მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 08:56-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვე ეპოქის სექს-სიმბოლო - ვინ არის ახალბედა ესპანელი მსახიობი, რომელსაც უკვე მილიონობით ფანი ჰყავს - მომხიბვლელი ესთერის ცხოვრება კადრს მიღმა
თანამედროვე ეპოქის სექს-სიმბოლო - ვინ არის ახალბედა ესპანელი მსახიობი, რომელსაც უკვე მილიონობით ფანი ჰყავს - მომხიბვლელი ესთერის ცხოვრება კადრს მიღმა

"ელი­ტა" - ასე ჰქვია Netflix-ის გახ­მა­უ­რე­ბულ და პო­პუ­ლა­რულ ეს­პა­ნურ სე­რი­ალს, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც უამ­რა­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს. სე­რი­ალ­მა, რო­მე­ლიც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ზე გვიყ­ვე­ბა, არა­ერთ ახალ­ბე­და მსა­ხი­ობს მო­უ­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბა, აღი­ა­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა, თუმ­ცა მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ეს­პა­ნე­ლი ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვის, ეს­თერ ეს­პო­სი­ტოს­თვის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს­თე­რი სე­რი­ალ­ში მთა­ვარ როლს არ ას­რუ­ლებს, თუმ­ცა თა­ვი­სი მომ­ხიბ­ვლე­ლი გა­რეგ­ნო­ბის, შარ­მის, ქა­რიზ­მი­სა და ნი­ჭის წყა­ლო­ბით, "ელი­ტის" მთა­ვარ აღ­მო­ჩე­ნად იქცა. 21 წლის გო­გო­ნას დღეს უკვე თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის სექს-სიმ­ბო­ლოს უწო­დე­ბენ.

ეს­თე­რი მად­რიდ­ში და­ი­ბა­და და ბავ­შვო­ბი­დან­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ით. 16 წლის იყო, რო­დე­საც სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყო. "ელი­ტამ­დე" ეს­თერს რამ­დე­ნი­მე როლი ჰქონ­და ფილ­მებ­ში, თუმ­ცა ამ რო­ლებს მის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა არ მო­უ­ტა­ნია.

მას შემ­დეგ, რაც აღ­ნიშ­ნულ­მა სე­რი­ალ­მა მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბე­ლი ეკ­რან­თან მი­ი­ზი­და, Neflix-მა ეს­თერ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა, რა­საც მოჰ­ყვა მთა­ვა­რი რო­ლე­ბი - When the angels sleep-სა და Your son-ში.

ეს­თე­რი ამ­ბობს, რომ მას არას­დროს ხიბ­ლავ­და სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი, რად­გა­ნაც მისი აზ­რით, სკო­ლა კულ­ტუ­რი­თა და ხე­ლოვ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს არა­ფერს სთა­ვა­ზობს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ფერს ას­წავ­ლის. სწო­რედ ამი­ტომ, სკო­ლის წლებს სი­ხა­რუ­ლით არ იხ­სე­ნებს.

მსა­ხი­ობს უყ­ვარს ყვე­ლა­ნა­ი­რი აქ­ტი­ვო­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ზღვას­თან, მათ შო­რის, გა­ტა­ცე­ბუ­ლია სერ­ფინ­გი­თა და ყვინ­თვით. ამ­ბობს, რომ ინ­ტრო­ვერ­ტი და ძა­ლი­ან მორ­ცხვია. მსა­ხი­ო­ბის თქმით, უჭირს ყვე­ლას­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა.

“ამ სე­რი­ალ­მა ჩემი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლად შეც­ვა­ლა, ახლა ადა­მი­ა­ნებ­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში იცი­ან ჩემ შე­სა­ხებ. კარ­ლას გმირ­მა, მე, ეს­თერს ბევ­რი რამ მას­წავ­ლა“, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

მომ­ხიბ­ვლელ ეს­თერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ფა­ნებს ყვე­ლა დე­ტა­ლი აინ­ტე­რე­სებთ, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად მისი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მსა­ხი­ო­ბი ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ არ სა­უბ­რობს და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ დას­მულ კი­თხვებ­ზე სცემს პა­სუ­ხებს.

თუმ­ცა რო­გორც ეს­პა­ნუ­რი მე­დია წერს, ეს­თე­რის ცხოვ­რე­ბა­ში არის "იდუ­მა­ლი ბო­იფ­რენ­დი". ტაბ­ლო­ი­დებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ ეს იდუ­მა­ლი მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბი ალე­ხან­დრო სპე­ით­სერ­სია.

ალე­ხან­დრო ეს­თერ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2020 წლის ეს­პა­ნურ-მექ­სი­კურ თრი­ლერ­ში, Someone Has to Die. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არც ერთ მათ­განს ინ­ფორ­მა­ცია რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

ეს­თე­რი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც, გან­სა­კუთ­რე­ბით კი "ინ­სტაგ­რამ­ზე", სა­დაც მისი გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 26 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია პაპა
14

ცოტა გამხდარია

Giorgi V.
5

ჰმ, მაგარი სპეცეფექტები აქვს, ღირს მაგასთან ტანგოს ცეკვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

თანამედროვე ეპოქის სექს-სიმბოლო - ვინ არის ახალბედა ესპანელი მსახიობი, რომელსაც უკვე მილიონობით ფანი ჰყავს - მომხიბვლელი ესთერის ცხოვრება კადრს მიღმა

თანამედროვე ეპოქის სექს-სიმბოლო - ვინ არის ახალბედა ესპანელი მსახიობი, რომელსაც უკვე მილიონობით ფანი ჰყავს - მომხიბვლელი ესთერის ცხოვრება კადრს მიღმა

"ელიტა" - ასე ჰქვია Netflix-ის გახმაურებულ და პოპულარულ ესპანურ სერიალს, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც უამრავი მაყურებელი ჰყავს. სერიალმა, რომელიც სკოლის მოსწავლეებზე გვიყვება, არაერთ ახალბედა მსახიობს მოუტანა პოპულარობა, აღიარება და წარმატება, თუმცა მათ შორის გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა ესპანელი ამომავალი ვარსკვლავის, ესთერ ესპოსიტოსთვის.

აღსანიშნავია, რომ ესთერი სერიალში მთავარ როლს არ ასრულებს, თუმცა თავისი მომხიბვლელი გარეგნობის, შარმის, ქარიზმისა და ნიჭის წყალობით, "ელიტის" მთავარ აღმოჩენად იქცა. 21 წლის გოგონას დღეს უკვე თანამედროვე ეპოქის სექს-სიმბოლოს უწოდებენ.

ესთერი მადრიდში დაიბადა და ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო მსახიობის პროფესიით. 16 წლის იყო, როდესაც სამსახიობო ოსტატობის შესწავლა დაიწყო. "ელიტამდე" ესთერს რამდენიმე როლი ჰქონდა ფილმებში, თუმცა ამ როლებს მისთვის საერთაშორისო აღიარება არ მოუტანია.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა სერიალმა მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ეკრანთან მიიზიდა, Neflix-მა ესთერთან ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა, რასაც მოჰყვა მთავარი როლები - When the angels sleep-სა და Your son-ში.

ესთერი ამბობს, რომ მას არასდროს ხიბლავდა საშუალო სკოლაში სიარული, რადგანაც მისი აზრით, სკოლა კულტურითა და ხელოვნებით დაინტერესებულ მოსწავლეებს არაფერს სთავაზობს და ამ მიმართულებით არაფერს ასწავლის. სწორედ ამიტომ, სკოლის წლებს სიხარულით არ იხსენებს.

მსახიობს უყვარს ყველანაირი აქტივობა, რაც დაკავშირებულია ზღვასთან, მათ შორის, გატაცებულია სერფინგითა და ყვინთვით. ამბობს, რომ ინტროვერტი და ძალიან მორცხვია. მსახიობის თქმით, უჭირს ყველასთან საერთო ენის გამონახვა.

“ამ სერიალმა ჩემი ცხოვრება სრულად შეცვალა, ახლა ადამიანებმა მთელ მსოფლიოში იციან ჩემ შესახებ. კარლას გმირმა, მე, ესთერს ბევრი რამ მასწავლა“, - ამბობს მსახიობი.

მომხიბვლელ ესთერთან დაკავშირებით ფანებს ყველა დეტალი აინტერესებთ, თუმცა ყველაზე მეტად მისი სასიყვარულო ურთიერთობები. მსახიობი ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობს და ინტერვიუებში ძირითადად მხოლოდ კარიერის შესახებ დასმულ კითხვებზე სცემს პასუხებს.

თუმცა როგორც ესპანური მედია წერს, ესთერის ცხოვრებაში არის "იდუმალი ბოიფრენდი". ტაბლოიდებმა გაარკვიეს, რომ ეს იდუმალი მამაკაცი მსახიობი ალეხანდრო სპეითსერსია.

ალეხანდრო ესთერთან ერთად მონაწილეობდა 2020 წლის ესპანურ-მექსიკურ თრილერში, Someone Has to Die. აღსანიშნავია, რომ არც ერთ მათგანს ინფორმაცია რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ესთერი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებშიც, განსაკუთრებით კი "ინსტაგრამზე", სადაც მისი გამომწერების რაოდენობა 26 მილიონს აჭარბებს.