სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯოჯოხეთის კარიბჭე" ყარაყუმის უდაბნოში - საბჭოელი მეცნიერების შეცდომა და ცეცხლოვან ღრმულში აღმოჩენილი ბაქტერიები
"ჯოჯოხეთის კარიბჭე" ყარაყუმის უდაბნოში - საბჭოელი მეცნიერების შეცდომა და ცეცხლოვან ღრმულში აღმოჩენილი ბაქტერიები

აბ­რე­შუ­მის გზა, უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქი ნისა თუ ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მე­ბი ნაკ­ლე­ბად ტუ­რის­ტულ თურ­ქმე­ნეთს სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის, მაგ­რამ ამ ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლი "ჯო­ჯო­ხე­თის კა­რიბ­ჭედ“ წო­დე­ბუ­ლი კრა­ტე­რია, რო­მე­ლიც ყა­რა­ყუ­მის უდაბ­ნო­ში, სო­ფელ დერ­ვე­ზეს მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობს. ამ ად­გი­ლას ცე­ცხლი ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნეა არ ჩამ­ქრა­ლა.

"ჯო­ჯო­ხე­თის კა­რიბ­ჭე“ ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა არ არის, არც კო­მე­ტის ჩა­მო­ვარ­დნას გა­უ­ჩე­ნია, ეს უფრო ადა­მი­ა­ნე­ბის და­უ­დევ­რო­ბის შე­დე­გია.

  • სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ი­დან გაჩ­ნდა ცე­ცხლი?

60-მეტ­რი­ა­ნი დი­ა­მეტ­რის და და­ახ­ლო­ე­ბით, 20 მეტ­რი სიღ­რმის ღრმუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს გაჩ­ნდა, კერ­ძოდ, 1971 წელს, სსრკ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გე­ო­ლო­გებს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნავ­თო­ბის კვლე­ვა და­ა­ვა­ლა. ერთ-ერთი ასე­თი ძი­ე­ბის დროს მი­წის­ქვეშ სივ­რცე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ტოქ­სი­კუ­რი გა­ზით იყო სავ­სე. გა­ბურ­ღვის პრო­ცეს­ში მღვი­მე და­ი­შა­ლა და და­ახ­ლო­ე­ბით, 5.5 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ღრმუ­ლი გაჩ­ნდა.

რო­დე­საც მომ­წამ­ლავ­მა გაზ­მა გა­რეთ გა­მოს­ვლა და­ი­წყო, მეც­ნი­ე­რე­ბი მიხ­ვდნენ, რომ ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. მა­შინ გე­ო­ლო­გებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ თუ კრა­ტერს ცე­ცხლს წა­უ­კი­დებ­ნენ, მარ­ტი­ვად მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, თუ რო­დის ამო­ი­წუ­რე­ბო­და გაზი, ასეც მო­იქ­ცნენ, თუმ­ცა რა­ღაც ვერ გათ­ვა­ლეს...

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თურ­ქმე­ნეთ­ში მსოფ­ლიო გა­ზის მა­რა­გის 6%-ია თავ­მოყ­რი­ლი, სწო­რედ ამი­ტომ ცე­ცხლი ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნეა არ ქრე­ბა. ეს ად­გი­ლი თურ­ქმე­ნე­თის ტუ­რის­ტულ ცენ­ტრად გა­და­იქ­ცა, მკვლე­ვა­რე­ბი და ბუ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი არ ილე­ვი­ან, თუმ­ცა ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც კრა­ტერ­ში ჩას­ვლა გა­ბე­და კა­ნა­დე­ლი მეც­ნი­ე­რი ჯორჯ კუ­რო­ნი­სი გახ­ლდათ.

2014 წელი - National Geographic-ის მკვლე­ვა­რი "ჯო­ჯო­ხე­თის კა­რიბ­ჭის“ სიღ­რმე­ში ჩა­ვი­და

18 - თვი­ა­ნი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ეკი­პი­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვა - ეს ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რაც წი­ნას­წარ და­ი­გეგ­მა.

... და დად­გა ეს დღეს, პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი კრა­ტე­რის შიგ­ნით მსხვი­ლი თო­კით, სით­ბო­გა­უმ­ტა­რი ფორ­მი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­სუნ­თქი აპა­რა­ტით ჩა­ვი­და. მას კრა­ტე­რის სიღ­მი­დან უნდა ამო­ე­ტა­ნა საკ­ვლე­ვი ნი­მუ­შე­ბი. მან მარ­თლაც მო­ა­ხერ­ხა ეპო­ვა ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ღრმუ­ლის ფსკერ­ზე, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში არ­სე­ბო­ბენ. ეს ბაქ­ტე­რი­ე­ბი არ გვხვდე­ბა არ­სად სხვა­გან დე­და­მი­წის ზე­და­პირ­ზე და ძა­ლი­ან კარ­გად გრძნო­ბენ თავს კრა­ტე­რის მცი­რე ეკო­სის­ტე­მა­ში.

"მზის სის­ტე­მის გა­რეთ ცხე­ლი და მე­თა­ნით გა­ჯე­რე­ბუ­ლი პლა­ნე­ტე­ბი არ­სე­ბობს, თუ კრა­ტერ­ში ახალ ბაქ­ტე­რი­ას აღ­მო­ვა­ჩენ­დით, მა­შინ ეს იქ­ნე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი მი­ნიშ­ნე­ბა, რომ რო­მე­ლი­მე სხვა პლა­ნე­ტა­ზეც შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს სი­ცო­ცხლე... ეს სი­ცო­ცხლის უკი­დუ­რე­სი ფორ­მაა, ისი­ნი ისეთ ად­გილ­ში არ­სე­ბო­ბენ, სა­დაც სხვა ბაქ­ტე­რია ვერ გაძ­ლებ­და“, - გა­ნა­ცხა­და ჯორ­ჯმა.

კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რე­ბის თქმით, არა­ვინ იცის, დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბულ "ჯო­ჯო­ხე­თის კა­რიბ­ჭე­ში“ ცე­ცხლი რამ­დენ ხანს ენ­თე­ბა, ფაქ­ტი ერ­თია, თურ­ქმე­ნეთ­მა სსრკ-ს შეც­დო­მით ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლი მი­ი­ღო, თუმ­ცა რამ­დე­ნად უსაფრ­თხო, ამის შე­ფა­სე­ბა, თქვენ­თვის მო­მინ­დია.

ავ­ტო­რი: გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
25

დაანებონ თავი ექსპერიმენტებს ,ბაქტერიები,ვირუსები,სოკოები ამოუცნობი მიკროსამყაროა. ღმერთმა იცის კრატერის ფსკერზე ნაპოვნი ბაქტერია რომ ჩვეულებრივ გარემოში მოხვდება რა მუტაციას გამოიწვევს და თუ ადამიანზე გადავა დიდ უბედურება დაატყდება კაცობრიობას..

გიო
6

ძალიან საინტერესოა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჯოჯოხეთის კარიბჭე" ყარაყუმის უდაბნოში - საბჭოელი მეცნიერების შეცდომა და ცეცხლოვან ღრმულში აღმოჩენილი ბაქტერიები

"ჯოჯოხეთის კარიბჭე" ყარაყუმის უდაბნოში - საბჭოელი მეცნიერების შეცდომა და ცეცხლოვან ღრმულში აღმოჩენილი ბაქტერიები

აბრეშუმის გზა, უძველესი ქალაქი ნისა თუ ისტორიული მუზეუმები ნაკლებად ტურისტულ თურქმენეთს საინტერესოს ხდის, მაგრამ ამ ქვეყნის ყველაზე პოპულარული ადგილი "ჯოჯოხეთის კარიბჭედ“ წოდებული კრატერია, რომელიც ყარაყუმის უდაბნოში, სოფელ დერვეზეს მახლობლად მდებარეობს. ამ ადგილას ცეცხლი ნახევარი საუკუნეა არ ჩამქრალა.

"ჯოჯოხეთის კარიბჭე“ ბუნებრივი მოვლენა არ არის, არც კომეტის ჩამოვარდნას გაუჩენია, ეს უფრო ადამიანების დაუდევრობის შედეგია.

  • საინტერესოა, საიდან გაჩნდა ცეცხლი?

60-მეტრიანი დიამეტრის და დაახლოებით, 20 მეტრი სიღრმის ღრმული საბჭოთა კავშირის დროს გაჩნდა, კერძოდ, 1971 წელს, სსრკ-ს ხელმძღვანელობამ გეოლოგებს ზუსტი ინფორმაციისთვის ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე ნავთობის კვლევა დაავალა. ერთ-ერთი ასეთი ძიების დროს მიწისქვეშ სივრცე აღმოაჩინეს, რომელიც ტოქსიკური გაზით იყო სავსე. გაბურღვის პროცესში მღვიმე დაიშალა და დაახლოებით, 5.5 კვადრატული მეტრი ფართობის ღრმული გაჩნდა.

როდესაც მომწამლავმა გაზმა გარეთ გამოსვლა დაიწყო, მეცნიერები მიხვდნენ, რომ ახლომდებარე სოფლები შეიძლებოდა დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩენილიყვნენ. მაშინ გეოლოგებმა გადაწყვიტეს, რომ თუ კრატერს ცეცხლს წაუკიდებნენ, მარტივად მიხვდებოდნენ, თუ როდის ამოიწურებოდა გაზი, ასეც მოიქცნენ, თუმცა რაღაც ვერ გათვალეს...

მოგეხსენებათ, თურქმენეთში მსოფლიო გაზის მარაგის 6%-ია თავმოყრილი, სწორედ ამიტომ ცეცხლი ნახევარი საუკუნეა არ ქრება. ეს ადგილი თურქმენეთის ტურისტულ ცენტრად გადაიქცა, მკვლევარები და ბუნების მოყვარული ტურისტები არ ილევიან, თუმცა ერთადერთი ადამიანი, რომელმაც კრატერში ჩასვლა გაბედა კანადელი მეცნიერი ჯორჯ კურონისი გახლდათ.

2014 წელი - National Geographic-ის მკვლევარი "ჯოჯოხეთის კარიბჭის“ სიღრმეში ჩავიდა

18 - თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, სწორად შერჩეული ეკიპირება და რაც მთავარია, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვა - ეს ის ჩამონათვალია, რაც წინასწარ დაიგეგმა.

... და დადგა ეს დღეს, პირველი ადამიანი კრატერის შიგნით მსხვილი თოკით, სითბოგაუმტარი ფორმითა და სპეციალური სასუნთქი აპარატით ჩავიდა. მას კრატერის სიღმიდან უნდა ამოეტანა საკვლევი ნიმუშები. მან მართლაც მოახერხა ეპოვა ბაქტერიები, რომლებიც ღრმულის ფსკერზე, ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებში არსებობენ. ეს ბაქტერიები არ გვხვდება არსად სხვაგან დედამიწის ზედაპირზე და ძალიან კარგად გრძნობენ თავს კრატერის მცირე ეკოსისტემაში.

"მზის სისტემის გარეთ ცხელი და მეთანით გაჯერებული პლანეტები არსებობს, თუ კრატერში ახალ ბაქტერიას აღმოვაჩენდით, მაშინ ეს იქნებოდა გარკვეული მინიშნება, რომ რომელიმე სხვა პლანეტაზეც შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე... ეს სიცოცხლის უკიდურესი ფორმაა, ისინი ისეთ ადგილში არსებობენ, სადაც სხვა ბაქტერია ვერ გაძლებდა“, - განაცხადა ჯორჯმა.

კომპეტენტური პირების თქმით, არავინ იცის, დედამიწაზე არსებულ "ჯოჯოხეთის კარიბჭეში“ ცეცხლი რამდენ ხანს ენთება, ფაქტი ერთია, თურქმენეთმა სსრკ-ს შეცდომით ტურისტული ადგილი მიიღო, თუმცა რამდენად უსაფრთხო, ამის შეფასება, თქვენთვის მომინდია.

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი