მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომლის ეტაპებსაც მოგიყვებით - პირველად ვამბობ ამას..." - გიორგი გახარია ნარკოტესტზე
"ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომლის ეტაპებსაც მოგიყვებით - პირველად ვამბობ ამას..." - გიორგი გახარია ნარკოტესტზე

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ნარ­კო­ტესტთან და­კავ­ში­რე­ბით იყო და­გეგ­მი­ლი სპეც­ღო­ნის­ძი­ე­ბა. მისი თქმით, "ჯერ ტესტთან და­კავ­ში­რე­ბით აწყობ­დნენ პრო­ვო­კა­ცი­ას, შემ­დეგ, ჩემი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვი­დან ადა­მი­ა­ნებს, ზე­წო­ლით და­ა­დას­ტუ­რე­ბი­ნებ­დნენ ამ ცი­ლის­წა­მე­ბას“.

"მე ხომ ვთქვი, რომ ამა­ზე სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ და­ვი­წყე, გა­ვაგ­რძე­ლებ - მეთ­ქი. მე ვამ­ბობ იმას, რაც და­ზუს­ტე­ბით ვიცი და რა ინ­ფორ­მა­ცი­აც გვაქვს - ეს იყო თა­ვი­დან ბო­ლომ­დე და­გეგ­მი­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია, სპეც­ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლის ეტა­პებ­საც მო­გიყ­ვე­ბით - პირ­ვე­ლად ვამ­ბობ ამას: თა­ვი­დან იყო ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ჯან­საღ ცხოვ­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა, ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბა, შემ­დგომ, რა თქმა უნდა - ლო­გი­კუ­რად იყო გათ­ვლი­ლი, რომ მე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა ნარ­კო­ტი­კებ­თან არ მქო­ნია, თა­ვი­სუფ­ლად ავ­დგე­ბო­დი, მი­ვი­დო­დი და ჩა­ვა­ბა­რებ­დი ტესტს. სწო­რედ ამი­ტომ, ღირ­სე­ულ­მა კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გაგ­ვაფრ­თხი­ლეს და გვი­თხრეს, რომ პრო­ვო­კა­ცია მზად­დე­ბა ამ ტესტთან და­კავ­ში­რე­ბით და შე­ი­კა­ვეთ თავი“, - ამ­ბობს გი­ორ­გი გა­ხა­რია.

მი­სი­ვე თქმით, ამ კამ­პა­ნი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად მისი ახლო გა­რე­მოც­ვის წევ­რებ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რომ მათ და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ ნარ­კო­ტეს­ტის კამ­პა­ნი­ით და­წყე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას წი­ნა­აღ­მდეგ.

"რა თქმა უნდა, მე მი­ვი­დო­დი, იქ ამ პრო­ვო­კა­ცი­ის შე­დე­გად რა­ღა­ცას ამო­მიგ­დებ­დნენ. მე­ო­რე მხა­რეს რა მზად­დე­ბო­და - ჩემი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რებს დიდი ხა­ნია უკვე, რომ ემუ­შა­ვე­ბი­ან და დღე­საც ემუ­შა­ვე­ბი­ან ზე­წო­ლით, სხვა­დას­ხვა ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით - ზოგს ემუქ­რე­ბი­ან, ზოგს მოს­ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით, ადა­მი­ა­ნებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას ცდი­ლო­ბენ იმის­თვის, რომ მათ ვი­თომ და­ა­დას­ტუ­რე­ბი­ნონ ეს ცი­ლის­წა­მე­ბა ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ საკ­მა­ოდ ბევ­რი გვაქვს. ეს სად და რო­მელ კა­ბი­ნეტ­ში და­ი­გეგ­მა ზუს­ტად ვი­ცით და ვი­ღა­ცებს რომ ჰგო­ნი­ათ, მხო­ლოდ სხვა პარ­ტი­უ­ლი ოფი­სე­ბი­დან ჟო­ნავს ინ­ფორ­მა­ცია - ყვე­ლა­ზე მე­ტად ინ­ფორ­მა­ცია ჟო­ნავს ორ­გა­ნი­ზა­ცია "ოც­ნე­ბი­დან“. ზუს­ტად ვი­ცით, ვისი იდე­აც იყო, ვინ იღებ­და ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას“, - ამ­ბობს გა­ხა­რია.

მისი თქმით, ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ამ ნა­ბიჯს გა­დად­გამ­დნენ.

"უღ­რმე­სი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად ეს პირ­ვე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა გაგ­ვი­კე­თა და შემ­დგომ უკვე მთე­ლი რიგი ხალ­ხი გა­მოჩ­ნდა ჩემს უახ­ლო­ეს წრე­ში, რო­მელ­ზეც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი პირ­და­პირ ზე­მოქ­მე­დებ­დნენ და აი­ძუ­ლებ­დნენ ამ ტყუ­ი­ლებ­ში მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის ასა­გო­რებ­ლად“, - ამ­ბობს გა­ხა­რია.

ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი, ვინც და­ი­წყო ეს კამ­პა­ნია და შემ­დგომ ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც დღეს ამას სა­ხელს არ­ქმევს. ეს ტყუ­ი­ლე­ბი კი გა­მომ­ჟღავ­ნდა და კოვ­ზი ნა­ცარ­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მაგ­რამ ასე ინერ­ცი­უ­ლად აგ­რძე­ლე­ბენ ახლა და გა­მო­დი­ან და რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებს ბო­და­ვენ.. პირ­ვე­ლი ამას პა­სუხს გას­ცე­მენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი 2 ოქ­ტომ­ბერს და მერე მეც არ დავ­ტო­ვებ არა­ვის უპა­სუ­ხოდ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nato
2

vinc sxvas ormos utxris adre tu gvian tviton shavardeba

ცცცც
43

პოლიტიკური პროვოკატორი

ავტორი:

"ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომლის ეტაპებსაც მოგიყვებით - პირველად ვამბობ ამას..." - გიორგი გახარია ნარკოტესტზე

"ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომლის ეტაპებსაც მოგიყვებით - პირველად ვამბობ ამას..." - გიორგი გახარია ნარკოტესტზე

პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნარკოტესტთან დაკავშირებით იყო დაგეგმილი სპეცღონისძიება. მისი თქმით, "ჯერ ტესტთან დაკავშირებით აწყობდნენ პროვოკაციას, შემდეგ, ჩემი უახლოესი გარემოცვიდან ადამიანებს, ზეწოლით დაადასტურებინებდნენ ამ ცილისწამებას“.

"მე ხომ ვთქვი, რომ ამაზე საუბარი მხოლოდ დავიწყე, გავაგრძელებ - მეთქი. მე ვამბობ იმას, რაც დაზუსტებით ვიცი და რა ინფორმაციაც გვაქვს - ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სპეცოპერაცია, სპეცღონისძიება, რომლის ეტაპებსაც მოგიყვებით - პირველად ვამბობ ამას: თავიდან იყო ეს მოულოდნელი ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა, ტესტის ჩაბარება, შემდგომ, რა თქმა უნდა - ლოგიკურად იყო გათვლილი, რომ მე ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არანაირი შეხება ნარკოტიკებთან არ მქონია, თავისუფლად ავდგებოდი, მივიდოდი და ჩავაბარებდი ტესტს. სწორედ ამიტომ, ღირსეულმა კეთილსინდისიერმა თანამშრომლებმა გაგვაფრთხილეს და გვითხრეს, რომ პროვოკაცია მზადდება ამ ტესტთან დაკავშირებით და შეიკავეთ თავი“, - ამბობს გიორგი გახარია.

მისივე თქმით, ამ კამპანიის პარალელურად მისი ახლო გარემოცვის წევრებზე სხვადასხვა სახის მუშაობა მიმდინარეობდა, რომ მათ დაედასტურებინათ ნარკოტესტის კამპანიით დაწყებული ბრალდებები გიორგი გახარიას წინააღმდეგ.

"რა თქმა უნდა, მე მივიდოდი, იქ ამ პროვოკაციის შედეგად რაღაცას ამომიგდებდნენ. მეორე მხარეს რა მზადდებოდა - ჩემი უახლოესი გარემოცვის წევრებს დიდი ხანია უკვე, რომ ემუშავებიან და დღესაც ემუშავებიან ზეწოლით, სხვადასხვა ინსტრუმენტებით - ზოგს ემუქრებიან, ზოგს მოსყიდვის საშუალებით, ადამიანებზე ზემოქმედებას ცდილობენ იმისთვის, რომ მათ ვითომ დაადასტურებინონ ეს ცილისწამება ჩემთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს. ეს სად და რომელ კაბინეტში დაიგეგმა ზუსტად ვიცით და ვიღაცებს რომ ჰგონიათ, მხოლოდ სხვა პარტიული ოფისებიდან ჟონავს ინფორმაცია - ყველაზე მეტად ინფორმაცია ჟონავს ორგანიზაცია "ოცნებიდან“. ზუსტად ვიცით, ვისი იდეაც იყო, ვინ იღებდა ამაში მონაწილეობას“, - ამბობს გახარია.

მისი თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამ ნაბიჯს გადადგამდნენ.

"უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანს, რომელმაც პირველად ეს პირველი გაფრთხილება გაგვიკეთა და შემდგომ უკვე მთელი რიგი ხალხი გამოჩნდა ჩემს უახლოეს წრეში, რომელზეც სამართალდამცავები პირდაპირ ზემოქმედებდნენ და აიძულებდნენ ამ ტყუილებში მიეღოთ მონაწილეობა ცილისმწამებლური კამპანიის ასაგორებლად“, - ამბობს გახარია.

ამაში მონაწილეობდნენ კონკრეტული პირები, ვინც დაიწყო ეს კამპანია და შემდგომ ის ხალხი, რომელიც დღეს ამას სახელს არქმევს. ეს ტყუილები კი გამომჟღავნდა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, მაგრამ ასე ინერციულად აგრძელებენ ახლა და გამოდიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ.. პირველი ამას პასუხს გასცემენ ჩვენი მოქალაქეები 2 ოქტომბერს და მერე მეც არ დავტოვებ არავის უპასუხოდ“, - განაცხადა გახარიამ.