კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა ვინმეს ახსოვს, როცა ჩემს დროს გამოსულიყო პირადი ცხოვრების შემცველი მასალები?" - მიხეილ სააკაშვილი
"თუ სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა ვინმეს ახსოვს, როცა ჩემს დროს გამოსულიყო პირადი ცხოვრების შემცველი მასალები?" - მიხეილ სააკაშვილი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებ­და ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია, ყო­ველ­თვის იყო პატ­რი­არ­ქის პი­რა­დი მტე­რი, მე ამის მოწ­მე ვარ არა­ერ­თხელ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, სუს-ის მიერ ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის გზით პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მოს­მე­ნის თა­ო­ბა­ზე ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბულ მა­სა­ლებს.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს, მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი არას­დროს მომ­ხდა­რა და რომ გა­ე­გო, დამ­ნა­შა­ვეს მკაც­რად დას­ჯი­და.

„მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას, ამ ყვე­ლა­ფერს ერთი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ერთი დამ­ვა­ლე­ბე­ლი და ერთი გამ­კე­თე­ბე­ლი ჰყავს-ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლი. ივა­ნიშ­ვი­ლის ამო­ცა­ნა არის ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის გა­ნად­გუ­რე­ბა, მან პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ა­ნად­გუ­რა პარ­ლა­მენ­ტი ქუ­თა­ის­ში და გად­მო­ი­ტა­ნა იქი­დან, მთლი­ა­ნად მოს­პო ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა, ის შე­ე­ცა­და ქარ­თუ­ლი მე­დი­ის გა­ნად­გუ­რე­ბას, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ გა­მო­უ­ვი­და. მას ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებ­და ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია, ყო­ველ­თვის იყო პატ­რი­არ­ქის პი­რა­დი მტე­რი, მე ამის მოწ­მე ვარ არა­ერ­თხელ. ზუს­ტად ვიცი, რაზე ვსა­უბ­რობ. აქე­დან წა­მო­ვი­და უამ­რა­ვი პრო­ვო­კა­ცია, სი­ბინ­ძუ­რე, ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი, ახლა კომ­პრო­მა­ტის შეგ­რო­ვე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე და ათას­გვა­რი უბე­დუ­რე­ბა.

იმ ხალ­ხს, ვინც ამ­ბობს, „ივა­ნიშ­ვი­ლი იმას აკე­თებს, რა­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებ­და, ან რომ ამ­ბო­ბენ, ისი­ნი იმი­ტომ გა­ვაგ­დეთ, რომ ამას აკე­თებ­დნენ და ამა­თაც იგი­ვე უნდა გა­ა­კე­თონ?!“ მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, თუ სკლე­რო­ზი არ გა­წუ­ხებთ, ერთი შემ­თხვე­ვა მა­ინც ვინ­მეს ახ­სოვს, რო­დე­საც ჩემს დროს გა­მო­სუ­ლი­ყო ვინ­მეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შემ­ცვე­ლი მა­სა­ლე­ბი, თუ ვი­ღაც ცალ­კე ნა­ძი­რა­ლა რა­მეს აკე­თებ­და, მე ნამ­დვი­ლად არ ვიცი. რამე რომ გა­მე­გო, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან დავ­სჯი­დი. ვინ­მეს გა­უ­გია მა­სობ­რი­ვად ამის შეგ­რო­ვე­ბა ხდე­ბო­და? ეს იყო ჭორი და ახლა ეს არის რე­ა­ლო­ბა. ივა­ნიშ­ვილს სურს, მთე­ლი ქვე­ყა­ნა აქ­ცი­ოს ჭა­ო­ბად და უბე­დუ­რე­ბად, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი იყოს დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლი, რომ ქვეყ­ნი­დან ხალ­ხი გარ­ბო­დეს და ყვე­ლა­ფე­რი ამას დარ­ჩეს.

ერ­თა­დერ­თი გზა არის, ერიც და ბე­რიც დად­გეს ერ­თად, გა­და­დოს გვერ­დზე ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბა, ყვე­ლა პი­რა­დი პრობ­ლე­მა, შუღ­ლი და და­პი­რის­პი­რე­ბა. ერ­თად შეც­ვა­ლოს სი­ტუ­ა­ცია და გა­და­არ­ჩი­ნოს სა­ქარ­თვე­ლო, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, გა­და­არ­ჩი­ნოს ჩვე­ნი ეკ­ლე­სია, გა­და­არ­ჩი­ნოს ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის მო­მა­ვა­ლი. წამ­ზო­მი ჩარ­თუ­ლია, ჩვენ ვართ გა­დარ­ჩე­ნის რე­ჟიმ­ში და ამ გა­დარ­ჩე­ნა­ში ყვე­ლამ უნდა მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა“,- აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, სუს-ის მიერ ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის გზით პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მოს­მე­ნას და თვალ­თვალს უკავ­შირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lia
0

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ამას ჩაბარდა ძალაუფლება, მერე გაყვლიფა და გააუბედურა ქვეყანა (საიდან ამას ამდენი ფული, ბინები, მგზავრობა, ტელევიზიების სენახვის ტანხები და ა.შ.?).

ახლა იხდის ფულს იმ სიგიჟეში, რაც ხდება საქართველოში, თუნდაც სამ არხზე!

დიდ ხელფასებს უხდიან ჟჟჟჟჟურნალისტებს სწორედ იმ ქცევაში, რასაც ვხედავთ!

რა უბედურებაა, ქვეყანას მოპარო ფული და ამ ფულით მუდდმივ საგიჟეთში ამყოფო!

ხელისუფლებისაკენ ვერ დაგიქნევია კაცს თითი, რადგან ასეთი ვითომ ოპოზიციაა!!!!

 

ალექს
0

მიშა, ამას განრისხებული ფიზიონომიით ამბობ , თუ გაბადრულით !?

ავტორი:

"თუ სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა ვინმეს ახსოვს, როცა ჩემს დროს გამოსულიყო პირადი ცხოვრების შემცველი მასალები?" - მიხეილ სააკაშვილი

"თუ სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა ვინმეს ახსოვს, როცა ჩემს დროს გამოსულიყო პირადი ცხოვრების შემცველი მასალები?" - მიხეილ სააკაშვილი

ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა ქართული ეკლესია, ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი, მე ამის მოწმე ვარ არაერთხელ, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მსგავსი ფაქტები არასდროს მომხდარა და რომ გაეგო, დამნაშავეს მკაცრად დასჯიდა.

„მოსმენებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკლესიას, ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი და ერთი გამკეთებელი ჰყავს-ეს არის ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანა არის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურება, მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა იქიდან, მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, ჯერჯერობით, არ გამოუვიდა. მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა ქართული ეკლესია, ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი, მე ამის მოწმე ვარ არაერთხელ. ზუსტად ვიცი, რაზე ვსაუბრობ. აქედან წამოვიდა უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები, ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე და ათასგვარი უბედურება.

იმ ხალხს, ვინც ამბობს, „ივანიშვილი იმას აკეთებს, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, ან რომ ამბობენ, ისინი იმიტომ გავაგდეთ, რომ ამას აკეთებდნენ და ამათაც იგივე უნდა გააკეთონ?!“ მინდა შეგახსენოთ, თუ სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა მაინც ვინმეს ახსოვს, როდესაც ჩემს დროს გამოსულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები, თუ ვიღაც ცალკე ნაძირალა რამეს აკეთებდა, მე ნამდვილად არ ვიცი. რამე რომ გამეგო, ნამდვილად ძალიან დავსჯიდი. ვინმეს გაუგია მასობრივად ამის შეგროვება ხდებოდა? ეს იყო ჭორი და ახლა ეს არის რეალობა. ივანიშვილს სურს, მთელი ქვეყანა აქციოს ჭაობად და უბედურებად, რომ ქვეყანაში ყველა და ყველაფერი იყოს დისკრედიტირებული, რომ ქვეყნიდან ხალხი გარბოდეს და ყველაფერი ამას დარჩეს.

ერთადერთი გზა არის, ერიც და ბერიც დადგეს ერთად, გადადოს გვერდზე ყველა განსხვავება, ყველა პირადი პრობლემა, შუღლი და დაპირისპირება. ერთად შეცვალოს სიტუაცია და გადაარჩინოს საქართველო, ქართული ტრადიციული ფასეულობები, გადაარჩინოს ჩვენი ეკლესია, გადაარჩინოს ჩვენი ბავშვების მომავალი. წამზომი ჩართულია, ჩვენ ვართ გადარჩენის რეჟიმში და ამ გადარჩენაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა“,- აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.