კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათი მიზანია, გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის" - პრემიერი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე
"მათი მიზანია, გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის" - პრემიერი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე

გუ­შინ გავ­რცელ­და მო­რი­გი ცი­ლის­წა­მე­ბა და სიც­რუ­ე­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი მა­სა­ლე­ბი, დო­კუ­მენ­ტა­ცია, რომ­ლი­თაც, მათი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნაა, რომ რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი უთან­ხმო­ე­ბა ჩა­მო­ვარ­დეს მთავ­რო­ბა­სა და ეკ­ლე­სი­ას შო­რის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ქა­რე­ლის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის, ზაზა გუ­ლი­აშ­ვი­ლის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, არ ყო­ფი­ლა ასე­თი ერ­თო­ბა, რო­გო­რიც დღეს არის მთავ­რო­ბა­სა და ეკ­ლე­სი­ას შო­რის.

„ამ დროს, ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ არ ყო­ფი­ლა ასე­თი ერ­თო­ბა, რო­გო­რიც არის დღეს მთავ­რო­ბა­სა და ეკ­ლე­სი­ას შო­რის და რა­ტომ? ჩვენ არ ვი­ძა­ხით, უნაკ­ლო­ნი ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეც­დო­მე­ბი მოგ­ვსვლია და კი­დევ მოგ­ვი­ვა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბი­თია, ჩვენ ჩვე­ნი საქ­მით და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ ვართ ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ჩვე­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბით, ჩვე­ნი შეც­დო­მე­ბით, ხარ­ვე­ზე­ბით, მაგ­რამ მივ­დი­ვართ წინ. ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ი­ტა­ნა უპ­რე­ცე­დენ­ტო, უწყვე­ტი მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა. ვინ, თუ არა ქარ­თვე­ლებ­მა, ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით მშვი­დო­ბის ფასი, ვი­ცით ომის ფასი, ვი­ცით გმი­რო­ბის ფასი, ერ­თგუ­ლე­ბის ფასი, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის ფასი, მაგ­რამ გვი­ნა­ხავს ღა­ლა­ტიც, ში­შიც და ლაჩ­რო­ბის ძა­ლი­ან ბევ­რი მა­გა­ლი­თიც. ხალ­ხი ბრძე­ნია და ყვე­ლა­ფერს ხე­დავს, ხალ­ხი აკე­თებს სწორ არ­ჩე­ვანს, შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ შვიდ არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იმარ­ჯვებს და კვლა­ვაც, მერ­ვე არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებს იმი­ტომ, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ ჰყავს დღეს ქვე­ყა­ნა­ში.

2 ოქ­ტომ­ბერს გა­ვი­მარ­ჯვებთ ყველ­გან, ყვე­ლა ქა­ლაქ­ში ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ჩვე­ნი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით და ქვე­ყა­ნა გა­აგ­რძე­ლებს სტა­ბი­ლურ მშვი­დო­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მე­რო­ბის კან­დი­და­ტებ­ზე, ისე­ვე რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას „მო­რი­გი ბინ­ძუ­რი პრო­ვო­კა­ცია“ უწო­და და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხრი­დან ქვეყ­ნის მთა­ვარ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე თავ­დას­ხმად შე­ა­ფა­სა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სუს-ის მიერ ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის გზით პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მოს­მე­ნის თა­ო­ბა­ზე ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბულ მა­სა­ლებს კას­პში, პარ­ტი­ის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნი­სას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის „მჩაგ­ვრე­ლი, ბო­რო­ტი ძა­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნა იყო სწო­რედ მთა­ვა­რი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია“.

„არ შე­მიძ­ლია არ გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმ ძა­ლი­ან მძი­მე პრო­ვო­კა­ცი­ას, რო­მე­ლიც ჩვენ გუ­შინ ვი­ხი­ლეთ. ეს არის მო­რი­გი ბინ­ძუ­რი პრო­ვო­კა­ცია ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს, ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, ეკ­ლე­სი­ის, რო­გორც ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და ქარ­თვე­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­თა სა­ფუძ­ვლის, ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა და ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. ამას გარ­და, ჩვენ ვნა­ხეთ, რო­გო­რი შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს თუნ­დაც ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გო­რი ბინ­ძუ­რი პრო­ვო­კა­ცია და­გეგ­მეს. მათი პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ბრძო­ლა ჯა­რის წი­ნა­აღ­მდეგ, პო­ლი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­აღ­მდეგ ანუ ყვე­ლა ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. რა­ტომ, იმი­ტომ, რომ მო­ახ­დი­ნონ დე­მო­რა­ლი­ზე­ბა და სის­ტე­მის დის­კრე­დი­ტი­რე­ბა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარ­გად გვაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი.

ჩვენ­მა ბრძენ­მა ხალ­ხმა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რო­გორ ან­ტი­ე­როვ­ნულ და ამას­თა­ნა­ვე, ან­ტი­ეკ­ლე­სი­ურ, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ძა­ლას­თან გვაქვს საქ­მე და შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ ჩვენ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ 9 წლის წინ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მჩაგ­ვრელ, მავ­ნებ­ლურ და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ პო­ლი­ტი­კას უარი უთხრა სა­ბო­ლო­ოდ და ეს უარი 7 არ­ჩევ­ნებ­ში და­დას­ტურ­და.

რა თქმა უნდა, ჩვენ კარ­გად ვი­ცით, რა მი­ზან­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ვო­კა­ცია, მაგ­რამ ჩვენ ძა­ლი­ან მშვი­დად უნდა მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე, ძა­ლი­ან ძლი­ე­რად გა­ვი­მარ­ჯვოთ და მტკი­ცედ გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მარ­თვა და გან­ვი­თა­რე­ბა.

თუნ­დაც ის კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც მათ წა­მო­ი­წყეს ჩვე­ნი მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია ამის ახ­სნა - იცი­ან რა, რომ ისი­ნი ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და ყვე­ლა ქა­ლაქ­ში სას­ტი­კად მარ­ცხდე­ბი­ან, რა უნდა მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნათ თუ არა რა­ღაც გა­მო­გო­ნი­ლი ლე­გენ­დე­ბი და ამას აკე­თებს ის ძალა, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ო­და ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაგ­ვრით, წა­მე­ბით, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით, ბიზ­ნე­სის და­ტე­რო­რე­ბით და ათა­სი უბე­დუ­რე­ბით, რაც მთა­ვა­რია, კი­დევ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20%-ის ოკუ­პან­ტის­თვის გა­და­ცე­მით. ამას ბე­დავს ის ძალა, ვის­მა ლი­დერ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ძი­რძვე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ეს ასე­უ­ლო­ბით სო­ფე­ლი, მისი სი­ტყვე­ბით, „ქვე­ბის გრო­ვაა“ და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ ადა­მი­ანს და ასეთ ძა­ლას დღეს კი­დევ ვინ­მემ მის­ცეს ხმა. ეს ხომ არის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ ღა­ლატ­სა და დიდ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლანა
1

9 წელია ხელისუფლებაში არიან და ისევ წინა ცხრა წელზე ლაპარაკობენ.თან სიებში უმეტესობა ყავთ ყოფილი ნაციონალები,ნაციონალური მოძრაობის დროინდელი თანამდებობის პირები და ნაციონალური მოძრაობის შემომწირველები.ვის ატყუებენ ესენი ჰა.

gege
1

დაწყნარდით, დამშვიდდით და ნუ გაიუარესებთ ისედაც მძიმე მდომარეობას. შეეგუეთ წაგებას.

ავტორი:

"მათი მიზანია, გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის" - პრემიერი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე

"მათი მიზანია, გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის" - პრემიერი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე

გუშინ გავრცელდა მორიგი ცილისწამება და სიცრუეზე დაფუძნებული გარკვეული მასალები, დოკუმენტაცია, რომლითაც, მათი მიზანი და ამოცანაა, რომ რაღაც გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც დღეს არის მთავრობასა და ეკლესიას შორის.

„ამ დროს, ყველამ კარგად იცის, რომ არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც არის დღეს მთავრობასა და ეკლესიას შორის და რატომ? ჩვენ არ ვიძახით, უნაკლონი ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეცდომები მოგვსვლია და კიდევ მოგვივა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება, ჩვენი გამოწვევებით, ჩვენი შეცდომებით, ხარვეზებით, მაგრამ მივდივართ წინ. ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა უპრეცედენტო, უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. ვინ, თუ არა ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, ვიცით ომის ფასი, ვიცით გმირობის ფასი, ერთგულების ფასი, სამშობლოს სიყვარულის ფასი, მაგრამ გვინახავს ღალატიც, შიშიც და ლაჩრობის ძალიან ბევრი მაგალითიც. ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხედავს, ხალხი აკეთებს სწორ არჩევანს, შემთხვევითი არ არის, რომ შვიდ არჩევნებში "ქართული ოცნება" იმარჯვებს და კვლავაც, მერვე არჩევნებში გაიმარჯვებს იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს დღეს ქვეყანაში.

2 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ყველგან, ყველა ქალაქში ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი ხალხის მხარდაჭერით და ქვეყანა გააგრძელებს სტაბილურ მშვიდობიან განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებზე, ისევე როგორც სასულიერო პირებზე გავრცელებულ ინფორმაციას „მორიგი ბინძური პროვოკაცია“ უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებზე თავდასხმად შეაფასა.

ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს კასპში, პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენისას გამოეხმაურა და აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის „მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია“.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ და ქართველების საფუძველთა საფუძვლის, ჩვენი სარწმუნოებისა და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ. ამას გარდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო უწყების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს. მათი პერმანენტული ბრძოლა ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ ანუ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ. რატომ, იმიტომ, რომ მოახდინონ დემორალიზება და სისტემის დისკრედიტირება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული.

ჩვენმა ბრძენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ამასთანავე, ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან გვაქვს საქმე და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ 9 წლის წინ ამ ადამიანების მჩაგვრელ, მავნებლურ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას უარი უთხრა საბოლოოდ და ეს უარი 7 არჩევნებში დადასტურდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რა მიზანსაც ემსახურება აღნიშნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან ძლიერად გავიმარჯვოთ და მტკიცედ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და განვითარება.

თუნდაც ის კამპანია, რომელიც მათ წამოიწყეს ჩვენი მერობის კანდიდატების წინააღმდეგ, ძალიან მარტივია ამის ახსნა - იციან რა, რომ ისინი ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, რა უნდა მოეფიქრებინათ თუ არა რაღაც გამოგონილი ლეგენდები და ამას აკეთებს ის ძალა, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით, ბიზნესის დატერორებით და ათასი უბედურებით, რაც მთავარია, კიდევ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტისთვის გადაცემით. ამას ბედავს ის ძალა, ვისმა ლიდერმაც განაცხადა, რომ ეს ძირძველი ტერიტორიები, ეს ასეულობით სოფელი, მისი სიტყვებით, „ქვების გროვაა“ და როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს და ასეთ ძალას დღეს კიდევ ვინმემ მისცეს ხმა. ეს ხომ არის თანამონაწილეობა ამ ღალატსა და დიდ შეთქმულებაში,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.