სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მოიგებდა თბილისის მერის არჩევნებს - კალაძე, მელია თუ გახარია და როგორ გადანაწილდებოდა მათ შორის ხმები - "ქართული ოცნების" კვლევა
ვინ მოიგებდა თბილისის მერის არჩევნებს - კალაძე, მელია თუ გახარია და როგორ გადანაწილდებოდა მათ შორის ხმები - "ქართული ოცნების" კვლევა

პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფის მიერ თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბით, თბი­ლის­ში კახა კა­ლა­ძე ლი­დე­რობს. რო­გორც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, კახა კა­ლა­ძეს ამომ­რჩე­ველ­თა 56,1% უჭერს მხარს.

„წარ­მო­გიდ­გენთ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის შე­წო­ნილ რე­ი­ტინ­გებს. კი­თხვა­ზე: ხვალ, რომ თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­დეს, რო­მელ კან­დი­დატს მის­ცემ­დით ხმას, პა­სუ­ხე­ბი შემ­დე­გი სა­ხით გა­და­ნა­წილ­და:

კახა კა­ლა­ძე - 56,1%

ნი­კა­ნორ მე­ლია - 28.3%

გი­ორ­გი გა­ხა­რია - 6,2%

ანა დო­ლი­ძე - 2,2%

პარ­ტი­ის სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფის მიერ სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი თბი­ლის­ში, 4-8 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტარ­და. კვლე­ვის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­კი­თხა 2975 რეს­პო­დენ­ტი, ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი არის 3%.

ანა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი - 1,9%

გი­ორ­გი ლო­მია - 1,3%

თა­მარ კე­კე­ნა­ძე - 0,9%

მი­ხე­ილ ქუმ­სიშ­ვი­ლი - 0,7%

სხვა კან­დი­და­ტე­ბი - 2,4%

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის თქმით, ეს არის პირ­ვე­ლი კვლე­ვა მას შემ­დეგ, რაც დას­რულ­და ცეს­კო-ში კან­დი­და­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცია და პარ­ტი­ის სო­ცი­ო­ლო­გი­ურ ჯგუფს ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, არ­ჩევ­ნებ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის თუ კან­დი­და­ტის შე­სა­ხებ მი­ე­ღო ინ­ფორ­მა­ცია.

„ხე­დავთ, რომ კახა კა­ლა­ძე ამ მო­ნა­ცე­მე­ბით პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში და­მა­ჯე­რებ­ლად იგებს. ასე­ვე ლი­დე­რობს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის ყვე­ლა კან­დი­და­ტი“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zum(b)a
1

აშენებულხართ თბილისლები .... ოცნების ოფისში ჩატარებულ კვლევას გავს.. გახარიას ასეთი დაბალი პროცენტი ნამდვილად არ ექნება..

ტუა
0

ექსპერიმენტი ჩავატაროთ რომ არ იჩხუბონ და მთელი წელი კიდე არ შეგვჭამონ ამირჩიეთ მე თუ დაინტერესდებით მისამართსაც მიუთითებ.დამშვიდდება ყველა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ვინ მოიგებდა თბილისის მერის არჩევნებს - კალაძე, მელია თუ გახარია და როგორ გადანაწილდებოდა მათ შორის ხმები - "ქართული ოცნების" კვლევა

ვინ მოიგებდა თბილისის მერის არჩევნებს - კალაძე, მელია თუ გახარია და როგორ გადანაწილდებოდა მათ შორის ხმები - "ქართული ოცნების" კვლევა

პარტია „ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგებით, თბილისში კახა კალაძე ლიდერობს. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კახა კალაძეს ამომრჩეველთა 56,1% უჭერს მხარს.

„წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე: ხვალ, რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით გადანაწილდა:

კახა კალაძე - 56,1%

ნიკანორ მელია - 28.3%

გიორგი გახარია - 6,2%

ანა დოლიძე - 2,2%

პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ საველე სამუშაოები თბილისში, 4-8 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2975 რესპოდენტი, ცდომილების ზღვარი არის 3%.

ანა ბიბილაშვილი - 1,9%

გიორგი ლომია - 1,3%

თამარ კეკენაძე - 0,9%

მიხეილ ქუმსიშვილი - 0,7%

სხვა კანდიდატები - 2,4%

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის პირველი კვლევა მას შემდეგ, რაც დასრულდა ცესკო-ში კანდიდატების რეგისტრაცია და პარტიის სოციოლოგიურ ჯგუფს ჰქონდა შესაძლებლობა, არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური სუბიექტის თუ კანდიდატის შესახებ მიეღო ინფორმაცია.

„ხედავთ, რომ კახა კალაძე ამ მონაცემებით პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებს. ასევე ლიდერობს თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი“, - განაცხადა მდინარაძემ.