გიორგი გამსახურდია ექსპრემიერისა და თბილისის მერობის კანდიდატ გიორგი გახარიას პარტიასთან დაკავშირებით "ტვიტერზე" განცხადებას ავრცელებს და პარტიის მენეჯმენტს მიმართავს.
"ძალიან შეწუხებული ვარ, რომ მამაჩემის მომხრეთა მცირე ნაწილი შეყვანილია შეცდომაში და "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური ინტერესის გამტარ "რასკოლნიკებს", აიგივებს მამაჩემის სახელთან. პარტიას "საქართველოსთვის" არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება მამაჩემის იდეებთან...
უფრო მეტიც, ეს არის უნიჭო მცდელობა, ზვიადის სახელით ხალხი შეიყვანონ შეცდომაში და თავიანთი თაღლითური ნიჭით, "ნაცმოძრაობას" კვლავ ჩაუსახონ იმედი იმ უიმედო სიტუაციაში, რასაც მათი ძალაუფლებაში მობრუნება ქვია, რომელიც წარმოუდგენელია და ვერანაირი მოცემულობა, ამის შანს ვერანაირად ვერ იძლევა.
პარტია "საქართველოსთვის" მენეჯმენტს კი ვეტყოდი, სამეგრელოში ისევ, პუტჩისტი და სამეგრელოს ამაოხრებლების იმედად იყვნენ აჯობებს, მარტო თემურ გერგაია ვერ ეყოფათ. ძალიან მალე ნახავენ რეალობას და იციან მათ ეს. სანამ სამეგრელოში ვარ, მე ჩვენი ნაწამები ხალხის შეცდომაში შეყვანას არ დავუშვებ", - წერს გიორგი გამსახურდია.
ძალიან შეწუხებული ვარ,რომ მამაჩემის მომხრეთა მცირე ნაწილი შეყვანილია შეცდომაში და ნაცმოძრაობის პოლიტიკური ინტერესის გამტარ "რასკოლნიკებს", აიგივებს მამაჩემის სახელთან.პარტია საქართველოსთვის,არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება მამაჩემის იდეებთან.
— George Gamsakhurdia (@GeorgeGamsa1979) September 12, 2021
ამ პიროვნების ადექვატურობა სამწუხაროდ ერთაზროვან შთაბეჭდილებას არ ტოვებს..
გახარიას პარტიას არ სჭირდება არავისი სახელის გამოყენება, საკუთარი სახელიც ეყოფა. რაც არ უნდა დააბრალოთ, მაინც მას მივცემ ხმას. უკეთესი არჩევანი დღესარ გვაქვს.