. დღეს არავინ მოსთხოვს მათ კელიების დატოვებას. მომავალში ეპისკოპოსი გადაწყვეტს, რას იზამს“, - აღნიშნა ტარიელ რუხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სალხინოს მონასტრის წინამძღვრის, მამა დანიელის თქმით, მეუფე სტეფანეს ბრძანება არანაირ კანონიკაში არ ჯდება.

„ბერობა არის აღთქმის დადება. მე რომ ღმერთს სიტყვა შევფიცე, ეგ როგორ უნდა ამიკრძალოს და ჩემი ცხოვრების წესში როგორ უნდა შემოვიდეს სტეფანე? ეს არავის შეუძლია. ბერობიდან განყენება დედამიწაზე არ მომხდარა, არაკანონიკურია. მკვდარიც რომ ვიყო, ბერი ვიქნები. ძალით თუ მოვლენ და შემომახევენ [სამოსს] ეგ არ ვიცი, თუმცა, ამასაც არ დავთმობ“, - აღნიშნა მამა დანიელმა.

ბალდის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მამა ათინოგენე ითხოვს მონასტერში მეუფე სტეფანე თვითონ მივიდეს და სასულიერო პირებს დაელაპარაკოს.

„ეს კაცი თუ ამ ცრუ არსების, მისი ნების და განკარგულების აღსრულებას დაიწყებს, მოვიდეს, ჩაგვხედოს თვალებში! თუ ის ქრისტიანია და თავის თავში ღირსებას ატარებს, მოვიდეს და დაგველაპარაკოს“, - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

არსებული ინფორმაციით, მეუფის მიერ წარგზავნილ დეკანოზსა და განკვეთილ პირებს შორის დაპირისპირებაც იყო. დაპირისპირება დეკანოზის მიერ ბერებისთვის მეუფე სტეფანეს ბრძანების გაცნობამ გამოიწვია, რის მიხედვითაც, ობიექტები უნდა დაილუქოს, შემდეგ კი აღწერა დაიწყოს. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც მეუფის წარგზავნილმა პირებმა კელია დატოვეს. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავებიც.