პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩიკა მოკვდა! გლოვობს მთელი საქართველო. გამიგიჟდა ჩემი ცოლი და მისი დაქალები" - რას წერს რომან გოცირიძე
"ჩიკა მოკვდა!  გლოვობს მთელი საქართველო.  გამიგიჟდა ჩემი ცოლი და მისი დაქალები" - რას წერს რომან გოცირიძე

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მან გო­ცი­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" პერ­სო­ნა­ჟის - ჩი­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა:

"ჩიკა მოკ­ვდა!

გლო­ვობს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო.

გა­მი­გიჟ­და ჩემი ცოლი და მისი და­ქა­ლე­ბი.

ქეთი დევ­და­რი­ა­ნი­სა­გან მო­ი­თხოვს, გა­ა­ცო­ცხლოს ისე­ვე, რო­გორც გა­ა­ცო­ცხლეს ჯონ სნოუ.

პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რომ ღა­ლა­ტი არ აპა­ტი­ეს. გა­და­დი­ოდ­ნიდ­ნენ “რუს­თა­ვი­დან” “იმედ­ში”, ბრუნ­დე­ბოდ­ნენ “იმე­დი­დან” “რუს­თავ­ში,” თუ “მთა­ვარ­ში”, კრი­ტი­კულ არ­ხებ­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი შო­უ­ე­ბის მთე­ლი ჟი­უ­რი და სა­რეკ­ლა­მო სა­ხე­ე­ბი გა­და­ბარ­გდე­ბოდ­ნენ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არ­ხებ­ზე, მერე ზო­გი­ერ­თი ისევ გად­მო­ბარ­გდე­ბო­და უკან. რო­გორ უნდა გე­საყ­ვე­დუ­რა, როცა ეს ქარ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი იყო? გუ­შინ­დე­ლი ნაცი დღეს ქო­ცია, გუ­შინ­დე­ლი ქოცი დღეს ნა­ცია, ლე­ი­ბო­რის­ტი რომ იყო, მერე კა­პი­ტა­ლის­ტე­ბის პარ­ტი­ის სახე გახ­და, მღვდე­ლი რომ გე­გო­ნა, თურ­მე რუ­სე­თის აგენ­ტი ყო­ფი­ლა. იტყვით ალ­ბათ, ჩი­კას ღა­ლა­ტი აქ რა მო­სა­ტა­ნი­აო? ყო­ფი­ლა მო­სა­ტა­ნი და თა­ნაც რო­გორ...

აიღო და მოკ­ლა, მოკ­ლა და თა­ნაც რო­გორ, პის­ტო­ლე­ტით კი არა, ბო­რო­ტი სე­ნით კი არა, მოკ­ლა სა­სა­ცი­ლოდ, და­მამ­ცი­რებ­ლად, მშრა­ლი ყი­ნუ­ლით სავ­სე აბა­ზა­ნა­ში ჩა­აწ­ვი­ნა და გა­ყი­ნა პა­პა­ნა­ქე­ბა სი­ცხე­ში. ჩემი ცოლი და მისი და­ქა­ლე­ბი იმედს არ კარ­გა­ვენ - რად­გან სან­ტეს ნა­ყი­ნი­ვით გა­ყი­ნა, შე­იძ­ლე­ბა მერე გა­ცო­ცხლე­ბას უპი­რებ­სო, ხომ შე­იძ­ლე­ბა ფილმმა ჟან­რი ცო­ტა­თი შე­იც­ვა­ლოს, ფან­ტა­ზი­ის ელე­მენ­ტე­ბი გა­უ­რი­ო­სო.

არა, ვე­უბ­ნე­ბი მე! არ გა­ა­ცო­ცხლებს, მო­საკ­ლა­ვი უნდა მოკ­ვდეს! შენც დევ­და­რი­ა­ნი­ვით ბო­რო­ტი ყო­ფილ­ხა­რო.

დიახ, კე­თი­ლი ბო­რო­ტი ვარ!" - წერს რო­მან გო­ცი­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზოია
0

ყველას უყურებია...აბა,საიდან იციან,რომ ცუდია,გოიმურია,სცენარი არ ვარგა.....სულ დეტალებში აკრიტიკებენ..

ტოტო
34

ბოლოს ყველას დახოცავს,ვინც გაბედავს მაგ ტელევიზიიდან წასვლას.ჯერ მარტო მაგ საქციელზე ეტყობა ჯანზე,რომ ვერაა ვერც სცენარისტი,ვერც რეჟისორი.

მერე,თუ ისევ დაბრუნდება არხზე,აღმოჩნდება,რომ სხვა დამარხეს,ხოლო ეს ქალბატონი იმალებოდა. უფრო თანამედროვე იქნებოდა კოვიდი ან შიდსი,ან ჰეპატიტი ც დამართოდა,უფრო თანამედროვეა,მაგრამ სადიზმის ელემენტები გაურია. მე არ მინახია,კუპონას სიტყვებიდან ვწერ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩიკა მოკვდა! გლოვობს მთელი საქართველო. გამიგიჟდა ჩემი ცოლი და მისი დაქალები" - რას წერს რომან გოცირიძე

"ჩიკა მოკვდა!  გლოვობს მთელი საქართველო.  გამიგიჟდა ჩემი ცოლი და მისი დაქალები" - რას წერს რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟის - ჩიკას გარდაცვალებას ეხმიანება:

"ჩიკა მოკვდა!

გლოვობს მთელი საქართველო.

გამიგიჟდა ჩემი ცოლი და მისი დაქალები.

ქეთი დევდარიანისაგან მოითხოვს, გააცოცხლოს ისევე, როგორც გააცოცხლეს ჯონ სნოუ.

პირველი შემთხვევაა, რომ ღალატი არ აპატიეს. გადადიოდნიდნენ “რუსთავიდან” “იმედში”, ბრუნდებოდნენ “იმედიდან” “რუსთავში,” თუ “მთავარში”, კრიტიკულ არხებზე რეიტინგული მუსიკალური შოუების მთელი ჟიური და სარეკლამო სახეები გადაბარგდებოდნენ სახელისუფლებო არხებზე, მერე ზოგიერთი ისევ გადმობარგდებოდა უკან. როგორ უნდა გესაყვედურა, როცა ეს ქართული ცხოვრების წესი იყო? გუშინდელი ნაცი დღეს ქოცია, გუშინდელი ქოცი დღეს ნაცია, ლეიბორისტი რომ იყო, მერე კაპიტალისტების პარტიის სახე გახდა, მღვდელი რომ გეგონა, თურმე რუსეთის აგენტი ყოფილა. იტყვით ალბათ, ჩიკას ღალატი აქ რა მოსატანიაო? ყოფილა მოსატანი და თანაც როგორ...

აიღო და მოკლა, მოკლა და თანაც როგორ, პისტოლეტით კი არა, ბოროტი სენით კი არა, მოკლა სასაცილოდ, დამამცირებლად, მშრალი ყინულით სავსე აბაზანაში ჩააწვინა და გაყინა პაპანაქება სიცხეში. ჩემი ცოლი და მისი დაქალები იმედს არ კარგავენ - რადგან სანტეს ნაყინივით გაყინა, შეიძლება მერე გაცოცხლებას უპირებსო, ხომ შეიძლება ფილმმა ჟანრი ცოტათი შეიცვალოს, ფანტაზიის ელემენტები გაურიოსო.

არა, ვეუბნები მე! არ გააცოცხლებს, მოსაკლავი უნდა მოკვდეს! შენც დევდარიანივით ბოროტი ყოფილხარო.

დიახ, კეთილი ბოროტი ვარ!" - წერს რომან გოცირიძე.