"სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირთა ჯგუფი იქნება პირველი, ვისაც შესაძლოა, საქართველოში ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა გაუკეთდეს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, მოსახლეობის სხვა ნაწილის შემთხვევაში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს დაელოდება ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებასთან დაკავშირებით.
"ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებით ერთი არის ტექნიკური გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან თუ რამდენად არის "ბუსტერ“ დოზა აუცილებელი იმისთვის, რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები უკვე არსებობს და საერთაშორისოდ, დაახლოებით, 6-8 თვე არის რეკომენდებული მესამე დოზისთვის.
უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებზე და ეს იქნება ჩვენთვისაც პირველი ჯგუფი ვისთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ "ბუსტერ“ დოზაზე. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ისევ დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომელიც ჯერჯერობით ასეთი მკაფიო და ცალსახა "ბუსტერი“ დოზის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მიდით, გააგრძელეთ ექსპერიმენტები!!!
უნგრეთმა,ტაილანდმა, ინდონეზიამ და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ ჩინურით აცრილებს დელტა შტამის გამო 4 თვის თავზე დაუნიშნა ერთი ბუსტერ დოზა. ამათ როცა უნდოდათ და ჯამოს რეკომენდაცია არა ქონდათ უნგრეთის მაგალითით აცრეს ჩინურით ხალხი და ეხლა აღარ აწყობთ სხვა ქვეყნების მაგალითები თავიანთ სასარგებლოდ და ვითომ ჯამოს დასკვნას ელოდებიან. ამერიკამ,გერმანიამ და სხვებმა ფაიზერით აცრილებს 6 თვის თავზე დაუნიშნეს ბუსტერ დოზა.ისრაელში ბუსტერით უკვე 500 000 ზე მეტია აცრილი ფაიზერით! მხოლოდ საქართველოში ელოდებიან ხოლმე ურემის გადაბრუნებას,რათა ყველაზე გვიან დაიწყონ ხალხის დახმარება. ამიტომაც გვყავს ამდენი გარდაცვლილი,რომ ყველაზე გვიან დავიწყეთ მასობრივი იმუნიზაცია და დღეს მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის 19% ია აცრილი 2 დოზით,როცა ზოგ ქვეყანაში 80% ზე მეტია.პორტუგალია 81%,სინგაპური 80%, ქატარი 80%....