მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარია, ღვინო ქართული ყურძნისგან იყოს დაწურული" - გაიცანით მხატვარი ქალი, რომელიც ქართული ღვინით საოცარ ნამუშევრებს ქმნის
"მთავარია, ღვინო ქართული ყურძნისგან იყოს დაწურული" - გაიცანით მხატვარი ქალი, რომელიც ქართული ღვინით საოცარ ნამუშევრებს ქმნის

თა­მარ მაღ­ლა­ფე­რი­ძე-და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი მხატ­ვა­რია, ფერმ­წე­რი. ორ გვარს იმი­ტომ ატა­რებს, რომ მისი წი­ნაპ­რე­ბი და­დეშ­ქე­ლი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. შე­სა­ბა­მი­სად, არც მათ ივი­წყებს, არც გვარს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე, ორი გვა­რით წა­რუდ­გე­ბა. თა­მარს ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მი­ზე­ზიც აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­სად­გე­ნად - ის ქარ­თუ­ლი ღვი­ნით სა­ო­ცარ ფერ­წე­რულ ნა­მუ­შევ­რებს ქმნის. ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, ქა­ღალ­დი, ფუნ­ჯი და მის­გან შექ­მნი­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი პი­რა­დად ჩემ­თვის ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნაა და ვფიქ­რობ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­მა­რი პირ­ვე­ლი ფერმ­წე­რია. მისი უნი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­შია და­ცუ­ლი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. ასე რომ, ვსა­უბ­რობთ ღვი­ნის კი­დევ ერთ, გა­სა­ო­ცარ თვი­სე­ბა­ზე.

- ორი წლი­დან ვხა­ტავ, ფე­რე­ბი­სა და ხა­ზე­ბის გა­მო­სახ­ვა ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ხან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეტა­პი მაქვს, ხან არც ისე, მქო­ნია ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი­სა და პა­უ­ზე­ბის პე­რი­ო­დიც. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებს. ხატ­ვის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ვცდი­ლობ თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს არ ჩა­მოვ­რჩე... ცხოვ­რე­ბის­გან არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვა მი­მი­ღია, იქ­ნე­ბო­და ღვი­ნით ხატ­ვა, ტელე-კი­ნომ­ხატ­ვრო­ბა, გო­ბე­ლე­ნით ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შექ­მნა, ვი­დე­ო­არ­ტე­ბი თუ სხვა.

- ექ­სპე­რი­მენ­ტებს არ გა­ურ­ბი­ხართ...

- რა­ტო­მაც არა - ეს ექ­სპე­რი­მენ­ტია, რა­ღაც გა­მო­ვა, რა­ღაც არა. ამას­თან, გან­ტვირ­თვაც არის, რაც, თა­ვის მხრივ, ფერ­წე­რა­ში ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­როა.

- ღვი­ნით ხატ­ვა რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ?

- სამი წლის წინ და­ვი­წყე ქარ­თუ­ლი ღვი­ნით ხატ­ვა. ეს ნა­წი­ლობ­რივ იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რი შე­ხე­ბა მქონ­და კა­ხეთ­თან (მე­უღ­ლე კა­ხე­ლია, გვაქვს პა­ტა­რა ვე­ნა­ხი, რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი კი ღვი­ნის ინ­დუსტრი­ა­შია და­კა­ვე­ბუ­ლი). ეს აქ­ტი­უ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი ახა­ლი შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქცა და სა­ინ­ტე­რე­სო იდე­აც და­ი­ბა­და... თა­ვი­დან არც მი­ფიქ­რია, თუ ასე სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­კი­დებ­დი ხელს. ჩემი მე­გობ­რის მხარ­და­ჭე­რით, რო­მე­ლიც ღვი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სწრა­ფად გა­მიც­ნო. ღვი­ნით ხატ­ვა ამ ინ­დუსტრი­ა­ში მათ­თვის უცხო და მომ­ხიბ­ლა­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა.

- თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი ისე მო­ე­წო­ნათ, რომ მათ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ხელი თა­ვად შე­უ­წყვეს?

- დიახ, ამა­ში და­მეხ­მარ­ნენ. დრო­დად­რო სხვა­დას­ხვა შა­ტო­ში ვა­ტა­რებ ვორკშო­პებს, პრაქ­ტი­კულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს, ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ექ­სპო­ზი­ცი­ის სა­ხით. ღვი­ნით ხატ­ვის გაგ­რძე­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რეს­მა და მო­თხოვ­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა, მო­წო­ნე­ბამ მეტი სტი­მუ­ლი მომ­ცა.

- ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად რთუ­ლი უნდა იყოს, რად­გან სი­თხის და­მორ­ჩი­ლე­ბა ძნე­ლად წარ­მო­მიდ­გე­ნია...

- ერთი შე­ხედ­ვით მარ­ტი­ვი ნა­მუ­შევ­რე­ბი არც ისე მარ­ტი­ვი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია. დიახ, ეს ექ­სპე­რი­მენ­ტია, რა­საც თან ახ­ლავს ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიგ­ნე­ბე­ბი. კომ­პო­ზი­ცი­ას ჯერ ფან­ქრით ვხა­ტავ, შემ­დეგ კი სუფ­თა ღვი­ნოს ვი­ყე­ნებ, ყო­ველ­გვა­რი მი­ნა­რე­ვე­ბის გა­რე­შე. ვხა­ტავ მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ღვი­ნით, იქ­ნე­ბა ქვევ­რის, ოჯა­ხუ­რი, ქარ­ხნუ­ლი თუ სხვა. რაც მთა­ვა­რია, ღვი­ნო ქარ­თუ­ლი ყუ­რძნის­გან უნდა იყოს და­წუ­რუ­ლი. ამი­ტო­მაც არის, რომ ნა­მუ­შევ­რე­ბი ფე­რე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამ შეგ­რძნე­ბებს ისიც ამ­ძაფ­რებს, რომ თე­მა­ტი­კა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის რვა­ა­თას­წლო­ვან კულ­ტუ­რას­თან ასო­ცირ­დე­ბა. კომ­პო­ზი­ცი­უ­რი თე­მე­ბიც (ქვევ­რი, ყუ­რძნის მტე­ვა­ნი, თა­მა­და და სხვ.) პირ­და­პირ კავ­შირ­შია ღვი­ნის კულ­ტუ­რას­თან.

- სა­ღე­ბა­ვად უცხო­ურ ღვი­ნოს რა­ტომ არ იყე­ნებთ?

- წლე­ბის წინ ევ­რო­პი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ღვი­ნო ჩა­მო­ვი­ტა­ნე. მათი ღვი­ნო ფერ­თა მდგრა­დო­ბი­თა თუ სი­უხ­ვით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. ჩემს ნა­მუ­შევ­რებ­ში ასა­ხუ­ლი ფე­რე­ბი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის უნი­კა­ლუ­რო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მთავარია, ღვინო ქართული ყურძნისგან იყოს დაწურული" - გაიცანით მხატვარი ქალი, რომელიც ქართული ღვინით საოცარ ნამუშევრებს ქმნის

"მთავარია, ღვინო ქართული ყურძნისგან იყოს დაწურული" - გაიცანით მხატვარი ქალი, რომელიც ქართული ღვინით საოცარ ნამუშევრებს ქმნის

თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანი მხატვარია, ფერმწერი. ორ გვარს იმიტომ ატარებს, რომ მისი წინაპრები დადეშქელიანები იყვნენ. შესაბამისად, არც მათ ივიწყებს, არც გვარს და საზოგადოებას ასე, ორი გვარით წარუდგება. თამარს ერთი ძალიან საინტერესო მიზეზიც აქვს საზოგადოების წინაშე წარსადგენად - ის ქართული ღვინით საოცარ ფერწერულ ნამუშევრებს ქმნის. ქართული ღვინო, ქაღალდი, ფუნჯი და მისგან შექმნილი კომპოზიციები პირადად ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა და ვფიქრობ, ამ მიმართულებით თამარი პირველი ფერმწერია. მისი უნიკალური ნამუშევრები კერძო კოლექციებშია დაცული როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასე რომ, ვსაუბრობთ ღვინის კიდევ ერთ, გასაოცარ თვისებაზე.

- ორი წლიდან ვხატავ, ფერებისა და ხაზების გამოსახვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხან წარმატებული ეტაპი მაქვს, ხან არც ისე, მქონია ექსპერიმენტებისა და პაუზების პერიოდიც. ეს ყველაფერი ჩემს ყოველდღიურობას ამრავალფეროვნებს. ხატვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ვცდილობ თანამედროვე ტენდენციებს არ ჩამოვრჩე... ცხოვრებისგან არაერთი გამოწვევა მიმიღია, იქნებოდა ღვინით ხატვა, ტელე-კინომხატვრობა, გობელენით ხელოვნების ნიმუშების შექმნა, ვიდეოარტები თუ სხვა.

- ექსპერიმენტებს არ გაურბიხართ...

- რატომაც არა - ეს ექსპერიმენტია, რაღაც გამოვა, რაღაც არა. ამასთან, განტვირთვაც არის, რაც, თავის მხრივ, ფერწერაში ინსპირაციის წყაროა.

- ღვინით ხატვა რამ გადაგაწყვეტინათ?

- სამი წლის წინ დავიწყე ქართული ღვინით ხატვა. ეს ნაწილობრივ იმანაც განაპირობა, რომ იმ პერიოდში აქტიური შეხება მქონდა კახეთთან (მეუღლე კახელია, გვაქვს პატარა ვენახი, რამდენიმე მეგობარი კი ღვინის ინდუსტრიაშია დაკავებული). ეს აქტიური კონტაქტები ახალი შთაგონების წყაროდ იქცა და საინტერესო იდეაც დაიბადა... თავიდან არც მიფიქრია, თუ ასე სერიოზულად მოვკიდებდი ხელს. ჩემი მეგობრის მხარდაჭერით, რომელიც ღვინის ასოციაციაში მუშაობს, საზოგადოებამ სწრაფად გამიცნო. ღვინით ხატვა ამ ინდუსტრიაში მათთვის უცხო და მომხიბლავი მიმართულება აღმოჩნდა.

- თქვენი ნამუშევრები ისე მოეწონათ, რომ მათ პოპულარიზაციას ხელი თავად შეუწყვეს?

- დიახ, ამაში დამეხმარნენ. დროდადრო სხვადასხვა შატოში ვატარებ ვორკშოპებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს, ჩემი ნამუშევრები ქართული ღვინისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე შეგიძლიათ იხილოთ ექსპოზიციის სახით. ღვინით ხატვის გაგრძელება საზოგადოების ინტერესმა და მოთხოვნამ განაპირობა, მოწონებამ მეტი სტიმული მომცა.

- ტექნოლოგიურად რთული უნდა იყოს, რადგან სითხის დამორჩილება ძნელად წარმომიდგენია...

- ერთი შეხედვით მარტივი ნამუშევრები არც ისე მარტივი შესასრულებელია. დიახ, ეს ექსპერიმენტია, რასაც თან ახლავს ჩემი შემოქმედებითი მიგნებები. კომპოზიციას ჯერ ფანქრით ვხატავ, შემდეგ კი სუფთა ღვინოს ვიყენებ, ყოველგვარი მინარევების გარეშე. ვხატავ მხოლოდ ქართული ღვინით, იქნება ქვევრის, ოჯახური, ქარხნული თუ სხვა. რაც მთავარია, ღვინო ქართული ყურძნისგან უნდა იყოს დაწურული. ამიტომაც არის, რომ ნამუშევრები ფერების ნაირსახეობითა და განსაკუთრებული მომხიბვლელობით გამოირჩევა. ამ შეგრძნებებს ისიც ამძაფრებს, რომ თემატიკა ქართული ღვინის რვაათასწლოვან კულტურასთან ასოცირდება. კომპოზიციური თემებიც (ქვევრი, ყურძნის მტევანი, თამადა და სხვ.) პირდაპირ კავშირშია ღვინის კულტურასთან.

- საღებავად უცხოურ ღვინოს რატომ არ იყენებთ?

- წლების წინ ევროპიდან რამდენიმე სახეობის ღვინო ჩამოვიტანე. მათი ღვინო ფერთა მდგრადობითა თუ სიუხვით არ გამოირჩევა. ჩემს ნამუშევრებში ასახული ფერები ქართული ღვინის უნიკალურობაზე მეტყველებს. წაიკითხეთ სრულად