სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენი ხანიც ვიქნები, ვიქნები, გავხსნი იცოდე და გადმოვაგდებ" - რას პასუხობს ბანკში შეჭრილი მძარცველი სამართალდამცავებს?
"რამდენი ხანიც ვიქნები, ვიქნები, გავხსნი იცოდე და გადმოვაგდებ" - რას პასუხობს ბანკში შეჭრილი მძარცველი სამართალდამცავებს?

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყვარ­ლის ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის თა­ო­ბა­ზე, გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ქეთი კოვ­ზი­აშ­ვილ­მა, რომ­ლის თქმი­თაც, ად­გილ­ზე შსს-ს სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ, რათა მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­დეს სპე­ცო­პე­რა­ცია. მი­სი­ვე თქმით, ბან­კის შე­ნო­ბა­ში არ­ცერ­თი მძე­ვა­ლი აღარ იმ­ყო­ფე­ბა.

"ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის­მის მძარ­ცვე­ლის და სა­მარ­თლა­დამ­ცავ­თა სა­უ­ბა­რი. მძარ­ცვე­ლი ამ­ბობს, რომ ის ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვს. "გა­მო­დი და მუხ­ლებ­ზე და­დე­ქი, შენ მან­დე­დან გა­საქ­ცე­ვი არ გაქვს, რამ­დე­ნი ხანი გაძ­ლებ, დაგ­ვნებ­დი", - ის­მის მომ­ლა­პა­რა­კებ­ლის ხმა, რა­ზეც მძარ­ცვე­ლი პა­სუ­ხობს: "რამ­დე­ნი ხა­ნიც ვიქ­ნე­ბი, ვიქ­ნე­ბი, გავ­ხსნი იცო­დე და გად­მო­ვაგ­დებ", - პა­სუ­ხობს მძარ­ცვე­ლი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხელ­ყუმ­ბა­რის გახ­სნით იმუქ­რე­ბა.

ად­გილ­ზე მყო­ფი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი გრძელ­დე­ბა, დამ­ნა­შა­ვე ჯერ არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ და ად­გილ­ზე სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი ემა­ტე­ბა, მათ შო­რის შე­იყ­ვა­ნეს 2 ჯავ­შან­მან­ქა­ნა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძარ­ცველს 23 ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი და რო­გორც შსს-ში გა­ნა­ცხა­დეს, სხვა­დას­ხვა თან­ხას ითხოვ­და. ის ჯერ კი­დევ არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი და სპე­ცო­პე­რა­ცია გრძელ­დე­ბა.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი ბან­კში დღეს, დღის 4 სა­ათ­ზე შე­იჭ­რა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Нино
0

Квела арчевнебис цин банкзе хдеба тавдасхма ратом вер гавиге

ძინ პინი
2

ვუსმენ და ისე ლაპარაკობენ თითქოს პიესას კითხულობენ :)) ბუნებრიობა აკლია ხმას :) დადგმულია ეს ყველაფერი ...

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"რამდენი ხანიც ვიქნები, ვიქნები, გავხსნი იცოდე და გადმოვაგდებ" - რას პასუხობს ბანკში შეჭრილი მძარცველი სამართალდამცავებს?

"რამდენი ხანიც ვიქნები, ვიქნები, გავხსნი იცოდე და გადმოვაგდებ" - რას პასუხობს ბანკში შეჭრილი მძარცველი სამართალდამცავებს?

საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდასხმის თაობაზე, განცხადება გააკეთა შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა, რომლის თქმითაც, ადგილზე შსს-ს სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ, რათა მშვიდობიანად დასრულდეს სპეცოპერაცია. მისივე თქმით, ბანკის შენობაში არცერთი მძევალი აღარ იმყოფება.

"ვრცელდება კადრები, რომელშიც, სავარაუდოდ, ისმის მძარცველის და სამართლადამცავთა საუბარი. მძარცველი ამბობს, რომ ის ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს. "გამოდი და მუხლებზე დადექი, შენ მანდედან გასაქცევი არ გაქვს, რამდენი ხანი გაძლებ, დაგვნებდი", - ისმის მომლაპარაკებლის ხმა, რაზეც მძარცველი პასუხობს: "რამდენი ხანიც ვიქნები, ვიქნები, გავხსნი იცოდე და გადმოვაგდებ", - პასუხობს მძარცველი, რომელიც, სავარაუდოდ, ხელყუმბარის გახსნით იმუქრება.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, რომ სპეცოპერაცი გრძელდება, დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ და ადგილზე საპოლიციო ძალები ემატება, მათ შორის შეიყვანეს 2 ჯავშანმანქანა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველს 23 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი და როგორც შსს-ში განაცხადეს, სხვადასხვა თანხას ითხოვდა. ის ჯერ კიდევ არ არის დაკავებული და სპეცოპერაცია გრძელდება.

შეიარაღებული პირი ბანკში დღეს, დღის 4 საათზე შეიჭრა.