გიორგი გახარიას პარტიის წევრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი იყო.
როგორც ხოჯევანიშვილმა ფარული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, პირველი იქნება, ვინც აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება.
„ჩემი საქმიანობის პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს ვყოფილვარ კურატორი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი. მინდა, თეა წულუკიანს მივმართო, რომ მან თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, უცებ, არ ჩამოეშალოს სხვის ძებნაში. ეს არის ჩემი კომენტარი და მე პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და რაც საჭიროა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ყველაფერს აეხადოს ფარდა“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფარული მასალების გავრცელების საქმეზე გამოძიება დაწყებულია და „ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმასაც, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი“. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით კი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ში „ფარულ ოპერატიულ საქმიანობას“ კურირებდა.
ქალბატონი წულუკიანი იძახის,რომ საქართველოს ჰიმნი ჰიპჰოპის ვერსიით ვერავინ წარმოადგინა,რომ დამეფინანსებინაო,პირდაპირ ვოცნებობ ამაზეო,ყურებს არ დავუჯერე და გადავახვიე .კომენტარები თვენთვის მომინდია.
ჰო, თურმე კონკრეტული სამსახურის კურატორი არ იყო და ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა:):):). ვინმე დაიჯერებს? სუს-ის უფროსის მოადგილე, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის პირადი კადრი მოინდომებდა და მასალებს ვერ ნიიღებდა? მანამდე, გიორგი გახარია შსს მინისტრი იყო და ხოჯევანიშვილი გენერალური ინსპექციის უფროსი. რომ ჰკითხო, არც მაშინ იყო კურატორი და არაფერს უჯერებდნენ:}:}:}. უფრო ადრე, "ნაცების" მმართველობის დროს, 2007-2009 წლებში, როცა თავისი ძმაკაცის, კეზერაშვილის მინისტრობისას გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, არც მაშინ ეკითხებოდნენ:}? მართლა ზღაპრებს ყვება.