პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსკოვის მორიგ დესტრუქციული ნაბიჯი" - საგარეო უწყება რუსეთის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"მოსკოვის მორიგ დესტრუქციული ნაბიჯი" - საგარეო უწყება რუსეთის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის დუ­მის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია არ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გმობს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის 2021 წლის 19 სექ­ტემ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას და 20-მდე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის უკა­ნო­ნოდ გახ­სნას, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ, მოს­კო­ვის მო­რიგ დესტრუქ­ცი­ულ ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც უხე­შად არ­ღვევს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტურ ნორ­მებს და სრუ­ლად უგუ­ლე­ბელ­ყოფს გა­ე­როს წეს­დე­ბა­სა და ჰელ­სინ­კის დას­კვნით აქტს.

„ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მა­ში - რუ­სულ პარ­ტი­ებ­თან ერ­თად - ვო­რო­ნე­ჟის, ლე­ნინ­გრა­დის, სა­მა­რის ოლ­ქე­ბი­სა და იმი­ერ­ბა­ი­კა­ლე­თის მხა­რის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტებს ირ­ჩევს, ნათ­ლად მი­უ­თი­თებს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის დე-ფაქ­ტო ანექ­სი­ის მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე.

იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა უკა­ნო­ნო, იძუ­ლე­ბი­თი პას­პორ­ტი­ზა­ცია და დღემ­დე აგ­რძე­ლებს აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის ოკუ­პა­ცი­ა­სა და ეფექ­ტურ კონ­ტროლს, რის გა­მოც სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლია ასო­ბით ათა­სი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პირი და ლტოლ­ვი­ლი, ად­გილ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მით უფრო, ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს და­სა­კომ­პლექ­ტებ­ლად უკა­ნო­ნოა და ვერ წარ­მო­შობს რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რივ შე­დეგს. აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ამ­ყა­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც, რო­მელ­მაც იუ­რი­დი­უ­ლად და­ად­გი­ნა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის, რო­გორც ოკუ­პა­ცი­ი­სა და ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, პა­ტი­ვი სცეს ნა­კისრ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და შე­ას­რუ­ლოს 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით და­დე­ბუ­ლის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა, გა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ჯა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან, ხელი არ შე­უ­შა­ლოს ად­გილ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ლა­გე­ბას და უკან წა­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მი­მარ­თავს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბა მის­ცეს და ქმე­დი­თი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­ყო­ფი­სა­კენ მი­მარ­თულ, რუ­სე­თის მო­რიგ უკა­ნო­ნო ნა­ბიჯ­ზე“, - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
42

მეტი საქმე არა გაქვთ....არც აბხაზები აპროტესტებენ არც ოსები...თქვენ ვინა ხართ..?

''
14

კი_მარა_დასავლეთი_რას_აკეთებს,შეშფოთებას_არ_გამოთქვამს?

ავტორი:

"მოსკოვის მორიგ დესტრუქციული ნაბიჯი" - საგარეო უწყება რუსეთის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"მოსკოვის მორიგ დესტრუქციული ნაბიჯი" - საგარეო უწყება რუსეთის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია არნიშნული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის 2021 წლის 19 სექტემბრის არჩევნების ჩატარებას და 20-მდე საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

„ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში - რუსულ პარტიებთან ერთად - ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციამ 2000-იანი წლების დასაწყისიდან განახორციელა უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია და დღემდე აგრძელებს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს, რის გამოც საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას მოკლებულია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ადგილზე ნებისმიერი არჩევნების ჩატარება, მით უფრო, ოკუპანტი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს დასაკომპლექტებლად უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. აღნიშნულ ფაქტს ამყარებს საერთაშორისო სასამართლოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯზე“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.