მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვნანობ ყველაფერს, რასაც სირიაში ვაკეთებდი... და ეს სინანული სიცოცხლის ბოლომდე  გამყვება“ - რა ბედი ელით "ისლამური სახელმწოფოს" ევროპელ პატარძლებს?
"ვნანობ ყველაფერს, რასაც სირიაში ვაკეთებდი... და ეს სინანული სიცოცხლის ბოლომდე  გამყვება“ - რა ბედი ელით "ისლამური სახელმწოფოს" ევროპელ პატარძლებს?

ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ჩა­მორ­თმე­უ­ლი "ჯი­ჰა­დის­ტის ცოლი“ შა­მი­მა ბე­გუ­მი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა­ში დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობს“. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ერთ-ერთი ქა­ლის - დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი მო­ქა­ლა­ქის - დრა­მა­ტუ­ლი ბე­დია გად­მო­ცე­მუ­ლი.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი მო­ქა­ლა­ქე შა­მი­მა ბე­გუ­მი, რო­მელ­საც ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს’ "ბო­ე­ვი­კებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გამო ჩა­მო­არ­თვა, აცხა­დებს, რომ ძა­ლი­ან ნა­ნობს თა­ვის საქ­ცი­ელს და ლონ­დონს ტე­რო­რიზმტან ბრძო­ლა­ში დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

22 წლის ბე­გუმ­მა, რო­მე­ლიც ამჟ­მად სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის ბა­ნაკ­ში იმ­ყო­ფე­ბა, BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვის იმ­დრო­ინ­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, როცა იგი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ "ბო­ე­ვი­კებს“ მი­ემ­ხრო, დიდ შეც­დო­მად მი­იჩ­ნევს.

2014 წელს 15 წლის უფ­როსკლა­სე­ლი შა­მი­მა ლონ­დო­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე თა­ვი­სი ახ­ლობ­ლე­ბის სახ­ლი­დან გა­იქ­ცა (აღ­მო­სავ­ლეთ ლონ­დო­ნი­დან და ორ თა­ვის მე­გო­ბარ თა­ნას­კო­ლელ­თან ერ­თად სი­რი­ა­ში წა­ვი­და და იქ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ "ბო­ე­ვიკ­ზე“ გა­თხოვ­და. მისი სამი ბავ­შვი ჯერ კი­დევ ახალ­შო­ბი­ლე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. ბე­გუ­მის ქმა­რი, ეროვ­ნე­ბით ჰო­ლან­დი­ე­ლი, რო­მე­ლიც გა­მუს­ლიმ­და, დღე­ი­სათ­ვის სი­რი­ის სა­პყრო­ბი­ლე­ში ზის.

კო­რეს­პონ­დენ­ტის კი­თხვა­ზე, რას ფიქ­რობს იგი იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სად­მი მიმხრო­ბა­ზე, რო­მელ­მაც ხალ­ხთა გე­ნო­ცი­დი მო­ა­წყო და უამ­რა­ვი მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, შა­მი­მამ ამ­ბობს: "ამის გამო პირ­და­პირ გული მე­რე­ვა. სა­კუ­თა­რი თავი მძულს“.

  • უნდა და­ვუ­ჯე­როთ თუ არა "ბო­ე­ვიკ­თა“ ცო­ლებს?

სი­რი­ა­ში მდე­ბა­რე ალ-ჰო­ლის უდი­დე­სი ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ათა­სი უცხო­ე­ლი "ცხოვ­რობს“ მსოფ­ლი­ოს 50 ქვეყ­ნი­დან. იქ არი­ან "ბო­ე­ვიკ­თა“ ცო­ლე­ბიც. კარ­ვე­ბის ქა­ლაქ­ში ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი არ არის - მკურ­ნა­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო ყო­ველ­წლი­უ­რად ალ-ჰო­ლის ბა­ნაკ­ში ასე­უ­ლო­ბით ბავ­შვი კვდე­ბა.

ბევ­რი ცდი­ლობს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დეს: ისი­ნი დღეს დარ­წმუ­ნე­ბით აცხა­დე­ბენ, რომ შეც­დო­მა ჩა­ი­დი­ნეს, როცა "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ მი­ემ­ხრნენ. ქა­ლე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მათ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღი­ათ, არც ადა­მი­ან­თა დას­ჯას არ ეს­წრე­ბოდ­ნენ, არა­მედ უბ­რა­ლოდ, თა­ვი­ან­თი ქმრე­ბი­სათ­ვის რე­ცხვით და საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. ისი­ნი სწო­რედ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი­სა და ქმრე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა-მო­წო­დე­ბით წა­ვიდ­ნენ სი­რი­ა­ში მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან... მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს ქა­ლე­ბის გულ­წრფე­ლო­ბა­ში ეჭვი ეპა­რე­ბათ და მათ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ ჩქა­რო­ბენ.

მარ­თლაც, ირ­კვე­ვა, რომ შა­მი­მა ბე­გუმს ადრე მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ბევ­რჯერ უთ­ქვამს, რომ იგი არ ნა­ნობს არა­ფერს და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ "ბო­ე­ვი­კე­ბის“ მიერ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მძევ­ლე­ბის და­ხოც­ვა­შიც რა­ი­მე პრობ­ლე­მებს ვერ ხე­დავს.

ევ­რო­პა და რუ­სე­თი ძა­ლი­ან რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ: და­აბ­რუ­ნონ თუ არა ეს ქა­ლე­ბი თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში? დიპ­ლო­მატ­თა უმე­ტე­სო­ბის აზ­რით, ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი ისაა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე დარ­ჩეს, რო­გორც არის.

ევ­რო­პე­ლე­ბის შიში კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და საფ­რან­გეთ­ში 2015 წელს მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტე­ბის გამო, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა გა­ირ­კვა, რომ ტე­რო­რის­ტე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პე­ლი აღ­მოჩ­ნდა: ისი­ნი თა­ვის დრო­ზე "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ში“ წა­ვიდ­ნენ, შემ­დეგ კი უკან, ევ­რო­პა­ში დაბ­რუნ­დნენ.

რუ­სე­თი, რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად სი­რი­ის ბა­ნა­კე­ბი­დან ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი მიჰ­ყავ­და ხოლ­მე, ახლა მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ქა­ლებს რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბიც აღარ ენ­დო­ბი­ან.

კო­რეს­პონ­დენ­ტმა ჰკი­თხა შა­მი­მა ბე­გუმს, ხომ არ შე­იც­ვა­ლა მან თა­ვი­სი პო­ზი­ცია მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“ ხა­ლი­ფა­ტი ვერ შექ­მნა, რა­ზე­დაც ქალ­მა ასე უპა­სუ­ხა: "მე ასე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მჯე­რო­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ახლა შევ­ძე­ლი თა­ვი­სუფ­ლად მეთ­ქვა ჩემს ამ­ჟა­მინ­დელ პო­ზი­ცი­ა­ზე“.

მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის უმაღ­ლეს­მა სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტა, რომ შა­მი­მა ბე­გუმს ინ­გლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ შე­უძ­ლია - ანუ იგი ვერ გა­ა­სა­ჩივ­რებს დად­გე­ნი­ლე­ბას მის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შე­სა­ხებ

  • სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ

ჯერ კი­დევ 2019 წლის ზამ­თარ­ში შა­მი­მა ბე­გუმ­მა გზეთ "თა­იმ­სის“ კო­რეს­პონ­დენტს გა­ნუ­ცხა­და, რომ იგი არ ნა­ნობს თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­სად­მი“ მიმხრო­ბის თა­ო­ბა­ზე და მის­თვის სრუ­ლე­ბი­თაც არ არის უხერ­ხუ­ლი ის, რომ ნაგ­ვის ურ­ნა­ში ადა­მი­ა­ნის მოჭ­რი­ლი თავი გდია. ამ სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უს გამო ბრი­ტა­ნე­თის მა­შინ­დელ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სა­ჯიდ ჯა­ვიდ­მა შა­მი­მა ბე­გუმს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­არ­თვა - "ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მო­საზ­რე­ბით“.

სხვა­თა შო­რის, "ბო­ე­ვი­კის“ ცოლი ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე­ვე აცხა­დებ­და, რომ 2017 წელს მან­ჩეს­ტერ­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბა (22 ადა­მი­ა­ნის მსხვერ­პლით, რო­მელ­თა შო­რის რამ­დე­ნი­მე ბავ­შვიც იყო), "შუ­რის­ძი­ე­ბას“ წარ­მო­ად­გენ­და იმ სამ­ხედ­რო დარ­ტყმე­ბის გამო, რა­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცია "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ აყე­ნებ­და.

ჰოდა, ასე­თი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ შა­მი­მა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს, "ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა­ში და­სახ­მა­რებ­ლად“. მას სურს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უყ­ვეს იმ ტაქ­ტი­კის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც "სი­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო“ იყე­ნებს ადა­მი­ან­თა გა­და­ბი­რე­ბის მიზ­ნით და უფრო მე­ტიც - მზა­დაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­როს გა­და­ბი­რე­ბის წე­სე­ბი მათ მი­მართ, ვინც ჯერ კი­დევ რის­კავს ექ­სტრე­მის­ტუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის გავ­ლე­ნის ქვეშ მოხ­ვდეს. მისი მტკი­ცე­ბით, იგი ვალ­დე­ბუ­ლია ასე­თი მუ­შა­ო­ბა გას­წი­ოს, რად­გან არ სურს, რომ სხვა გო­გო­ნებ­მაც სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა ისე და­ინ­გრი­ონ, რო­გორც მან გა­ა­კე­თა.

15 სექ­ტემ­ბერს შა­მი­მა ბე­გუმ­მა ინ­ტერ­ვიუ მის­ცა ITV-ის ტე­ლე­არ­ხის პროგ­რა­მას "დილა მშვი­დო­ბი­სა, ბრი­ტა­ნე­თო“ და პირ­და­პირ შეს­თა­ვა­ზა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბო­რის ჯონ­სონს - გა­მო­მი­ყე­ნეთ ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის­თვი­სო. მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში და მზად­ყოფ­ნა გა­მო­ხა­ტა, რომ თა­ვი­სი ნათ­ქვა­მი სა­სა­მარ­თლო­ზე და­ამ­ტკი­ცოს. "მე ვიცი, რომ ზო­გი­ერ­თე­ბი არა­სო­დეს არ და­ი­ჯე­რე­ბენ, რომ მე შე­ვიც­ვა­ლე - იმის მი­უ­ხე­და­ვად, რა­საც მე ვამ­ბობ და ვა­კე­თებ. ვიცი, არ და­ი­ჯე­რე­ბენ, რომ მე ქვეყ­ნი­სათ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა მსურს“, - უთხრა შა­მი­მა ბე­გუმ­მა ბრი­ტა­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებს, - მაგ­რამ მათ, ვი­საც გულ­ში თუნ­დაც ერთი წვე­თი მო­წყა­ლე­ბა და შებ­რა­ლე­ბა აქვს, ვი­საც მდგო­მა­რე­ო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და თა­ნაგ­რძნო­ბა შე­უძ­ლია, მე მინ­და მთე­ლი სუ­ლით და გუ­ლით ვუ­თხრა - მარ­თლაც ვნა­ნობ ყვე­ლა­ფერს, რა­საც სი­რი­ა­ში ვა­კე­თებ­დი... და ეს სი­ნა­ნუ­ლი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე გამ­ყვე­ბა“.

  • "მო­მე­ცით მე­ო­რე შან­სი“

"მე ჩემი თავი სა­შინ­ლად მძულს იმის გამო, რა­საც ვა­კე­თებ­დი. მე გთხოვთ, რომ მა­პა­ტი­ოთ და მე­ო­რე შან­სი მომ­ცეთ“, - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა ქალი. შა­მი­მა ბე­გუ­მი აღ­ნიშ­ნავს, რომ იგი თავს მო­იკ­ლავს, ვიდ­რე "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ და­უბ­რუნ­დე­ბა: "ჩემი ერ­თა­დერ­თი და­ნა­შა­უ­ლი ის სი­სუ­ლე­ლეა, რო­მე­ლიც ჩა­ვი­დი­ნე - როცა მე "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ მხარ­და­ჭე­რა და­მა­ძა­ლეს“, - აცხა­დებს იგი.

შა­მი­მა ბე­გუ­მი­სათ­ვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას ბევ­რი ბრი­ტა­ნე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი გმობს. ორ­გა­ნი­ზა­ცია Liberty-მ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "უკი­დუ­რე­სად სა­ხი­ფა­თო პრე­ცე­დენ­ტი“ უწო­და იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს იმის უფ­ლე­ბა, რომ მისი საქ­მე სა­სა­მარ­თლომ სა­მარ­თლი­ა­ნად და ღირ­სე­უ­ლად გა­ნი­ხი­ლოს.

წყა­რო

მო­ამზდა სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
99

სომხები წაიყვანენ ცოლად

ქონდარა
0

კიდე როდის გადაუტრიალდება ტვინი ვინ იცის? ახლა ავღანეთში გააგზავნეთ

ავტორი:

"ვნანობ ყველაფერს, რასაც სირიაში ვაკეთებდი... და ეს სინანული სიცოცხლის ბოლომდე  გამყვება“ - რა ბედი ელით "ისლამური სახელმწოფოს" ევროპელ პატარძლებს?

"ვნანობ ყველაფერს, რასაც სირიაში ვაკეთებდი... და ეს სინანული სიცოცხლის ბოლომდე  გამყვება“ - რა ბედი ელით "ისლამური სახელმწოფოს" ევროპელ პატარძლებს?

ბრიტანეთის მოქალაქეობაჩამორთმეული "ჯიჰადისტის ცოლი“ შამიმა ბეგუმი ქვეყნის ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს“. პუბლიკაციაში ერთ-ერთი ქალის - დიდი ბრიტანეთის ყოფილი მოქალაქის - დრამატული ბედია გადმოცემული.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი მოქალაქე შამიმა ბეგუმი, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლებამ მოქალაქეობა ისლამური სახელმწიფოს’ "ბოევიკებთან თანამშრომლობის გამო ჩამოართვა, აცხადებს, რომ ძალიან ნანობს თავის საქციელს და ლონდონს ტერორიზმტან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს.

22 წლის ბეგუმმა, რომელიც ამჟმად სირიელი ლტოლვილების ბანაკში იმყოფება, BBC-სთან ინტერვიუში თავის იმდროინდელ გადაწყვეტილებას, როცა იგი "ისლამური სახელმწიფოს“ "ბოევიკებს“ მიემხრო, დიდ შეცდომად მიიჩნევს.

2014 წელს 15 წლის უფროსკლასელი შამიმა ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე თავისი ახლობლების სახლიდან გაიქცა (აღმოსავლეთ ლონდონიდან და ორ თავის მეგობარ თანასკოლელთან ერთად სირიაში წავიდა და იქ "ისლამური სახელმწიფოს“ "ბოევიკზე“ გათხოვდა. მისი სამი ბავშვი ჯერ კიდევ ახალშობილები დაიღუპნენ. ბეგუმის ქმარი, ეროვნებით ჰოლანდიელი, რომელიც გამუსლიმდა, დღეისათვის სირიის საპყრობილეში ზის.

კორესპონდენტის კითხვაზე, რას ფიქრობს იგი იმ ორგანიზაციისადმი მიმხრობაზე, რომელმაც ხალხთა გენოციდი მოაწყო და უამრავი მკვლელობა ჩაიდინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, შამიმამ ამბობს: "ამის გამო პირდაპირ გული მერევა. საკუთარი თავი მძულს“.

  • უნდა დავუჯეროთ თუ არა "ბოევიკთა“ ცოლებს?

სირიაში მდებარე ალ-ჰოლის უდიდესი ბანაკის ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი უცხოელი "ცხოვრობს“ მსოფლიოს 50 ქვეყნიდან. იქ არიან "ბოევიკთა“ ცოლებიც. კარვების ქალაქში ნორმალური პირობები არ არის - მკურნალობის არარსებობის გამო ყოველწლიურად ალ-ჰოლის ბანაკში ასეულობით ბავშვი კვდება.

ბევრი ცდილობს სამშობლოში დაბრუნდეს: ისინი დღეს დარწმუნებით აცხადებენ, რომ შეცდომა ჩაიდინეს, როცა "ისლამურ სახელმწიფოს“ მიემხრნენ. ქალები ამტკიცებენ, რომ მათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ, არც ადამიანთა დასჯას არ ესწრებოდნენ, არამედ უბრალოდ, თავიანთი ქმრებისათვის რეცხვით და საჭმლის მომზადებით იყვნენ დაკავებულები. ისინი სწორედ შეყვარებულებისა და ქმრების ინიციატივა-მოწოდებით წავიდნენ სირიაში მშობლიური ქვეყნებიდან... მაგრამ მსოფლიოს ქვეყნების სპეცსამსახურებს ქალების გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ და მათ სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობენ.

მართლაც, ირკვევა, რომ შამიმა ბეგუმს ადრე მიცემულ ინტერვიუებში ბევრჯერ უთქვამს, რომ იგი არ ნანობს არაფერს და "ისლამური სახელმწიფოს“ "ბოევიკების“ მიერ დატყვევებული მძევლების დახოცვაშიც რაიმე პრობლემებს ვერ ხედავს.

ევროპა და რუსეთი ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ: დააბრუნონ თუ არა ეს ქალები თავიანთ სამშობლოში? დიპლომატთა უმეტესობის აზრით, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ისაა, რომ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის.

ევროპელების შიში კიდევ უფრო გაძლიერდა საფრანგეთში 2015 წელს მომხდარი ტერაქტების გამო, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაირკვა, რომ ტერორისტებიდან რამდენიმე ევროპელი აღმოჩნდა: ისინი თავის დროზე "ისლამური სახელმწიფოში“ წავიდნენ, შემდეგ კი უკან, ევროპაში დაბრუნდნენ.

რუსეთი, რომელსაც თავდაპირველად სირიის ბანაკებიდან ქალები და ბავშვები მიჰყავდა ხოლმე, ახლა მხოლოდ ბავშვების წაყვანით არის დაკავებული. ქალებს რუსული სპეცსამსახურებიც აღარ ენდობიან.

კორესპონდენტმა ჰკითხა შამიმა ბეგუმს, ხომ არ შეიცვალა მან თავისი პოზიცია მხოლოდ იმიტომ, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ“ ხალიფატი ვერ შექმნა, რაზედაც ქალმა ასე უპასუხა: "მე ასე დიდი ხნის განმავლობაში მჯეროდა, მაგრამ მხოლოდ ახლა შევძელი თავისუფლად მეთქვა ჩემს ამჟამინდელ პოზიციაზე“.

მიმდინარე წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ შამიმა ბეგუმს ინგლისში დაბრუნება არ შეუძლია - ანუ იგი ვერ გაასაჩივრებს დადგენილებას მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ

  • სკანდალური ინტერვიუ

ჯერ კიდევ 2019 წლის ზამთარში შამიმა ბეგუმმა გზეთ "თაიმსის“ კორესპონდენტს განუცხადა, რომ იგი არ ნანობს თავის გადაწყვეტილებას "ისლამური სახელმწიფოსადმი“ მიმხრობის თაობაზე და მისთვის სრულებითაც არ არის უხერხული ის, რომ ნაგვის ურნაში ადამიანის მოჭრილი თავი გდია. ამ სკანდალური ინტერვიუს გამო ბრიტანეთის მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა შამიმა ბეგუმს მოქალაქეობა ჩამოართვა - "ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მოსაზრებით“.

სხვათა შორის, "ბოევიკის“ ცოლი ინტერვიუში ასევე აცხადებდა, რომ 2017 წელს მანჩესტერში გამართულ კონცერტზე მომხდარი აფეთქება (22 ადამიანის მსხვერპლით, რომელთა შორის რამდენიმე ბავშვიც იყო), "შურისძიებას“ წარმოადგენდა იმ სამხედრო დარტყმების გამო, რასაც საერთაშორისო კოალიცია "ისლამურ სახელმწიფოს“ აყენებდა.

ჰოდა, ასეთი ინტერვიუს შემდეგ შამიმა დიდ ბრიტანეთში დაბრუნებას ითხოვს, "ტერორიზმთან ბრძოლაში დასახმარებლად“. მას სურს ხელისუფლებას მოუყვეს იმ ტაქტიკის შესახებ, რომელსაც "სილამური სახელმწიფო“ იყენებს ადამიანთა გადაბირების მიზნით და უფრო მეტიც - მზადაა ხელისუფლებას გაუზიაროს გადაბირების წესები მათ მიმართ, ვინც ჯერ კიდევ რისკავს ექსტრემისტული იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მოხვდეს. მისი მტკიცებით, იგი ვალდებულია ასეთი მუშაობა გასწიოს, რადგან არ სურს, რომ სხვა გოგონებმაც საკუთარი ცხოვრება ისე დაინგრიონ, როგორც მან გააკეთა.

15 სექტემბერს შამიმა ბეგუმმა ინტერვიუ მისცა ITV-ის ტელეარხის პროგრამას "დილა მშვიდობისა, ბრიტანეთო“ და პირდაპირ შესთავაზა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს - გამომიყენეთ ტერორიზმთან ბრძოლისთვისო. მან ასევე განაცხადა, რომ არ მონაწილეობდა ტერორისტული აქტების მომზადებაში და მზადყოფნა გამოხატა, რომ თავისი ნათქვამი სასამართლოზე დაამტკიცოს. "მე ვიცი, რომ ზოგიერთები არასოდეს არ დაიჯერებენ, რომ მე შევიცვალე - იმის მიუხედავად, რასაც მე ვამბობ და ვაკეთებ. ვიცი, არ დაიჯერებენ, რომ მე ქვეყნისათვის დახმარების გაწევა მსურს“, - უთხრა შამიმა ბეგუმმა ბრიტანელ ჟურნალისტებს, - მაგრამ მათ, ვისაც გულში თუნდაც ერთი წვეთი მოწყალება და შებრალება აქვს, ვისაც მდგომარეობის გაზიარება და თანაგრძნობა შეუძლია, მე მინდა მთელი სულით და გულით ვუთხრა - მართლაც ვნანობ ყველაფერს, რასაც სირიაში ვაკეთებდი... და ეს სინანული სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“.

  • "მომეცით მეორე შანსი“

"მე ჩემი თავი საშინლად მძულს იმის გამო, რასაც ვაკეთებდი. მე გთხოვთ, რომ მაპატიოთ და მეორე შანსი მომცეთ“, - ამბობს ახალგაზრდა ქალი. შამიმა ბეგუმი აღნიშნავს, რომ იგი თავს მოიკლავს, ვიდრე "ისლამურ სახელმწიფოს“ დაუბრუნდება: "ჩემი ერთადერთი დანაშაული ის სისულელეა, რომელიც ჩავიდინე - როცა მე "ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერა დამაძალეს“, - აცხადებს იგი.

შამიმა ბეგუმისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ბევრი ბრიტანელი უფლებადამცველი გმობს. ორგანიზაცია Liberty-მ ამ გადაწყვეტილებას "უკიდურესად სახიფათო პრეცედენტი“ უწოდა იმდენად, რამდენადაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ მისი საქმე სასამართლომ სამართლიანად და ღირსეულად განიხილოს.

წყარო

მოამზდა სიმონ კილაძემ