სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღარ დავინტერესებულვარ, მის მაგივრად წყვეტდნენ რა კითხვაზე უნდა ეპასუხა, თუ..." - რატომ მოიხსენიეს 2019 წელს, "იმედზე", გახარია "სუპერძალოვან მინისტრად", რას წერს ჟურნალისტი?
"აღარ დავინტერესებულვარ, მის მაგივრად წყვეტდნენ რა კითხვაზე უნდა ეპასუხა, თუ..." - რატომ მოიხსენიეს 2019  წელს,  "იმედზე", გახარია "სუპერძალოვან მინისტრად", რას წერს ჟურნალისტი?

ჟურ­ნა­ლის­ტი თე­ო­ნა გე­გე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტოს ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც 2019 წელს, "იმე­დის" ეთერ­ში ექ­სპრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას სტუმ­რო­ბას ასა­ხავს, უფრო სწო­რედ, გა­და­ცე­მი­დან ამოჭ­რი­ლი ფო­ტოა, რო­მელ­საც ტიტ­რად გას­დევს წარ­წე­რა: "სუ­პერ­ძა­ლო­ვა­ნი მი­ნის­ტრი".

"მე­გობ­რე­ბო, ბევ­რჯერ შემ­ხვდა ეს ფოტო თა­ვის დრო­ზეც და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სა­თა­უ­რით ("სუ­პერ­ძა­ლო­ვა­ნი მი­ნის­ტრი“) "გა­ხა­რე­ბულ“ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ავუხ­სე­ნი, რომ ტყუ­ი­ლად უხა­რო­დათ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქსე­ლის თავ­გზა­აბ­ნე­ულ მომ­ხმა­რებ­ლე­ბამ­დე სი­მარ­თლის მი­ტა­ნა, ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ რად­გან ბოლო დროს ისევ გა­მოჩ­ნდა და კად­რია გა­და­ცე­მი­დან, რო­მე­ლიც მე მიმ­ყავ­და, კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავ ამ­ჯე­რად სტა­ტუ­სით (მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე ჩემს ფრენ­დს მხო­ლოდ კო­მენ­ტარ­ში ავუხ­სე­ნი) და მერე რაც გინ­დათ, ის ქე­ნით.

ბა­ტო­ნი გა­ხა­რია, ორ­ჯერ იყო ჩემი რეს­პონ­დენ­ტი "იმე­დი­დან" წა­მოს­ვლამ­დე. ორი­ვე­ჯერ 2019 წელს, ჯერ მა­ის­ში (მგო­ნი) და მე­ო­რედ ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში. არ მახ­სოვს ეს რო­მე­ლი გა­და­ცე­მი­და­ნაა, მაგ­რამ ზუს­ტად მახ­სოვს სა­თა­უ­რის ამ­ბა­ვი. გარ­და იმი­სა, რომ იყო შს მი­ნის­ტრი და ვიცე-პრე­მი­ე­რი, გა­და­ცე­მამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­ნიშ­ნეს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლა­დაც. რო­დე­საც ვფიქ­რობ­დით, რა დაგ­ვერ­ქმია მისი ინ­ტერ­ვი­უს ამ ბლო­კის­თვის, სა­დაც მას მო­რიგ ახალ სტა­ტუს­ზე ვე­კი­თხე­ბო­დით (რა­ტომ ან­დობს გუნ­დი ამ­დენ პო­ზი­ცი­ას), ჩემ­მა პრო­დი­უ­სერ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ "სუ­პერ­ძა­ლო­ვა­ნი მი­ნის­ტრი“ იყო სა­თა­უ­რი, რო­მე­ლიც მისი მო­რი­გი და­წი­ნა­უ­რე­ბის ფაქტსაც ასა­ხავ­და და იმავდრო­უ­ლად, ირო­ნი­ა­საც შე­ი­ცავ­და. რა­ზეც და­ვე­თან­ხმე და ასე აღ­მოჩ­ნდა ეს ტიტ­რი ეთერ­ში.

დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან, რა თქმა უნდა, ეს სა­თა­უ­რი ბევ­რად ირო­ნი­უ­ლია: ადა­მი­ანს, რომ­ლის­თვი­საც სა­კუ­თარ პარ­ტი­ას ყვე­ლა შე­საძ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა ემე­ტე­ბო­და, დღეს თურ­მე არა­ვი­ნაა და მე­ტიც, წარ­სულ­შიც არა­ვინ ყო­ფი­ლა. მაგ­რამ ეგ მე ამ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში ისე მა­ღელ­ვებს, რო­გორც დღე­ვან­დელ ქარ­თულ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას ნამ­დვი­ლი სო­ლი­და­რო­ბა, ტყუ­ილ-მარ­თა­ლის გარ­ჩე­ვა და ნა­ხე­ვარ­ტო­ნე­ბის და­ნახ­ვის უნა­რი. ხოდა იმის თქმა მინ­და, რომ იმ დრო­ის "იმე­დი“, რო­დე­საც ეგ გა­და­ცე­მა ეთერ­ში გა­ვი­და და "იმე­დი“ 2019 წლის ივ­ნი­სის შემ­დეგ, ისე გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სა­გან, რო­გორც ცა და დე­და­მი­წა (სხვა შემ­თხვე­ვა­ში, არა­ვინ და­მიშ­ლი­და მანდ მუ­შა­ო­ბას). ამი­ტომ, თუ ვინ­მე, ამ ფო­ტოს გა­ზი­ა­რე­ბით, იმ­დრო­ინ­დელ "იმედს“ და ამ კონ­კრე­ტულ გა­და­ცე­მას ნი­შანს უგებს, ვურ­ჩევ მომ­დევ­ნო ეპო­ქით გა­ერ­თოს, გვი­ა­ნი "იმე­დით“.

არას­დროს, არ­ცერ­თი რეს­პონ­დენ­ტის მი­მართ არა­ნა­ი­რი თრთოლ­ვა და პი­ე­ტე­ტი არ მქო­ნია (ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე ძა­ლი­ან და­ბა­ლი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს) და ვერ მექ­ნე­ბო­და ვერც გა­ხა­რი­ას მი­მართ. რო­დე­საც "იმედ­ში“ კო­ბა­ხი­ძე-ნაც­ვლიშ­ვი­ლის "პრო­დუ­სერ­თა“ რაზ­მი შე­მო­ვარ­და, გა­ხა­რია ჯერ პრე­მი­ე­რიც კი არ იყო, მერე გახ­და. მისი წუ­ხი­ლის შე­სა­ხებ არც მა­შინ და არც მერე არა­ფე­რი მსმე­ნია. გუ­შინ წა­ვი­კი­თხე მხო­ლოდ, რო­გორ მი­მარ­თავ­და "იმედს“ ეთერ­ში მო­მიყ­ვა­ნე­თო. მაგ­რამ იყო კი­დევ ერთი ფაქ­ტი, რაც ჩემი აზ­რით, ასე­ვე სიმპტო­მა­ტუ­რია. მისი მე­ო­რე ინ­ტერ­ვიუ ჩემს გა­და­ცე­მა­ში იმ დროს და­ემ­თხვა, როცა ტე­ლე­ვი­ზია უკვე აშ­კა­რად პარ­ტი­ი­დან იმარ­თე­ბო­და.

ჩა­მოვ­წე­რე კი­თხვე­ბი გა­ხა­რი­ას­თვის და რო­დე­საც ეს ჩემ­მა უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნელ­მა წა­ი­კი­თხა, იწ­რი­ა­ლა-იწ­რი­ა­ლა და ბო­ლოს ორ კი­თხვა­ზე მე­უბ­ნე­ბა, ეს არ ჰკი­თხოო - ერთი ეხე­ბო­და ნა­თია თურ­ნა­ვას "გმი­რო­ბებს“ პან­კის­ში და მე­ო­რე, "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ (თუ არ ვცდე­ბი) გან­ცხა­დე­ბას, რომ უჩივ­ლებ­და შსს-ს სტრას­ბურ­გში, აღ­ლუმს თუ არ ჩა­ა­ტა­რე­ბი­ნებ­დნენ. თან მე­უბ­ნე­ბა ვუ­თხა­რი გა­ხა­რი­ა­სო და ამ­ბობს ეგ არ მკი­თხო­თო (ინ­ტერ­ვი­უს თე­მე­ბის (და არა კი­თხვე­ბის) რეს­პონ­დე­ტებ­თან შე­თან­ხმე­ბა პრაქ­ტი­კაა, თუ რამე გნ­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა).

მოკ­ლედ, ვერ შევ­თან­ხმდით და ბო­ლოს ვე­უბ­ნე­ბი ამ "მე­ნე­ჯერს“, გა­და­ცე­მის და­წყე­ბამ­დე თვი­თონ ვკი­თხავ, რა­ტომ აქვს პრობ­ლე­მა - თქო. ამა­ზე ვე­რა­ფე­რი მი­თხრა. მო­ვი­და გა­ხა­რია და ვე­უბ­ნე­ბი, რომ პირ­და­პი­რი ეთე­რია და მა­ინც და­ვუს­ვამ ამ კი­თხვებს (დღემ­დე ვერ ვხდე­ბი, რა პრობ­ლე­მა იყო ამ ორ კი­თხვა­ში), რად­გან ამას ჩემ­თვის კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აქვს პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ასე შემ­დეგ და ვიდ­რე მე ამ პა­ტა­რა მი­ტინგს ვა­ტა­რებ, მი­ყუ­რებს და მშვი­დად მე­უბ­ნე­ბა, რომ არა­ფე­რი აქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. გა­და­ცე­მა იწყე­ბო­და და აღარ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, მის მა­გივ­რად წყვეტ­დნენ რა კი­თხვა­ზე უნდა ეპა­სუ­ხა, თუ აზრი შე­იც­ვა­ლა. 2019 წლის ივ­ნის­ში გა­და­ცე­მი­დან ავ­დე­ქი და "იმე­დი­და­ნაც" მალე წა­მო­ვე­დი.უშუ­ა­ლო თუ არა უშუ­ა­ლო "მე­ნე­ჯე­რებს“ შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებ, დღემ­დე არ მსი­ა­მოვ­ნებს მათი გახ­სე­ნე­ბა. ვი­საც აინ­ტე­რე­სებს ვინ მარ­თავ­და არხს 2019 წლის ივ­ნი­სი­დან, გა­არ­კვი­ეთ, იო­ლია. და ეს გა­და­ცე­მა თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, მა­გის ბმუ­ლიც მარ­ტი­ვად იძებ­ნე­ბა)", - წერს გე­გე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
5

ფაქტია, რომ გახარია როგორც მოცემულობა ჯერ კიდევ არის... 

Tsiko
4

კარგი გოგო და ჟურნალისტი. წარმატებები ქნ თეონას. 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"აღარ დავინტერესებულვარ, მის მაგივრად წყვეტდნენ რა კითხვაზე უნდა ეპასუხა, თუ..." - რატომ მოიხსენიეს 2019 წელს, "იმედზე", გახარია "სუპერძალოვან მინისტრად", რას წერს ჟურნალისტი?

"აღარ დავინტერესებულვარ, მის მაგივრად წყვეტდნენ რა კითხვაზე უნდა ეპასუხა, თუ..." - რატომ მოიხსენიეს 2019  წელს,  "იმედზე", გახარია "სუპერძალოვან მინისტრად", რას წერს ჟურნალისტი?

ჟურნალისტი თეონა გეგელია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, რომელიც 2019 წელს, "იმედის" ეთერში ექსპრემიერ გიორგი გახარიას სტუმრობას ასახავს, უფრო სწორედ, გადაცემიდან ამოჭრილი ფოტოა, რომელსაც ტიტრად გასდევს წარწერა: "სუპერძალოვანი მინისტრი".

"მეგობრებო, ბევრჯერ შემხვდა ეს ფოტო თავის დროზეც და მიუხედავად იმისა, რომ ამ სათაურით ("სუპერძალოვანი მინისტრი“) "გახარებულ“ რამდენიმე ადამიანს ავუხსენი, რომ ტყუილად უხაროდათ, მოგეხსენებათ, ქსელის თავგზააბნეულ მომხმარებლებამდე სიმართლის მიტანა, ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგრამ რადგან ბოლო დროს ისევ გამოჩნდა და კადრია გადაცემიდან, რომელიც მე მიმყავდა, კიდევ ერთხელ განვმარტავ ამჯერად სტატუსით (მანამდე რამდენიმე ჩემს ფრენდს მხოლოდ კომენტარში ავუხსენი) და მერე რაც გინდათ, ის ქენით.

ბატონი გახარია, ორჯერ იყო ჩემი რესპონდენტი "იმედიდან" წამოსვლამდე. ორივეჯერ 2019 წელს, ჯერ მაისში (მგონი) და მეორედ ივნისის დასაწყისში. არ მახსოვს ეს რომელი გადაცემიდანაა, მაგრამ ზუსტად მახსოვს სათაურის ამბავი. გარდა იმისა, რომ იყო შს მინისტრი და ვიცე-პრემიერი, გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დანიშნეს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელადაც. როდესაც ვფიქრობდით, რა დაგვერქმია მისი ინტერვიუს ამ ბლოკისთვის, სადაც მას მორიგ ახალ სტატუსზე ვეკითხებოდით (რატომ ანდობს გუნდი ამდენ პოზიციას), ჩემმა პროდიუსერმა გადაწყვიტა, რომ "სუპერძალოვანი მინისტრი“ იყო სათაური, რომელიც მისი მორიგი დაწინაურების ფაქტსაც ასახავდა და იმავდროულად, ირონიასაც შეიცავდა. რაზეც დავეთანხმე და ასე აღმოჩნდა ეს ტიტრი ეთერში.

დღევანდელი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ეს სათაური ბევრად ირონიულია: ადამიანს, რომლისთვისაც საკუთარ პარტიას ყველა შესაძლო თანამდებობა ემეტებოდა, დღეს თურმე არავინაა და მეტიც, წარსულშიც არავინ ყოფილა. მაგრამ ეგ მე ამ კონკრეტულ მომენტში ისე მაღელვებს, როგორც დღევანდელ ქართულ ჟურნალისტიკას ნამდვილი სოლიდარობა, ტყუილ-მართალის გარჩევა და ნახევარტონების დანახვის უნარი. ხოდა იმის თქმა მინდა, რომ იმ დროის "იმედი“, როდესაც ეგ გადაცემა ეთერში გავიდა და "იმედი“ 2019 წლის ივნისის შემდეგ, ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც ცა და დედამიწა (სხვა შემთხვევაში, არავინ დამიშლიდა მანდ მუშაობას). ამიტომ, თუ ვინმე, ამ ფოტოს გაზიარებით, იმდროინდელ "იმედს“ და ამ კონკრეტულ გადაცემას ნიშანს უგებს, ვურჩევ მომდევნო ეპოქით გაერთოს, გვიანი "იმედით“.

არასდროს, არცერთი რესპონდენტის მიმართ არანაირი თრთოლვა და პიეტეტი არ მქონია (ქართველ პოლიტიკოსებზე ძალიან დაბალი წარმოდგენა მაქვს) და ვერ მექნებოდა ვერც გახარიას მიმართ. როდესაც "იმედში“ კობახიძე-ნაცვლიშვილის "პროდუსერთა“ რაზმი შემოვარდა, გახარია ჯერ პრემიერიც კი არ იყო, მერე გახდა. მისი წუხილის შესახებ არც მაშინ და არც მერე არაფერი მსმენია. გუშინ წავიკითხე მხოლოდ, როგორ მიმართავდა "იმედს“ ეთერში მომიყვანეთო. მაგრამ იყო კიდევ ერთი ფაქტი, რაც ჩემი აზრით, ასევე სიმპტომატურია. მისი მეორე ინტერვიუ ჩემს გადაცემაში იმ დროს დაემთხვა, როცა ტელევიზია უკვე აშკარად პარტიიდან იმართებოდა.

ჩამოვწერე კითხვები გახარიასთვის და როდესაც ეს ჩემმა უშუალო ხელმძღვანელმა წაიკითხა, იწრიალა-იწრიალა და ბოლოს ორ კითხვაზე მეუბნება, ეს არ ჰკითხოო - ერთი ეხებოდა ნათია თურნავას "გმირობებს“ პანკისში და მეორე, "თბილისი პრაიდის“ (თუ არ ვცდები) განცხადებას, რომ უჩივლებდა შსს-ს სტრასბურგში, აღლუმს თუ არ ჩაატარებინებდნენ. თან მეუბნება ვუთხარი გახარიასო და ამბობს ეგ არ მკითხოთო (ინტერვიუს თემების (და არა კითხვების) რესპონდეტებთან შეთანხმება პრაქტიკაა, თუ რამე გნსაკუთრებული არ ხდება).

მოკლედ, ვერ შევთანხმდით და ბოლოს ვეუბნები ამ "მენეჯერს“, გადაცემის დაწყებამდე თვითონ ვკითხავ, რატომ აქვს პრობლემა - თქო. ამაზე ვერაფერი მითხრა. მოვიდა გახარია და ვეუბნები, რომ პირდაპირი ეთერია და მაინც დავუსვამ ამ კითხვებს (დღემდე ვერ ვხდები, რა პრობლემა იყო ამ ორ კითხვაში), რადგან ამას ჩემთვის კონკრეტულ სიტუაციაში აქვს პრინციპული მნიშვნელობა და ასე შემდეგ და ვიდრე მე ამ პატარა მიტინგს ვატარებ, მიყურებს და მშვიდად მეუბნება, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. გადაცემა იწყებოდა და აღარ დავინტერესებულვარ, მის მაგივრად წყვეტდნენ რა კითხვაზე უნდა ეპასუხა, თუ აზრი შეიცვალა. 2019 წლის ივნისში გადაცემიდან ავდექი და "იმედიდანაც" მალე წამოვედი.უშუალო თუ არა უშუალო "მენეჯერებს“ შეგნებულად არ ვასახელებ, დღემდე არ მსიამოვნებს მათი გახსენება. ვისაც აინტერესებს ვინ მართავდა არხს 2019 წლის ივნისიდან, გაარკვიეთ, იოლია. და ეს გადაცემა თუ გაინტერესებთ, მაგის ბმულიც მარტივად იძებნება)", - წერს გეგელია.