სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე
"საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

"არ დაგ­ვჭირ­დე­ბა არა­ვი­თა­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ზღვრი­დან ლა­მა­ზად მოხ­ვდე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გა­კეთ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი", - ასე უპა­სუ­ხა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კი­თხვას, გეგ­მავს თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­სა­კა­ვებ­ლად იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, „სიმ­ხდა­ლის გამო“ არა­ერ­თხელ გა­უც­რუ­ე­ბია სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის­თვის იმე­დი და სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერც ახლა შეძ­ლებს, თა­ვი­სი და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამას­თა­ნა­ვე, კო­ბა­ხი­ძემ არა­სარ­წმუ­ნოდ ჩათ­ვა­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, მას 40 ათა­სამ­დე მხარ­დამ­ჭე­რი და­ი­ცავს.

"ამას პირ­დე­ბა ის სა­კუ­თარ მხარ­დამ­ჭე­რებს უკვე არა­ერ­თი წე­ლია, თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე გა­უც­რუა მან იმე­დე­ბი სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს. ვი­ცით, რომ მხდა­ლია, მში­შა­რაა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ, გა­უ­ჭირ­დე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­შიც ამ ანონ­სის შეს­რუ­ლე­ბა, თუმ­ცა ვნა­ხოთ, თუ შე­მო­ვა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მას მი­ე­ჩი­ნე­ბა ის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც უნდა მი­ე­ჩი­ნოს.

ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა არის ის, რაც სჭირ­დე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნოს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი კრი­მი­ნა­ლი და­ა­კა­ვოს. თუმ­ცა არ დაგ­ვჭირ­დე­ბა არა­ვი­თა­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, ლა­მა­ზად, სა­ზღვი­დან მოხ­ვდე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გა­კეთ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. რა 40 ათა­სი ადა­მი­ა­ნი აპი­რებს მის დაც­ვას, 5 ათა­სი კაცი ვერ შეკ­რი­ბეს, აქ­ცი­ე­ბი როცა ჰქონ­დათ გა­მარ­თუ­ლი?!“- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zz
6

ჩემი ბავშვობის დროინდელი მულტფილმი მაგონდება ,, ლეაპოლდ პოდლი ტრუს"🐈 🐀🐀

იმედა
10

მიშას ცოტა ხანი მოუწევს ციხეში გაჩერება თქვენ სექტას კი მრავალი წელი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

"საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

"არ დაგვჭირდება არავითარი ძალის გამოყენება, საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი", - ასე უპასუხა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას, გეგმავს თუ არა ხელისუფლება ძალის გამოყენებას მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად იმ შემთხვევაში თუ ის საქართველოში ჩამოვა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს, „სიმხდალის გამო“ არაერთხელ გაუცრუებია საკუთარი ამომრჩევლისთვის იმედი და სავარაუდოდ, ვერც ახლა შეძლებს, თავისი დანაპირების შესრულებას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ამასთანავე, კობახიძემ არასარწმუნოდ ჩათვალა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში, მას 40 ათასამდე მხარდამჭერი დაიცავს.

"ამას პირდება ის საკუთარ მხარდამჭერებს უკვე არაერთი წელია, თუმცა ყოველ ჯერზე გაუცრუა მან იმედები საკუთარ ამომრჩეველს. ვიცით, რომ მხდალია, მშიშარაა და აქედან გამომდინარე, ალბათ, გაუჭირდება ამ შემთხვევაშიც ამ ანონსის შესრულება, თუმცა ვნახოთ, თუ შემოვა, ამ შემთხვევაში მას მიეჩინება ის ადგილი, რომელიც უნდა მიეჩინოს.

ძალის გამოყენება არის ის, რაც სჭირდება სამართალდამცველ ორგანოს, რომ ნებისმიერი კრიმინალი დააკავოს. თუმცა არ დაგვჭირდება არავითარი ძალის გამოყენება, ლამაზად, საზღვიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი. რა 40 ათასი ადამიანი აპირებს მის დაცვას, 5 ათასი კაცი ვერ შეკრიბეს, აქციები როცა ჰქონდათ გამართული?!“- განაცხადა კობახიძემ.