სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გისმენენ, ჩემო კახა... ახლა ივანიშვილი იმის ჩიტია, რომ კალაძეს არ მოუსმინოს, ყველა ყურებით ჰყავთ დაჭერილი  " - რომან გოცირიძე
"გისმენენ, ჩემო კახა... ახლა ივანიშვილი იმის ჩიტია, რომ კალაძეს არ მოუსმინოს, ყველა ყურებით ჰყავთ დაჭერილი  " - რომან გოცირიძე

კა­ლა­ძე რომ გა­მო­დის და სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს სუს-ს, სო­ლი­და­რო­ბა კი არა, გის­მე­ნენ, ჩემო კახა - ყვე­ლა ყუ­რე­ბით ჰყავთ და­ჭე­რი­ლი, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „რე­ზი­უ­მე“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­კითხს.

გო­ცი­რი­ძის თქმით, ინ­ფორ­მა­ცი­ის მსგავ­სი მას­შტა­ბით გა­ჟონ­ვა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს არ მომ­ხდა­რა.

„ახლა კა­ლა­ძე რომ გა­მო­დის და სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს სუს-ს, სო­ლი­და­რო­ბა კი არა, გის­მე­ნენ, ჩემო კახა. ახლა ივა­ნიშ­ვი­ლი იმის ჩი­ტია, რომ კახა კა­ლა­ძეს არ მო­უს­მი­ნოს, ყვე­ლას უს­მე­ნენ. დღეს სუს-ი არის ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ცე­ცე­ბი და მარ­ჯვე­ნა ხელი, ყვე­ლა ყუ­რე­ბით ჰყავთ და­ჭე­რი­ლი, - უღირ­სი მღვდლე­ბით და­წყე­ბუ­ლი, უღირ­სი პო­ლი­ტი­კო­სე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ვინც ამას აკე­თებ­და ბევ­რი და­ი­სა­ჯა, იყო მა­შინ შეც­დო­მე­ბი და და­ნა­შუ­ა­ლე­ბიც, მაგ­რამ ერ­თი­ა­ნად არას­დროს მომ­ხდა­რა, რომ რა­ღაც ჩა­წე­რი­ლი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო. ესე­ნი იწე­რენ და ავ­რცე­ლე­ბენ კი­დე­ვაც. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ფაქ­ტობ­რი­ვად, იმ დო­ნემ­დეა მი­სუ­ლი, რომ ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე თავს ურტყამს კე­დელს. ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა გა­დაბ­მუ­ლი ორი კვი­რაც კი, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ გახ­ვე­უ­ლი­ყო ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ სკან­დალ­ში. ეს ხდე­ბა იმი­ტომ, რომ რე­ა­ლუ­რად ამ პარ­ტი­ამ და­კარ­გა ორი­ენ­ტი­რი, რე­სურ­სე­ბი.

მათ ერ­თა­დერ­თი რამ დარ­ჩე­ნი­ათ, თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. რა ზურ­გით ელა­პა­რა­კე­ბა ევ­რო­კავ­შირს და არ ას­რუ­ლებს ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მი­თი­თე­ბებს, რომ­ლე­ბიც ასე ზრუ­ნა­ვენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ერ­თა­დერ­თი ეს არის შან­ტა­ჟი, „ახლა მე ავ­დგე­ბი და წა­ვალ რუ­სე­თის­კენ. მე ვზი­ვარ მა­ტა­რებ­ლებ­ზე, ჩემი მგზავ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ „წა­ვე­დით პა­რიზ­ში და ვე­ნა­ში“, ჩემს მე­ის­რეს, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რომ გვყავს ერთი, ვე­ტყვი აბა გა­და­წიე ისა­რი და წა­ვი­დეთ სო­ჭის­კენ.“ თა­ვი­სი 4 თუ 5 მი­ლი­არ­დით რწყი­ლი აუხ­ტა სპი­ლოს. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ევ­რო­პას და ამე­რი­კას ივა­ნიშ­ვი­ლი ან­გა­რიშს უწევ­დეს იმის გამო, რომ ის იმუქ­რე­ბა ქვეყ­ნის ორი­ენ­ტა­ცი­ის შეც­ვლით, სა­სა­ცი­ლოა. ამი­ტომ არ არის ჯერ­ჯე­რო­ბით პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი მის მი­მართ, უფრო დიდი სან­ქცი­ე­ბი 75 მი­ლი­ო­ნი ევ­როს არ მი­ცე­მა­ზე, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნა ზი­ან­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

რო­მან გო­ცი­რი­ძემ ნარ­კო­ტესტთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ისა­უბ­რა.

რო­გორც რო­მან გო­ცი­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი გა­ხა­რია, რო­მელ­მაც ნარ­კო­ტესტზე ანა­ლი­ზი უცხო­ეთ­ში ჩა­ა­ბა­რა, შე­საძ­ლოა თა­ვად მოს­თხო­ვოს თბი­ლი­სის მოქ­მედ მერს, კახა კა­ლა­ძეს იგი­ვეს გა­კე­თე­ბა. გო­ცი­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ გა­ხა­რია არ დას­ჯერ­დეს სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში კა­ლა­ძის მიერ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზის შე­დე­გებს.

„პი­ა­რის რო­მელ­მა დამ­გეგ­მავ­მა ურ­ჩია კახა კა­ლა­ძეს, რომ „მიდი ახლა და ნარ­კო­ტესტზე შე­ა­მოწ­მე­ბი­ნე გა­ხა­რია“, თით­ქოს­და მა­ხეს უგებ­და, მაგ­რამ თვი­თონ მოყ­ვა მა­ხე­ში. ყვე­ლამ კარ­გად იცის, შარ­დის ანა­ლი­ზი არ არის სწო­რი, ხან მცდარ შე­დე­გებს იძ­ლე­ვა, ხან არა. ეს მხო­ლოდ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა „და­ი­ჭი­რო“, თუ მა­რი­ხუ­ა­ნა მო­იხ­მა­რე. კახა კა­ლა­ძემ იშიმ­ში­ლა და არ მო­წია, ვი­ღა­ცას და­უ­ძა­ხა... ასე სად არის. ეს კაცი (გა­ხა­რია) წა­ვი­და, აიღო თმის ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხავს ინ­ფორ­მა­ცი­ას. ახლა ალ­ბათ გა­მო­ვა და მო­უ­წო­დებს კა­ლა­ძეს, „შენ სამ­ხა­რა­უ­ლის კლი­ნი­კი­დან ჩა­წყო­ბი­ლი შარ­დის ანა­ლი­ზი რომ მო­მი­ტა­ნე, მიდი და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­ი­კე­თე“. გა­ხა­რი­აც ააგ­დეს, სად მირ­ბო­და, რომ მირ­ბო­და. სტრა­ტე­გი­უ­ლად გა­ხა­რი­ას პარ­ტია არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა 2“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდო
5

ეხ რომან,რაც იყავი სტუდენტობაში იმაზე უარესი გახდი! კახის რა სჭირს შენი მისათითებელი აააა!

უტრუხუნე
2

მოკლედ კუპონა არ ისვენებს. მე მინდა ამის დამსაქმებლებს შევეკითხო. ხომ იცით როგორი უარყოფითი ავტორიტეტი აქვს კუპონას და რა სახელითაც სარგებლობს ხალხში. ნუთუ ფიქრობთ რომ ის რაიმე დადებითს გმატებთ? თუმცა მოიშველიებ დუმბაძის გმირის, ილიკოს ცნობილ გამონათქვამს, "ეჰ, სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ოლღა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"გისმენენ, ჩემო კახა... ახლა ივანიშვილი იმის ჩიტია, რომ კალაძეს არ მოუსმინოს, ყველა ყურებით ჰყავთ დაჭერილი  " - რომან გოცირიძე

"გისმენენ, ჩემო კახა... ახლა ივანიშვილი იმის ჩიტია, რომ კალაძეს არ მოუსმინოს, ყველა ყურებით ჰყავთ დაჭერილი  " - რომან გოცირიძე

კალაძე რომ გამოდის და სოლიდარობას უცხადებს სუს-ს, სოლიდარობა კი არა, გისმენენ, ჩემო კახა - ყველა ყურებით ჰყავთ დაჭერილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფარული ჩანაწერების საკითხს.

გოცირიძის თქმით, ინფორმაციის მსგავსი მასშტაბით გაჟონვა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მომხდარა.

„ახლა კალაძე რომ გამოდის და სოლიდარობას უცხადებს სუს-ს, სოლიდარობა კი არა, გისმენენ, ჩემო კახა. ახლა ივანიშვილი იმის ჩიტია, რომ კახა კალაძეს არ მოუსმინოს, ყველას უსმენენ. დღეს სუს-ი არის ივანიშვილის საცეცები და მარჯვენა ხელი, ყველა ყურებით ჰყავთ დაჭერილი, - უღირსი მღვდლებით დაწყებული, უღირსი პოლიტიკოსებით დამთავრებული.

ვინც ამას აკეთებდა ბევრი დაისაჯა, იყო მაშინ შეცდომები და დანაშუალებიც, მაგრამ ერთიანად არასდროს მომხდარა, რომ რაღაც ჩაწერილი ინფორმაცია გავრცელებულიყო. ესენი იწერენ და ავრცელებენ კიდევაც. „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, იმ დონემდეა მისული, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე თავს ურტყამს კედელს. ბოლო თვეების განმავლობაში არ ყოფილა გადაბმული ორი კვირაც კი, რომ „ქართული ოცნება“ არ გახვეულიყო ძალიან სერიოზულ სკანდალში. ეს ხდება იმიტომ, რომ რეალურად ამ პარტიამ დაკარგა ორიენტირი, რესურსები.

მათ ერთადერთი რამ დარჩენიათ, თავად ბიძინა ივანიშვილი. რა ზურგით ელაპარაკება ევროკავშირს და არ ასრულებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მითითებებს, რომლებიც ასე ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ერთადერთი ეს არის შანტაჟი, „ახლა მე ავდგები და წავალ რუსეთისკენ. მე ვზივარ მატარებლებზე, ჩემი მგზავრები მეუბნებიან, რომ „წავედით პარიზში და ვენაში“, ჩემს მეისრეს, ღარიბაშვილი რომ გვყავს ერთი, ვეტყვი აბა გადაწიე ისარი და წავიდეთ სოჭისკენ.“ თავისი 4 თუ 5 მილიარდით რწყილი აუხტა სპილოს. წარმოგიდგენიათ ევროპას და ამერიკას ივანიშვილი ანგარიშს უწევდეს იმის გამო, რომ ის იმუქრება ქვეყნის ორიენტაციის შეცვლით, სასაცილოა. ამიტომ არ არის ჯერჯერობით პერსონალური სანქციები მის მიმართ, უფრო დიდი სანქციები 75 მილიონი ევროს არ მიცემაზე, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყანა ზიანდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ ნარკოტესტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია, რომელმაც ნარკოტესტზე ანალიზი უცხოეთში ჩააბარა, შესაძლოა თავად მოსთხოვოს თბილისის მოქმედ მერს, კახა კალაძეს იგივეს გაკეთება. გოცირიძის განმარტებით, მოსალოდნელია, რომ გახარია არ დასჯერდეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში კალაძის მიერ ჩაბარებული ანალიზის შედეგებს.

„პიარის რომელმა დამგეგმავმა ურჩია კახა კალაძეს, რომ „მიდი ახლა და ნარკოტესტზე შეამოწმებინე გახარია“, თითქოსდა მახეს უგებდა, მაგრამ თვითონ მოყვა მახეში. ყველამ კარგად იცის, შარდის ანალიზი არ არის სწორი, ხან მცდარ შედეგებს იძლევა, ხან არა. ეს მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება „დაიჭირო“, თუ მარიხუანა მოიხმარე. კახა კალაძემ იშიმშილა და არ მოწია, ვიღაცას დაუძახა... ასე სად არის. ეს კაცი (გახარია) წავიდა, აიღო თმის ანალიზი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ინახავს ინფორმაციას. ახლა ალბათ გამოვა და მოუწოდებს კალაძეს, „შენ სამხარაულის კლინიკიდან ჩაწყობილი შარდის ანალიზი რომ მომიტანე, მიდი და საერთაშორისოდ აღიარებულ ლაბორატორიაში გაიკეთე“. გახარიაც ააგდეს, სად მირბოდა, რომ მირბოდა. სტრატეგიულად გახარიას პარტია არის „ქართული ოცნება 2“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.