კანარის კუნძულებზე, კუნძულ ლა-პალმაზე ვულკანი ამოიფრქვა, რის გამოც ხელისუფლებამ ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ ლავა და ფერფლი ასობით მეტრის სიმაღლეზეა ასული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე სახლი განადგურდა.
კანარის კუნძულების პრეზიდენტმა ანგელ ვიქტორ ტორესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის ევაკუირებულია 5 000-მდე ადამიანი. მისივე თქმით, ჯერჯერობით არავინ დაშავებულა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო და ლა-პალმაში ჩავიდა.
"ჩვენ გვაქვს ამოფრქვევასთან გასამკლავებლად საჭირო ყველა რესურსი და ჯარისკაცები, მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, ” - აღნიშნა პრემიერმა.
Thousands evacuated as Cumbre Vieja volcano erupts on La Palma in the Canary Islandshttps://t.co/glvxMrAPOA pic.twitter.com/7r5NzmzyXN
— BBC News (World) (@BBCWorld) September 20, 2021
კუმბრე ვიეხას ვულკანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია კანარის კუნძულებზე და ის ბოლოს 1971 წელს ამოიფრქვა.