პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს, დაამძიმეთ, დაამძიმეთ - როცა გეუბნებიან, გადით, არ გაძლევთ ინტერვიუს, უნდა მიხვდეთ, თქვენ ხართ მოძალადეები" - კალაძე ჟურნალისტს
"მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს, დაამძიმეთ, დაამძიმეთ - როცა გეუბნებიან, გადით, არ გაძლევთ ინტერვიუს, უნდა მიხვდეთ, თქვენ ხართ მოძალადეები" - კალაძე ჟურნალისტს

მე­ო­რე­დან არა, სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მო­აგ­დეს. და­ამ­ძი­მეთ, და­ამ­ძი­მეთ, უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, - ასე უპა­სუ­ხა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ დას­მულ კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, თუ რა კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებს გუ­შინ ქა­რელ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ, რომ­ლის დრო­საც „მთა­ვა­რი არ­ხის“ ოპე­რა­ტო­რი და­შავ­და.

კახა კა­ლა­ძის თქმით, „მთა­ვა­რი არ­ხის“ ოპე­რა­ტო­რი მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან შემ­თხვე­ვით გად­მო­ვარ­და.

„არა­სე­რი­ო­ზუ­ლად იქ­ცე­ვით, ბიჭი უკან-უკან მი­დი­ო­და, იღებ­და და ეს და­ე­მარ­თა. ჩემი თან­დას­წრე­ბი­თაც ძა­ლი­ან ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ოპე­რა­ტო­რე­ბი იღე­ბენ, უკან-უკან მი­დი­ან. მაჩ­ვე­ნეთ კად­რი, სა­დაც ჩანს, რომ გა­და­აგ­დეს. რო­დე­საც გე­უბ­ნე­ბი­ან, გა­დით, არ გაძ­ლევთ ინ­ტერ­ვი­უს, უნდა მიხ­ვდეთ და გახ­ვი­დეთ. უნდა და­იც­ვათ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი. თქვენ ძა­ლა­დობთ და ხართ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი.

მე თუ გე­ტყვით, რომ არ მაქვს სურ­ვი­ლი, რომ მოგ­ცეთ ინ­ტერ­ვიუ, კე­თი­ლი უნდა ინე­ბოთ და გა­ჩერ­დეთ. რა­ტომ უნდა იძა­ლა­დოთ ჩემ­ზე? ძა­ლა­დო­ბას ამარ­თლებთ თქვენ მთე­ლი ეს წლე­ბია. თქვენ ხართ პირ­ვე­ლე­ბი, ვინც ქვე­ყა­ნა­ში აღ­ვი­ვებს შუღლს, ძა­ლა­დო­ბას. თუ რა­ი­მე ცუდი არ­სე­ბობს ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ყვე­ლაფ­რის ფუძე და სა­ძირ­კვე­ლი ხართ თქვენ“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

რო­გორც კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი ამ ინ­ცი­დენტს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, რად­გან „ამ ადა­მი­ა­ნებს არ აწყობთ მშვი­დი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო“.

ცნო­ბის­თვის, ქა­რელ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შტაბ­ში "მთა­ვა­რი არ­ხის" ოპე­რა­ტო­რი, ლე­ვან აბ­ლო­თია და­შავ­და. "მთა­ვა­რი არ­ხის" დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპე­რა­ტო­რი აივ­ნი­დან გად­მო­აგ­დეს. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" აღ­ნიშ­ნულს სიც­რუ­ეს უწო­დე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ ოპე­რა­ტო­რი "კი­ბის ბა­ქან­ზე მო­ა­ჯირს წა­მო­ე­დო და გა­და­ვარ­და".

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

როგორ დაპატარავდაააააა?

ელგუჯა
3

სწორია.ცუდი ჟურნალისტების ბრალია, რომ ბენზინი სამ ლარს აცდა, წამლებს უსაშველო ფასები აქვს, უმუშევრობაა და უცხოეთში გარბის ხალხი. "ოცნებას" ყველა დაპირება შესრულებული აქვს და ჟურნალისტები არ გვეუბნებიან. დატოვეთ მარტო "იმედის" და "პოსტივის" არხები და უცებ გავხდებით ლუქსემბურგი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს, დაამძიმეთ, დაამძიმეთ - როცა გეუბნებიან, გადით, არ გაძლევთ ინტერვიუს, უნდა მიხვდეთ, თქვენ ხართ მოძალადეები" - კალაძე ჟურნალისტს

"მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს, დაამძიმეთ, დაამძიმეთ - როცა გეუბნებიან, გადით, არ გაძლევთ ინტერვიუს, უნდა მიხვდეთ, თქვენ ხართ მოძალადეები" - კალაძე ჟურნალისტს

მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს. დაამძიმეთ, დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ რა კომენტარს გააკეთებს გუშინ ქარელში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა.

კახა კალაძის თქმით, „მთავარი არხის“ ოპერატორი მეორე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა.

„არასერიოზულად იქცევით, ბიჭი უკან-უკან მიდიოდა, იღებდა და ეს დაემართა. ჩემი თანდასწრებითაც ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ოპერატორები იღებენ, უკან-უკან მიდიან. მაჩვენეთ კადრი, სადაც ჩანს, რომ გადააგდეს. როდესაც გეუბნებიან, გადით, არ გაძლევთ ინტერვიუს, უნდა მიხვდეთ და გახვიდეთ. უნდა დაიცვათ ადამიანის უფლებები. თქვენ ძალადობთ და ხართ მოძალადეები.

მე თუ გეტყვით, რომ არ მაქვს სურვილი, რომ მოგცეთ ინტერვიუ, კეთილი უნდა ინებოთ და გაჩერდეთ. რატომ უნდა იძალადოთ ჩემზე? ძალადობას ამართლებთ თქვენ მთელი ეს წლებია. თქვენ ხართ პირველები, ვინც ქვეყანაში აღვივებს შუღლს, ძალადობას. თუ რაიმე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველაფრის ფუძე და საძირკველი ხართ თქვენ“, - აღნიშნა კალაძემ.

როგორც კალაძემ განაცხადა, ოპოზიციური ძალები ამ ინციდენტს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ, რადგან „ამ ადამიანებს არ აწყობთ მშვიდი საარჩევნო გარემო“.

ცნობისთვის, ქარელში "ქართული ოცნების" შტაბში "მთავარი არხის" ოპერატორი, ლევან აბლოთია დაშავდა. "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ოპერატორი აივნიდან გადმოაგდეს. "ქართულ ოცნებაში" აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპერატორი "კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა".