მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძალაუფლებას, შეუძლიათ ყველაფერი მართონ - გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ სახლის დროებითი მმართველები ვართ" - მეუფე შიო
"ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძალაუფლებას, შეუძლიათ ყველაფერი მართონ - გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ სახლის დროებითი მმართველები ვართ" - მეუფე შიო

ადა­მი­ა­ნებს ხში­რად ჰგო­ნი­ათ, რო­დე­საც აღ­წე­ვენ გარ­კვე­ულ ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბას, ძა­ლა­უფ­ლე­ბას, სა­მეც­ნი­ე­რო თუ ტექ­ნო­ლო­გი­ურ წარ­მა­ტე­ბას, რომ შე­უძ­ლი­ათ ყვე­ლა­ფე­რი, მთე­ლი სამ­ყა­რო მარ­თონ - გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ჩვენ მხო­ლოდ მუ­შა­კე­ბი ვართ, ღმერ­თის მიერ დად­გე­ნი­ლი მუ­შა­კე­ბი, რო­გორც სახ­ლის დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, რაც უნდა დიდ თა­ნამ­დე­ბო­ბას მი­აღ­წი­ოს ადა­მი­ან­მა, სა­ე­როს თუ სა­ეკ­ლე­სი­ოს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, იგი მა­ინც არის მუ­შა­კი, ღვთის­გან დად­გე­ნი­ლი და არა ბა­ტონ-პატ­რო­ნი.

მე­უ­ფე შიომ ქა­და­გე­ბი­სას სა­ხა­რე­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იგა­ვის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა:

“ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რელ­ნო მა­მა­ნო, ძმა­ნო და დანო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ დღეს, კვი­რა დღეს და გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას, შეგ­ვე­წი­ოს ჩვენ და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მისი და­ლოც­ვა.

დღეს წმინ­და სა­ხა­რე­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია იგა­ვი ბო­როტ მე­ვე­ნა­ხე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ მო­ღა­ლა­ტე­ნი. უფა­ლი იესო ქრის­ტე ამ იგავს ეტყვის ის­რა­ე­ლის მთავ­რებ­სა და მღვდელმთავ­რებს. ყვე­ლა იგავს აქვს ხოლ­მე არა­ერ­თი გან­მარ­ტე­ბის შრე. ამ იგა­ვის გან­მარ­ტე­ბის პირ­ვე­ლი შრე, რა თქმა უნდა, ეს არის ის­რა­ე­ლის ის­ტო­რია, მაგ­რამ ეს არ ეხე­ბა მარ­ტო ებ­რა­ელ ერს, არა­მედ ყვე­ლა ხალ­ხს, სა­ერ­თოდ, კა­ცობ­რი­ო­ბას და ყო­ველ ადა­მი­ანს. ეს არის იგა­ვი ღმერ­თის წი­ნა­შე ჩვენს უმა­დუ­რო­ბა­ზე იმ სიყ­ვა­რუ­ლის, იმ სას­წა­უ­ლე­ბი­სა და სი­კე­თის სა­ნაც­ვლოდ, რო­მელ­თაც უფა­ლი გვი­კე­თებს ჩვენ და გა­უ­კე­თე­ბია ჩვენს გულ­ქვა­ო­ბა­ზე, ჩვენს უგ­რძნობ­ლო­ბა­ზე, ჩვენს უმა­დუ­რო­ბა­ზე, რა­საც ჩვენ ვი­ჩენთ, იმი­ტომ რომ უფრო მე­ტად ვფიქ­რობთ ჩვენს თავ­ზე, ვიდ­რე იმა­ზე, თუ რა უხა­რია, რა სურს ღმერ­თს და კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბად ვფიქ­რობთ მოყ­ვას­ზე.

ეს მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი უარს ამ­ბო­ბენ, რომ ვე­ნა­ხის პატ­რონს, ბა­ტონს, მფლო­ბელს, და­უბ­რუ­ნონ, მის­ცენ ნა­ყო­ფი. ბა­ტო­ნი აგ­ზავ­ნის თა­ვის მსა­ხუ­რებს, რომ ეს ნა­ყო­ფი წა­მო­ი­ღონ, მაგ­რამ ზო­გი­ერთ მათ­განს სცე­მენ, ზოგს ქვით ჩა­ქო­ლა­ვენ, ზოგს კლა­ვენ. ბო­ლოს ბა­ტო­ნი თა­ვის შვილს, თა­ვის ძეს აგ­ზავ­ნის იმ იმე­დით, რომ შვი­ლის შერ­ცხვე­ბათ, მაგ­რამ მისი შვი­ლის მოკ­ვდი­ნე­ბა­საც გა­და­წყვე­ტენ. აი, ასე­თი იგა­ვია. იგა­ვი იმა­ზეა, რომ ღმერ­თმა შექ­მნა ეს სამ­ყა­რო, „გა­რე­შე­ზღუ­და“ ის; შე­სა­ნიშ­ნა­ვად არის აღ­წე­რი­ლი, რომ ზღუ­დე შე­მო­ავ­ლო, საწ­ნა­ხე­ლიც გა­ამ­ზა­და იქ. ეს ზღუ­დე არის უფ­ლის გან­გე­ბუ­ლე­ბა, მისი მფარ­ვე­ლო­ბა, მისი მმარ­თვე­ლო­ბა. უფალ­მა ეს სამ­ყა­რო იმის­თვის შექ­მნა, რომ ის იყოს სა­მე­ფო სიყ­ვა­რუ­ლი­სა, სა­მე­ფო სი­ხა­რუ­ლი­სა, ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და რწმე­ნი­სა, მაგ­რამ ჩვენ ვი­ცით, რას და­ამ­სგავ­სეს ადა­მი­ა­ნებ­მა ის. შე­იძ­ლე­ბა ჩვენს თავ­საც მი­ვა­წე­როთ ეს, რას და­ვამ­სგავ­სეთ აი, ეს კე­თი­ლი ვე­ნა­ხი, უფ­ლის მიერ ბო­ძე­ბუ­ლი სამ­ყა­რო რას და­ემ­სგავ­სა დღეს. ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც სი­ცო­ცხლე უკვე სა­ხი­ფა­თო და სა­ში­ში გახ­და. იღ­ვრე­ბა სის­ხლი და ად­გი­ლი აქვს ისეთ საქ­ცი­ე­ლებს, ისეთ სი­სას­ტი­კეს, ისეთ არა­ა­და­მი­ა­ნო­ბას. აი, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მოგ­ვი­თხრობს ეს იგა­ვი, რომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უფა­ლი აგ­ზავ­ნი­და თა­ვის მო­ცი­ქუ­ლებს, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს, პატ­რი­არ­ქებს, იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მელს, წმინ­და მა­მებს და სხვებს, ისი­ნი გვახ­სე­ნებ­დნენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის არის შექ­მნი­ლი, მაგ­რამ ზუს­ტად, რო­გორც იგავ­შია, ზოგი სცე­მეს, ზოგი ქვით ჩა­ქო­ლეს, ზოგს არ და­უ­ჯე­რეს, ზოგი მოკ­ლეს. ისევ ვი­მე­ო­რებ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს თავ­საც უნდა მი­ვა­წე­როთ, იმი­ტომ რომ აქ არ არის მხო­ლოდ ებ­რა­ე­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი, არა­მედ ყვე­ლა­ფე­რი, რაც მო­ცე­მუ­ლი გვაქვს ამ ცხოვ­რე­ბა­ში, ეს იქ­ნე­ბა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით თუ ერის მას­შტა­ბით, ჩვე­ნი პი­რა­დუ­ლი მას­შტა­ბით, ეს ყვე­ლა­ფე­რი ამას ეხე­ბა; ჩვე­ნი ოჯა­ხიც, ჩვე­ნი შვი­ლე­ბიც, ჩვე­ნი ინ­ტე­ლექ­ტიც, გო­ნე­ბაც, სუ­ლიც, გუ­ლიც, ყვე­ლა­ფე­რი ეს არის ის ვე­ნა­ხი, რო­მე­ლიც უფალ­მა გვი­ბო­ძა და რომ­ლის ნა­ყოფ­საც ელო­დე­ბა ჩვენ­გან.

რით ვპა­სუ­ხობთ ჩვენ? განა მად­ლი­ე­რე­ბით ვპა­სუ­ხობთ? შე­იძ­ლე­ბა ზოგ­ჯერ სი­ტყვი­ე­რად რა­ღაც წა­მოგ­ვცდეს და ამით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით ხოლ­მე, იმი­ტომ, რომ, ვი­მე­ო­რებ, ადა­მი­ა­ნი უმე­ტე­სად ფიქ­რობს იმა­ზე, რომ თვი­თონ და­ად­გი­ნოს, რა არის კარ­გი და რა არის ცუდი, რა არის კე­თი­ლი და რა არის ბო­რო­ტი, რა არის მი­სა­ღე­ბი და რა - არა, და არა ის, რა­საც მი­იჩ­ნევს ასე­თად ღმერ­თი.

შემ­დეგ უფა­ლი იესო ქრის­ტე ჰკი­თხავს თა­ვის მსე­ნე­ლებს, რო­გორ ფიქ­რობთ, რას უზამს ეს ვე­ნა­ხის პატ­რო­ნი ამ ბო­როტ მე­ვე­ნა­ხე­ებს ამ ყვე­ლაფ­რის გა­მოო. ისი­ნი პა­სუ­ხო­ბენ: „ბო­როტ­ნი იგი ბო­რო­ტად წარ­წყმი­დენ“, ანუ სიკ­ვდი­ლით დას­ჯის, და­ხო­ცავს მათ, ვე­ნახს კი წა­არ­თმევს და მის­ცემს სხვა მე­ვე­ნა­ხე­ებ­სო. შემ­დეგ თა­ვად უფა­ლი იესო ქრის­ტე გან­მარ­ტავს და ამ­ბობს ცნო­ბილ სი­ტყვებს: „ლოდი, რო­მელ შე­უ­რა­ცხყ­ვეს მა­შე­ნე­ბელ­თა, ესე იქ­მნა თავ კი­დე­თა“. ანუ ქვა­კუ­თხედ ლო­დად იქ­მნა. თქვენ იცით, რას ნიშ­ნავს ქვა­კუ­თხე­დი ლოდი. ეს არის ლოდი, კედ­ლებს რომ აერ­თი­ა­ნებს სა­ძირ­კველ­ში, აი, ეს არის თავ­კი­დუ­რი ლოდი. „ლოდი, რო­მელ შე­უ­რა­ცხყ­ვეს მა­შე­ნე­ბელ­თა, ესე იქ­მნა თავ კი­დე­თა, უფ­ლი­სა მიერ იყო ესე და არს საკ­ვირ­ველ წი­ნა­შე თვალ­თა ჩუ­ენ­თა“.

უფა­ლი ასე­ვე ამ­ბობს, რომ ვინც ამ ლოდ­ზე და­ე­ცე­მა, ის და­იმ­ტვრე­ვა, ხოლო ვი­საც ეს ლოდი და­ე­ცე­მა, ის და­ი­ღუ­პე­ბაო. თა­ვად უფა­ლი გან­მარ­ტავს ამ იგავს. ვის გუ­ლის­ხმობს ამ ლოდ­ში? - ამ ვე­ნა­ხის პატ­რონს. ვინ არის ვე­ნა­ხის პატ­რო­ნი? - თა­ვად უფა­ლი იესო ქრის­ტე, თა­ვის თავს გუ­ლის­ხმობს, რომ ვინც ამ ლოდს და­ე­ჯა­ხე­ბა, ის და­იმ­სხვრე­ვა, ვი­საც ეს და­ე­ცე­მა, ის და­ი­ღუ­პე­ბაო. იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნებს ხში­რად ჰგო­ნი­ათ, რო­დე­საც აღ­წე­ვენ გარ­კვე­ულ ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბას, ძა­ლა­უფ­ლე­ბას, სა­მეც­ნი­ე­რო თუ ტექ­ნო­ლო­გი­ურ წარ­მა­ტე­ბას, რომ შე­უძ­ლი­ათ, ყვე­ლა­ფე­რი, მთე­ლი სამ­ყა­რო მარ­თონ. ჩვენც ასე ვფიქ­რობთ, რომ ჩვე­ნია ყვე­ლა­ფე­რი, ჩვენ ვფლობთ, ჩვენ ვართ ბა­ტონ-პა­რონ­ნი და გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ჩვენ მხო­ლოდ მუ­შა­კე­ბი ვართ, ღმერ­თის მიერ დად­გე­ნი­ლი მუ­შა­კე­ბი, რო­გორც სახ­ლის დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბი. რაც უნდა დიდ თა­ნამ­დე­ბო­ბას მი­აღ­წი­ოს ადა­მი­ან­მა, სა­ე­როს თუ სა­ეკ­ლე­სი­ოს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, იგი მა­ინც არის მუ­შა­კი, ღვთის­გან დად­გე­ნი­ლი და არა ბა­ტონ-პატ­რო­ნი.

და ის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი, ის წარ­გზავ­ნი­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც სა­უბ­რობს დღეს უფა­ლი, ამას გვახ­სე­ნებ­დნენ, რომ შენ არ ხარ ბო­ტო­ნი ამ ყვე­ლაფ­რი­სა, ეს უნდა გახ­სოვ­დეს. ამი­ტო­მაც ხო­ცავ­დნენ მათ და დღე­საც ვხე­დავთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გრძელ­დე­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი ამას გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, რა­ო­დენ დიდი ღირ­სე­ბაა, რო­დე­საც შენ ხარ არა უბ­რა­ლოდ მუ­შა­კი, არა­მედ თა­ნა­მუ­შა­კად გხდის ღმერ­თი თა­ვის შე­სა­ნიშ­ნავ ვე­ნახ­ში, როცა ჩვენ ამას გა­ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, მა­შინ უკვე ვაც­ნო­ბი­ე­რებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ღვთი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე დგას, რომ­ლე­ბიც თუნ­დაც ჩვე­ნი ერის წი­ნა­შე დგას და რო­გორც სიმ­სივ­ნე, ისეა მო­დე­ბუ­ლი, - ეს ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბა. თუ ამ აზ­როვ­ნე­ბას შე­ვიც­ვლით ჩვენ, ისე­ვე რო­გორც ეს ნათ­ქვა­მია დღეს წა­კი­თხულ სა­ხა­რე­ბა­ში.

აი, ამა­ზე გვა­ფიქ­რებს, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, დღეს უფა­ლი იესო ქრის­ტე თა­ვი­სი სა­ხა­რე­ბით და ჩვენ უნდა დავ­სვათ ეს შე­კი­თხვე­ბი: მე ხომ არ ვარ ის ბო­რო­ტი მე­ვე­ნა­ხე, მეც ხომ არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, ვის ცხოვ­რე­ბა­შიც შე­მო­დის იესო ქრის­ტე, რომ მომ­თხო­ვოს ამ ვე­ნა­ხის ნა­ყო­ფი, რო­გორც კე­თი­ლი ღვი­ნო? გახ­სოვთ, უფა­ლი თა­ვად ამ­ბობს სა­კუ­თარ თავ­ზე: „მე ვარ ვე­ნა­ხი ჭეშ­მა­რი­ტი“. ვე­ნახს ადა­რებს თავს, ჩვენ კი უარს ვე­უბ­ნე­ბით: არა, წადი ჩვენ­გან, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან. ვი­შო­რებთ, უარს ვე­უბ­ნე­ბით მას.

აი, ეს კი­თხვა უნდა დავ­სვათ დღეს და ასე­ვე შემ­დე­გი შე­კი­თხვა: სად არს ჩვე­ნი მად­ლი­ე­რე­ბა ღვთის მი­მართ? გა­მოვ­ხა­ტავ, ვავ­ლენ მე ამ მად­ლი­ე­რე­ბას? მხო­ლოდ სი­ტყვით ვავ­ლენ, თუ ჩემი საქ­მი­თაც და ჩემი ცხოვ­რე­ბი­თაც, ვავ­ლენ თუ არა მე ამ მად­ლი­ე­რე­ბას?

ამ­რი­გად, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, დღეს ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ახ­ლი­დან და­ვი­წყოთ ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ყო­ველ­თვის; მო­ვი­ნა­ნი­ოთ, ვცა­დოთ, ახ­ლი­დან და­ვი­წყოთ ცხოვ­რე­ბა, რომ ასე­თი კე­თი­ლი მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი გავ­ხდეთ და გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ჩვე­ნი მად­ლი­ე­რე­ბა. რას ნიშ­ნავს მად­ლი­ე­რე­ბა? ეს ნიშ­ნავს, რომ სი­ხა­რუ­ლი მი­ა­ნი­ჭო ღმერ­თს, გა­ა­ხა­რო შენი ქცე­ვით, შენი აზ­როვ­ნე­ბით, შენი ცხოვ­რე­ბით და ასე­ვე გა­ა­ხა­რო მოყ­ვა­სი და გა­მო­ვი­ღოთ კე­თი­ლი ნა­ყო­ფი იმის­გან, რაც დღეს სა­ხა­რე­ბა­ში მო­ვის­მი­ნეთ უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტეს მიერ, რომ­ლი­სა არს დი­დე­ბა, პა­ტი­ვი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა უკუ­ნი­სამ­დე, ამინ”, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123 321
6

მიუხედავად იმისა რომ მართლმადიდებელი ვარ, მგონია მაგალითი მღვდელმა უნდა მისცეს პირველმა თუ როგორ უნდა იცხოვრო ამქვეყნად. ჯიპები არ აკლიათ და სახლები, არაფერს იკლებენ და აქეთ მოგვიწოდებენ. ვერავინ დამარწმუნა რატომ უნდა იაროს მღვდელმა 100000 დოლარიანი ჯიპით. ის მახსენდება სულ მამაო, ქრისტე გამხდარი იყო და თქვენ რამ გაგასუქათო

ოფლითა შენითაო !!!
7

ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი არსობისაო! განა ხალხის კისრიდან ამოღებული მილიონებითო,ან ხალხის საძოვარ სახნავთა წართმევითაო და ხალხის ღატაკად დატოვებითაო! როდის ერთხელ გამოვიდა ამ ძნელბედობის ჟამს საპატრიარქო გაჭირვებული ხალხის დასაცავად? არ მახსენდება. მხოლოდ საკუთარი ინტერესების და ქონებრივი კეთილდღეობის გამო იწუხებდნენ თავს. აბა რად ითხოვს ეხლა შიო მუჯირი ხალხის თანაგრძნობას, როცა არავითარი თანაგრძნობა თავად არ დაუთესიათ ხალხში? ხალხის გადასარჩენად ვაქცინაციისაკენაც კი არ გააკეთეს მოწოდება. ხოდა რაც დაიმსახურეს,იმას მიიღებენ ხალხისგან; სიყვარული სიყვარულის წილ და სიძულვილი სიძულვილის წილ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძალაუფლებას, შეუძლიათ ყველაფერი მართონ - გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ სახლის დროებითი მმართველები ვართ" - მეუფე შიო

"ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძალაუფლებას, შეუძლიათ ყველაფერი მართონ - გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ სახლის დროებითი მმართველები ვართ" - მეუფე შიო

ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძლევამოსილებას, ძალაუფლებას, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიურ წარმატებას, რომ შეუძლიათ ყველაფერი, მთელი სამყარო მართონ - გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ მუშაკები ვართ, ღმერთის მიერ დადგენილი მუშაკები, როგორც სახლის დროებითი მმართველები, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცადა.

როგორც მან აღნიშნა, რაც უნდა დიდ თანამდებობას მიაღწიოს ადამიანმა, საეროს თუ საეკლესიოს, არ აქვს მნიშვნელობა, იგი მაინც არის მუშაკი, ღვთისგან დადგენილი და არა ბატონ-პატრონი.

მეუფე შიომ ქადაგებისას სახარებაში წარმოდგენილი იგავის შესახებ ისაუბრა:

“ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა.

დღეს წმინდა სახარებაში წარმოდგენილია იგავი ბოროტ მევენახეებზე, რომლებიც აღმოჩნდნენ მოღალატენი. უფალი იესო ქრისტე ამ იგავს ეტყვის ისრაელის მთავრებსა და მღვდელმთავრებს. ყველა იგავს აქვს ხოლმე არაერთი განმარტების შრე. ამ იგავის განმარტების პირველი შრე, რა თქმა უნდა, ეს არის ისრაელის ისტორია, მაგრამ ეს არ ეხება მარტო ებრაელ ერს, არამედ ყველა ხალხს, საერთოდ, კაცობრიობას და ყოველ ადამიანს. ეს არის იგავი ღმერთის წინაშე ჩვენს უმადურობაზე იმ სიყვარულის, იმ სასწაულებისა და სიკეთის სანაცვლოდ, რომელთაც უფალი გვიკეთებს ჩვენ და გაუკეთებია ჩვენს გულქვაობაზე, ჩვენს უგრძნობლობაზე, ჩვენს უმადურობაზე, რასაც ჩვენ ვიჩენთ, იმიტომ რომ უფრო მეტად ვფიქრობთ ჩვენს თავზე, ვიდრე იმაზე, თუ რა უხარია, რა სურს ღმერთს და კიდევ უფრო ნაკლებად ვფიქრობთ მოყვასზე.

ეს მევენახეები უარს ამბობენ, რომ ვენახის პატრონს, ბატონს, მფლობელს, დაუბრუნონ, მისცენ ნაყოფი. ბატონი აგზავნის თავის მსახურებს, რომ ეს ნაყოფი წამოიღონ, მაგრამ ზოგიერთ მათგანს სცემენ, ზოგს ქვით ჩაქოლავენ, ზოგს კლავენ. ბოლოს ბატონი თავის შვილს, თავის ძეს აგზავნის იმ იმედით, რომ შვილის შერცხვებათ, მაგრამ მისი შვილის მოკვდინებასაც გადაწყვეტენ. აი, ასეთი იგავია. იგავი იმაზეა, რომ ღმერთმა შექმნა ეს სამყარო, „გარეშეზღუდა“ ის; შესანიშნავად არის აღწერილი, რომ ზღუდე შემოავლო, საწნახელიც გაამზადა იქ. ეს ზღუდე არის უფლის განგებულება, მისი მფარველობა, მისი მმართველობა. უფალმა ეს სამყარო იმისთვის შექმნა, რომ ის იყოს სამეფო სიყვარულისა, სამეფო სიხარულისა, ურთიერთობისა და რწმენისა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რას დაამსგავსეს ადამიანებმა ის. შეიძლება ჩვენს თავსაც მივაწეროთ ეს, რას დავამსგავსეთ აი, ეს კეთილი ვენახი, უფლის მიერ ბოძებული სამყარო რას დაემსგავსა დღეს. ეს არის ადგილი, სადაც სიცოცხლე უკვე სახიფათო და საშიში გახდა. იღვრება სისხლი და ადგილი აქვს ისეთ საქციელებს, ისეთ სისასტიკეს, ისეთ არაადამიანობას. აი, ამ ყველაფერზე მოგვითხრობს ეს იგავი, რომ საუკუნეების განმავლობაში უფალი აგზავნიდა თავის მოციქულებს, წინასწარმეტყველებს, პატრიარქებს, იოანე ნათლისმცემელს, წმინდა მამებს და სხვებს, ისინი გვახსენებდნენ, რომ ეს ყველაფერი სიყვარულისთვის არის შექმნილი, მაგრამ ზუსტად, როგორც იგავშია, ზოგი სცემეს, ზოგი ქვით ჩაქოლეს, ზოგს არ დაუჯერეს, ზოგი მოკლეს. ისევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჩვენს თავსაც უნდა მივაწეროთ, იმიტომ რომ აქ არ არის მხოლოდ ებრაელებზე საუბარი, არამედ ყველაფერი, რაც მოცემული გვაქვს ამ ცხოვრებაში, ეს იქნება მსოფლიო მასშტაბით თუ ერის მასშტაბით, ჩვენი პირადული მასშტაბით, ეს ყველაფერი ამას ეხება; ჩვენი ოჯახიც, ჩვენი შვილებიც, ჩვენი ინტელექტიც, გონებაც, სულიც, გულიც, ყველაფერი ეს არის ის ვენახი, რომელიც უფალმა გვიბოძა და რომლის ნაყოფსაც ელოდება ჩვენგან.

რით ვპასუხობთ ჩვენ? განა მადლიერებით ვპასუხობთ? შეიძლება ზოგჯერ სიტყვიერად რაღაც წამოგვცდეს და ამით შემოვიფარგლებით ხოლმე, იმიტომ, რომ, ვიმეორებ, ადამიანი უმეტესად ფიქრობს იმაზე, რომ თვითონ დაადგინოს, რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, რა არის მისაღები და რა - არა, და არა ის, რასაც მიიჩნევს ასეთად ღმერთი.

შემდეგ უფალი იესო ქრისტე ჰკითხავს თავის მსენელებს, როგორ ფიქრობთ, რას უზამს ეს ვენახის პატრონი ამ ბოროტ მევენახეებს ამ ყველაფრის გამოო. ისინი პასუხობენ: „ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდენ“, ანუ სიკვდილით დასჯის, დახოცავს მათ, ვენახს კი წაართმევს და მისცემს სხვა მევენახეებსო. შემდეგ თავად უფალი იესო ქრისტე განმარტავს და ამბობს ცნობილ სიტყვებს: „ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა“. ანუ ქვაკუთხედ ლოდად იქმნა. თქვენ იცით, რას ნიშნავს ქვაკუთხედი ლოდი. ეს არის ლოდი, კედლებს რომ აერთიანებს საძირკველში, აი, ეს არის თავკიდური ლოდი. „ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა“.

უფალი ასევე ამბობს, რომ ვინც ამ ლოდზე დაეცემა, ის დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ეს ლოდი დაეცემა, ის დაიღუპებაო. თავად უფალი განმარტავს ამ იგავს. ვის გულისხმობს ამ ლოდში? - ამ ვენახის პატრონს. ვინ არის ვენახის პატრონი? - თავად უფალი იესო ქრისტე, თავის თავს გულისხმობს, რომ ვინც ამ ლოდს დაეჯახება, ის დაიმსხვრევა, ვისაც ეს დაეცემა, ის დაიღუპებაო. იმიტომ, რომ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძლევამოსილებას, ძალაუფლებას, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიურ წარმატებას, რომ შეუძლიათ, ყველაფერი, მთელი სამყარო მართონ. ჩვენც ასე ვფიქრობთ, რომ ჩვენია ყველაფერი, ჩვენ ვფლობთ, ჩვენ ვართ ბატონ-პარონნი და გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ მუშაკები ვართ, ღმერთის მიერ დადგენილი მუშაკები, როგორც სახლის დროებითი მმართველები. რაც უნდა დიდ თანამდებობას მიაღწიოს ადამიანმა, საეროს თუ საეკლესიოს, არ აქვს მნიშვნელობა, იგი მაინც არის მუშაკი, ღვთისგან დადგენილი და არა ბატონ-პატრონი.

და ის წინასწარმეტყველები, ის წარგზავნილები, რომლებზეც საუბრობს დღეს უფალი, ამას გვახსენებდნენ, რომ შენ არ ხარ ბოტონი ამ ყველაფრისა, ეს უნდა გახსოვდეს. ამიტომაც ხოცავდნენ მათ და დღესაც ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გრძელდება. თუ ადამიანი ამას გააცნობიერებს, რაოდენ დიდი ღირსებაა, როდესაც შენ ხარ არა უბრალოდ მუშაკი, არამედ თანამუშაკად გხდის ღმერთი თავის შესანიშნავ ვენახში, როცა ჩვენ ამას გავაცნობიერებთ, მაშინ უკვე ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ღვთისა და ადამიანების წინაშე. ასეთ შემთხვევაში მრავალი პრობლემა, რომლებიც მსოფლიოს წინაშე დგას, რომლებიც თუნდაც ჩვენი ერის წინაშე დგას და როგორც სიმსივნე, ისეა მოდებული, - ეს ყველაფერი მოგვარდება. თუ ამ აზროვნებას შევიცვლით ჩვენ, ისევე როგორც ეს ნათქვამია დღეს წაკითხულ სახარებაში.

აი, ამაზე გვაფიქრებს, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს უფალი იესო ქრისტე თავისი სახარებით და ჩვენ უნდა დავსვათ ეს შეკითხვები: მე ხომ არ ვარ ის ბოროტი მევენახე, მეც ხომ არ ვარ ის ადამიანი, ვის ცხოვრებაშიც შემოდის იესო ქრისტე, რომ მომთხოვოს ამ ვენახის ნაყოფი, როგორც კეთილი ღვინო? გახსოვთ, უფალი თავად ამბობს საკუთარ თავზე: „მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი“. ვენახს ადარებს თავს, ჩვენ კი უარს ვეუბნებით: არა, წადი ჩვენგან, ჩვენი ცხოვრებიდან. ვიშორებთ, უარს ვეუბნებით მას.

აი, ეს კითხვა უნდა დავსვათ დღეს და ასევე შემდეგი შეკითხვა: სად არს ჩვენი მადლიერება ღვთის მიმართ? გამოვხატავ, ვავლენ მე ამ მადლიერებას? მხოლოდ სიტყვით ვავლენ, თუ ჩემი საქმითაც და ჩემი ცხოვრებითაც, ვავლენ თუ არა მე ამ მადლიერებას?

ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ შეიძლება ახლიდან დავიწყოთ ცხოვრება, როგორც ყოველთვის; მოვინანიოთ, ვცადოთ, ახლიდან დავიწყოთ ცხოვრება, რომ ასეთი კეთილი მევენახეები გავხდეთ და გამოვავლინოთ ჩვენი მადლიერება. რას ნიშნავს მადლიერება? ეს ნიშნავს, რომ სიხარული მიანიჭო ღმერთს, გაახარო შენი ქცევით, შენი აზროვნებით, შენი ცხოვრებით და ასევე გაახარო მოყვასი და გამოვიღოთ კეთილი ნაყოფი იმისგან, რაც დღეს სახარებაში მოვისმინეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ”, - განაცხადა მეუფე შიომ.