სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიხილეთ თავდასხმა სამხარაულის ბიუროზე, რომელიც აქამდე არ მოფიქრებიათ "ნაცმოძრაობის" ლიდერებსაც კი" - მამუკა მდინარაძე გახარიას განცხადებაზე
"ვიხილეთ თავდასხმა სამხარაულის ბიუროზე, რომელიც აქამდე არ მოფიქრებიათ "ნაცმოძრაობის" ლიდერებსაც კი" - მამუკა მდინარაძე გახარიას განცხადებაზე

არა მხო­ლოდ „იმედ­ზე“ ვი­ხი­ლეთ თავ­დას­ხმა, ასე­ვე სამ­ხა­რა­უ­ლის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ზე, რო­მე­ლიც აქამ­დე არ მო­ფიქ­რე­ბი­ათ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რებ­საც კი. სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რო­ზე თავ­დას­ხმა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მას არ და­ე­ჭი­რა თა­ვის გა­მარ­თლე­ბის პო­ზი­ცია, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რი­სა და თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მის წი­ნა­აღ­მდეგ მზად­დე­ბო­და პრო­ვო­კა­ცია ნარ­კო­ტესტთან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბა ნარ­კო­ტესტზე უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბის შე­სა­ხებ, მხო­ლოდ იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ექ­სპრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში არ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

„ჩვენ დღეს არა რა­ი­მე მო­წო­დე­ბა, არა­მედ ვნა­ხეთ თავ­დას­ხმა „იმედ­ზე, რო­მელ­საც ეს ადა­მი­ა­ნი „ტე­ლე­კა­ნალს“ უწო­დებს მა­შინ, რო­დე­საც „პირ­ვე­ლი კა­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რეს­პო­დენ­ტია და ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია, რო­გორც მი­ნი­მუმ, რო­დე­საც „იმე­დი“ მას პი­რა­დად იცავ­და ამო­რა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის­გან და ეს ამო­რა­ლუ­რი კამ­პა­ნია მომ­დი­ნა­რე­ობ­და სწო­რედ იმ „ტვ პირ­ვე­ლის­გან,“ „პირ­ვე­ლი კა­ნა­ლის­გან,“ რო­მე­ლიც ამ ამო­რა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის სა­თა­ვე­ში იდგა და დღეს უკვე პი­რი­ქით ატ­რი­ა­ლებს ამ ყვე­ლა­ფერს. ლა­პა­რა­კობს იმ არ­ხის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რო­მელ­მაც მისი სი­მარ­თლე, თუ რა­ღაც ნა­წილ­ში მდგო­მა­რე­ობ­და თა­ვის დრო­ზე, მყა­რად და­იც­ვა, ის და­იც­ვა ამორ­ლა­უ­რი კამ­პა­ნი­ის­გან. ჩვენ არა მხო­ლოდ თავ­დას­ხმა ვი­ხი­ლეთ „იმედ­ზე,“ ასე­ვე სამ­ხა­რა­უ­ლის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ზე, რო­მე­ლიც აქამ­დე არ მო­ფიქ­რე­ბია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რებ­საც კი. სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რო­ზე თავ­დას­ხმა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მას არ და­ე­ჭი­რა თა­ვის გა­მარ­თლე­ბის პო­ზი­ცია. სა­ერ­თოდ არა­ვინ ფიქ­რობ­და „კო­კა­ინ­ზე“ და არც მსგავს სა­კი­თხებ­ზე, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე და­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნია გა­და­იქ­ცა ვი­ღა­ცე­ბის თა­ვის მარ­თლე­ბის კამ­პა­ნი­ად, უცხო­ეთ­ში აპი­რე­ბენ „ბან­კე­ბით“ სირ­ბილს, რო­გორც ის ამ­ბობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­მე უხერ­ხუ­ლია და უცხო­ეთ­ში კარ­გია „ბან­კე­ბით“ სირ­ბი­ლი, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე ობი­ექ­ტუ­რი ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო, ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი არას­დროს გამ­ხდა­რა თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი, გახ­და მხო­ლოდ მისი მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
0

 ძალიან საეჭვო ინიციატივა იყო, რადგან კანონი არ ითხოვს ნარკოტესტს. 

!
0

ნაცებს რომ ებრძოდით მჯეროდა თქვენი, მაგრამ გახარიას რომ ებრძვით, აღარ მჯერა თქვენი სიმართლის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ვიხილეთ თავდასხმა სამხარაულის ბიუროზე, რომელიც აქამდე არ მოფიქრებიათ "ნაცმოძრაობის" ლიდერებსაც კი" - მამუკა მდინარაძე გახარიას განცხადებაზე

"ვიხილეთ თავდასხმა სამხარაულის ბიუროზე, რომელიც აქამდე არ მოფიქრებიათ "ნაცმოძრაობის" ლიდერებსაც კი" - მამუკა მდინარაძე გახარიას განცხადებაზე

არა მხოლოდ „იმედზე“ ვიხილეთ თავდასხმა, ასევე სამხარაულის ეროვნულ ბიუროზე, რომელიც აქამდე არ მოფიქრებიათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსაც კი. სამხარაულის ბიუროზე თავდასხმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ დაეჭირა თავის გამართლების პოზიცია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, მის წინააღმდეგ მზადდებოდა პროვოკაცია ნარკოტესტთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, გახარიას განცხადება ნარკოტესტზე უცხოეთში გამგზავრების შესახებ, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ექსპრემიერ-მინისტრი თავის მართლების რეჟიმში არ აღმოჩენილიყო.

„ჩვენ დღეს არა რაიმე მოწოდება, არამედ ვნახეთ თავდასხმა „იმედზე, რომელსაც ეს ადამიანი „ტელეკანალს“ უწოდებს მაშინ, როდესაც „პირველი კანალის“ მთავარი რესპოდენტია და ძალიან უხერხულია, როგორც მინიმუმ, როდესაც „იმედი“ მას პირადად იცავდა ამორალური კამპანიისგან და ეს ამორალური კამპანია მომდინარეობდა სწორედ იმ „ტვ პირველისგან,“ „პირველი კანალისგან,“ რომელიც ამ ამორალური კამპანიის სათავეში იდგა და დღეს უკვე პირიქით ატრიალებს ამ ყველაფერს. ლაპარაკობს იმ არხის საწინააღმდეგოდ, რომელმაც მისი სიმართლე, თუ რაღაც ნაწილში მდგომარეობდა თავის დროზე, მყარად დაიცვა, ის დაიცვა ამორლაური კამპანიისგან. ჩვენ არა მხოლოდ თავდასხმა ვიხილეთ „იმედზე,“ ასევე სამხარაულის ეროვნულ ბიუროზე, რომელიც აქამდე არ მოფიქრებია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსაც კი. სამხარაულის ბიუროზე თავდასხმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ დაეჭირა თავის გამართლების პოზიცია. საერთოდ არავინ ფიქრობდა „კოკაინზე“ და არც მსგავს საკითხებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაწყებული კამპანია გადაიქცა ვიღაცების თავის მართლების კამპანიად, უცხოეთში აპირებენ „ბანკებით“ სირბილს, როგორც ის ამბობს. საქართველოში თურმე უხერხულია და უცხოეთში კარგია „ბანკებით“ სირბილი, როდესაც ყველაზე ობიექტური ეროვნული ბიურო, ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი არასდროს გამხდარა თავდასხმის ობიექტი, გახდა მხოლოდ მისი მხრიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.