სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახარიამ ნარკოტესტზე უარით, პრაქტიკულად, ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
"გახარიამ ნარკოტესტზე უარით, პრაქტიკულად, ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე

პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი" სა­ქარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მიერ ნარ­კო­ლო­გი­ურ ტეს­ტი­რე­ბა­ზე უა­რის თქმა „პრაქ­ტი­კუ­ლად ხე­ლის მო­წე­რაა მის ნარ­კო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით".

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გა­ხა­რი­ას სო­ლი­და­რო­ბა მე­რო­ბის სხვა კან­დი­და­ტებ­მა მას შემ­დეგ გა­მო­უ­ცხა­დეს, რაც და­ი­ნა­ხეს, რომ „ის ამ თე­მა­ში გა­ჭე­დი­ლი იყო".

„იმე­დია, ამ თე­მას ბო­ლო­ჯერ ვე­ხე­ბი. ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა რაც ხდე­ბა. რე­ა­ლუ­რად, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა წარ­მო­ად­გი­ნა კახი კა­ლა­ძემ, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრო­პა­გან­დას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნო­ნი ამას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, მან მე­რო­ბის ყვე­ლა კან­დი­დატს შეს­თა­ვა­ზა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ ნარ­კო­ტეს­ტი. ეს იყო ჯან­სა­ღი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რა­ზეც ძა­ლი­ან და­იბ­ნენ და გა­ღი­ზი­ან­დნენ ვი­ღა­ცე­ბი. ამა­საც აშ­კა­რად ჰქონ­და თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რო­დე­საც გა­ხა­რი­ამ უარი თქვა, რი­თაც პრაქ­ტი­კუ­ლად ხელი მო­ა­წე­რა თა­ვის პრობ­ლე­მებს ნარ­კო­მა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამის შემ­დეგ გა­ა­უქ­მა ნარ­კო­ტეს­ტი ყვე­ლა მის­მა სა­ტე­ლიტ­მა კან­დი­დატ­მა, მათ შო­რის, ნი­კა­ნორ მე­ლი­ა­მაც. სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს მე­ლი­ამ და სხვებ­მა გა­ხა­რი­ას მას შემ­დეგ, რაც და­ი­ნა­ხეს, რომ გა­ხა­რია ამ თე­მა­ში „გა­ჭე­დი­ლი“ იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ არის ძა­ლი­ან მკა­ფიო ალი­ან­სი კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის",- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ მან თმის ნი­მუ­ში გა­მოკ­ვლე­ვის­თვის სა­ზღვარ­გა­რეთ ჩა­ა­ბა­რა, კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ გა­ხა­რია ცდი­ლობს ამ უხერ­ხუ­ლო­ბის­გან თავი და­იძ­ვრი­ნოს.

„ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს თავი და­იძ­ვრი­ნოს იმ უხერ­ხუ­ლო­ბის­გან, რა­შიც ის ჩა­ვარ­და. თუმ­ცა, მას რომ არ აწუ­ხებ­დეს სინ­დი­სი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­ეძ­ლო ნე­ბის­მი­ე­რი რა­მის გა­კე­თე­ბა. იმის გამო, რომ მას აწუ­ხებს სინ­დი­სი, ცდი­ლობს ამ ყვე­ლა­ფერს გვერ­დი აუ­ა­როს. ავ­სტრი­ა­ში და სა­უ­დის არა­ბეთ­ში აგ­ზავ­ნის თმის ღე­რებს, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nini
0

Premierad rom gyavdat mashin Ar icodit narkomani tu iyo

ელგუჯა
0

 კი არ გამიკვირდა, ამას წინათ "გირჩის" ოფისიდან გახარიას და მელიას სიცილის ხმა რომ ისმოდა?

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გახარიამ ნარკოტესტზე უარით, პრაქტიკულად, ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე

"გახარიამ ნარკოტესტზე უარით, პრაქტიკულად, ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული" საქართველოს თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ ნარკოლოგიურ ტესტირებაზე უარის თქმა „პრაქტიკულად ხელის მოწერაა მის ნარკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით".

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გახარიას სოლიდარობა მერობის სხვა კანდიდატებმა მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც დაინახეს, რომ „ის ამ თემაში გაჭედილი იყო".

„იმედია, ამ თემას ბოლოჯერ ვეხები. ყველამ დაინახა რაც ხდება. რეალურად, ძალიან მარტივი ინიციატივა წარმოადგინა კახი კალაძემ, რომელიც უკავშირდებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ ითვალისწინებს, მან მერობის ყველა კანდიდატს შესთავაზა ჩაებარებინათ ნარკოტესტი. ეს იყო ჯანსაღი ინიციატივა, რაზეც ძალიან დაიბნენ და გაღიზიანდნენ ვიღაცები. ამასაც აშკარად ჰქონდა თავისი მიზეზები.

საინტერესოა, რომ როდესაც გახარიამ უარი თქვა, რითაც პრაქტიკულად ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გააუქმა ნარკოტესტი ყველა მისმა სატელიტმა კანდიდატმა, მათ შორის, ნიკანორ მელიამაც. სოლიდარობა გამოუცხადეს მელიამ და სხვებმა გახარიას მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ გახარია ამ თემაში „გაჭედილი“ იყო. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არის ძალიან მკაფიო ალიანსი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის",- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება გახარიას განცხადებას, რომ მან თმის ნიმუში გამოკვლევისთვის საზღვარგარეთ ჩააბარა, კობახიძე ამბობს, რომ გახარია ცდილობს ამ უხერხულობისგან თავი დაიძვრინოს.

„ყველანაირად ცდილობს თავი დაიძვრინოს იმ უხერხულობისგან, რაშიც ის ჩავარდა. თუმცა, მას რომ არ აწუხებდეს სინდისი ძალიან მარტივად შეეძლო ნებისმიერი რამის გაკეთება. იმის გამო, რომ მას აწუხებს სინდისი, ცდილობს ამ ყველაფერს გვერდი აუაროს. ავსტრიაში და საუდის არაბეთში აგზავნის თმის ღერებს, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ", - განაცხადა კობახიძემ.