სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგებო საპარლამენტო სხდომისთვის არც "ოცნებაში" და არც "ნაცმოძრაობაში" სცალიათ - რატომ დაემთხვა ერთმანეთს კობახიძის და მელიას განცხადებები?
საგანგებო საპარლამენტო სხდომისთვის არც "ოცნებაში" და არც "ნაცმოძრაობაში" სცალიათ - რატომ დაემთხვა ერთმანეთს კობახიძის და მელიას განცხადებები?

ფაქ­ცი­ე­ბის - "ლელო" - პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვი“ და "შარლ მი­შე­ლის რე­ფორ­მე­ბის ჯგუ­ფი“ ინი­ცი­ა­ტი­ვას, სა­გან­გე­ბო სა­პარ­ლა­მენ­ტო სხდო­მის მოწ­ვე­ვა­სა და ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე სუს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და­ბა­რე­ბა­ზე, რო­გორც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, ისე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ხელი აუკ­რა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 1 თვით ადრე სა­პარ­ლა­მენ­ტო სხდო­მა არ ტარ­დე­ბა.

"ვე­რა­ვი­თა­რი სხდო­მა ვერ შედ­გე­ბა იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა დე­პუ­ტა­ტი, რო­გორც მა­ჟო­რი­ტა­რი, ისე არა­მა­ჟო­რი­ტა­რი არის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში. ასე­ვე, არის რეგ­ლა­მენ­ტის ნორ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რო­გორც წესი, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო სხდო­მა არ ტარ­დე­ბა. ეს იცის "ლე­ლომ“, ამის მი­უ­ხე­და­ვად, რა­ღა­ცას სპე­კუ­ლი­რე­ბენ, რაც არ არის სწო­რი მოქ­მე­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მან.

მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რის, მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით კი, ოპო­ზი­ცი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნის პო­პუ­ლიზ­მის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა სურს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ­ჯე­რად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რი­ტო­რი­კას დიდ­წი­ლად და­ემ­თხვა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა ამ სა­კი­თხზე. ისე­ვე, რო­გორც "ოც­ნე­ბა­ში", "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­შიც" სა­გან­გე­ბო სხდო­მის­თვის არ სცა­ლი­ათ.

"2 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, რო­დე­საც ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, იქ ნამ­დვი­ლად უნდა გა­ი­მარ­თოს ყვე­ლა დის­კუ­სია, შე­იქ­მნას შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ე­ბი, თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა და ა.შ. 2 ოქ­ტომ­ბრამ­დე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ არ­ცერთ დე­პუ­ტატს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თავ­ყრი­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად არ სცა­ლია. უმ­რავ­ლე­სო­ბა მათ­გა­ნი არის კან­დი­და­ტი, რა­ი­ო­ნებ­ში ვე­ლად არი­ან გა­სუ­ლე­ბი და თი­თო­ე­უ­ლი დღე არის სა­ჩუ­ქა­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას მო­წყდნენ, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ. 2 ოქ­ტომ­ბერს გა­და­წყდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

მოკ­ლედ, "ოც­ნე­ბა" ამ­ტკი­ცებს, რომ ეს სხდო­მა ოპო­ზი­ცი­ას სჭირ­დე­ბა პო­პუ­ლიზ­მის­თვის, "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" კი მსგავ­სი სხდო­მის გა­მარ­თვას "ივა­ნიშ­ვი­ლის თავ­ყრი­ლო­ბად" აფა­სებს. მოკ­ლედ, ის­რე­ბი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის მთა­ვარ მო­თა­მა­შე­ებს ერ­თმა­ნეთ­ზე ისე გა­და­აქვთ, რომ ცდი­ლო­ბენ და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ად­გი­ლი აღარ და­ტო­ვონ.

მათი ქცე­ვის მთა­ვა­რი სტრა­ტე­გია სწო­რედ ეს არის - ისი­ნი თან მტრო­ბენ ერ­თმა­ნეთს და თან პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ერ­თმა­ნე­თის დახ­მა­რე­ბით ცდი­ლო­ბენ.

"ამ ორ ძა­ლას შო­რის არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ერ­თგვარ სიმ­ბი­ო­ზად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას კარ­გა­ვენ. ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს ასე­თი ან­ტა­გო­ნის­ტუ­რი სიმ­ბი­ო­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქოს ერ­თმა­ნე­თის მტრე­ბი არი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ერ­თმა­ნეთს კვე­ბა­ვენ და აძ­ლი­ე­რე­ბენ. ორი­ვეს თა­ვი­სი ამო­ცა­ნა აქვს. არ ვამ­ბობ, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ზე­ა­მო­ცა­ნაა მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლად დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ ეს არის მისი პროგ­რა­მა-მი­ნი­მუ­მი", - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

მოკ­ლედ, ისევ ყბა­და­ღე­ბუ­ლი "შუის გაკ­რე­ფის“ (ე.წ. მი­უმხრო­ბე­ლი პარ­ტი­ე­ბის ჩა­ძირ­ვის) პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამას მოწ­მობს გა­ხა­რი­ას ერ­თმა­ნე­თის­თვის მიტ­მას­ნე­ბის მცდე­ლო­ბაც.

ანა­ლი­ტი­კო­სი თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძეც მი­იჩ­ნევს, რომ ზუს­ტად ასეა, იგი­ვე მე­ორ­დე­ბა, რა­საც 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში ვა­დევ­ნებ­დით თვალს. მი­სი­ვე თქმით, ქვეყ­ნის­თვის გრძელ­ვა­დი­ა­ნად ყვე­ლა­ზე ცუდი ისაა, თუ პო­ლა­რი­ზა­ცია გაგ­რძელ­დე­ბა.

"მთა­ვა­რი ისაა, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა არ­სად მი­დის, მტრუ­ლი, ის­ტე­რი­უ­ლი გა­რე­მო უფრო და უფრო უა­რეს­დე­ბა, თუ ასე გაგ­რძელ­და, ვიქ­ნე­ბით გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი, არც წინ წა­ვალთ, არც - უკან. ასე ჰა­ერ­ში ვიქ­ნე­ბით გა­მო­კი­დე­ბუ­ლი. გა­მო­სა­ვალ­ზე რა გი­თხრათ, ეს რომ ვი­ცო­დე, აქ კი არ ვიქ­ნე­ბო­დით“.

რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე, პო­ლი­ტო­ლო­გი:

- რა თქმა უნდა, ორი­ვე ძალა ცდი­ლობს არ­სე­ბუ­ლი სტა­ტუს-კვოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბამ გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გე­ბი მო­უ­ტა­ნა მმარ­თველ პარ­ტი­ას, ასე­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". მას მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. რო­გორც ჩანს, ეს სტა­ტუ­სი რე­ა­ლუ­რად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა დეკ­ლა­რა­ცი­უ­ლად აცხა­დე­ბენ, - ყვე­ლა­ფე­რი უნდა შევ­ცვა­ლო­თო.

ორი­ვე მხრი­დან სტრა­ტე­გია ლო­გი­კუ­რად გა­სა­გე­ბია, ამი­ტომ ცდი­ლო­ბენ გა­ხა­რი­ას პარ­ტია ერ­თმა­ნეთს "შე­ტე­ნონ" და ამ გზით ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ.

ისე­თი გამ­წა­რე­ბუ­ლი ბრძო­ლაა გა­ხა­რი­ას მი­სა­მარ­თით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს თა­ვის "შე­დეგს“ გა­მო­ი­ღებს იმ მხრივ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა და­ას­კვნის - რად­გან ერ­თიც ებ­რძვის და მე­ო­რეც, მე­სა­მე, ვი­საც ვე­ძებ­დით, ეს არი­სო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ხა­რი­ამ ბოლო ეტაპ­ზე ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა, ამა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბით, მას­თან გამ­წა­რე­ბუ­ლი ბრძო­ლის შე­დე­გად, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ გა­ცი­ლე­ბით მეტი ხმა მი­ი­ღოს, ვიდ­რე ეს "მშობ­ლი­ურ“ სო­ცი­ო­ლო­გი­ა­შია აღ­წე­რი­ლი და ისეთ მე­სა­მე ძა­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბას რომ შე­ამ­ცი­რებს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში.

- და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცია რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და რა სა­არ­ჩევ­ნო შან­სე­ბი აქვს?

- არა­ნა­ი­რად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. იგი­ვე სო­ცი­ო­ლო­გია მათ ქუ­ლებს აკ­ლებს, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც ვი­ცით. ვერ­ცერ­თმა ცალ­კე აღე­ბულ­მა პარ­ტი­ამ, ის კი არა, მთლი­ა­ნად ოპო­ზი­ცი­ამ აქ­ცი­ებ­ზე ხალ­ხი ვერ მი­ი­ზი­და. ასე­თი გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი აქ­ცია არა­ერ­თი მო­ე­წყო. თუკი გამ­თლი­ა­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, ამ­დე­ნი პარ­ტია 4-5-10 ათას­ზე (თუნ­დაც ოცი იყოს) მეტ მხარ­დამ­ჭერს ვერ აგ­რო­ვებს ქუ­ჩა­ში, მე­ეჭ­ვე­ბა არ­სე­ბი­თი შე­დე­გი აჩ­ვე­ნონ სა­ი­მი­სოდ, რომ უფრო ღო­ნივ­რად შე­ა­ბი­ჯონ ორ­პო­ლუ­სი­ან სივ­რცე­ში. სა­ვა­რა­უ­დოა, მცი­რე პარ­ტი­ე­ბი უფრო ნაკ­ლებ პრო­ცენ­ტებს მი­ი­ღე­ბენ, ვიდ­რე ბოლო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღეს.

ავ­ტო­რი: მე­რაბ ბე­რი­ძე

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტროლებს
4

გაიგეთ რამე???კარგად წაიკითხეთ და ისე დაწერედ (მიუკერძოებული) კომენტარები. არ დაგავიწყდეთ თამაშდება ერთი ტომარა კარტიფილი.

ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს!!!
1

სრული ბოდვაა,ამ განცხადებებს ბორის ივანიშვილის ფულის სუნი ასდის და არავითარი კავშირი არა აქვს რეალობასთან!...ვერც ერთი პარტია ვერ მოდის ხელისუფლებაში უმრავლესობით,რომ ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა,ვერც ქოცები და ვერც ნაცები,აი ესაა რეალობაცა და ფაქტიც.ამიტომ ორპოლუსიანობა არ შედგება ვინაიდან.დანარჩენი პარტიების რეიტინგები მზარდია და შემდგომში რიგგარეშე არჩევნებზე განსაკუთრებულ პროცენტებს შეიძენს,მითუმეტეს მაშინ როცა წევრების ოცნებაში დარჩენა აზრს დაკარგავს,რეიტინგის დაცემის გამო.არც ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის მატებას არ ველი,წარსული მოგონებების გამო,ისე რომ ნორმალური არჩევნების შემთხვევაში მივიღებთ ნორმალურ კოალიციურ მთავრობას.

ავტორი:

საგანგებო საპარლამენტო სხდომისთვის არც "ოცნებაში" და არც "ნაცმოძრაობაში" სცალიათ - რატომ დაემთხვა ერთმანეთს კობახიძის და მელიას განცხადებები?

საგანგებო საპარლამენტო სხდომისთვის არც "ოცნებაში" და არც "ნაცმოძრაობაში" სცალიათ - რატომ დაემთხვა ერთმანეთს კობახიძის და მელიას განცხადებები?

ფაქციების - "ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვი“ და "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ინიციატივას, საგანგებო საპარლამენტო სხდომის მოწვევასა და ფარულ ჩანაწერებზე სუს-ის ხელმძღვანელობის დაბარებაზე, როგორც "ქართულმა ოცნებამ“, ისე "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი აუკრა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეგლამენტის მიხედვით, არჩევნებამდე 1 თვით ადრე საპარლამენტო სხდომა არ ტარდება.

"ვერავითარი სხდომა ვერ შედგება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აბსოლუტურად ყველა დეპუტატი, როგორც მაჟორიტარი, ისე არამაჟორიტარი არის თავიდან ბოლომდე ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ასევე, არის რეგლამენტის ნორმა, რომლის მიხედვითაც, როგორც წესი, არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში საპარლამენტო სხდომა არ ტარდება. ეს იცის "ლელომ“, ამის მიუხედავად, რაღაცას სპეკულირებენ, რაც არ არის სწორი მოქმედება“, - განაცხადა მან.

მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით კი, ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნის პოპულიზმისთვის გამოყენება სურს.

საინტერესოა, რომ ამჯერად "ქართული ოცნების" რიტორიკას დიდწილად დაემთხვა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადება ამ საკითხზე. ისევე, როგორც "ოცნებაში", "ნაცმოძრაობაშიც" საგანგებო სხდომისთვის არ სცალიათ.

"2 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩაინიშნება ახალი არჩევნები და აუცილებლად ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, იქ ნამდვილად უნდა გაიმართოს ყველა დისკუსია, შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისიები, თუ საჭირო იქნება და ა.შ. 2 ოქტომბრამდე "ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია. უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი, რაიონებში ველად არიან გასულები და თითოეული დღე არის საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ეს ადამიანები აქტიურ მუშაობას მოწყდნენ, თბილისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ. 2 ოქტომბერს გადაწყდება ყველაფერი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მოკლედ, "ოცნება" ამტკიცებს, რომ ეს სხდომა ოპოზიციას სჭირდება პოპულიზმისთვის, "ნაცმოძრაობა" კი მსგავსი სხდომის გამართვას "ივანიშვილის თავყრილობად" აფასებს. მოკლედ, ისრები ქართული პოლიტიკის მთავარ მოთამაშეებს ერთმანეთზე ისე გადააქვთ, რომ ცდილობენ დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე ადგილი აღარ დატოვონ.

მათი ქცევის მთავარი სტრატეგია სწორედ ეს არის - ისინი თან მტრობენ ერთმანეთს და თან პოლიტიკურ სივრცეში საკუთარი ადგილის შენარჩუნებას ერთმანეთის დახმარებით ცდილობენ.

"ამ ორ ძალას შორის არაფერი იცვლება. არაერთხელ მითქვამს, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ერთმანეთის გარეშე სიცოცხლისუნარიანობას კარგავენ. ბუნებაში არსებობს ასეთი ანტაგონისტური სიმბიოზები, რომლებიც თითქოს ერთმანეთის მტრები არიან, სინამდვილეში კი ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ. ორივეს თავისი ამოცანა აქვს. არ ვამბობ, რომ "ნაცმოძრაობის" ზეამოცანაა მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩენა, მაგრამ ეს არის მისი პროგრამა-მინიმუმი", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

მოკლედ, ისევ ყბადაღებული "შუის გაკრეფის“ (ე.წ. მიუმხრობელი პარტიების ჩაძირვის) პროცესი მიმდინარეობს. ამას მოწმობს გახარიას ერთმანეთისთვის მიტმასნების მცდელობაც.

ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძეც მიიჩნევს, რომ ზუსტად ასეა, იგივე მეორდება, რასაც 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნების პირობებში ვადევნებდით თვალს. მისივე თქმით, ქვეყნისთვის გრძელვადიანად ყველაზე ცუდი ისაა, თუ პოლარიზაცია გაგრძელდება.

"მთავარი ისაა, რომ დაძაბულობა არსად მიდის, მტრული, ისტერიული გარემო უფრო და უფრო უარესდება, თუ ასე გაგრძელდა, ვიქნებით გაჩერებულები, არც წინ წავალთ, არც - უკან. ასე ჰაერში ვიქნებით გამოკიდებული. გამოსავალზე რა გითხრათ, ეს რომ ვიცოდე, აქ კი არ ვიქნებოდით“.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:

- რა თქმა უნდა, ორივე ძალა ცდილობს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას. ორპოლუსიანობამ გარკვეული შედეგები მოუტანა მმართველ პარტიას, ასევე "ნაციონალურ მოძრაობას". მას მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი მიენიჭა. როგორც ჩანს, ეს სტატუსი რეალურად დამაკმაყოფილებელია. თუმცა დეკლარაციულად აცხადებენ, - ყველაფერი უნდა შევცვალოთო.

ორივე მხრიდან სტრატეგია ლოგიკურად გასაგებია, ამიტომ ცდილობენ გახარიას პარტია ერთმანეთს "შეტენონ" და ამ გზით ორპოლუსიანობა შეინარჩუნონ.

ისეთი გამწარებული ბრძოლაა გახარიას მისამართით, სავარაუდოდ, ეს თავის "შედეგს“ გამოიღებს იმ მხრივ, რომ მოსახლეობა დაასკვნის - რადგან ერთიც ებრძვის და მეორეც, მესამე, ვისაც ვეძებდით, ეს არისო.

მიუხედავად იმისა, რომ გახარიამ ბოლო ეტაპზე ბევრი შეცდომა დაუშვა, ამათი დამსახურებით, მასთან გამწარებული ბრძოლის შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ გაცილებით მეტი ხმა მიიღოს, ვიდრე ეს "მშობლიურ“ სოციოლოგიაშია აღწერილი და ისეთ მესამე ძალად ჩამოყალიბდეს, ორპოლუსიანობას რომ შეამცირებს ქართულ პოლიტიკაში.

- დანარჩენი ოპოზიცია როგორ გამოიყურება და რა საარჩევნო შანსები აქვს?

- არანაირად არ გამოიყურება. იგივე სოციოლოგია მათ ქულებს აკლებს, მაგრამ მეორე მხრივ საზოგადოების დამოკიდებულებაც ვიცით. ვერცერთმა ცალკე აღებულმა პარტიამ, ის კი არა, მთლიანად ოპოზიციამ აქციებზე ხალხი ვერ მიიზიდა. ასეთი გამთლიანებული აქცია არაერთი მოეწყო. თუკი გამთლიანების პირობებში, ამდენი პარტია 4-5-10 ათასზე (თუნდაც ოცი იყოს) მეტ მხარდამჭერს ვერ აგროვებს ქუჩაში, მეეჭვება არსებითი შედეგი აჩვენონ საიმისოდ, რომ უფრო ღონივრად შეაბიჯონ ორპოლუსიან სივრცეში. სავარაუდოა, მცირე პარტიები უფრო ნაკლებ პროცენტებს მიიღებენ, ვიდრე ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს.

ავტორი: მერაბ ბერიძე