სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ან მისი გარემოცვა სხვაგვარ სურათს უხატავს, ან უბრალოდ, ჰგონია, რომ მართლა ექნება დასავლეთის მხარდაჭერა და რაღაცნაირად გახდება გმირი" - რა გაგრძლება ექნება სააკაშვილის მე-17 დაპირებას?
"ან მისი გარემოცვა სხვაგვარ სურათს უხატავს, ან უბრალოდ, ჰგონია, რომ მართლა ექნება დასავლეთის მხარდაჭერა და რაღაცნაირად გახდება გმირი" - რა გაგრძლება ექნება სააკაშვილის მე-17 დაპირებას?

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, ვინ იცის, მე­რამ­დე­ნედ, კი­ე­ვი­დან გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ ის ამ­ჯე­რად, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ნამ­დვი­ლად აპი­რებს. რას იზამს სა­ა­კაშ­ვი­ლი, მალე გა­მოჩ­ნდე­ბა, მა­ნამ­დე კი შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ისიც აქვს ნათ­ქვა­მი, რომ მას ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ აინ­ტე­რე­სებს, რომ ცი­ხე­შიც ჩამ­ჯდო­მია, რის შემ­დე­გაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თავ­საც გა­ი­თა­ვი­სუფ­ლებს და მა­საც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის პა­სუ­ხად ამ­ბობს, რომ მის ად­გილ­ზე, ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბო­და.

"იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე, სა­დაც ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით, ევ­რო­პი­სა და პუ­ტი­ნის რუ­სე­თის გზა­გა­სა­ყარ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, აქვს ბუ­ნებ­რი­ვია სურ­ვი­ლი და უფ­ლე­ბა, იყოს ამ პრო­ცე­სებ­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რის, ფი­ზი­კუ­რად. რა გა­საკ­ვი­რია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ამის სურ­ვი­ლი აქვს, გა­უჩ­ნდა და გეგ­მავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა. მე მის ად­გილ­ზე უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიქ­ნე­ბო­დი და აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვი­დო­დი, არ და­გი­მა­ლავთ, ბევ­რჯერ მით­ქვამს. იმი­ტომ, რომ ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვა. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ჩვენ ჭკუ­ით უნდა ვა­ჯო­ბოთ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას". ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ მივ­ცეთ პრო­ვო­კა­ცი­ა­სა და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მელ­საც მერე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბაც აჰ­ყვე­ბა, ანუ, ჭკუ­ით უნდა ვა­ჯო­ბოთ“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

"მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა საკ­მა­ოდ თა­მა­მია, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, მა­საც ამო­უ­ვი­და ყელ­ში მისი საქ­ცი­ე­ლი, რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლი მუდ­მი­ვად ცდი­ლობს სხვი­სი ხე­ლით ნარი გლი­ჯოს“, - გვე­უბ­ნე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე.

რო­გორც ის ამ­ბობს, სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მომ­სვლე­ლი არ არის და სა­ა­მი­სოდ მი­ზე­ზის მო­გო­ნე­ბაც არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. და თუ მა­ინც ჩა­მო­ვი­და და ის "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ არ და­ა­კა­ვა, გა­მო­დის, ის ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვა­ზე მი­დის და ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ა­კაშ­ვილ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის გა­რი­გე­ბა ყო­ფი­ლა“.

"იმის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი აქამ­დე ამ­ბობ­და და მერე რა­საც აკე­თებ­და, ლო­გი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ის არ არის ჩა­მომ­სვლე­ლი და სა­ა­მი­სოდ რა­ღაც მი­ზეზს მო­ი­გო­ნებს. მი­ზე­ზის მო­გო­ნე­ბა მის­თვის დიდი პრობ­ლე­მა არ არის. დიდი ალ­ბა­თო­ბით, მგო­ნია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ ჩა­მო­ვა. შე­საძ­ლოა, მას ჰგო­ნია, რომ აქ ვი­თა­რე­ბა და გან­წყო­ბა შე­იც­ვა­ლა. გახ­სოვთ, რომ თქვა, ჩა­მო­ვალ, ცი­ხე­ში ჩავ­ჯდე­ბი, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თავ­საც გა­ი­თა­ვი­სუფ­ლებს და მეც გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებ­სო? ამ შემ­თხვე­ვა­ში ორი ვა­რი­ან­ტია: ან მას მისი გა­რე­მოც­ვა სხვაგ­ვარ სუ­რათს უხა­ტავს (ასე­თი რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რა, როცა გა­რე­მოც­ვამ შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია და ამას რაც მოჰ­ყვა, ვნა­ხეთ), ან უბ­რა­ლოდ, მას ჰგო­ნია, რომ მარ­თლა ექ­ნე­ბა და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა და რა­ღაც­ნა­ი­რად გახ­დე­ბა გმი­რი. მას ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში მო­უ­წევს ცი­ხე­ში ჩაჯ­დო­მა. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ის თუ ცი­ხე­ში არ გა­უშ­ვა, ჩათ­ვა­ლეთ, რომ თუ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჩა­მო­ვი­და, "ოც­ნე­ბას“ არ­ჩევ­ნე­ბი აქვს წა­გე­ბუ­ლი, თუ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბას და­კარ­გავს. ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ შემ­თხვე­ვა­ში, უბ­რა­ლოდ, არ­ჩე­ვა­ნი არ აქვს - თუ ის მი­დის ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვა­ზე, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ა­კაშ­ვილ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის გა­რი­გე­ბა ყო­ფი­ლა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რა­ტომ უნდა წა­ვი­დეს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ამ რის­კზე, გა­უ­გე­ბა­რია.

გა­რან­ტი­ე­ბი თუ არ­სე­ბობს და­სავ­ლე­თი­დან, ეს გა­ფორმ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც გა­ფორმ­და 2003 ან 2012-ში, ანუ ცვლი­ლე­ბა ქუ­ჩი­დან კი არა, ეს უნდა შე­ი­ფუ­თოს რო­გორც არ­ჩევ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბა. და­სავ­ლე­თი ამ შემ­თხვე­ვა­ში წავა ამ დათ­მო­ბა­ზე, სხვა, ქუ­ჩი­დან მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა მას გა­უ­ჭირ­დე­ბა და არც სჭირ­დე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში და ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, რომ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და­სავ­ლე­თის­თვის არც მო­გე­ბი­ა­ნია და არც - მი­სა­ღე­ბი.

2. სა­ა­კაშ­ვი­ლის ფი­გუ­რა და­სავ­ლე­თის­თვის, მგო­ნია, უკვე ყავლგა­სუ­ლია. მან რაც უნდა ილა­პა­რა­კოს, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის არ იბ­რძვის, მისი დაბ­რუ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იმას ნიშ­ნავს, რომ 2003 და 2012 წლე­ბი გან­მე­ორ­დე­ბა, რა­საც უპ­როგ­ნო­ზო შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახლა მე­ტად დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე მა­შინ იყო. დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მომ­ხრე­ე­ბი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ იმის­თვის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" არ დაბ­რუნ­დნენ. ამი­ტომ, სა­ა­კაშ­ვილს თუ იმის იმე­დი აქვს, რომ და­სავ­ლე­თი მხარს და­უ­ჭერს, ესეც არა­რე­ა­ლუ­რია, არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა. მას თუ ის გათ­ვლა აქვს, რომ რამ­დე­ნი­მე თვით ჩაჯ­დე­ბა და შემ­დეგ გა­მო­ვა პა­ტიმ­რო­ბი­დან, მგო­ნია, ეს არას­წო­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გია“.

პო­ლი­ტო­ლო­გის აზ­რით, სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი მა­ინც და მა­ინც ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას არ უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა მე­ლი­ას, ძა­ბი­რა­ძის თქმით, ის საკ­მა­ოდ რთულ ვი­თა­რე­ბა­შია და მისი მე­ო­რე ტურ­ში ვერ­გას­ვლა იმას ნიშ­ნავს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფით ჩა­ნაც­ვლე­ბა იწყე­ბა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლის შან­სებ­ზე და ჩა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ambebi.ge-ს ანა­ლი­ტი­კო­სი ნიკო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლი ესა­უბ­რე­ბა:

"ობი­ექ­ტუ­რად თუ შე­ვა­ფა­სებთ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლის შან­სი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ან არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, კვლავ ძა­ლი­ან ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა. რო­დე­საც აქამ­დე 16-ჯერ თქვა და არ ჩა­მო­ვი­და, რა­ტომ უნდა ჩა­მო­ვი­დეს მე-17-ე ნათ­ქვამ­ზე? ზო­გა­დად, სა­ა­კაშ­ვი­ლი ნაკ­ლე­ბად დარ­დობს თა­ვის გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ზე, რად­გან იცის, რომ მისი პი­რა­დი ამომ­რჩევ­ლის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მას ყოვ­ლად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბებ­ზეც კი პა­სუხს არ მოს­თხოვს. რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სი მა­ინც არ­სე­ბობს მის ჩა­მოს­ვლას­თან და­გავ­ში­რე­ბით, შეგ­ვიძ­ლია დარ­წმუ­ნე­ბით გან­ვი­ხი­ლოთ რამ­დე­ნი­მე სცე­ნა­რი, რომ­ლი­თაც მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში და­ვი­წყოთ იმით, რომ დღეს 2021 წე­ლია და არა 2003, ამით იმის თქმა მინ­და, რომ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს და არც არა­ვი­თა­რი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გან­წყო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ასე­ვე, სა­ა­კაშ­ვი­ლი სრუ­ლი­ად გა­კოტ­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი მე­გობ­რე­ბის თვალ­შიც.

ასეთ რე­ა­ლო­ბა­ში კი მისი ჩა­მოს­ვლა ვე­რა­ვი­თარ მუხტს ვერ შე­მო­ი­ტანს. ლე­გა­ლუ­რი გზე­ბით თუ ეც­დე­ბა შე­მოს­ვლას, მას სა­ზღვარ­ზე­ვე ყოვ­ლად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ და­ა­კა­ვე­ბენ. ჰი­პო­თე­ტუ­რად არ­სე­ბობს სხვა ვა­რი­ან­ტიც, მა­გა­ლი­თად, ეცა­დოს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­პარ­ვას, რაც და­მერ­წმუ­ნე­ბით, ძა­ლი­ან რთუ­ლია და შე­საძ­ლოა სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ბევ­რად ცუ­და­დაც დას­რულ­დეს. მა­ინც გან­ვი­ხი­ლოთ პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი და ვთქვათ, შემ­დეგ რა მოხ­დე­ბა. ცოტა ხნის წინ მე­ლი­ას და­კა­ვე­ბი­სას ვნა­ხეთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად სრუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის მხარ­და­ჭე­რი­სა, ქუ­ჩა­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­თვე­ვა­შიც, რო­მელ­საც მხო­ლოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და რამ­დე­ნი­მე ცალ­კე­უ­ლი ე.წ პო­ლი­ტი­კო­სი უჭერს მხარს, მო­სახ­ლე­ო­ბის ზუს­ტად იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბა შე­იკ­რი­ბე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე და­იშ­ლე­ბა. შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ, რომ ჩა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, მას ცი­ხე­ში ძა­ლი­ან დიდი ხნის გა­ტა­რე­ბა მო­უ­წე­ევს და არც არა­ვინ იქ­ნე­ბა დი­დად მომ­კი­თხა­ვი არც ქვეყ­ნის შიგ­ნით და არც ქვეყ­ნის გა­რეთ. ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც 2008 წლის ომში სიმ­ხდა­ლის ენით აუ­წე­რე­ლი მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნა, ასეთ რე­ა­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მომ­სვლე­ლი და წლო­ბით ცი­ხე­ში ჩამ­ჯდო­მი ცხა­დია არ არის“, - მი­აჩ­ნია ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ველს.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
0

შემოდგომის 17-ე გაელვება........ :)

w
0

რა არის აქ დაუჯერებელი 2003-ში მიჰა თუ ივანოვმა მოიყვანა(არცერთი მაშინდელი მიტინგი არ გამიცდენია და ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი) ჩარკვიანის ქალი ნაკლები რითია. მაგან რომ კივილი იცის ივანოვს არც დაესიზმრება.აბა გაბედოს ვინმემ და მიჰას მიეკაროს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ან მისი გარემოცვა სხვაგვარ სურათს უხატავს, ან უბრალოდ, ჰგონია, რომ მართლა ექნება დასავლეთის მხარდაჭერა და რაღაცნაირად გახდება გმირი" - რა გაგრძლება ექნება სააკაშვილის მე-17 დაპირებას?

"ან მისი გარემოცვა სხვაგვარ სურათს უხატავს, ან უბრალოდ, ჰგონია, რომ მართლა ექნება დასავლეთის მხარდაჭერა და რაღაცნაირად გახდება გმირი" - რა გაგრძლება ექნება სააკაშვილის მე-17 დაპირებას?

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ვინ იცის, მერამდენედ, კიევიდან გაავრცელა განცხადება, რომ ის ამჯერად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნებას ნამდვილად აპირებს. რას იზამს სააკაშვილი, მალე გამოჩნდება, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ისიც აქვს ნათქვამი, რომ მას ძალაუფლება არ აინტერესებს, რომ ციხეშიც ჩამჯდომია, რის შემდეგაც ქართველი ხალხი თავსაც გაითავისუფლებს და მასაც გაათავისუფლებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სააკაშვილის განცხადების პასუხად ამბობს, რომ მის ადგილზე, ის უკვე საქართველოში იქნებოდა.

"იმ მნიშვნელოვან ეტაპზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ევროპისა და პუტინის რუსეთის გზაგასაყარზე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, აქვს ბუნებრივია სურვილი და უფლება, იყოს ამ პროცესებში ძალიან აქტიურად ჩართული, მათ შორის, ფიზიკურად. რა გასაკვირია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამის სურვილი აქვს, გაუჩნდა და გეგმავს საქართველოში ჩამოსვლა. მე მის ადგილზე უკვე საქართველოში ვიქნებოდი და აუცილებლად ჩამოვიდოდი, არ დაგიმალავთ, ბევრჯერ მითქვამს. იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული გამოწვევა. ყველაფერთან ერთად, ჩვენ ჭკუით უნდა ვაჯობოთ "ქართულ ოცნებას". ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მივცეთ პროვოკაციასა და დესტაბილიზაციაში დადანაშაულების შესაძლებლობა, რომელსაც მერე საერთაშორისო საზოგადოებაც აჰყვება, ანუ, ჭკუით უნდა ვაჯობოთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

"მელიას განცხადება საკმაოდ თამამია, მაგრამ, როგორც ჩანს, მასაც ამოუვიდა ყელში მისი საქციელი, რადგან სააკაშვილი მუდმივად ცდილობს სხვისი ხელით ნარი გლიჯოს“, - გვეუბნება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

როგორც ის ამბობს, სააკაშვილი საქართველოში ჩამომსვლელი არ არის და საამისოდ მიზეზის მოგონებაც არ გაუჭირდება. და თუ მაინც ჩამოვიდა და ის "ქართულმა ოცნებამ“ არ დააკავა, გამოდის, ის ძალაუფლების დაკარგვაზე მიდის და ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილსა და ხელისუფლებას შორის გარიგება ყოფილა“.

"იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც სააკაშვილი აქამდე ამბობდა და მერე რასაც აკეთებდა, ლოგიკური თვალსაზრისით, ის არ არის ჩამომსვლელი და საამისოდ რაღაც მიზეზს მოიგონებს. მიზეზის მოგონება მისთვის დიდი პრობლემა არ არის. დიდი ალბათობით, მგონია, რომ სააკაშვილი არ ჩამოვა. შესაძლოა, მას ჰგონია, რომ აქ ვითარება და განწყობა შეიცვალა. გახსოვთ, რომ თქვა, ჩამოვალ, ციხეში ჩავჯდები, ქართველი ხალხი თავსაც გაითავისუფლებს და მეც გამათავისუფლებსო? ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია: ან მას მისი გარემოცვა სხვაგვარ სურათს უხატავს (ასეთი რამ საქართველოში მომხდარა, როცა გარემოცვამ შეცდომაში შეიყვანა ზვიად გამსახურდია და ამას რაც მოჰყვა, ვნახეთ), ან უბრალოდ, მას ჰგონია, რომ მართლა ექნება დასავლეთის მხარდაჭერა და რაღაცნაირად გახდება გმირი. მას ყველა ვარიანტში მოუწევს ციხეში ჩაჯდომა. "ქართულმა ოცნებამ“ ის თუ ციხეში არ გაუშვა, ჩათვალეთ, რომ თუ არჩევნებამდე ჩამოვიდა, "ოცნებას“ არჩევნები აქვს წაგებული, თუ არჩევნების შემდეგ - ხელისუფლება ძალაუფლებას დაკარგავს. ამიტომ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, უბრალოდ, არჩევანი არ აქვს - თუ ის მიდის ძალაუფლების დაკარგვაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილსა და ხელისუფლებას შორის გარიგება ყოფილა, სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა წავიდეს ექსპრეზიდენტი ამ რისკზე, გაუგებარია.

გარანტიები თუ არსებობს დასავლეთიდან, ეს გაფორმდება დაახლოებით ისე, როგორც გაფორმდა 2003 ან 2012-ში, ანუ ცვლილება ქუჩიდან კი არა, ეს უნდა შეიფუთოს როგორც არჩევნებიდან გამომდინარე ცვლილება. დასავლეთი ამ შემთხვევაში წავა ამ დათმობაზე, სხვა, ქუჩიდან მოსული ხელისუფლების აღიარება მას გაუჭირდება და არც სჭირდება. ქვეყანაში და ზოგადად, მსოფლიოში ისეთი ვითარებაა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები დასავლეთისთვის არც მოგებიანია და არც - მისაღები.

2. სააკაშვილის ფიგურა დასავლეთისთვის, მგონია, უკვე ყავლგასულია. მან რაც უნდა ილაპარაკოს, რომ ძალაუფლებისთვის არ იბრძვის, მისი დაბრუნება ხელისუფლებაში იმას ნიშნავს, რომ 2003 და 2012 წლები განმეორდება, რასაც უპროგნოზო შედეგი მოჰყვება. საზოგადოება ახლა მეტად დიფერენცირებულია, ვიდრე მაშინ იყო. დღეს "ქართული ოცნების“ მომხრეები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ "ნაციონალები" არ დაბრუნდნენ. ამიტომ, სააკაშვილს თუ იმის იმედი აქვს, რომ დასავლეთი მხარს დაუჭერს, ესეც არარეალურია, არსებული ვითარება ამგვარი განცხადების საშუალებას არ იძლევა. მას თუ ის გათვლა აქვს, რომ რამდენიმე თვით ჩაჯდება და შემდეგ გამოვა პატიმრობიდან, მგონია, ეს არასწორი ანალიზის შედეგია“.

პოლიტოლოგის აზრით, სააკაშვილის განცხადებები მაინც და მაინც ორპოლუსიანობის შენარჩუნებას არ უნდა ემსახურებოდეს. რაც შეეხება ნიკა მელიას, ძაბირაძის თქმით, ის საკმაოდ რთულ ვითარებაშია და მისი მეორე ტურში ვერგასვლა იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ სხვა პოლიტიკური ჯგუფით ჩანაცვლება იწყება.

სააკაშვილის ჩამოსვლის შანსებზე და ჩამოსვლის შემთხვევაში სავარაუდო სცენარების განვითარებაზე ambebi.ge-ს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ესაუბრება:

"ობიექტურად თუ შევაფასებთ, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შანსი არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ, კვლავ ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. როდესაც აქამდე 16-ჯერ თქვა და არ ჩამოვიდა, რატომ უნდა ჩამოვიდეს მე-17-ე ნათქვამზე? ზოგადად, სააკაშვილი ნაკლებად დარდობს თავის გამონათქვამებზე, რადგან იცის, რომ მისი პირადი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მას ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებებზეც კი პასუხს არ მოსთხოვს. რადგან საზოგადოებაში გარკვეული ინტერესი მაინც არსებობს მის ჩამოსვლასთან დაგავშირებით, შეგვიძლია დარწმუნებით განვიხილოთ რამდენიმე სცენარი, რომლითაც მოვლენები განვითარდება. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ დღეს 2021 წელია და არა 2003, ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად მუშაობს და არც არავითარი რევოლუციური განწყობები არ არსებობს საზოგადოებაში. ასევე, სააკაშვილი სრულიად გაკოტრებულია ჩვენი დასავლელი მეგობრების თვალშიც.

ასეთ რეალობაში კი მისი ჩამოსვლა ვერავითარ მუხტს ვერ შემოიტანს. ლეგალური გზებით თუ ეცდება შემოსვლას, მას საზღვარზევე ყოვლად უმტკივნეულოდ დააკავებენ. ჰიპოთეტურად არსებობს სხვა ვარიანტიც, მაგალითად, ეცადოს საქართველოში შემოპარვას, რაც დამერწმუნებით, ძალიან რთულია და შესაძლოა სააკაშვილისთვის ბევრად ცუდადაც დასრულდეს. მაინც განვიხილოთ პირველი ვარიანტი და ვთქვათ, შემდეგ რა მოხდება. ცოტა ხნის წინ მელიას დაკავებისას ვნახეთ, რომ მიუხედავად სრული ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერისა, ქუჩაში მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. სააკაშვილის შემთვევაშიც, რომელსაც მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენიმე ცალკეული ე.წ პოლიტიკოსი უჭერს მხარს, მოსახლეობის ზუსტად იგივე რაოდენობა შეიკრიბება, რომელიც ძალიან მალე დაიშლება. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში, მას ციხეში ძალიან დიდი ხნის გატარება მოუწეევს და არც არავინ იქნება დიდად მომკითხავი არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ადამიანმა, რომელმაც 2008 წლის ომში სიმხდალის ენით აუწერელი მაგალითი აჩვენა, ასეთ რეალობაში საქართველოში ჩამომსვლელი და წლობით ციხეში ჩამჯდომი ცხადია არ არის“, - მიაჩნია ნიკოლოზ მეტრეველს.