მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახარია არის შეცდომა, ერთი იუდა ყველა გუნდშია... უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს, აი, ეს არის მისი ხელწერა" - პრემიერი
"გახარია არის შეცდომა, ერთი იუდა ყველა გუნდშია... უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს, აი, ეს არის მისი ხელწერა" - პრემიერი

გი­ორ­გი გა­ხა­რია არის შეც­დო­მა, მე თუ მკი­თხავთ და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის შე­ფა­სე­ბით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა დიდი ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და და მმარ­თვე­ლი გუნ­დიც არა­ერ­თხელ გა­და­ე­ფა­რა, თუმ­ცა მან ღა­ლა­ტი ჩა­ი­დი­ნა.

„მო­სახ­ლე­ო­ბას, შე­იძ­ლე­ბა, აღარ აინ­ტე­რე­სებს ამ­დე­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი, მაგ­რამ რად­გან მკი­თხეთ, კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, ეს კაცი იყო არა­ვინ, 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და, მო­იყ­ვა­ნა და რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წია ხუ­ხაშ­ვილ­მა და მა­შინ და­ი­ნიშ­ნა ჯერ ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნად, შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრად, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად, შემ­დეგ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა რა თქმა უნდა პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნდო­ბით. ამ­ხე­ლა ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და კაც­მა და ეს არა­ვინ აქ­ცია კა­ცად. რომ იტყვი­ან, ჩა­აც­ვეს, და­ა­ხუ­რეს, კა­ცად აქ­ცი­ეს, გა­და­ე­ფარ­ნენ, მთე­ლი გუნ­დი გა­და­ე­ფა­რა მას, გა­და­არ­ჩი­ნეს და ამ დროს ასე­თი ღა­ლა­ტი ჩა­ი­დი­ნა. ეს შე­ფა­სე­ბა პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ გა­ა­კე­თა და რა თქმა უნდა, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ღა­ლა­ტია, სხვა ამას რა შე­იძ­ლე­ბა უწო­დო. ეს ნორ­მა­ლუ­რია, ერთი იუდა ყვე­ლა გუნდში არის და არა­ფე­რი გა­საკ­ვი­რი არ არის. ამის მა­გა­ლი­თე­ბი უამ­რა­ვია, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლა გუნდში, ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

ვფიქ­რობ, მან პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავს გა­უ­კე­თა ცუდი საქ­მე, რა თქმა უნდა, ჩვენ, გუნ­დი დაგ­ვა­ზი­ა­ნა, გუნდს უღა­ლა­ტა და სა­ხელ­მწი­ფოს უღა­ლა­ტა, როცა კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე უარი თქვა და გა­და­ე­ფა­რა ნიკა მე­ლი­ას - ამ მო­ძა­ლა­დე კაცს, რო­მელ­მაც შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა პო­ლი­ცი­ას, კა­ნონს, სა­ხელ­მწი­ფოს და ამ აღ­სრუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და და გა­დად­გა. ამის ანა­ლო­გი ალ­ბათ არ მო­ი­ძებ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში. ვინ უნდა იყოს გა­ხა­რია, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის გა­ხა­რია დამ­თავ­რე­ბუ­ლია. მით უმე­ტეს, იცის რა, რომ მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში პირ­ველ­სა­ვე ტურ­ში კახა კა­ლა­ძე იმარ­ჯვებს, კა­ხას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ ჰყავს, მავ­ნებ­ლუ­რად წა­ვი­და და და­ა­ყე­ნა სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა, რომ იქ­ნებ თე­ო­რი­უ­ლად მე­ო­რე ტუ­რის ალ­ბა­თო­ბა გა­ზარ­დოს და აქაც მე­ლი­ას გა­უ­წია სამ­სა­ხუ­რი. ვინ უნდა იყოს გა­ხა­რია ჩემ­თვის", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში.

პრე­მი­ე­რის თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­უთ­ვლე­ლი, უგუ­ნუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ იმი­ჯი ძა­ლი­ან და­ა­ზი­ა­ნა

„პირ­ვე­ლი კრი­ზი­სი იყო, კლუ­ბებ­ში რომ შე­ვარ­და, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი აცე­მი­ნა, შემ­დეგ გა­მო­ვი­და და ამ ვი­ღა­ცებს შემ­დეგ ბო­დი­ში მო­უ­ხა­და, ანუ იმ ხალ­ხს, ვინც პო­ლი­ცი­ას შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და. ტყუ­ი­ლად, არაფ­რის გამო.

მე­ო­რე კრი­ზი­სი - პან­კის­ში ჩა­იყ­ვა­ნა სპეც­რაზ­მი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უთ­ვლე­ლი, გა­უ­აზ­რე­ბე­ლი, მო­რი­გი უგუ­ნუ­რი ქმე­დე­ბა და ამ­ხე­ლა კრი­ზი­სი შექ­მნა, ლა­მის შუღ­ლი და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტი გა­მო­იწ­ვია. პირ­და­პირ აცე­მი­ნა სპეც­რაზ­მი, ეს ჩვე­ნი გმი­რი ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც ტყვი­ა­ზე წავ­ლენ, რომ დას­ჭირ­დეს ქვე­ყა­ნას და კაცი არ და­უს­ჯია. მერე იყო 20 ივ­ნი­სის თემა, "გავ­რი­ლო­ვის ღამე" და მათ ჰქონ­დათ მა­შინ ჩა­ვარ­დნა, იმი­ტომ, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე იყო, არ იმ­ყო­ფე­ბო­და თბი­ლის­ში და ვის უნდა გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა, თუ არა უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვანს და კაცს, რო­მე­ლიც იყო ვიცე-პრე­მი­ე­რი და ყვე­ლა­ფე­რი მისი კუ­რა­ტო­რო­ბის ქვეშ იყო. კაცი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო, ვინ აკონ­ტრო­ლებს სა­ზღვარს? ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. ვის უნდა გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა, ეს კაცი იყო თუ არა ნამ­ყო­ფი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, მას უნდა შე­ეს­წავ­ლა, ბუ­ნებ­რი­ვია. ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი იყო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე მა­შინ. გა­ხა­რი­ას ჰქონ­და წვდო­მა ყვე­ლა­ფერ­ზე, იყო ვიცე-პრე­მი­ე­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი და ამ­ხე­ლა ფასი გა­და­ვი­ხა­დეთ. რა გა­ა­კე­თა - დამ­წყე­ბი სპეც­რაზ­მე­ლი ამას აუხ­სნის ძა­ლი­ან კარ­გად ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს. პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა დღეს ისე არის და­ცუ­ლი, ჭიშ­კა­რი, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ის შე­ან­გრიო და შეხ­ვი­დე, ადა­მი­ა­ნებს ვგუ­ლის­ხმობ. მე ეს კი­თხვა მას და­ვუს­ვი მე­ო­რე დღეს, რო­დე­საც იყო ამ კრი­ზი­სის შე­ფა­სე­ბა და გარ­ჩე­ვა, რა­ტომ გა­მო­იყ­ვა­ნეს გა­რეთ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და აცე­მი­ნა 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რე­სი­ულ ბრბოს, „ნაც­მოძ­რა­ო­ბას" და ჩა­მოშ­ლის პი­რას მი­იყ­ვა­ნა სა­ხელ­მწი­ფო. მა­შინ ყვე­ლა გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, მე ღამე პარ­ტი­ის ოფის­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, ყვე­ლა­ნი და ვკი­თხუ­ლობ­დით, სად არის წყა­ლი, გაზი, და­უ­ში­ნეს შემ­დეგ და მათ შო­რის უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს თვა­ლე­ბი და­თხა­რეს. აი, ეს არის მისი ხელ­წე­რა და მისი მარ­თვა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის შე­ფა­სე­ბით, ამა­ში „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ძა­ლი­ან დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი ფასი გა­და­ი­ხა­და.

„ჩვენ ვართ ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ვინც ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლა სა­თა­ვე­ში და ასე­თი გა­უთ­ვლე­ლი, უგუ­ნუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბით მან პრაქ­ტი­კუ­ლად ჩვე­ნი იმი­ჯი ძა­ლი­ან და­ა­ზი­ა­ნა და ამის მი­უ­ხე­და­ვად, მას მთლი­ა­ნი გუნ­დი გა­და­ე­ფა­რა იმი­ტომ, რომ მა­შინ ვნა­ხეთ, რომ რე­ა­ლუ­რად საფრ­თხე იყო, რომ შეჭ­რი­ლიყ­ვნენ პარ­ლა­მენ­ტში და რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა, კი­დევ უფრო მძი­მე სი­ტუ­ა­ცია მომ­ხდა­რი­ყო. გა­და­ე­ფა­რა მთე­ლი გუნ­დი და გა­და­არ­ჩი­ნა, შემ­დეგ და­წი­ნა­ურ­და, და­ნიშ­ნეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად. ასე გა­და­წყდა, ასე გა­და­წყდა მა­შინ, ასე გა­და­წყვი­ტა გუნ­დმა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
6

რა ჭორიკანა ქალებივით დგახარ და ლაყბობთ გახარიაზე? კარგით რა, საქმე გამოგელიათ? ქვეყანა რა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია და ისევ თანამდებობებსა და არჩევნებზე ფიქრობთ. ასე წაიყვანთ საქმეს წინ? მოლაყბეებად იქეცით. გახარია ახლა როგორ გახდა ყოვლად მიუღებელი, თუ სერიოზულ კონკურენტად რომ მიიჩნევთ, ეგ გაცოფებთ. სასაცილოები ხართ!

Ჯორჯი
10

Ვის სჯერა კიდევ ღარიბასი? Ან კიდევ მისი პატრონის? Ან ბნელია ან კიდევ ისეთი ლუზერი, რომელსაც მხოლოდ მზადაა თუნდაც სატანის ლოიალისტი იყოს ოღონდ ფული იშოვოს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"გახარია არის შეცდომა, ერთი იუდა ყველა გუნდშია... უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს, აი, ეს არის მისი ხელწერა" - პრემიერი

"გახარია არის შეცდომა, ერთი იუდა ყველა გუნდშია... უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს, აი, ეს არის მისი ხელწერა" - პრემიერი

გიორგი გახარია არის შეცდომა, მე თუ მკითხავთ და ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დიდი ნდობა გამოუცხადა და მმართველი გუნდიც არაერთხელ გადაეფარა, თუმცა მან ღალატი ჩაიდინა.

„მოსახლეობას, შეიძლება, აღარ აინტერესებს ამდენი შეფასებები, მაგრამ რადგან მკითხეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს კაცი იყო არავინ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოვიდა, მოიყვანა და რეკომენდაცია გაუწია ხუხაშვილმა და მაშინ დაინიშნა ჯერ ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ ეკონომიკის მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ პრემიერ-მინისტრად, ეს ყველაფერი ხდება რა თქმა უნდა პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნდობით. ამხელა ნდობა გამოუცხადა კაცმა და ეს არავინ აქცია კაცად. რომ იტყვიან, ჩააცვეს, დაახურეს, კაცად აქციეს, გადაეფარნენ, მთელი გუნდი გადაეფარა მას, გადაარჩინეს და ამ დროს ასეთი ღალატი ჩაიდინა. ეს შეფასება პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა და რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ღალატია, სხვა ამას რა შეიძლება უწოდო. ეს ნორმალურია, ერთი იუდა ყველა გუნდში არის და არაფერი გასაკვირი არ არის. ამის მაგალითები უამრავია, ყველა ქვეყანაში, ყველა გუნდში, ყველა საზოგადოებასა და ორგანიზაციაში.

ვფიქრობ, მან პირველ რიგში საკუთარ თავს გაუკეთა ცუდი საქმე, რა თქმა უნდა, ჩვენ, გუნდი დაგვაზიანა, გუნდს უღალატა და სახელმწიფოს უღალატა, როცა კანონის აღსრულებაზე უარი თქვა და გადაეფარა ნიკა მელიას - ამ მოძალადე კაცს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას, კანონს, სახელმწიფოს და ამ აღსრულების წინააღმდეგ წავიდა და გადადგა. ამის ანალოგი ალბათ არ მოიძებნება მსოფლიოში. ვინ უნდა იყოს გახარია, შესაბამისად, ჩემთვის გახარია დამთავრებულია. მით უმეტეს, იცის რა, რომ მერის არჩევნებში პირველსავე ტურში კახა კალაძე იმარჯვებს, კახას ალტერნატივა არ ჰყავს, მავნებლურად წავიდა და დააყენა საკუთარი კანდიდატურა, რომ იქნებ თეორიულად მეორე ტურის ალბათობა გაზარდოს და აქაც მელიას გაუწია სამსახური. ვინ უნდა იყოს გახარია ჩემთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

პრემიერის თქმით, გიორგი გახარიამ გაუთვლელი, უგუნური სპეცოპერაციებით „ქართული ოცნების“ იმიჯი ძალიან დააზიანა

„პირველი კრიზისი იყო, კლუბებში რომ შევარდა, პოლიციელები აცემინა, შემდეგ გამოვიდა და ამ ვიღაცებს შემდეგ ბოდიში მოუხადა, ანუ იმ ხალხს, ვინც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა. ტყუილად, არაფრის გამო.

მეორე კრიზისი - პანკისში ჩაიყვანა სპეცრაზმი, აბსოლუტურად გაუთვლელი, გაუაზრებელი, მორიგი უგუნური ქმედება და ამხელა კრიზისი შექმნა, ლამის შუღლი და ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვია. პირდაპირ აცემინა სპეცრაზმი, ეს ჩვენი გმირი ბიჭები, რომლებიც ტყვიაზე წავლენ, რომ დასჭირდეს ქვეყანას და კაცი არ დაუსჯია. მერე იყო 20 ივნისის თემა, "გავრილოვის ღამე" და მათ ჰქონდათ მაშინ ჩავარდნა, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, არ იმყოფებოდა თბილისში და ვის უნდა გაეკონტროლებინა, თუ არა უსაფრთხოების საბჭოს მდივანს და კაცს, რომელიც იყო ვიცე-პრემიერი და ყველაფერი მისი კურატორობის ქვეშ იყო. კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ვინ აკონტროლებს საზღვარს? შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვის უნდა გაეკონტროლებინა, ეს კაცი იყო თუ არა ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მას უნდა შეესწავლა, ბუნებრივია. ხოჯევანიშვილი იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მაშინ. გახარიას ჰქონდა წვდომა ყველაფერზე, იყო ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ამხელა ფასი გადავიხადეთ. რა გააკეთა - დამწყები სპეცრაზმელი ამას აუხსნის ძალიან კარგად ჩვენს მოქალაქეს. პარლამენტის შენობა დღეს ისე არის დაცული, ჭიშკარი, გამორიცხულია, ის შეანგრიო და შეხვიდე, ადამიანებს ვგულისხმობ. მე ეს კითხვა მას დავუსვი მეორე დღეს, როდესაც იყო ამ კრიზისის შეფასება და გარჩევა, რატომ გამოიყვანეს გარეთ სპეცრაზმელები და აცემინა 3 საათის განმავლობაში აგრესიულ ბრბოს, „ნაცმოძრაობას" და ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო. მაშინ ყველა გაგიჟებული ვიყავით, მე ღამე პარტიის ოფისში ვიმყოფებოდი, ყველანი და ვკითხულობდით, სად არის წყალი, გაზი, დაუშინეს შემდეგ და მათ შორის უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. აი, ეს არის მისი ხელწერა და მისი მართვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, ამაში „ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი გადაიხადა.

„ჩვენ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა სათავეში და ასეთი გაუთვლელი, უგუნური სპეცოპერაციებით მან პრაქტიკულად ჩვენი იმიჯი ძალიან დააზიანა და ამის მიუხედავად, მას მთლიანი გუნდი გადაეფარა იმიტომ, რომ მაშინ ვნახეთ, რომ რეალურად საფრთხე იყო, რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტში და რაღაც უბედურება, კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია მომხდარიყო. გადაეფარა მთელი გუნდი და გადაარჩინა, შემდეგ დაწინაურდა, დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ასე გადაწყდა, ასე გადაწყდა მაშინ, ასე გადაწყვიტა გუნდმა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.