სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-მა გრიპის და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ერთ დღეს დაუშვა, ჯანმოს რეკომენდაცია მალე დაიდება და გადაწყვეტილებას შევაჯერებთ" - ამირან გამყრელიძე
"აშშ-მა გრიპის და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ერთ დღეს დაუშვა, ჯანმოს რეკომენდაცია მალე დაიდება და გადაწყვეტილებას შევაჯერებთ" - ამირან გამყრელიძე

ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა და­უშ­ვა, რომ ერთ დღეს შე­იძ­ლე­ბა გრი­პის და კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა, ჩვენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ გვაქვს, ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცია მალე და­ი­დე­ბა და შე­ჯერ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ქვე­ყა­ნა გრი­პის ვაქ­ცი­ნას უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მი­ი­ღებს, სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუ­ფი კი მსჯე­ლობს, რა ფორ­მით, კერ­ძოდ, რა ინ­ტერ­ვალ­ში მოხ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის და გრი­პის ვაქ­ცი­ნის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა.

“ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა და­უშ­ვა, რომ ერთ დღეს შე­იძ­ლე­ბა გრი­პის და კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ, მათ შო­რის, საფ­რან­გეთ­მა და გერ­მა­ნი­ა­მაც და­უშ­ვა ორი­ვე ვაქ­ცი­ნის ერთ დღეს გა­კე­თე­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჯერ არ შე­უც­ვლია რე­კო­მენ­და­ცია 14-დღი­ან ინ­ტერ­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გრი­პის სე­ზო­ნი ევ­რო­პა­ში უკვე იწყე­ბა, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ მალე გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, შე­იძ­ლე­ბა, ორი­ვე ვაქ­ცი­ნა ერთ დღეს ად­მი­ნის­ტრირ­დეს, თუ უფრო მოკ­ლე შუ­ა­ლე­დით.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­ი­წყო ერთ-ერთი დიდი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის, "ნო­ვო­ვაქ­სის" დიდი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის ბოლო ფაზა, რო­მე­ლიც გრი­პის ვაქ­ცი­ნის ერთ-ერთი დიდი მწარ­მო­ე­ბე­ლია მსოფ­ლი­ო­ში. მათ აქვთ ახა­ლი კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნა, სხვა პრინ­ციპ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი, მათ ერთ ინექ­ცი­ა­ში გა­ა­კე­თეს გრი­პის და კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნა, ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვალ გა­ზა­ფხულ­ზე სა­ბო­ლოო შე­დეგს და­დებს.

სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუფს ეს სა­კი­თხი თა­ვის გეგ­მა­ში აქვს. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში შიდა მსჯე­ლო­ბე­ბი გვაქვს, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ი­დოს, რად­გან ქვე­ყა­ნა გრი­პის ვაქ­ცი­ნის გარ­კვე­ულ პირ­ველ დო­ზას მალე მი­ი­ღებს და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი რომ ვი­ყოთ. ამ ეტაპ­ზე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყვე­ლა­ფერ­ში ვი­ზი­ა­რებთ ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ებს. მათ უკვე და­დეს რე­კო­მენ­და­ცია, ალ­ბათ, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცია რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­დე­ბა, შე­ჯერ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­აც იქ­ნე­ბა",- აღ­ნიშ­ნავს გამ­ყრე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამყრელიძე
1

ხრამში გადაეშვით თავით რომ გიბრძანონ ამერიკიდან უნდა გადახტე ხოომ??? ნება შენია ხალხს შეეშვი,,,ძლივს დამთავრდა ეს სიკვდილიანობა და ყველა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა,

სვანსკი
0

იმათ გაიდლაინებს არ გაცდეს შენი ტვინი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"აშშ-მა გრიპის და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ერთ დღეს დაუშვა, ჯანმოს რეკომენდაცია მალე დაიდება და გადაწყვეტილებას შევაჯერებთ" - ამირან გამყრელიძე

"აშშ-მა გრიპის და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ერთ დღეს დაუშვა, ჯანმოს რეკომენდაცია მალე დაიდება და გადაწყვეტილებას შევაჯერებთ" - ამირან გამყრელიძე

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაუშვა, რომ ერთ დღეს შეიძლება გრიპის და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, ჯანმოს რეკომენდაცია მალე დაიდება და შეჯერდება ყველაფერი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანა გრიპის ვაქცინას უახლოეს პერიოდში მიიღებს, სამეცნიერო ჯგუფი კი მსჯელობს, რა ფორმით, კერძოდ, რა ინტერვალში მოხდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ადმინისტრირება.

“ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაუშვა, რომ ერთ დღეს შეიძლება გრიპის და კოვიდის ვაქცინის გაკეთება, ასევე რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა და გერმანიამაც დაუშვა ორივე ვაქცინის ერთ დღეს გაკეთება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ შეუცვლია რეკომენდაცია 14-დღიან ინტერვალთან დაკავშირებით. გრიპის სეზონი ევროპაში უკვე იწყება, ისინი ამბობენ, რომ მალე გამოაქვეყნებენ რეკომენდაციებს, შეიძლება, ორივე ვაქცინა ერთ დღეს ადმინისტრირდეს, თუ უფრო მოკლე შუალედით.

მოგეხსენებათ, დაიწყო ერთ-ერთი დიდი ამერიკული კომპანიის, "ნოვოვაქსის" დიდი კლინიკური კვლევის ბოლო ფაზა, რომელიც გრიპის ვაქცინის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია მსოფლიოში. მათ აქვთ ახალი კოვიდის ვაქცინა, სხვა პრინციპზე დამყარებული, მათ ერთ ინექციაში გააკეთეს გრიპის და კოვიდის ვაქცინა, ახლა მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, სავარაუდოდ, მომავალ გაზაფხულზე საბოლოო შედეგს დადებს.

სამეცნიერო ჯგუფს ეს საკითხი თავის გეგმაში აქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შიდა მსჯელობები გვაქვს, რომ რეკომენდაციები დაიდოს, რადგან ქვეყანა გრიპის ვაქცინის გარკვეულ პირველ დოზას მალე მიიღებს და ჩამოყალიბებული რომ ვიყოთ. ამ ეტაპზე, გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერში ვიზიარებთ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. მათ უკვე დადეს რეკომენდაცია, ალბათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია რამდენიმე დღეში დაიდება, შეჯერდება ეს ყველაფერი და ჩვენი ეროვნული რეკომენდაციაც იქნება",- აღნიშნავს გამყრელიძე.