სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეზიზღება ყველა, ვინც ამას აკეთებდა, აკეთებს, ან გააკეთებს" - გრიგოლ ვაშაძე ფარულ ჩანაწერებზე
"მეზიზღება ყველა, ვინც ამას აკეთებდა, აკეთებს, ან გააკეთებს" - გრიგოლ ვაშაძე ფარულ ჩანაწერებზე

მე­ზი­ზღე­ბა ყვე­ლა, ვინც ამას აკე­თებ­და, აკე­თებს, ან გა­ა­კე­თებს, - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა პარ­ტია „მე­სა­მე ძალა-სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" წევ­რი გრი­გოლ ვა­შა­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­ვა­რა­უ­დოდ, სუს-ის მიერ ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის გზით პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მოს­მე­ნის თა­ო­ბა­ზე ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბულ მა­სა­ლებს.

მი­სი­ვე თქმით, სა­სა­ცი­ლოა მოს­მე­ნე­ბის და ფა­ი­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ გა­დაბ­რა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უკვე დიდი ხა­ნია აღარ არის, თუმ­ცა, იქვე დას­ძენს, რომ „ყვე­ლა და­სას­ჯე­ლია, ვინც ამას აკე­თებ­და, გინ­და ოპო­ზი­ცი­ა­ში იყოს ახლა და გინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში“. ამას­თან, ვა­შა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ პარ­ლა­მენ­ტში ამ სა­კი­თხზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია უნდა შე­იქ­მნას.

"ამ ფაქ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბის ქა­რიშ­ხა­ლი გა­მო­იწ­ვია, მით უმე­ტეს, იმან, რაც შემ­დეგ მმარ­თველ­მა გუნ­დმა გა­ნა­ცხა­და - გე­გო­ნე­ბა, ეს ოპო­ზი­ცი­ის მო­წყო­ბი­ლია. ამის­თა­ნა სი­სუ­ლე­ლის გა­კე­თე­ბა და შემ­დეგ ამის­თა­ნა სი­სუ­ლე­ლის თქმა, სა­ქარ­თვე­ლო­შიც კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, სა­მარ­ცხვი­ნოა. არა­სო­დეს არა­ფე­რი არ გვეშ­ვე­ლე­ბა, სა­ნამ ეს პრაქ­ტი­კა გაგ­რძელ­დე­ბა. მე­ზი­ზღე­ბა ყვე­ლა ვინც ამას აკე­თებ­და, აკე­თებს, ან გა­ა­კე­თებს და ღმერ­თი, რჯუ­ლი, არა­სო­დეს არა­ფე­რი კავ­ში­რი არ მქო­ნია სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან, მაგ­რამ ბო­დიშს ვუხ­დი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ თქვენ ამ სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტის ობი­ექ­ტი გახ­დით. სა­სა­ცი­ლოა ეს, ის პარ­ტია ("ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა") უკვე ათი წე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აღარ არის, ვის აქვს იმის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ 1500- მდე ფა­ი­ლი ჩა­ი­წე­როს, მო­ამ­ზა­დოს, ატ­ვირ­თოს, მე­ო­რეც, მარ­თლა მო­რა­ლი ხომ უნდა გქონ­დეს? - რო­დის გახ­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფი­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა პრაქ­ტი­კა, შე­ა­მოწ­მეთ. ვინც ამას აკე­თებს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს უნ­გრევს რწმე­ნას თა­ვის სა­ხელ­მწი­ფო­ში და ყვე­ლა და­სას­ჯე­ლია, ვინც ამას აკე­თებ­და, გინ­და ოპო­ზი­ცი­ა­ში იყოს ახლა, გინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბის მე არ მჯე­რა, რამ­დენ­ჯერ და­ი­წყო ეს გა­მო­ძი­ე­ბა ხომ გახ­სოვთ და წყა­ლი რომ გა­დის ქვი­შა­ში ისე გაქ­რა ეს გა­მო­ძი­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ა­ნონ­სე­ბას (მდი­ნა­რა­ძის მხრი­დან, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა იგეგ­მე­ბა), ალ­ბათ ვინც იცის, ის აა­ნონ­სებს. ოპო­ზი­ცი­ა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა­ზე სა­სა­ცი­ლო რა არის? მაგ­რამ ხომ იცით, სი­ცი­ლი­დან ტრა­გე­დი­ამ­დე ერთი ნა­ბი­ჯია“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალაქელი
0

მართალი ბრძანდებით, 100 პროცენტით მართალი.

,,AMPREDUZZO,,
2

,,დორბლიანით,, დაიწყე, ეგ იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა, მთელი სიბინძურე მისგან მოდიოდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მეზიზღება ყველა, ვინც ამას აკეთებდა, აკეთებს, ან გააკეთებს" - გრიგოლ ვაშაძე ფარულ ჩანაწერებზე

"მეზიზღება ყველა, ვინც ამას აკეთებდა, აკეთებს, ან გააკეთებს" - გრიგოლ ვაშაძე ფარულ ჩანაწერებზე

მეზიზღება ყველა, ვინც ამას აკეთებდა, აკეთებს, ან გააკეთებს, - ასე ეხმიანება პარტია „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებთან სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.

მისივე თქმით, სასაცილოა მოსმენების და ფაილების გამოქვეყნების „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გადაბრალება, რომელიც ხელისუფლებაში უკვე დიდი ხანია აღარ არის, თუმცა, იქვე დასძენს, რომ „ყველა დასასჯელია, ვინც ამას აკეთებდა, გინდა ოპოზიციაში იყოს ახლა და გინდა ხელისუფლებაში“. ამასთან, ვაშაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში ამ საკითხზე საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

"ამ ფაქტმა საზოგადოების აღშფოთების ქარიშხალი გამოიწვია, მით უმეტეს, იმან, რაც შემდეგ მმართველმა გუნდმა განაცხადა - გეგონება, ეს ოპოზიციის მოწყობილია. ამისთანა სისულელის გაკეთება და შემდეგ ამისთანა სისულელის თქმა, საქართველოშიც კი წარმოუდგენელია, სამარცხვინოა. არასოდეს არაფერი არ გვეშველება, სანამ ეს პრაქტიკა გაგრძელდება. მეზიზღება ყველა ვინც ამას აკეთებდა, აკეთებს, ან გააკეთებს და ღმერთი, რჯული, არასოდეს არაფერი კავშირი არ მქონია სამართალდამცავ ორგანოებთან, მაგრამ ბოდიშს ვუხდი ქართულ საზოგადოებას, რომ თქვენ ამ საშინელი ფაქტის ობიექტი გახდით. სასაცილოა ეს, ის პარტია ("ნაციონალური მოძრაობა") უკვე ათი წელია ხელისუფლებაში აღარ არის, ვის აქვს იმის ტექნიკური შესაძლებლობები, რომ 1500- მდე ფაილი ჩაიწეროს, მოამზადოს, ატვირთოს, მეორეც, მართლა მორალი ხომ უნდა გქონდეს? - როდის გახდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გამოქვეყნება პრაქტიკა, შეამოწმეთ. ვინც ამას აკეთებს, საქართველოს მოქალაქეს უნგრევს რწმენას თავის სახელმწიფოში და ყველა დასასჯელია, ვინც ამას აკეთებდა, გინდა ოპოზიციაში იყოს ახლა, გინდა ხელისუფლებაში.

გამოძიების მე არ მჯერა, რამდენჯერ დაიწყო ეს გამოძიება ხომ გახსოვთ და წყალი რომ გადის ქვიშაში ისე გაქრა ეს გამოძიება. რაც შეეხება დაანონსებას (მდინარაძის მხრიდან, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება იგეგმება), ალბათ ვინც იცის, ის აანონსებს. ოპოზიციაზე გადაბრალებაზე სასაცილო რა არის? მაგრამ ხომ იცით, სიცილიდან ტრაგედიამდე ერთი ნაბიჯია“, - განაცხადა ვაშაძემ.