პოლიტიკა
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნილოსის ნაპირთან მცხოვრები ქალღმერთი და საშიში ქალი" - როგორი იყო ნეფერტიტი: ლეგენდები და ეგვიპტის ულამაზესი დედოფლის რეალური სახე
"ნილოსის ნაპირთან მცხოვრები ქალღმერთი და საშიში ქალი" - როგორი იყო ნეფერტიტი: ლეგენდები და ეგვიპტის ულამაზესი დედოფლის რეალური სახე

ნე­ფერ­ტი­ტი - ეგ­ვიპ­ტელ­თა დე­დო­ფა­ლი, ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალი და სი­ლა­მა­ზის სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დე­გაც კი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როა. ლე­გენ­დე­ბი და გად­მო­ცე­მე­ბი მას თა­ნა­მედ­რო­ვე­თა გო­ნე­ბა­შიც აცო­ცხლებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბით ამ ქა­ლის ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე უტყუ­ა­რი ცნო­ბე­ბი მწი­რია.

ალ­ბათ, არ გა­გახ­სენ­დე­ბათ ქალი, რო­მელ­საც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბა ისე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნოს და ისე მო­ეხ­დი­ნოს გავ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­გორც ნე­ფერ­ტიტ­მა. დღემ­დე ის სი­ლა­მა­ზის სიმ­ბო­ლო­დაა მიჩ­ნე­უ­ლი.

და მა­ინც, ვინ იყო ნე­ფერ­ტი­ტი? იყო მარ­თლაც ისე­თი ლე­გენ­და­რუ­ლი, რო­გორც ის­ტო­რი­ის წიგ­ნე­ბი­დან გვას­წავ­ლიდ­ნენ, იყო ის ისე­თი­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვი, რო­გო­რიც ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მოდ­გე­ნა­შია, თუ მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ წარ­მო­სახ­ვა გვაქვს და მისი დი­დე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ ჩვე­ნი­ვე გა­მო­გო­ნი­ლი ლე­გენ­დაა.

ქა­რიშ­ხლი­ან, ცხელ და ქვი­ში­ან ეგ­ვიპ­ტურ უდაბ­ნო­ში,1912 წელს გერ­მა­ნელ­მა არ­ქე­ო­ლოგ­მა ლუდ­ვიგ ბორ­ჰარ­დტ­მა არ­ქე­ო­ლოგ­თა ჯგუფ­თან ერ­თად მი­აკ­ვლია იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ და დიდი ხნის წინ და­ვი­წყე­ბულ უძ­ვე­ლეს ეგ­ვიპ­ტურ ქა­ლაქს, სა­დაც ძველ ნან­გრე­ვებ­ში ჩაფ­ლუ­ლი 3300 წლის წი­ნან­დე­ლი გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ბი­უს­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნა - დე­დო­ფალ ნე­ფერ­ტი­ტის ბი­უს­ტი.

კა­ცობ­რი­ო­ბამ მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი უძ­ვე­ლე­სი სახე იხი­ლა და მო­ქან­და­კე თუტ­მო­სის ეს შთა­მებჭ­და­ვი სკულპ­ტუ­რა უძ­ვე­ლე­სი ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე და­ფა­სე­ბუ­ლი და აღ­მაფრ­თო­ვა­ნე­ბე­ლი ნი­მუ­ში გახ­და.

სწო­რედ ამ აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, კი­დევ უფრო მეტი ის­ტო­რია და ლე­გენ­და შე­იქ­მნა ულა­მა­ზეს და უკე­თილ­შო­ბი­ლეს დე­დო­ფალ­ზე, ლე­გენ­დე­ბი ნი­ლო­სის ნა­პირ­თან მცხოვ­რე­ბი ულა­მა­ზე­სი ქალღმერ­თის შე­სა­ხებ, წერ­დნენ, რომ ის იყო მშვე­ნი­ე­რი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის დედა, ფა­რა­ონ ეხ­ნა­ტო­ნი­სა და მთლი­ა­ნად ეგ­ვიპ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ქალი.

  • რას ნიშ­ნავს ნე­ფერ­ტი­ტი?

ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი ვა­რა­უ­დობს, რომ მისი სა­ხე­ლი რე­ა­ლუ­რად ჟღერ­და არა რო­გორც ნე­ფერ­ტი­ტი, არა­მედ რო­გორც ნაფ­ტე­ტა, ზო­გის აზ­რით კი მისი სა­ხე­ლი ასე­თი იყო - ნფრტტ. სა­ხელს კი ასე გან­მარ­ტა­ვენ - "ლა­მაზ­მა­ნი მო­ვი­და" ან "მშვე­ნი­ე­რი მო­ვი­და."

ადრე მი­იჩ­ნე­ო­და, რომ ნე­ფერ­ტი­ტი მი­თა­ნის სა­მე­ფო­დან იყო, თუმ­ცა მკვლე­ვარ­თა უმე­ტე­სო­ბა ამ მო­საზ­რე­ბას არ იზი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ ნე­ფერ­ტი­ტი ეგ­ვიპ­ტელ დიდ­გვა­რო­ვან­თა ოჯახს ეკუთ­ვნო­და. სჯე­რათ, რომ მან მი­ნი­მუმ 40 წელი იცხოვ­რა.

და­ი­ბა­და დიდ­გვა­რო­ვან­თა ოჯახ­ში ქრის­ტეს შო­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 1370 წელს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლია სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი მა­მის საფ­ლა­ვი, სა­დაც ვხვდე­ბით ასეთ წარ­წე­რას - "ის იყო ჯა­დოს­ნუ­რი, მომ­ხიბ­ვლე­ლი და სა­ში­ში ქა­ლის მამა."

  • რა­ტომ მი­იჩ­ნე­ო­და ნე­ფერ­ტი­ტი სა­შიშ ქა­ლად?

ნე­ფერ­ტი­ტი იყო ამე­ნჰო­ტეპ IV-ის (იგი­ვე ეხ­ნა­ტო­ნის ან ახე­ტა­ტო­ნის) მე­უღ­ლე, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, არ­სე­ბობს ცნო­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ფერ­ტი­ტი თა­ვად მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მისი მე­ფო­ბის შე­სა­ხებ მი­უ­თი­თებს, რომ დე­დო­ფალს სურ­და შე­ეც­ვა­ლა ტრა­დი­ცი­ე­ბი.

მან შეც­ვა­ლა სა­მე­ფო ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის წე­სე­ბი, მკვლევ­რე­ბი კი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ტრა­დი­ცი­ე­ბის ცვლი­ლე­ბის მცდე­ლო­ბა ძველ ეგ­ვიპ­ტე­ლებს სა­ხი­ფა­თოდ ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ და სწო­რედ ამი­ტომ, მას "სა­შიშ ქალს" უწო­დებ­დნენ.

ამოტვიფ­რუ­ლია ფა­რა­ო­ნი ეხ­ნა­ტო­ნი და დე­დო­ფა­ლი ნე­ფერ­ტი­ტი შვი­ლებ­თან ერ­თად. სავ­რა­უ­დო თა­რი­ღი ჩვ.წ.აღ-მდე 1345 წელი

ეხ­ნა­ტონ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ნე­ფერ­ტი­ტი ფა­რა­ო­ნის კარ­ზე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქალი გახ­და. ის იყო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნი­ე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა რი­ტუ­ა­ლე­ბის ნა­წი­ლი და ამავდრო­უ­ლად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა პო­ლი­ტი­კა­ში. ის იყო იმ რე­ლი­გი­უ­რი ცე­რე­მო­ნი­ე­ბის ნა­წი­ლიც, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მე­ფეს ეძღვნე­ბო­და.

ზუს­ტად უც­ნო­ბია რო­დის და­ქორ­წინ­და ნე­ფერ­ტი­ტი ეხ­ნა­ტონ­ზე, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია, რომ მათ შე­ე­ძი­ნათ მი­ნი­მუმ ექ­ვსი შვი­ლი.

  • მეფე, თუ დე­დო­ფა­ლი?

მო­საზ­რე­ბა, რომ ნე­ფერ­ტი­ტი მარ­თავ­და ეგ­ვიპ­ტეს ეხ­ნა­ტო­ნის შემ­დეგ, დე­დოფ­ლის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე სა­კა­მა­თო სა­კი­თხია. მკვლე­ვა­რი ჯოან ფლეტ­ჩე­რი, რო­მე­ლიც თვლის, რომ ნე­ფერ­ტი­ტის მუ­მია აღ­მო­ა­ჩი­ნა, ვა­რა­უ­დობს, რომ ყო­ვე­ლი­ვე მისი მე­ფო­ბის და­მამ­ტკი­ცე­ბელ სა­ბუთს წარ­მო­ად­გენს. მე­ო­რე მხრივ, მეც­ნი­ე­რე­ბი ზაჰი ჰა­ვა­სი და სა­ჰარ სა­ლე­მი ამ­ტი­კცე­ბენ, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი მუ­მია ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ნე­ფერ­ტი­ტის იყოს. ეს თემა ჯერ კი­დევ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­თაა მო­ცუ­ლი და კვლე­ვის სა­გა­ნია.

  • ულა­მა­ზე­სი დე­დოფ­ლის ჩრდილ­ში

უძ­ვე­ლე­სი დო­კუ­მენ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი­დან ნე­ფერ­ტი­ტის სა­ხე­ლი გამ­ქრა­ლია, ხოლო მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უფრო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცულ ამ­ბად მი­იჩ­ნე­ვა. ზო­გი­ერ­თი ცნო­ბით, ნე­ფერ­ტი­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად დაკ­რძა­ლეს ამარ­ნა­ში, მაგ­რამ ცხე­და­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბის სხვა ად­გი­ლას გა­და­ას­ვე­ნეს, შე­საძ­ლოა, მე­ფე­თა აკ­ლდა­მა­ში.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის იყო ფა­რა­ო­ნის კარ­ზე ძლი­ე­რი მო­თა­მა­შე, რო­მელ­მაც მე­ტო­ქე­ე­ბი სწო­რი გათ­ვლე­ბის წყა­ლო­ბით ჩა­მო­ი­შო­რა. ის იყო გავ­ლე­ნი­ა­ნი ლი­დე­რი და ძლი­ე­რი ქალი, რო­მელ­მაც მი­აღ­წია იმას, რა­ზეც მისი თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლე­ბი ოც­ნე­ბა­საც ვერ შეძ­ლებ­დნენ. ამი­ტო­მაც ამ­ბო­ბენ, რომ ფა­რა­ო­ნის კა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მის ჩრდილ­ში ცხოვ­რობ­დნენ და მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­საძ­ლოა, ხე­ლოვ­ნუ­რა­დაც კი ცდი­ლობ­დნენ დე­დოფ­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბის წაშ­ლას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Xoxmaa ra
0

სა იყო ნეფერტიტიე ჩვენი მედიკო რო ცუღლუტობდა!

ss
9

მედეა უფრო დიდია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ნილოსის ნაპირთან მცხოვრები ქალღმერთი და საშიში ქალი" - როგორი იყო ნეფერტიტი: ლეგენდები და ეგვიპტის ულამაზესი დედოფლის რეალური სახე

"ნილოსის ნაპირთან მცხოვრები ქალღმერთი და საშიში ქალი" - როგორი იყო ნეფერტიტი: ლეგენდები და ეგვიპტის ულამაზესი დედოფლის რეალური სახე

ნეფერტიტი - ეგვიპტელთა დედოფალი, ყველაზე გავლენიანი ქალი და სილამაზის სიმბოლო, რომელიც საუკუნეების შემდეგაც კი ადამიანებისთვის შთაგონების წყაროა. ლეგენდები და გადმოცემები მას თანამედროვეთა გონებაშიც აცოცხლებს, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული წყაროებით ამ ქალის ცხოვრების დეტალებზე უტყუარი ცნობები მწირია.

ალბათ, არ გაგახსენდებათ ქალი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში პოპულარობა ისე შეენარჩუნებინოს და ისე მოეხდინოს გავლენა ადამიანებზე, როგორც ნეფერტიტმა. დღემდე ის სილამაზის სიმბოლოდაა მიჩნეული.

და მაინც, ვინ იყო ნეფერტიტი? იყო მართლაც ისეთი ლეგენდარული, როგორც ისტორიის წიგნებიდან გვასწავლიდნენ, იყო ის ისეთივე შესანიშნავი, როგორიც ადამიანების წარმოდგენაშია, თუ მის შესახებ მხოლოდ წარმოსახვა გვაქვს და მისი დიდებულება მხოლოდ ჩვენივე გამოგონილი ლეგენდაა.

ქარიშხლიან, ცხელ და ქვიშიან ეგვიპტურ უდაბნოში,1912 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ლუდვიგ ბორჰარდტმა არქეოლოგთა ჯგუფთან ერთად მიაკვლია იდუმალებით მოცულ და დიდი ხნის წინ დავიწყებულ უძველეს ეგვიპტურ ქალაქს, სადაც ძველ ნანგრევებში ჩაფლული 3300 წლის წინანდელი განსაცვიფრებელი ბიუსტი აღმოაჩინა - დედოფალ ნეფერტიტის ბიუსტი.

კაცობრიობამ მისი საშუალებით ყველაზე ლამაზი უძველესი სახე იხილა და მოქანდაკე თუტმოსის ეს შთამებჭდავი სკულპტურა უძველესი ხელოვნების ყველაზე დაფასებული და აღმაფრთოვანებელი ნიმუში გახდა.

სწორედ ამ აღმოჩენის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ისტორია და ლეგენდა შეიქმნა ულამაზეს და უკეთილშობილეს დედოფალზე, ლეგენდები ნილოსის ნაპირთან მცხოვრები ულამაზესი ქალღმერთის შესახებ, წერდნენ, რომ ის იყო მშვენიერი ქალიშვილების დედა, ფარაონ ეხნატონისა და მთლიანად ეგვიპტის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ქალი.

  • რას ნიშნავს ნეფერტიტი?

ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ მისი სახელი რეალურად ჟღერდა არა როგორც ნეფერტიტი, არამედ როგორც ნაფტეტა, ზოგის აზრით კი მისი სახელი ასეთი იყო - ნფრტტ. სახელს კი ასე განმარტავენ - "ლამაზმანი მოვიდა" ან "მშვენიერი მოვიდა."

ადრე მიიჩნეოდა, რომ ნეფერტიტი მითანის სამეფოდან იყო, თუმცა მკვლევართა უმეტესობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ამბობს, რომ ნეფერტიტი ეგვიპტელ დიდგვაროვანთა ოჯახს ეკუთვნოდა. სჯერათ, რომ მან მინიმუმ 40 წელი იცხოვრა.

დაიბადა დიდგვაროვანთა ოჯახში ქრისტეს შობამდე დაახლოებით 1370 წელს. საინტერესოა, რომ აღმოჩენილია სავარაუდოდ, მისი მამის საფლავი, სადაც ვხვდებით ასეთ წარწერას - "ის იყო ჯადოსნური, მომხიბვლელი და საშიში ქალის მამა."

  • რატომ მიიჩნეოდა ნეფერტიტი საშიშ ქალად?

ნეფერტიტი იყო ამენჰოტეპ IV-ის (იგივე ეხნატონის ან ახეტატონის) მეუღლე, მაგრამ ამავდროულად, არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნეფერტიტი თავად მართავდა ქვეყანას. არსებული ინფორმაცია მისი მეფობის შესახებ მიუთითებს, რომ დედოფალს სურდა შეეცვალა ტრადიციები.

მან შეცვალა სამეფო ქალების ცხოვრების წესები, მკვლევრები კი ვარაუდობენ, რომ ტრადიციების ცვლილების მცდელობა ძველ ეგვიპტელებს სახიფათოდ ეჩვენებოდათ და სწორედ ამიტომ, მას "საშიშ ქალს" უწოდებდნენ.

ამოტვიფრულია ფარაონი ეხნატონი და დედოფალი ნეფერტიტი შვილებთან ერთად. სავრაუდო თარიღი ჩვ.წ.აღ-მდე 1345 წელი

ეხნატონზე დაქორწინების შემდეგ, ნეფერტიტი ფარაონის კარზე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი გახდა. ის იყო ოფიციალური ცერემონიებისა და სხვადასხვა რიტუალების ნაწილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი ფიგურა პოლიტიკაში. ის იყო იმ რელიგიური ცერემონიების ნაწილიც, რომელიც მხოლოდ მეფეს ეძღვნებოდა.

ზუსტად უცნობია როდის დაქორწინდა ნეფერტიტი ეხნატონზე, მაგრამ ცნობილია, რომ მათ შეეძინათ მინიმუმ ექვსი შვილი.

  • მეფე, თუ დედოფალი?

მოსაზრება, რომ ნეფერტიტი მართავდა ეგვიპტეს ეხნატონის შემდეგ, დედოფლის შესახებ ყველაზე საკამათო საკითხია. მკვლევარი ჯოან ფლეტჩერი, რომელიც თვლის, რომ ნეფერტიტის მუმია აღმოაჩინა, ვარაუდობს, რომ ყოველივე მისი მეფობის დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენს. მეორე მხრივ, მეცნიერები ზაჰი ჰავასი და საჰარ სალემი ამტიკცებენ, რომ აღმოჩენილი მუმია ნაკლებ სავარაუდოა, რომ ნეფერტიტის იყოს. ეს თემა ჯერ კიდევ საიდუმლოებითაა მოცული და კვლევის საგანია.

  • ულამაზესი დედოფლის ჩრდილში

უძველესი დოკუმენტების დიდი ნაწილიდან ნეფერტიტის სახელი გამქრალია, ხოლო მისი გარდაცვალების ამბავი ერთ-ერთი ყველაზე უფრო საიდუმლოებით მოცულ ამბად მიიჩნევა. ზოგიერთი ცნობით, ნეფერტიტი თავდაპირველად დაკრძალეს ამარნაში, მაგრამ ცხედარი მოგვიანების სხვა ადგილას გადაასვენეს, შესაძლოა, მეფეთა აკლდამაში.

მეცნიერები ამბობენ, რომ ის იყო ფარაონის კარზე ძლიერი მოთამაშე, რომელმაც მეტოქეები სწორი გათვლების წყალობით ჩამოიშორა. ის იყო გავლენიანი ლიდერი და ძლიერი ქალი, რომელმაც მიაღწია იმას, რაზეც მისი თანამედროვე ქალები ოცნებასაც ვერ შეძლებდნენ. ამიტომაც ამბობენ, რომ ფარაონის კარის წარმომადგენლები მის ჩრდილში ცხოვრობდნენ და მოგვიანებით შესაძლოა, ხელოვნურადაც კი ცდილობდნენ დედოფლის შესახებ ცნობების წაშლას.