მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ" - რა განცხადებას ავრცელებს მეგის ქარდავა საპატიმროდან
"არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ" - რა განცხადებას ავრცელებს მეგის ქარდავა საპატიმროდან

სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, მე­გის ქარ­და­ვას გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლოვ­ნუ­რად აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ი­სა და ვნე­ბა­თა­ღელ­ვის ჩა­სა­ცხრო­ბად არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას არ აპი­რებს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ის გან­ცხა­დე­ბას რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც ქარ­და­ვა გან­მარ­ტავს, თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა ბრალ­დე­ბას გას­ცემს პა­სუხს.

"წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი იდე­ო­ლო­გი­უ­რი დი­ვერ­სი­ის სა­წარ­მო­ებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და ჩემი ექ­სტრა­დი­რე­ბა და რო­გორც ჩემს წინა გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ვნიშ­ნე, ყო­ვე­ლი­ვეს სა­ფუძ­ვლად ედო უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის და პუ­ტი­ნის ოლი­გარ­ქის გა­რი­გე­ბა: პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან ჩვე­ნი ძმე­ბის, უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ჩემი ექ­სტრა­დი­რე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი გაც­ვლის სა­ხით.

ამის ფონ­ზე, ლა­მის "ეროვ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბა“ შედ­გა პუ­ტი­ნის ოლი­გარ­ქის და ფსევ­დო-ოპო­ზი­ცი­ის ბა­ნა­კი­დან ჩემი დის­კრე­დი­ტი­რე­ბი­სათ­ვის სინ­ქრო­ნუ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ხით და ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ი­ტა­ნეს მიმ­დი­ნა­რე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან ( ექ­სტრა­დი­რე­ბის პიარ-კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთი მი­ზა­ნიც ეს იყო ), რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომით ქარ­თვე­ლე­ბის ჩუმი გე­ნო­ცი­დის­გან, გა­რუ­სე­ბის პო­ლი­ტი­კის­გან, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის ჩა­მოშ­ლის­გან, ა.შ. ნაც­ვლად იმი­სა, რომ მთე­ლი ოპო­ზი­ცია ინარ­ჩუ­ნებ­დეს ერ­თი­ა­ნო­ბას და მთელს რე­სურ­სებს ახ­მარ­დეს პუ­ტი­ნის ოლი­გარ­ქის­გან სა­ქარ­თვე­ლოს დე­ო­კუ­პა­ცი­ას, რომ­ლის პი­რო­ბებ­შიც თა­ვად­ვე იდევ­ნე­ბი­ან პო­ლი­ტი­კუ­რად პუ­ტი­ნის ოლი­გარ­ქის­ვე მი­ტა­ცე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის მიერ, რა­ზე­დაც ერ­თხმად, გა­მუდ­მე­ბით, თავ­გან­წირ­ვით ჩი­ვი­ან ტელე-ეკ­რა­ნე­ბი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლია, რაც ასეა, მაგ­რამ არ­წმუ­ნე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბას თით­ქოს­და ჩემ­თან და ჩემს თა­ნა­მებ­რო­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა პუ­ტი­ნის ოლი­გარ­ქის სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ოლი­გარ­ქის "პრ-ა-კუ­რა­ტუ­რა“ - პრო­კუ­რა­ტუ­რა, ხოლო გეგ­მა­ზო­მი­ე­რად წარ­მო­ე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და კი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა.

ამ უსინ­დი­სო ორ­მა­გი სტან­დარ­ტის მი­ზე­ზი და მი­ზა­ნი მარ­ტი­ვია, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თავს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის­გან, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პროს­ტი­ტუ­ტე­ბის­გან შემ­დგა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი, რო­მე­ლიც სხე­უ­ლით გრძნობს და ებ­რძვის ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას­თან. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი გუ­შინ იგი­ვე პა­თო­სით, რუ­სუ­ლი პუტ­ჩით ამ­ხობ­და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას კა­ნო­ნი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს 2012-ის რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი კონ­ტრ-რე­ვო­ლუ­ცი­ით პუ­ტი­ნის ოლი­გარ­ქის ხელ­დას­მა­ში და დღეს მო­სახ­ლე­ო­ბის "მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბით“ მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ და ჭკვი­ა­ნუ­რი სა­ხით გვიხ­სნი­ან რა ბო­რო­ტე­ბაა თურ­მე, პუ­ტი­ნის ოლი­გარ­ქის რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი და ამავდრო­უ­ლად რუ­სუ­ლი იდე­ო­ლო­გი­უ­რი დი­ვერ­სი­ის წარ­მო­ე­ბით ერთ სიბ­რტყე­ზე აყე­ნე­ბენ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის რე­ფორ­მებს და რე­ფორ­მა­ტო­რებს.

აქვე მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი გიგი უგუ­ლა­ვას, საბ­ჭო­თა ადა­მი­ან მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და მათი კო­ლე­გე­ბის ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­კე­თე­ბულ მო­რა­ლუ­რად გახ­რწნილ და ცი­ლისმწა­მებ­ლურ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ გან­ცხა­დე­ბებს. პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის პრო­ცეს­ში თქვენ­თვის წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს მო­ტი­ვად გას­დევს კო­რუფ­ცია, ან­გა­რე­ბა. ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის პრო­ცეს­ში წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის მო­ტი­ვი კი იყო და მუ­დამ იქ­ნე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი“.

უბ­რა­ლოდ სა­მარ­ცხვი­ნოა და ის­ტო­რი­უ­ლი ღა­ლა­ტია ჩემ­თვის და ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ის ბრალ­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთს წმენ­დს ნა­მუსს და რომ­ლე­ბიც თუნ­დაც, თუ და­ვუშ­ვებთ და ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად შე­ი­ცავ­დეს სი­მარ­თლეს, ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის პრო­ცეს­ში ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ჩვე­უ­ლი რუ­ტი­ნაა და ამი­ტო­მაც აქვს ის­რა­ელს სა­ხელ­წი­ფო, ამი­ტო­მაც არი­ან ებ­რა­ე­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე, პატ­რი­ო­ტი და ერ­თმა­ნე­თის გამ­ტა­ნი ხალ­ხი, ამი­ტო­მაც ინარ­ჩუ­ნებს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას გუ­ლით დიდი "პა­ტა­რა“ ის­რა­ე­ლი მტრუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ალ­ყა­ში, უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს ის­რა­ე­ლის მტრე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ებ­რა­ე­ლე­ბის გა­დად­გმუ­ლი მო­ღა­ლა­ტობ­რი­ვი ნა­ბი­ჯე­ბი, არ ღა­ლა­ტო­ბენ სა­კუ­თარ ჯა­რის­კა­ცებს, "მო­სა­დის“ ოფიც­რებს და უბ­რა­ლოდ არ ჰყავთ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი, რა­საც არც არა­სო­დეს და­უშ­ვე­ბენ.

ხე­ლოვ­ნუ­რად აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის/ვნე­ბა­თა­ღელ­ვის ჩა­სა­ცხრო­ბად ხაზს ვუს­ვამ, არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას არ ვა­პი­რებ. ამ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ მი­ვა­ნი­ჭებ პო­ლი­ტი­კურ პროს­ტი­ტუ­ტებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მტრებს. პუ­ტი­ნის ოლი­გარ­ქის­გან სა­ქარ­თვე­ლოს დე­ო­კუ­პა­ცი­ის შემ­დგომ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სის გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფალ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა ბრალ­დე­ბას გავ­ცემ პა­სუხს და უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­მომ­ტა­ნი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი­სა და ცრუ მოწ­მე­ე­ბის პი­რით მო­ვას­მე­ნი­ნებ ჩემს ოჯახ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუ ვისი და­ვა­ლე­ბით სჩა­დი­ო­დენ ყო­ვე­ლი­ვე იმ ის­ტო­რი­ულ რუ­სულ ბო­რო­ტე­ბას, რო­მე­ლიც არამ­ხო­ლოდ ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, არა­მედ ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის, ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე“, - წერს ქარ­და­ვა.

ცნო­ბის­თვის, მე­გის ქარ­და­ვას უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა 17 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. მის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის 5 საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნია დამ­დგა­რი, 6 საქ­მე­ზე კი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მე­გის ქარ­და­ვას მი­მართ რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე, მათ შო­რის ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის, "ცი­ხის ბუნ­ტის“, სერ­გო თეთ­რა­ძის, ე.წ. კას­რე­ბის საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნია დამ­დგა­რი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
12

მე ვერ გავიგე, ჩვენება რომც მისცეს და ვერ დაამტკიცოს, რაც თქვა, ამის მერე რა ხდება, ვისზეც ჩვენება ექნება მიცემული, იმ კაცს სროკავენ?

თუ მართალია და აბრალებენ, ეს როგორ?

თუ სიმარტლეა და ფაქტი არ არის, ესეც როგორ?

მოკლედ ძალიან რთულია დამნასავეს ზუსტად დაუმტკიცო ის, რასაც ედავებიან, თუ პატრონს უნდა, მაშინ ოოო!

მაშინ გარდერობში ტაანკსაც უპოვნიან,,.

mdaaa!
1

ნაგლი ფრაერ ხუჟე ბეშენნოვო ტანკა..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ" - რა განცხადებას ავრცელებს მეგის ქარდავა საპატიმროდან

"არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ" - რა განცხადებას ავრცელებს მეგის ქარდავა საპატიმროდან

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განცხადებით, ხელოვნურად აგორებული კამპანიისა და ვნებათაღელვის ჩასაცხრობად არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ის განცხადებას რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან აქვეყნებს.

როგორც ქარდავა განმარტავს, თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ყველა ბრალდებას გასცემს პასუხს.

"წინასაარჩევნოდ საქართველოში რუსული იდეოლოგიური დივერსიის საწარმოებლად განხორციელდა ჩემი ექსტრადირება და როგორც ჩემს წინა განცხადებაში აღვნიშნე, ყოველივეს საფუძვლად ედო უკრაინის პრეზიდენტის და პუტინის ოლიგარქის გარიგება: პოლიტიკური პატიმრობიდან ჩვენი ძმების, უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩემი ექსტრადირება არაფორმალური გაცვლის სახით.

ამის ფონზე, ლამის "ეროვნული შეთანხმება“ შედგა პუტინის ოლიგარქის და ფსევდო-ოპოზიციის ბანაკიდან ჩემი დისკრედიტირებისათვის სინქრონულად გაკეთებული განცხადებების სახით და ყურადღება გადაიტანეს მიმდინარე კატასტროფული მოვლენებიდან ( ექსტრადირების პიარ-კამპანიის ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო ), რუსული ჰიბრიდული ომით ქართველების ჩუმი გენოციდისგან, გარუსების პოლიტიკისგან, სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლისგან, ა.შ. ნაცვლად იმისა, რომ მთელი ოპოზიცია ინარჩუნებდეს ერთიანობას და მთელს რესურსებს ახმარდეს პუტინის ოლიგარქისგან საქართველოს დეოკუპაციას, რომლის პირობებშიც თავადვე იდევნებიან პოლიტიკურად პუტინის ოლიგარქისვე მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ, რაზედაც ერთხმად, გამუდმებით, თავგანწირვით ჩივიან ტელე-ეკრანებიდან, რომ საქართველოში მართლმსაჯულება გაუქმებულია, რაც ასეა, მაგრამ არწმუნებენ მოსახლეობას თითქოსდა ჩემთან და ჩემს თანამებროლებთან მიმართებაში აღმოჩნდა პუტინის ოლიგარქის სასამართლო დამოუკიდებელი, ოლიგარქის "პრ-ა-კურატურა“ - პროკურატურა, ხოლო გეგმაზომიერად წარმოებული რუსული პროპაგანდა კი ჭეშმარიტება.

ამ უსინდისო ორმაგი სტანდარტის მიზეზი და მიზანი მარტივია, საქართველოს მართავს მოღალატეებისგან, კორუმპირებული პოლიტიკური პროსტიტუტებისგან შემდგარი პოლიტიკური კლასი, რომელიც სხეულით გრძნობს და ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან. ეს პოლიტიკური კლასი გუშინ იგივე პათოსით, რუსული პუტჩით ამხობდა ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას, მონაწილეობა მიიღეს 2012-ის რუსული ჰიბრიდული კონტრ-რევოლუციით პუტინის ოლიგარქის ხელდასმაში და დღეს მოსახლეობის "მოკლე მეხსიერებით“ მანიპულირებენ და ჭკვიანური სახით გვიხსნიან რა ბოროტებაა თურმე, პუტინის ოლიგარქის რუსული საოკუპაციო რეჟიმი და ამავდროულად რუსული იდეოლოგიური დივერსიის წარმოებით ერთ სიბრტყეზე აყენებენ ვარდების რევოლუციის რეფორმებს და რეფორმატორებს.

აქვე მინდა გამოვეხმაურო კორუმპირებული გიგი უგულავას, საბჭოთა ადამიან მამუკა ხაზარაძეს და მათი კოლეგების ჩემთან მიმართებაში გაკეთებულ მორალურად გახრწნილ და ცილისმწამებლურ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. პოლიტიკური დევნის პროცესში თქვენთვის წაყენებულ ბრალდებებს მოტივად გასდევს კორუფცია, ანგარება. ჩემს წინააღმდეგ ასევე პოლიტიკური დევნის პროცესში წაყენებული ბრალდებების მოტივი კი იყო და მუდამ იქნება "საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“.

უბრალოდ სამარცხვინოა და ისტორიული ღალატია ჩემთვის და ჩემი თანამებრძოლების წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ის ბრალდებები, რომლებიც რუსეთს წმენდს ნამუსს და რომლებიც თუნდაც, თუ დავუშვებთ და ცრუ ბრალდებების პარალელურად შეიცავდეს სიმართლეს, ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ისრაელის სპეცსამსახურების ჩვეული რუტინაა და ამიტომაც აქვს ისრაელს სახელწიფო, ამიტომაც არიან ებრაელები სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტი და ერთმანეთის გამტანი ხალხი, ამიტომაც ინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას გულით დიდი "პატარა“ ისრაელი მტრული ქვეყნების ალყაში, უბრალოდ არ არსებობს ისრაელის მტრების სასარგებლოდ ებრაელების გადადგმული მოღალატობრივი ნაბიჯები, არ ღალატობენ საკუთარ ჯარისკაცებს, "მოსადის“ ოფიცრებს და უბრალოდ არ ჰყავთ ქვეყნის სათავეში საოკუპაციო რეჟიმი, რასაც არც არასოდეს დაუშვებენ.

ხელოვნურად აგორებული კამპანიის/ვნებათაღელვის ჩასაცხრობად ხაზს ვუსვამ, არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ. ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ პოლიტიკურ პროსტიტუტებსა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრებს. პუტინის ოლიგარქისგან საქართველოს დეოკუპაციის შემდგომ ზემოთხსენებული პოლიტიკური კლასის გავლენებისგან თავისუფალ, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ყველა ბრალდებას გავცემ პასუხს და უკანონო განაჩენების გამომტანი მოსამართლეებისა და ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ ჩემს ოჯახსა და საზოგადოებას, თუ ვისი დავალებით სჩადიოდენ ყოველივე იმ ისტორიულ რუსულ ბოროტებას, რომელიც არამხოლოდ ჩემთან მიმართებაში განახორციელეს, არამედ ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების, ჩვენი თანამემამულეებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, - წერს ქარდავა.

ცნობისთვის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს მოხდა. მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

მეგის ქარდავას მიმართ რამდენიმე საქმეზე, მათ შორის ნავთლუღის სპეცოპერაციის, "ციხის ბუნტის“, სერგო თეთრაძის, ე.წ. კასრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი.