კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფარივით მიცავდა ის ვაქცინა, რაც გაკეთებული მაქვს..." - რას წერს თათია შარანგია, რომელიც ორივე დოზით აცრის შემდეგ, კოვიდით დაინფიცირდა
"ფარივით მიცავდა ის ვაქცინა, რაც გაკეთებული მაქვს..." - რას წერს თათია შარანგია, რომელიც ორივე დოზით აცრის შემდეგ, კოვიდით დაინფიცირდა

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­თია შა­რან­გია, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით ორ­ჯე­რა­დად აც­რის შემ­დეგ და­ინ­ფი­ცირ­და, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს:

"ჩემო უსაყ­ვარ­ლე­სო მე­გობ­რე­ბო, ესეც კო­ვი­დის მერ­ვე-მე­ცხრე დღე ჩვენს ოჯახ­ში.

თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ, რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბით გა­გი­ზი­ა­როთ ის შეგ­რძნე­ბე­ბი, რაც ამ დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე მქონ­და. პირ­ველ რიგ­ში, კი­დევ უფრო მძაფ­რად, მთე­ლი არ­სე­ბით აღ­ვიქ­ვი, თუ რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვერ­დით ძვირ­ფა­სი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი... რამ­ხე­ლა ფასი აქვს თითო თბილ სი­ტყვას, მო­ფე­რე­ბას, კე­თილ სურ­ვი­ლებს. რა უსუ­სუ­რე­ბი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი, როცა გან­ვი­ხი­ლავთ რა ჩა­ვიც­ვათ, თმა რო­გორ გა­ვი­კე­თოთ... რო­მელ ივენთზე წა­ვი­დეთ. უცებ დავ­რჩით პი­რის­პირ მე და კო­ვიდ-19...

მივ­ხვდი, რომ არა­ფე­რი მჭირ­დე­ბო­და გარ­და იმი­სა, რომ თა­ნაბ­რად მე­სუნ­თქა, ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი საკ­ვე­ბი მი­მე­ღო და ჩემი მი­ზე­ზით, ოჯა­ხის წევ­რებს არ ენერ­ვი­უ­ლათ. ვი­ცო­დი, რომ უფ­ლე­ბა არ მქონ­და, ღი­მი­ლით არ შევ­ხვედ­რო­დი ვირუსს და ღი­მი­ლით­ვე არ გა­მე­ცი­ლე­ბი­ნა... მაგ­რამ ისევ პი­რის­პირ ვი­ყა­ვით მე და კო­ვიდ-19.

მივ­ხვდი, რომ ამ დროს აუ­ცი­ლებ­ლად გჭირ­დე­ბა სიმ­დიდ­რე, აუ­წო­ნა­ვი სიმ­დიდ­რე და ეს სიმ­დიდ­რე მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლია... ამ დროს სხვა ვე­რა­ფე­რი გშვე­ლის. შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვყვე­ბი ჩემს იმ ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ზე, რაც გა­მო­იწ­ვია ჩემი უმ­ცრო­სი შვი­ლის - ან­დრი­კე­ლას და­დე­ბით­მა პა­სუხ­მა პსრ ტესტზე. ედუ-სა­ნის გა­და­ტა­ნი­ლი აქვთ და იზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

არ მინ­და დე­ბა­ტე­ბი გა­მო­ვიწ­ვიო, აცრა-არ აც­რა­ზე. მინ­და, გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, რომ ფა­რი­ვით მი­ცავ­და ის ვაქ­ცი­ნა, რაც გა­კე­თე­ბუ­ლი მაქვს. სიმპტო­მებს არ აძ­ლევ­და გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, არ აძ­ლევ­და გა­სა­ქანს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ორ­ჯერ აც­რილს შემ­ხვდა ეს ვირუ­სი... ყვე­ლას გაქვთ უფ­ლე­ბა გქონ­დეთ თქვე­ნი აზრი, მე არაფ­რის­კენ მო­გი­წო­დებთ. მე გთხოვთ გიყ­ვარ­დეთ თქვე­ნი თავი და გარ­შე­მომ­ყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი - აი­ცე­რით. კი, არის შან­სი (ბევ­რად მცი­რე) შეგ­ხვდეთ ვირუ­სი, ისე­ვე რო­გორც აუც­რელს, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად მსუ­ბუ­ქად გა­და­ი­ტანთ და არ გა­დას­დებთ (საგ­რძნობ­ლად ნაკ­ლე­ბია შან­სი) თქვენ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს.

მად­ლო­ბა ღმერ­თს! მად­ლო­ბა ჩემს ოჯა­ხის წევრ ექი­მებს - ლალი მა­ი­სუ­რა­ძეს, მაია ჯინ­ჯო­ლა­ვას, თე­მურ მი­ქე­ლა­ძეს, სოფო ჯა­ფა­რი­ძეს. უდი­დე­სი მად­ლო­ბა, თი­თო­ე­ულ თქვენ­განს სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. მად­ლო­ბა ჩემს იზი­კოს, რო­მელ­მაც ჩვენ­თან ერ­თად გა­და­ი­ტა­ნა კო­ვი­დი და რა თქმა უნდა მი­ლი­არ­დი მად­ლო­ბა ჩემს ოჯახს, რომ არ­ცერ­თი წამი არ ვი­ყა­ვი მარ­ტო", - წერს თა­თია შა­რან­გია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაბალე
4

მოიცა და ის თუ არის დათვლილი, აუცრელი საერთოდ რომ არ დაინფიცირებული ისეთი რამდენია? გაიკეთეთ და შეიტყვეთ რა, დაგვიანებით თავი აუცრელებს და არაინფიცირებულებს.

დგ
12

ქალი ქალღმერთი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ფარივით მიცავდა ის ვაქცინა, რაც გაკეთებული მაქვს..." - რას წერს თათია შარანგია, რომელიც ორივე დოზით აცრის შემდეგ, კოვიდით დაინფიცირდა

"ფარივით მიცავდა ის ვაქცინა, რაც გაკეთებული მაქვს..." - რას წერს თათია შარანგია, რომელიც ორივე დოზით აცრის შემდეგ, კოვიდით დაინფიცირდა

ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომელიც კორონავირუსით ორჯერადად აცრის შემდეგ დაინფიცირდა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე, საკუთარი გამოცდილების შესახებ წერს:

"ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო, ესეც კოვიდის მერვე-მეცხრე დღე ჩვენს ოჯახში.

თავს უფლებას მივცემ, რამდენიმე წინადადებით გაგიზიაროთ ის შეგრძნებები, რაც ამ დღეების მანძილზე მქონდა. პირველ რიგში, კიდევ უფრო მძაფრად, მთელი არსებით აღვიქვი, თუ რა მნიშვნელოვანია გვერდით ძვირფასი და მოსიყვარულე ადამიანები... რამხელა ფასი აქვს თითო თბილ სიტყვას, მოფერებას, კეთილ სურვილებს. რა უსუსურები ვართ ადამიანები, როცა განვიხილავთ რა ჩავიცვათ, თმა როგორ გავიკეთოთ... რომელ ივენთზე წავიდეთ. უცებ დავრჩით პირისპირ მე და კოვიდ-19...

მივხვდი, რომ არაფერი მჭირდებოდა გარდა იმისა, რომ თანაბრად მესუნთქა, ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები მიმეღო და ჩემი მიზეზით, ოჯახის წევრებს არ ენერვიულათ. ვიცოდი, რომ უფლება არ მქონდა, ღიმილით არ შევხვედროდი ვირუსს და ღიმილითვე არ გამეცილებინა... მაგრამ ისევ პირისპირ ვიყავით მე და კოვიდ-19.

მივხვდი, რომ ამ დროს აუცილებლად გჭირდება სიმდიდრე, აუწონავი სიმდიდრე და ეს სიმდიდრე მხოლოდ ადამიანების სიყვარულია... ამ დროს სხვა ვერაფერი გშველის. შეგნებულად არ ვყვები ჩემს იმ ნერვიულობაზე, რაც გამოიწვია ჩემი უმცროსი შვილის - ანდრიკელას დადებითმა პასუხმა პსრ ტესტზე. ედუ-სანის გადატანილი აქვთ და იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

არ მინდა დებატები გამოვიწვიო, აცრა-არ აცრაზე. მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ფარივით მიცავდა ის ვაქცინა, რაც გაკეთებული მაქვს. სიმპტომებს არ აძლევდა გაძლიერების საშუალებას, არ აძლევდა გასაქანს. ბედნიერი ვარ, რომ ორჯერ აცრილს შემხვდა ეს ვირუსი... ყველას გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი აზრი, მე არაფრისკენ მოგიწოდებთ. მე გთხოვთ გიყვარდეთ თქვენი თავი და გარშემომყოფი ადამიანები - აიცერით. კი, არის შანსი (ბევრად მცირე) შეგხვდეთ ვირუსი, ისევე როგორც აუცრელს, მაგრამ აუცილებლად მსუბუქად გადაიტანთ და არ გადასდებთ (საგრძნობლად ნაკლებია შანსი) თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.

მადლობა ღმერთს! მადლობა ჩემს ოჯახის წევრ ექიმებს - ლალი მაისურაძეს, მაია ჯინჯოლავას, თემურ მიქელაძეს, სოფო ჯაფარიძეს. უდიდესი მადლობა, თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის. მადლობა ჩემს იზიკოს, რომელმაც ჩვენთან ერთად გადაიტანა კოვიდი და რა თქმა უნდა მილიარდი მადლობა ჩემს ოჯახს, რომ არცერთი წამი არ ვიყავი მარტო", - წერს თათია შარანგია.