საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოტოციკლის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია..." - ცნობილი ტელეპროდიუსერის მეუღლე და 4 შვილიშვილის ბებია ზღვისპირეთში ცხოვრების ხიბლზე
"მოტოციკლის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია..." - ცნობილი ტელეპროდიუსერის მეუღლე და 4 შვილიშვილის ბებია ზღვისპირეთში ცხოვრების ხიბლზე

ნატო ჭე­ლი­ძე პრო­ფე­სი­ით ექი­მი სან-ჰი­გი­ე­ნის­ტია. გვე­უბ­ნე­ბა, რომ აქვს ფტი­ზი­ატ­რად მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, ასე­ვე მე­ცხრე სა­ა­ვად­მყფო­ში ლა­ზე­რუ­ლი აპა­რა­ტი­თაც მუ­შა­ობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით "მა­ესტროს" ტე­ლეს­კო­ლა­ში მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცია ეკა­ვა. ბოლო 10 წე­ლია მე­უღ­ლეს­თან, ცნო­ბილ ტე­ლეპ­რო­დი­უ­სერ მა­მუ­კა ღლონტთან ერ­თად დე­და­ქა­ლა­ქი და­ტო­ვა და ზღვის­პი­რეთ­ში, კერ­ძოდ, კაპ­რო­ვან­ში და­სახ­ლდა.

კაპ­რო­ვა­ნი პა­ტა­რა სო­ფე­ლია, რო­მე­ლიც ურეკ­სა და შეკ­ვე­თილს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. იქ თურ­მე ადრე სტა­რო­ვე­რე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო 90-იან წლებ­ში და­ტო­ვეს. მას მერე ამ ად­გი­ლის პირ­ვე­ლი მო­სახ­ლე ღლონ­ტე­ბის ოჯა­ხი აღ­მოჩ­ნდა და პირ­ვე­ლი პა­ტა­რა, ვინც იქ გა­ი­ზარ­და, მათი შვი­ლიშ­ვლი სე­სი­ლი ავა­ლი­ა­ნია.

ღლონ­ტებს იქ ად­რე­უ­ლი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი აგა­რა­კი ჰქონ­დათ და მა­შინ, რო­დე­საც დე­და­ქა­ლა­ში აქ­ტი­უ­რად საქ­მი­ა­ნობ­დნენ, იქა­უ­რო­ბას მხო­ლოდ და­სას­ვე­ნებ­ლად პე­რი­ო­დუ­ლად სტუმ­რობ­დნენ... 10 წლის წინ კი ბა­ტონ­მა მა­მუ­კამ და ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ტომ კაპ­რო­ვან­ში ცხოვ­რე­ბას ალღო მარ­ტი­ვად აუ­ღეს.

თა­ვი­დან გარ­შე­მო ერთი მე­ზო­ბე­ლიც არ ჰყავ­დათ. მათ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლას ჭა­ო­ბი იყო. არ იყო დენი, გაზი, კა­ნა­ლი­ზა­ცია, მაგ­რამ მა­თი­ვე აქ­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვით იქა­უ­რო­ბა ნამ­დვილ სა­მო­თხეს და­ემ­სგავ­სა. ბოლო წლებ­ში ისი­ნი იქ უკვე ზამ­თარ-ზა­ფხულს ცხოვ­რო­ბენ. ამა­სო­ბა­ში სო­ფე­ლიც, მო­სახ­ლე­ე­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ივ­სო.

ამ­ჯე­რად AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რი ნატო ჭე­ლი­ძე გახ­ლავთ:

- ქა­ლაქ­ში აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­დეგ არ იყო რთუ­ლი ქა­ლაქ­გა­რეთ და­სახ­ლე­ბა?

- ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უცებ არ მიგ­ვი­ღია. რო­დე­საც აქ წლე­ბის წინ სა­ა­გა­რე სახ­ლი ავა­შე­ნეთ, პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მოვ­დი­ო­დით, მაგ­რამ მა­შინ არ ვფიქ­რობ­დით, თუ კაპ­რო­ვან­ში დავ­სახ­ლდე­ბო­დით. ამის იდეა მა­შინ გაჩ­ნდა, რაც პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი სე­სი­ლი და­ი­ბა­და...

ერთხე­ლაც, მა­მუ­კა ჰა­მაკ­ში იწვა, ის­ვე­ნებ­და და ასე­თი აზრი მო­უ­ვი­და - შემ­თხვე­ვით, აქ ერთი ოთა­ხი ხომ არ გაგ­ვე­ქი­რა­ვე­ბი­ნაო? იდე­ას მეც ავ­ყე­ვი. ერთ სახ­ლს მე­ო­რე კო­ტე­ჟი და­ე­მა­ტა, მე­ო­რეს მე­სა­მე და მერე უკვე სა­ჭი­რო გახ­და, მუდ­მი­ვად აქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით.

- სა­ო­ცარ ბუ­ნე­ბა­ში ხართ, ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც ლა­მა­ზია, მაგ­რამ თქვენს ეზო-კარს პატ­რო­ნის, ანუ თქვე­ნი ხელი ეტყო­ბა. ჩანს, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი შრო­მა და ენერ­გია გაქვთ ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩა­დე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ყე­ვით ამა­ზე...

- მა­მუ­კა პროფ­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რია და სახ­ლე­ბი, რაც ჩვენს ეზო­შია, მისი დაპ­რო­ექ­ტე­ბულ-აშე­ნე­ბუ­ლია. და­ნარ­ჩე­ნი - გამ­წვა­ნე­ბა, მცე­ნა­რე­ე­ბი, ეზოს მო­წყო­ბა, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი - უმე­ტე­სად ჩემი ნა­მუშ­ვა­რია. მარ­თა­ლია ყვა­ვი­ლე­ბი მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ მა­მუ­კაც აქ­ტი­უ­რად არის მათ მოვ­ლა­ში ჩემ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლი. სა­ერ­თოდ, ორი­ვემ და ალ­ბათ ტან­დემ­ში შევ­ძე­ლით ეს ყვე­ლა­ფე­რი.

ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა არ იყო რთუ­ლი, მაგ­რამ ამას ალ­ბათ ასაკ­მაც შე­უ­წყო ხელი, ან აქ იმ­დე­ნად კარ­გია, რომ არ გაგ­ვი­ჭირ­და, - ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლად ვერ გი­პა­სუ­ხებთ, ვფიქ­რობ, ორი­ვე იყო... ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი ზღვა­ზე ცხოვ­რე­ბა­ზე და ისე მოხ­და, რომ ეს ოც­ნე­ბა უკვე დიდი ხა­ნია, რე­ა­ლო­ბად იქცა...

ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბის ნოს­ტალ­გია სა­ერ­თოდ არ მაქვს. უბ­რა­ლოდ, ჩე­მე­ბი მე­ნატ­რე­ბი­ან, ვინც იქ მყავს და ეს არის...

- არა მარ­ტო მცე­ნა­რე­ე­ბი, საყ­ვა­რე­ლი ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბიც გყავთ, რომ­ლე­ბიც თქვენ­თან თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნო­ბენ. გა­მორ­ჩე­უ­ლია თქე­ნი ფრან­გუ­ლი ბულ­დო­გი "კო­ჭო­ია" და ასე­ვე "ბზი­კიც". მათ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც კარ­გად იც­ნო­ბენ...

- კი... კა­ტაც გვყავ­და "ვე­ფხო", მაგ­რამ მამ­რი იყო და თბი­ლის­ში საქ­მე­ზე რომ გვი­წევ­და წას­ვლა, ეტყო­ბა, იმ პე­რი­ოდ­ში სხვას ეკედ­ლე­ბო­და ხოლ­მე და ერთხე­ლაც რომ ჩა­მო­ვე­დით, აქ აღარ დაგ­ვხვდა.

"კო­ჭოს" სა­ხით მა­მუ­კამ სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თა და ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. "ბზი­კი" კი მა­მუ­კა­სია, სულ მას შეს­ცი­ცი­ნებს. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია. კოჭო კი ნამ­დვი­ლი მსა­ხი­ო­ბია, მა­მუ­კა რა როლ­საც მი­ა­ნი­ჭებს, იმ როლს თა­მა­შობს.

- ბუ­ნე­ბას­თან ახ­ლოს ხართ, სუფ­თა ჰა­ერ­ზე, უვ­ლით მცე­ნა­რე­ებს, ცხო­ვე­ლებს... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ შრო­მა­ში ხართ, ასე­თი ჯან­სა­ღი და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო ადა­მი­ანს ალ­ბათ სიმ­შვი­დეს ანი­ჭებს, არა?

- ასეა. ამ გა­რე­მო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა და უბ­რა­ლოდ ყოფ­ნაც სა­სარ­გებ­ლოა, გო­ნე­ბა მარ­თლაც ის­ვე­ნებს. სა­ერ­თოდ სხვა ცხოვ­რე­ბაა. მე მთა­შიც ვყო­ფილ­ვარ, მთაც მიყ­ვარს, რაჭ­ვე­ლი ვარ და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ფე­ლი მაქვს, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც იქ ვერ ვი­ცხოვ­რებ. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ზღვა­ზე ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ვთქვი, ყო­ველ­თვის ჩემი დიდი სურ­ვი­ლი იყო.

- მა­მუ­კა ღლონ­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის სა­თა­ვე­ში იყო, აქ­ტი­უ­რად საქ­მი­ა­ნობ­და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. ნუთუ იმ პე­რი­ო­დის მო­ნატ­რე­ბა სულ არ გაქვთ? ამ­ჯე­რად იმ ყვე­ლაფ­რის­გან ხომ რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ცხოვ­რობთ...

- ახ­ლან­დე­ლი ცხოვ­რე­ბის ხიბლს არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა. ის კი უბ­რა­ლოდ ახალ­გაზ­რდუ­ლი პე­რი­ო­დის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. თუმ­ცა მა­შინ იმას ვერც ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ ეს ჯო­ბია და ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში ჯო­ბია. ისიც არის, რომ ადრე ასე არ იყო, ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბას ხალ­ხი დი­დად არ ეტა­ნე­ბო­და, თო­რემ ალ­ბათ ამას მა­შინ ავირ­ჩევ­დი.

- ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც ზრდით, მათ­ზე ზრუ­ნავთ და ისი­ნიც დიდ დროს თქვენ­თან ატა­რებ­დენ... რო­გო­რია ბე­ბი­ის როლი?

- სე­სი­ლი გაჩ­ნდა თუ არა, 4 თვის ასაკ­ში აქ წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. იმის მერე აქ იყო და კაპ­რო­ვა­ნე­ლად ით­ვლე­ბა. ახლა მე­ო­რე კლას­ში გა­და­ვი­და, სწავ­ლა და­ი­წყო და ამი­ტომ აქე­დან 2 დღის წინ წა­ვი­და... 4 შვი­ლიშ­ვი­ლი გვყავს - უფ­როს შვილს სამი შვი­ლი ჰყავს - სე­სი­ლი, მა­ტა­სი და სან­დრო ავა­ლი­ა­ნე­ბი, შუ­ა­თა­ნას შვი­ლი ჯერ არ ჰყავს და უმ­ცროსს კი - ვაჩე ჰყავს. ბე­ბი­ის როლი გა­და­სა­ე­ვია, ამას არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა. რომ ამ­ბობ­დნენ - ბე­ბია და ბა­ბუა რომ გახ­დე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, გა­გიჟ­დეო, მარ­თლა ასეა. თით­ქოს ჩვე­ნი შვი­ლე­ბის პა­ტა­რა­ო­ბა­ში დავ­ბრუნ­დით. შვი­ლე­ბის პა­ტა­რო­ბა ადა­მი­ანს ხომ გე­ნატ­რე­ბა და ამ მო­ნატ­რე­ბას შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი გივ­სე­ბენ. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი და ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია.

- თქვე­ნი ჯან­სა­ღი ცხო­რე­ბის კი­დევ ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი ისაა, რომ მუდ­მი­ვად ვე­ლო­სი­პე­დით და მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბით. რო­დი­დან მარ­თავთ ამ ტრან­სპორ­ტს?

- კარ­გა ხა­ნია. მა­მუ­კამ რომ და­ი­წყო მო­ტო­ციკ­ლით სი­ა­რუ­ლი, მეც მა­შინ და­ვი­წყე მისი მარ­თვა, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. უბ­რა­ლოდ, ჩვენ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ასე მა­სობ­რი­ვი არ იყო მოტო და სკუ­ტე­რი, თუმ­ცა ვე­ლო­სი­პე­დით სულ დავ­დი­ო­დი. ამის გა­რე­შე ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა ჩემი თავი.

მოკ­ლედ, თბი­ლის­ში მოტო სკუ­ტე­რი რო­გორც კი გაჩ­ნდა, მგო­ნი, იმ ქალ­ბა­ტო­ნებს შო­რის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მეც ვი­ყა­ვი, ვინც მის მარ­თვას შე­უდ­გა. თა­ვი­დან პა­ტა­რა სკუ­ტე­რით და­ვი­წყე, ახლა უკვე 130-ია­ნით გა­და­ა­ვად­გილ­დე­ბი. მან­ქა­ნა კი გვყავს, მაგ­რამ ვე­ლო­სი­პე­დი და მო­ტო­ციკ­ლი სულ სხვა რამ არის. გუ­შინ მა­გა­ლი­თად, აქე­დან ბა­თუმ­ში ვე­ლო­სი­პე­დით წა­ვე­დით. ეს ის ტრან­სპორ­ტია, რომ­ლი­თაც სა­ცობს ვერ გრძნობ. მერე ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც სა­სარ­გებ­ლოა.

- რა რჩე­ვა შე­გიძ­ლი­ათ მის­ცეთ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ, მაგ­რამ ჯერ ვერ ახერ­ხე­ბენ ამას?

- თუ სურ­ვი­ლი აქვთ, ალ­ბათ უნდა მო­ა­ხერ­ხონ კი­დეც სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში. აქ ცხოვ­რე­ბა და ყოფ­ნა ემო­ცი­უ­რად სხვა გან­ცდებს გა­ნი­ჭებს. შორს ხარ ქა­ლა­ქის რუ­ტი­ნის­გან, სუნ­თქავ სუფ­თა ჰა­ერს და შენ­თვის ფუს­ფუ­სებ და შრო­მობ ოჯა­ხით­ვის სა­სა­რებ­ლოდ. ყვე­ლას სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბას და სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასმათი
0

ძალიან გამეხარდა მათი ამბავი.ამრავლოს ღმერთმა თქვენნაირი ქართველები.

მაია
0

იხარეთ და იბედნიერეთ. მიხარია როცა ასეთ შემდგარ წყვილებს გვაცნობთ. მამუკას როგორც თავისი სფეროს პროფესიონალს ტელევიზიიდან ვიცნობდით და ოჯახიც სამაგალითო ჰყოლია.როცა წყვილი შემდგარი და შრომისმოყვარეა ის ყველგან აწყობს ცხოვრებას ქალაქში და ქალაქ გარეთაც. და ცხოვრება სწორედ მიჰყავს. იმრავლოს თქვენნაერმა ოჯახებმა.

ავტორი:

"მოტოციკლის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია..." - ცნობილი ტელეპროდიუსერის მეუღლე და 4 შვილიშვილის ბებია ზღვისპირეთში ცხოვრების ხიბლზე

"მოტოციკლის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია..." - ცნობილი ტელეპროდიუსერის მეუღლე და 4 შვილიშვილის ბებია ზღვისპირეთში ცხოვრების ხიბლზე

ნატო ჭელიძე პროფესიით ექიმი სან-ჰიგიენისტია. გვეუბნება, რომ აქვს ფტიზიატრად მუშაობის გამოცდილება, ასევე მეცხრე საავადმყფოში ლაზერული აპარატითაც მუშაობდა. მოგვიანებით "მაესტროს" ტელესკოლაში მენეჯერის პოზიცია ეკავა. ბოლო 10 წელია მეუღლესთან, ცნობილ ტელეპროდიუსერ მამუკა ღლონტთან ერთად დედაქალაქი დატოვა და ზღვისპირეთში, კერძოდ, კაპროვანში დასახლდა.

კაპროვანი პატარა სოფელია, რომელიც ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარეობს. იქ თურმე ადრე სტაროვერები ცხოვრობდნენ, რომლებმაც საქართველო 90-იან წლებში დატოვეს. მას მერე ამ ადგილის პირველი მოსახლე ღლონტების ოჯახი აღმოჩნდა და პირველი პატარა, ვინც იქ გაიზარდა, მათი შვილიშვლი სესილი ავალიანია.

ღლონტებს იქ ადრეული წლებიდან მოყოლებული აგარაკი ჰქონდათ და მაშინ, როდესაც დედაქალაში აქტიურად საქმიანობდნენ, იქაურობას მხოლოდ დასასვენებლად პერიოდულად სტუმრობდნენ... 10 წლის წინ კი ბატონმა მამუკამ და ქალბატონმა ნატომ კაპროვანში ცხოვრებას ალღო მარტივად აუღეს.

თავიდან გარშემო ერთი მეზობელიც არ ჰყავდათ. მათ საცხოვრებელ ადგილას ჭაობი იყო. არ იყო დენი, გაზი, კანალიზაცია, მაგრამ მათივე აქტიური ძალისხმევით იქაურობა ნამდვილ სამოთხეს დაემსგავსა. ბოლო წლებში ისინი იქ უკვე ზამთარ-ზაფხულს ცხოვრობენ. ამასობაში სოფელიც, მოსახლეებით ფაქტობრივად, შეივსო.

ამჯერად AMBEBI.GE-ს სტუმარი ნატო ჭელიძე გახლავთ:

- ქალაქში აქტიური საქმიანობის შემდეგ არ იყო რთული ქალაქგარეთ დასახლება?

- ეს გადაწყვეტილება უცებ არ მიგვიღია. როდესაც აქ წლების წინ სააგარე სახლი ავაშენეთ, პერიოდულად ჩამოვდიოდით, მაგრამ მაშინ არ ვფიქრობდით, თუ კაპროვანში დავსახლდებოდით. ამის იდეა მაშინ გაჩნდა, რაც პირველი შვილიშვილი სესილი დაიბადა...

ერთხელაც, მამუკა ჰამაკში იწვა, ისვენებდა და ასეთი აზრი მოუვიდა - შემთხვევით, აქ ერთი ოთახი ხომ არ გაგვექირავებინაო? იდეას მეც ავყევი. ერთ სახლს მეორე კოტეჟი დაემატა, მეორეს მესამე და მერე უკვე საჭირო გახდა, მუდმივად აქ ვყოფილიყავით.

- საოცარ ბუნებაში ხართ, ყველაფერი ისედაც ლამაზია, მაგრამ თქვენს ეზო-კარს პატრონის, ანუ თქვენი ხელი ეტყობა. ჩანს, რომ სერიოზული შრომა და ენერგია გაქვთ ამ ყველაფერში ჩადებული. მოგვიყევით ამაზე...

- მამუკა პროფსიით არქიტექტორია და სახლები, რაც ჩვენს ეზოშია, მისი დაპროექტებულ-აშენებულია. დანარჩენი - გამწვანება, მცენარეები, ეზოს მოწყობა, აქსესუარები - უმეტესად ჩემი ნამუშვარია. მართალია ყვავილები მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ მამუკაც აქტიურად არის მათ მოვლაში ჩემთან ერთად ჩართული. საერთოდ, ორივემ და ალბათ ტანდემში შევძელით ეს ყველაფერი.

ქალაქის დატოვება არ იყო რთული, მაგრამ ამას ალბათ ასაკმაც შეუწყო ხელი, ან აქ იმდენად კარგია, რომ არ გაგვიჭირდა, - ამაზე კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ, ვფიქრობ, ორივე იყო... ბავშვობიდან ვოცნებობდი ზღვაზე ცხოვრებაზე და ისე მოხდა, რომ ეს ოცნება უკვე დიდი ხანია, რეალობად იქცა...

ქალაქის ცხოვრების ნოსტალგია საერთოდ არ მაქვს. უბრალოდ, ჩემები მენატრებიან, ვინც იქ მყავს და ეს არის...

- არა მარტო მცენარეები, საყვარელი ოთხფეხა მეგობრებიც გყავთ, რომლებიც თქვენთან თავს შესანიშნავად გრძნობენ. გამორჩეულია თქენი ფრანგული ბულდოგი "კოჭოია" და ასევე "ბზიკიც". მათ სოციალურ ქსელშიც კარგად იცნობენ...

- კი... კატაც გვყავდა "ვეფხო", მაგრამ მამრი იყო და თბილისში საქმეზე რომ გვიწევდა წასვლა, ეტყობა, იმ პერიოდში სხვას ეკედლებოდა ხოლმე და ერთხელაც რომ ჩამოვედით, აქ აღარ დაგვხვდა.

"კოჭოს" სახით მამუკამ საჩუქარი გამიკეთა და ძალიან გამახარა. "ბზიკი" კი მამუკასია, სულ მას შესციცინებს. ძალიან საყვარელია. კოჭო კი ნამდვილი მსახიობია, მამუკა რა როლსაც მიანიჭებს, იმ როლს თამაშობს.

- ბუნებასთან ახლოს ხართ, სუფთა ჰაერზე, უვლით მცენარეებს, ცხოველებს... მიუხედავად იმისა, რომ სულ შრომაში ხართ, ასეთი ჯანსაღი და სასიამოვნო გარემო ადამიანს ალბათ სიმშვიდეს ანიჭებს, არა?

- ასეა. ამ გარემოში საქმიანობა და უბრალოდ ყოფნაც სასარგებლოა, გონება მართლაც ისვენებს. საერთოდ სხვა ცხოვრებაა. მე მთაშიც ვყოფილვარ, მთაც მიყვარს, რაჭველი ვარ და არაჩვეულებრივი სოფელი მაქვს, მაგრამ რატომღაც იქ ვერ ვიცხოვრებ. ალბათ იმიტომ, რომ ზღვაზე ცხოვრება, როგორც ვთქვი, ყოველთვის ჩემი დიდი სურვილი იყო.

- მამუკა ღლონტი წლების განმავლობაში ყოველთვის პოპულარული პროექტების სათავეში იყო, აქტიურად საქმიანობდა ტელევიზიაში. ნუთუ იმ პერიოდის მონატრება სულ არ გაქვთ? ამჯერად იმ ყველაფრისგან ხომ რადიკალურად განსხვავებულად ცხოვრობთ...

- ახლანდელი ცხოვრების ხიბლს არაფერი შეედრება. ის კი უბრალოდ ახალგაზრდული პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი. თუმცა მაშინ იმას ვერც ვაცნობიერებდი, რომ ეს ჯობია და ნებისმიერ ასაკში ჯობია. ისიც არის, რომ ადრე ასე არ იყო, ქალაქგარეთ ცხოვრებას ხალხი დიდად არ ეტანებოდა, თორემ ალბათ ამას მაშინ ავირჩევდი.

- ყველაფერთან ერთად, შვილიშვილებსაც ზრდით, მათზე ზრუნავთ და ისინიც დიდ დროს თქვენთან ატარებდენ... როგორია ბებიის როლი?

- სესილი გაჩნდა თუ არა, 4 თვის ასაკში აქ წამოვიყვანეთ. იმის მერე აქ იყო და კაპროვანელად ითვლება. ახლა მეორე კლასში გადავიდა, სწავლა დაიწყო და ამიტომ აქედან 2 დღის წინ წავიდა... 4 შვილიშვილი გვყავს - უფროს შვილს სამი შვილი ჰყავს - სესილი, მატასი და სანდრო ავალიანები, შუათანას შვილი ჯერ არ ჰყავს და უმცროსს კი - ვაჩე ჰყავს. ბებიის როლი გადასაევია, ამას არაფერი შეედრება. რომ ამბობდნენ - ბებია და ბაბუა რომ გახდები, შეიძლება, გაგიჟდეო, მართლა ასეა. თითქოს ჩვენი შვილების პატარაობაში დავბრუნდით. შვილების პატარობა ადამიანს ხომ გენატრება და ამ მონატრებას შვილიშვილები გივსებენ. თითოეული მათგანი სხვადასხვანაირი და ძალიან საყვარელია.

- თქვენი ჯანსაღი ცხორების კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი ისაა, რომ მუდმივად ველოსიპედით და მოტოციკლით გადაადგილდებით. როდიდან მართავთ ამ ტრანსპორტს?

- კარგა ხანია. მამუკამ რომ დაიწყო მოტოციკლით სიარული, მეც მაშინ დავიწყე მისი მართვა, რადგანაც ძალიან მიყვარდა. უბრალოდ, ჩვენ ახალგაზრდობაში ასე მასობრივი არ იყო მოტო და სკუტერი, თუმცა ველოსიპედით სულ დავდიოდი. ამის გარეშე ვერ წარმომედგინა ჩემი თავი.

მოკლედ, თბილისში მოტო სკუტერი როგორც კი გაჩნდა, მგონი, იმ ქალბატონებს შორის ერთ-ერთი პირველი მეც ვიყავი, ვინც მის მართვას შეუდგა. თავიდან პატარა სკუტერით დავიწყე, ახლა უკვე 130-იანით გადაავადგილდები. მანქანა კი გვყავს, მაგრამ ველოსიპედი და მოტოციკლი სულ სხვა რამ არის. გუშინ მაგალითად, აქედან ბათუმში ველოსიპედით წავედით. ეს ის ტრანსპორტია, რომლითაც საცობს ვერ გრძნობ. მერე ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.

- რა რჩევა შეგიძლიათ მისცეთ ადამიანებს, ვისაც ქალაქგარეთ ცხოვრების სურვილი აქვთ, მაგრამ ჯერ ვერ ახერხებენ ამას?

- თუ სურვილი აქვთ, ალბათ უნდა მოახერხონ კიდეც საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში. აქ ცხოვრება და ყოფნა ემოციურად სხვა განცდებს განიჭებს. შორს ხარ ქალაქის რუტინისგან, სუნთქავ სუფთა ჰაერს და შენთვის ფუსფუსებ და შრომობ ოჯახითვის სასარებლოდ. ყველას სიმშვიდის მოპოვებას და სურვილების ასრულებას ვუსურვებ.